სომხური წარმოშობის ტელეწამყვანმა კიმ კარდაშიანმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა - მან თმა ქერად შეიღება. კარდაშიანი ყოველთვის ამბობდა, რომ საკუთარი თმის ფერი მოსწონდა და გარეგონობაში ამ მხრივ ცვლილებების შეტანას არ აპირებდა. თუმცა გასულ "უიქენდზე" ტელეწამყვანი საზოგადოების წინაშე შეცვლილი იმიჯით წარსდგა.
გარეგნული ცვლილება დროებითი აღმოჩნდა - ქერა თმა ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით კიმის სამასკარადო კოსტუმის შემადგენელი ნაწილი იყო. კარდაშიანმა სადღესასწაულოდ ქალთევზას ფორმა შეარჩია.
მომზადებულია zirki.info-ს მიხედვით.