მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ნიჟარაძე გოგოს ბებია გახდება
ეკა ნიჟარაძე გოგოს ბებია გახდება

უმ­ცრო­სი შვი­ლი ნო­და­რი 13 წლი­საა და მე­ო­რე წე­ლია, ამე­რი­კა­ში სწავ­ლობს. უფ­რო­სი ტასო - მალე დედა გახ­დე­ბა, ჯეჯი კი წელს თე­ატ­რა­ლუ­რის სტუ­დენ­ტი გახ­და. ეკა ნი­ჟა­რა­ძე "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობს და ამა­ყობს, გაზ­რდილ შვი­ლიშ­ვილს რომ ეტყვის, შენ რომ და­ი­ბა­დე, იმ წელს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დიო.

- ბევ­რად უფრო რთუ­ლი პრო­ექტი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე მე­გო­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბა­ლეტ­ზე დავ­დი­ო­დი და დიდ­ხანს ვცეკ­ვავ­დი, გა­მი­ჭირ­და სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბის ცეკ­ვა. ახლა, როცა უკვე მე­ო­თხე ცეკ­ვის­თვის ვემ­ზა­დე­ბით, აზარ­ტი გა­მიჩ­ნდა. ძა­ლი­ან ვიღ­ლე­ბი რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე. ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ვა. სახ­ლში სა­შინ­ლად დაღ­ლი­ლი მოვ­დი­ვარ. გარ­და ამი­სა, ხერ­ხე­მალ­ზე პრობ­ლე­მე­ბი მაქვს და თი­ა­ქა­რი. ამ ბოლო დროს მუხ­ლი მა­წუ­ხებს. სულ ნემ­სებს ვი­კე­თებ და მა­ლა­მო­ებს ვის­ვამ, მაგ­რამ პრო­ექ­ტში მა­ინც ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ თავს, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი მსი­ა­მოვ­ნებს.

- რო­დე­საც ახლო მე­გო­ბა­რი თეა გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი ჟი­უ­რის წევ­რია, უფრო მშვი­დად ხარ?

- არა­ნა­ი­რად. თეა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ჩემს პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რად­გან ბევ­რს ინერ­ვი­უ­ლებ­და ჩემ­ზე. მა­შინ თეას ჟი­უ­რის წევ­რო­ბა არც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ორი­ვეს­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. თე­ა­სი ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ში­ნია. ვიცი, რომ არ და­მინ­დობს. ეს ჩანს კი­დეც. რა ქუ­ლა­საც მი­წერს, ყო­ველ­თვის ობი­ექ­ტუ­რია.

- რა­ტომ ვერ იცეკ­ვეთ კარ­გად მე­ო­რე ტურ­ში?

- ამის მი­ზე­ზე­ბი ტე­ლე­ეკ­რან­ზე არ გა­მოჩ­ნდა. ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა იყო. უშუ­ა­ლოდ ეთე­რის წინ მო­მი­წია ტრი­უ­კის გა­კე­თე­ბამ. მაღ­ლა ვე­კი­დე რამ­დე­ნი­მე ხანი. ზუს­ტად იყო გათ­ვლი­ლი, რამ­დენ ხან­ში უნდა ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ოდ­ნავ დაგ­ვაგ­ვი­ან­და ცეკ­ვის და­წყე­ბა, რა­ზეც მეც და ჩემ­მა მე­წყვი­ლე­მაც ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლეთ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდა და შემ­დეგ ტურ­ში გა­და­ვე­დი.

- ამ პრო­ექ­ტმა რა შეც­ვა­ლა შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- და­ვი­კე­ლი წო­ნა­ში. აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­იც­ვა­ლა ჩემი ფორ­მე­ბი. და­მიბ­რუნ­და ჩემი ნა­ვარ­ჯი­შე­ვი სხე­უ­ლი, რო­მე­ლიც მქონ­და და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის წინ. მხო­ლოდ სამი დღე გვაქვს ცეკ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად. მინ­და ვთხო­ვო მა­ყუ­რე­ბელს, ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლე­ბი ნუ იქ­ნე­ბი­ან. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რა­ტომ­ღაც გა­ბო­რო­ტე­ბულ კო­მენ­ტა­რებს წე­რენ. მარ­ტო ჩემს თავს არ ვგუ­ლის­ხმობ.

- სა­კუ­თარ თავ­ზეც წა­გი­კი­თხავთ ასე­თი კო­მენ­ტა­რი?

- რა თქმა უნდა. ერთს ეწე­რა, ფუუ, ვერ ვი­ტან ეკა ნი­ჟა­რა­ძე­სო. ამით რა მოხ­და, ეს რომ და­წე­რა? თუ ვერ იტან, სა­ერ­თოდ ნუ და­წერ. ეს ბო­რო­ტე­ბაა და მგო­ნი, ამას ჯო­ბია, წიგ­ნი წა­ი­კი­თხონ და სი­კე­თე შე­მა­ტონ სა­კუ­თარ თავს.

- ოჯა­ხის წევ­რე­ბიც კრი­ტი­კუ­ლე­ბი არი­ან?

- თუ არ მოს­წონთ, მე­უბ­ნე­ბი­ან, რად­გან იცი­ან, რომ კრი­ტი­კას ჯან­მრთე­ლად ვი­ღებ. შვი­ლე­ბი ერთ-ერთი პირ­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლებ­მაც მი­თხრეს, უნდა იცეკ­ვოო. ახლა ცოტა და­მე­ჩაგრნენ. დი­ლით გავ­დი­ვარ სახ­ლი­დან და ღამე მოვ­დი­ვარ. ვერც მე­გობ­რებს ვნა­ხუ­ლობ. მთლი­ა­ნად ამ პრო­ექ­ტით ვცხოვ­რობ.

- მალე ბე­ბია გახ­დე­ბი. ეს ამ­ბა­ვი რო­დის მოხ­დე­ბა?

- თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში ტასო დედა გახ­დე­ბა.

- რო­გორც მახ­სოვს, ტასო მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბუ­ლი იყო.

- ტასო და კოტე თა­ყა­იშ­ვი­ლი ერთი წე­ლია, შე­რიგ­დნენ.

- მახ­სოვს, მათი და­შო­რე­ბის გამო გულ­ნატ­კე­ნი იყა­ვი.

- ძა­ლი­ან მე­წყი­ნა, რომ და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს და ახლა ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ მათი ბედ­ნი­ე­რე­ბით.

- გო­გოს ელო­დე­ბით თუ ბიჭს?

- გო­გოს. რომ გა­იზ­რდე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ვას­წავ­ლი სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებს.

- ეკას და­არ­ქმე­ვენ?

- არ მგო­ნია. ჯერ არ ვი­ცით, მე არ მინ­და, ეკა რომ და­არ­ქვან.

- ჯე­ჯი­სა და ნო­დარს მო­უნ­დათ ცეკ­ვა?

- არა­ნა­ი­რად. ჯე­ჯიმ წელს ჩა­ა­ბა­რა თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში. მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბია და აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევს ცეკ­ვას­თან შე­ხე­ბა, მაგ­რამ არა სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებ­თან. თუ ოდეს­მე დიდი ვარ­სკვლა­ვი გახ­დე­ბა და ეს პრო­ექ­ტი კი­დევ იარ­სე­ბებს, მერე შე­იძ­ლე­ბა, მო­იწ­ვი­ონ.

- რო­გორ ფიქ­რობ, ვინ იმ­სა­ხუ­რებს და ვინ შე­იძ­ლე­ბა, გახ­დეს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი?

- ეს ძა­ლი­ან არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია, რო­გორც მივ­ხვდი, შეც­დო­მის გამო ბო­ლო­დან მე­ო­რე ად­გილ­ზე აღ­მოვ­ჩნდი ქუ­ლე­ბით. ბოლო ტურ­ში კი მე­სა­მე­ზე ვი­ყა­ვი. რუს­კა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მი­ი­ღო ქუ­ლე­ბი, რატი წი­თე­ლა­ძე და ანი ჯა­ჯა­ნი­ძეც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ცეკ­ვა­ვენ, რატი ძა­ლი­ან ბევ­რს მუ­შა­ობს და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა. შე­იძ­ლე­ბა, ჯვა­რი მწე­რია და, ისევ გა­და­ვი­ნაც­ვლო ბოლო ად­გი­ლას. ბევ­რს ვმუ­შა­ობთ, მაგ­რამ რა მოხ­დე­ბა, არა­ვინ იცის.

- ამ პრო­ექ­ტმა მოგ­ცა იმის სტი­მუ­ლი, რომ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით და­გე­წყო ცხოვ­რე­ბა?

- სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­ვა­კე­თე ის, რაც ჩა­ვი­ფიქ­რე. გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, ვარ­ჯიშს რომ და­ვი­წყებ­დი, სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას თავს და­ვა­ნე­ბებ­დი. სამ­წუ­ხა­როდ, ახ­ლაც ვზი­ვარ და ვე­წე­ვი.

- რო­გორ ფიქ­რობ, რო­მელ ტუ­რამ­დე მიხ­ვალთ?

- მო­გე­ბა ყვე­ლას გვინ­და, თუმ­ცა სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, არ მო­ვე­ლო­დი, ამ ეტა­პამ­დე თუ მი­ვი­დო­დი.

- ალ­ბათ ასაკს არ გუ­ლის­ხმობ. გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე ყვე­ლა თქვენ­გა­ნის­თვის ალ­ბათ მა­გა­ლი­თის მომ­ცე­მია.

- რა თქმა უნდა. ბა­ტო­ნი გივი არის იმის მა­გა­ლი­თი, რომ ადა­მი­ანს ძა­ლი­ან დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში. მთა­ვა­რია, მო­ინ­დო­მო.

- წარ­მო­მიდ­გე­ნია, თქვე­ნი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი რო­გორ მი­დის. ალ­ბათ ბა­ტო­ნი გივი ლექ­სე­ბით გა­ხა­ლი­სებთ...

- ჩვენ ერ­თად გვაქვს რე­პე­ტი­ცი­ე­ბი. ლექ­სე­ბით გვამ­ხნე­ვებს ხოლ­მე, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად ცეკ­ვა­ზე ვართ გა­დარ­თუ­ლე­ბი. პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო­ებს ჯერ არ ვა­წყობთ, ვცეკ­ვავთ.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ეკა ნიჟარაძე გოგოს ბებია გახდება

ეკა ნიჟარაძე გოგოს ბებია გახდება

უმცროსი შვილი ნოდარი 13 წლისაა და მეორე წელია, ამერიკაში სწავლობს. უფროსი ტასო - მალე დედა გახდება, ჯეჯი კი წელს თეატრალურის სტუდენტი გახდა. ეკა ნიჟარაძე "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობს და ამაყობს, გაზრდილ შვილიშვილს რომ ეტყვის, შენ რომ დაიბადე, იმ წელს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვმონაწილეობდიო.

- ბევრად უფრო რთული პრო­ექტი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა, მიუხედავად იმისა, რომ ბალეტზე დავდიოდი და დიდხანს ვცეკვავდი, გამიჭირდა სამეჯლისო ცეკვების ცეკვა. ახლა, როცა უკვე მეოთხე ცეკვისთვის ვემზადებით, აზარტი გამიჩნდა. ძალიან ვიღლები რეპეტიციებზე. ყველაფერი მტკივა. სახლში საშინლად დაღლილი მოვდივარ. გარდა ამისა, ხერხემალზე პრობლემები მაქვს და თიაქარი. ამ ბოლო დროს მუხლი მაწუხებს. სულ ნემსებს ვიკეთებ და მალამოებს ვისვამ, მაგრამ პროექტში მაინც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, რადგან ეს ყველაფერი მსიამოვნებს.

- როდესაც ახლო მეგობარი თეა გობეჯიშვილი ჟიურის წევრია, უფრო მშვიდად ხარ?

- არანაირად. თეა ეწინააღმდეგებოდა ჩემს პროექტში მონაწილეობას, რადგან ბევრს ინერვიულებდა ჩემზე. მაშინ თეას ჟიურის წევრობა არც განიხილებოდა. ამ პროექტში მონაწილეობა ორივესთვის მოულოდნელი იყო. თეასი ყველაზე მეტად მეშინია. ვიცი, რომ არ დამინდობს. ეს ჩანს კიდეც. რა ქულასაც მიწერს, ყოველთვის ობიექტურია.

- რატომ ვერ იცეკვეთ კარგად მეორე ტურში?

- ამის მიზეზები ტელეეკრანზე არ გამოჩნდა. ტექნიკური პრობლემა იყო. უშუალოდ ეთერის წინ მომიწია ტრიუკის გაკეთებამ. მაღლა ვეკიდე რამდენიმე ხანი. ზუსტად იყო გათვლილი, რამდენ ხანში უნდა ჩამოვსულიყავი. ოდნავ დაგვაგვიანდა ცეკვის დაწყება, რაზეც მეც და ჩემმა მეწყვილემაც ძალიან ვინერვიულეთ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და შემდეგ ტურში გადავედი.

- ამ პროექტმა რა შეცვალა შენს ცხოვრებაში?

- დავიკელი წონაში. აბსოლუტურად შეიცვალა ჩემი ფორმები. დამიბრუნდა ჩემი ნავარჯიშევი სხეული, რომელიც მქონდა დაახლოებით 20 წლის წინ. მხოლოდ სამი დღე გვაქვს ცეკვის მოსამზადებლად. მინდა ვთხოვო მაყურებელს, ძალიან კრიტიკულები ნუ იქნებიან. სოციალურ ქსელში რატომღაც გაბოროტებულ კომენტარებს წერენ. მარტო ჩემს თავს არ ვგულისხმობ.

- საკუთარ თავზეც წაგიკითხავთ ასეთი კომენტარი?

- რა თქმა უნდა. ერთს ეწერა, ფუუ, ვერ ვიტან ეკა ნიჟარაძესო. ამით რა მოხდა, ეს რომ დაწერა? თუ ვერ იტან, საერთოდ ნუ დაწერ. ეს ბოროტებაა და მგონი, ამას ჯობია, წიგნი წაიკითხონ და სიკეთე შემატონ საკუთარ თავს.

- ოჯახის წევრებიც კრიტიკულები არიან?

- თუ არ მოსწონთ, მეუბნებიან, რადგან იციან, რომ კრიტიკას ჯანმრთელად ვიღებ. შვილები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც მითხრეს, უნდა იცეკვოო. ახლა ცოტა დამეჩაგრნენ. დილით გავდივარ სახლიდან და ღამე მოვდივარ. ვერც მეგობრებს ვნახულობ. მთლიანად ამ პროექტით ვცხოვრობ.

- მალე ბებია გახდები. ეს ამბავი როდის მოხდება?

- თებერვლის დასაწყისში ტასო დედა გახდება.

- როგორც მახსოვს, ტასო მეუღლესთან დაშორებული იყო.

- ტასო და კოტე თაყაიშვილი ერთი წელია, შერიგდნენ.

- მახსოვს, მათი დაშორების გამო გულნატკენი იყავი.

- ძალიან მეწყინა, რომ დაშორდნენ ერთმანეთს და ახლა ძალიან გახარებული ვარ მათი ბედნიერებით.

- გოგოს ელოდებით თუ ბიჭს?

- გოგოს. რომ გაიზრდება, აუცილებლად ვასწავლი სამეჯლისო ცეკვებს.

- ეკას დაარქმევენ?

- არ მგონია. ჯერ არ ვიცით, მე არ მინდა, ეკა რომ დაარქვან.

- ჯეჯისა და ნოდარს მოუნდათ ცეკვა?

- არანაირად. ჯეჯიმ წელს ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში. მომავალი მსახიობია და აუცილებლად მოუწევს ცეკვასთან შეხება, მაგრამ არა სამეჯლისო ცეკვებთან. თუ ოდესმე დიდი ვარსკვლავი გახდება და ეს პროექტი კიდევ იარსებებს, მერე შეიძლება, მოიწვიონ.

- როგორ ფიქრობ, ვინ იმსახურებს და ვინ შეიძლება, გახდეს გამარჯვებული?

- ეს ძალიან არაპროგნოზირებადია, როგორც მივხვდი, შეცდომის გამო ბოლოდან მეორე ადგილზე აღმოვჩნდი ქულებით. ბოლო ტურში კი მესამეზე ვიყავი. რუსკა არაჩვეულებრივია და დამსახურებულად მიიღო ქულები, რატი წითელაძე და ანი ჯაჯანიძეც შესანიშნავად ცეკვავენ, რატი ძალიან ბევრს მუშაობს და შედეგიც სახეზეა. შეიძლება, ჯვარი მწერია და, ისევ გადავინაცვლო ბოლო ადგილას. ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ რა მოხდება, არავინ იცის.

- ამ პროექტმა მოგცა იმის სტიმული, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით დაგეწყო ცხოვრება?

- სამწუხაროდ, ვერ გავაკეთე ის, რაც ჩავიფიქრე. გადაწყვეტილი მქონდა, ვარჯიშს რომ დავიწყებდი, სიგარეტის მოწევას თავს დავანებებდი. სამწუხაროდ, ახლაც ვზივარ და ვეწევი.

- როგორ ფიქრობ, რომელ ტურამდე მიხვალთ?

- მოგება ყველას გვინდა, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, არ მოველოდი, ამ ეტაპამდე თუ მივიდოდი.

- ალბათ ასაკს არ გულისხმობ. გივი სიხარულიძე ყველა თქვენგანისთვის ალბათ მაგალითის მომცემია.

- რა თქმა უნდა. ბატონი გივი არის იმის მაგალითი, რომ ადამიანს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს ნებისმიერ ასაკში. მთავარია, მოინდომო.

- წარმომიდგენია, თქვენი რეპეტიციები როგორ მიდის. ალბათ ბატონი გივი ლექსებით გახალისებთ...

- ჩვენ ერთად გვაქვს რეპეტიციები. ლექსებით გვამხნევებს ხოლმე, მაგრამ ძირითადად ცეკვაზე ვართ გადართულები. პოეზიის საღამოებს ჯერ არ ვაწყობთ, ვცეკვავთ.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"