მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც არ მიშაობდა, ის არ მუშაობდა"
"ვინც არ მიშაობდა, ის არ მუშაობდა"

მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო მე­ჭი­ა­უ­რი, ცნო­ბი­ლი "მო­ღა­ლა­ტეს" შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. იმ­ღე­რა თი­ა­ნეთ­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე, და­გეგ­მი­ლი იყო ახალ­ქა­ლა­ქი­სა და ახალ­ცი­ხის კონ­ცერ­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზით აღარ გა­ი­მარ­თა. მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, რომ მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შეგ­ნე­ბუ­ლად ბლო­კავ­დნენ და ამის არა­ერთ მი­ზეზს ასა­ხე­ლებს. მომ­ღერ­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით მოხ­ვდა პარ­ლა­მენ­ტში, თი­ა­ნე­თის მა­ჟო­რი­ტა­რი ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი კი მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვი გახ­ლდათ. თამ­რი­კოს შვი­ლი, კახა, თი­ა­ნე­თის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შტაბს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

- 2008 წლის შემ­დეგ სა­ო­ცა­რი დაბ­ლოკ­ვა და რეგ­რე­სი გან­ვი­ცა­დე, არ მიწ­ვევ­დნენ არც ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში და არც კონ­ცერ­ტებ­ზე. 2008 წელს ბა­თუ­მის ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­ლის ეთერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. ჩავ­წე­რეთ გა­და­ცე­მა, სიმ­ღე­რა, ინ­ტერ­ვიუ. და­ი­წყო გა­და­ცე­მა, გა­ვი­და ჩემი ერთი სიმ­ღე­რა, ინ­ტერ­ვი­უს ნა­წი­ლი და გა­წყდა გა­და­ცე­მა. მი­თხრეს, ფირი გაგ­ვი­წყდაო. რო­გორც ჩანს, არ იცოდ­ნენ ამ გა­და­ცე­მის მეს­ვე­უ­რებ­მა, რომ მე შავი სიის ნა­წი­ლი ვი­ყა­ვი. და­ახ­ლო­ე­ბით მსგავ­სი შემ­თხვე­ვა მქონ­და თბი­ლის­ში, სა­დაც "იმე­დის ხე­ლის" ორ­გა­ნი­ზე­ბულ საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში უნდა მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ჰიმ­ნი უკვე ჩა­წე­რი­ლი გვქონ­და, როცა "იმე­დის ხე­ლის" ხელ­მძღვა­ნელ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, კონ­ცერ­ტზე ვერ გა­მო­გიყ­ვან, მი­თხრეს, "შავ სი­ა­ში" ყო­ფილ­ხა­რო. წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილს მი­ვა­კი­თხე ჩემი და­წე­რი­ლი სა­ა­ხალ­წლო სიმ­ღე­რით. მქონ­და "ბედ­ნი­ე­რე­ბა", მას შევ­ხვედ­რო­დი და ჭკუ­ის და­რი­გე­ბა და­მი­წყო, იქ­ნებ, რა­დი­ო­დან დაგ­ვე­წყო, ხალ­ხმა გა­გიც­ნო­სო, მა­შინ, როცა რა­დი­ო­ე­ბი სავ­სე იყო ჩემი სიმ­ღე­რე­ბით. ორი სო­ლო­კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თე ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და არც ერ­თზე ტე­ლე­ვი­ზია არ მო­სუ­ლა. ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზია იყე­ნებ­და ჩემ სიმ­ღე­რას, გან­სა­კუთ­რე­ბით "მო­ღა­ლა­ტეს" და არც ერთს არ მი­ვუწ­ვე­ვი­ვარ ეთერ­ში, როცა გა­სარ­თობ შო­უ­ებ­ში ისეთ მომ­ღერ­ლებ­საც ვხე­დავ­დი, რომ­ლებ­საც მე კო­ლე­გებ­საც კი არ ვუ­წო­დებ. იმე­დი მაქვს, დღეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა და "ვინც არ მი­შა­ობს, ის არ მუ­შა­ობს" დამ­თავ­რდე­ბა.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

"ვინც არ მიშაობდა, ის არ მუშაობდა"

"ვინც არ მიშაობდა, ის არ მუშაობდა"

მომღერალი თამრიკო მეჭიაური, ცნობილი "მოღალატეს" შემსრულებელი, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კონცერტებში მონაწილეობდა. იმღერა თიანეთში გამართულ კონცერტზე, დაგეგმილი იყო ახალქალაქისა და ახალციხის კონცერტებიც, რომლებიც ყველასთვის გასაგები მიზეზით აღარ გაიმართა. მომღერალი ამბობს, რომ მას წლების განმავლობაში შეგნებულად ბლოკავდნენ და ამის არაერთ მიზეზს ასახელებს. მომღერლის ყოფილი მეუღლე თამაზ მეჭიაური პროპორციული სიით მოხვდა პარლამენტში, თიანეთის მაჟორიტარი ზაქარია ქუცნაშვილი კი მისი ყოფილი მეუღლის ნათესავი გახლდათ. თამრიკოს შვილი, კახა, თიანეთის "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

-  2008 წლის შემდეგ საოცარი დაბლოკვა და რეგრესი განვიცადე, არ მიწვევდნენ არც ტელევიზიებში და არც კონცერტებზე. 2008 წელს ბათუმის ტელევიზიის დილის ეთერში მონაწილეობა შემომთავაზეს. ჩავწერეთ გადაცემა, სიმღერა, ინტერვიუ. დაიწყო გადაცემა, გავიდა ჩემი ერთი სიმღერა, ინტერვიუს ნაწილი და გაწყდა გადაცემა. მითხრეს, ფირი გაგვიწყდაო. როგორც ჩანს, არ იცოდნენ ამ გადაცემის მესვეურებმა, რომ მე შავი სიის ნაწილი ვიყავი. დაახლოებით მსგავსი შემთხვევა მქონდა თბილისში, სადაც "იმედის ხელის" ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაში უნდა მიმეღო მონაწილეობა. ჰიმნი უკვე ჩაწერილი გვქონდა, როცა "იმედის ხელის" ხელმძღვანელმა დამირეკა და მითხრა, კონცერტზე ვერ გამოგიყვან, მითხრეს, "შავ სიაში" ყოფილხარო. წინასაახალწლოდ ნინა წკრიალაშვილს მივაკითხე ჩემი დაწერილი საახალწლო სიმღერით. მქონდა "ბედნიერება", მას შევხვედროდი და ჭკუის დარიგება დამიწყო, იქნებ, რადიოდან დაგვეწყო, ხალხმა გაგიცნოსო, მაშინ, როცა რადიოები სავსე იყო ჩემი სიმღერებით. ორი სოლოკონცერტი გავმართე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და არც ერთზე ტელევიზია არ მოსულა. ყველა ტელევიზია იყენებდა ჩემ სიმღერას, განსაკუთრებით "მოღალატეს" და არც ერთს არ მივუწვევივარ ეთერში, როცა გასართობ შოუებში ისეთ მომღერლებსაც ვხედავდი, რომლებსაც მე კოლეგებსაც კი არ ვუწოდებ. იმედი მაქვს, დღეს ყველაფერი შეიცვლება და "ვინც არ მიშაობს, ის არ მუშაობს" დამთავრდება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება