მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ღირს ვარსკვლავების სტუმრობა?
რა ღირს ვარსკვლავების სტუმრობა?

სა­ო­ჯა­ხო ბი­უ­ჯე­ტის შე­სავ­სე­ბად მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვებს დამ­ღლე­ლი სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნე­ე­ბის გა­მარ­თვა ყო­ველ­თვის არ უწევთ. შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის არა­ნაკ­ლებ შე­მო­სავ­ლი­ა­ნი და შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა ბრენ­დის რეკ­ლა­მი­რე­ბა, კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­სა და კერ­ძო წვე­უ­ლე­ბებ­ზე სტუმ­რო­ბაა.

ბარ­ბა­დო­სელ მომ­ღე­რალ რი­ა­ნას სა­ა­ხალ­წლო გირ­ლი­ან­დის ან­თე­ბის­თვის ერთ-ერ­თმა მა­ღა­ზი­ამ 8 მლნ დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და. ვარ­სკვლა­ვი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მი­იწ­ვი­ეს და სტუმ­რებს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მათ­თვის სი­ურპრი­ზი აქვთ. რი­ა­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მო­ვი­და, გა­ი­ღი­მა, გირ­ლი­ან­დის ასან­თებ ღი­ლაკს თითი და­ა­ჭი­რა და ამა­ში 8 მლნ დო­ლა­რი აიღო.

უამ­რა­ვი ვარ­სკვლა­ვი უფა­სო­დაც კი და­თან­მდე­ბა ზღაპ­რულ იახ­ტა­ზე, სანტ-ბარტსზე სტუმ­რო­ბას, თუმ­ცა ბი­ონ­სე ამა­ში 2 მლნ-ს ითხოვს. ლუქს კლა­სის იახ­ტა "ვო­ი­აჟ­ზე" უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია მსოფ­ლიო მი­ლი­არ­დელ­თა სამ­ყა­რო ახალ წელს ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად ხვდე­ბა.

მე­უღ­ლეს­თან შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია რე­პე­რი ჯე­ი­ზი. ის თა­ნახ­მაა კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ზე 1 მლნ დო­ლა­რად იმ­ღე­როს.

ქრის­ტი­ნა აგი­ლე­რამ, 1 სა­ათ­ში 1 მლნ დო­ლა­რი იშო­ვა. მომ­ღე­რა­ლი კერ­ძო წვე­უ­ლე­ბა­ზე, სან-დი­ე­გო­ში გა­მო­ვი­და და რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა.

რო­დე­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭით არ ხარ და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, მა­შინ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი თან­ხით უნდა შე­მო­ი­ფარ­გლო. პე­რის ჰილ­ტონ­მა თავი მო­სინ­ჯა მო­დე­ლის, მომ­ღერ­ლის, მსა­ხი­ო­ბის და დი­ჯე­ის როლ­შიც. წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­მო­ჩე­ნის­თვის პე­რი­სი 100 000 – 500 000 დო­ლარს ითხოვს. ამ თან­ხის სა­ნაც­ვლოდ, პე­რი­სი არა­ფერს აკე­თებს. მისი გა­მო­ჩე­ნა უკვე დიდი პა­ტი­ვია.

კიმ კარ­და­ში­ანს ერ­თა­დერ­თი ნიჭი აქვს - ყვე­ლა­ფე­რი რა­საც ეხე­ბა, ელ­ვის სიწ­რა­ფით ხდე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი. სომ­ხუ­რი წარ­მო­შო­ბის ამე­რი­კე­ლი ვარ­სკვლა­ვი წვე­უ­ლე­ბა­ზე სტუმ­რო­ბის­თვის მი­ნი­მუმ 500 000 დო­ლარს ითხოვს. კიმი იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია, რომ ლას-ვე­გას­ში, ერთ-ერ­თმა ღა­მის კლუბ­მა სწო­რედ ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი გა­და­უ­ხა­და ვარ­სკვლავს, რათა მას სა­კუ­თა­რი 30-ე და­ბა­დე­ბის დღე ამ კლუბ­ში აღე­ნიშ­ნა.

ზო­გი­ერ­თი ვარ­სკვლა­ვი საკ­მა­ოდ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლია, რო­დე­საც საქ­მე ფულს ეხე­ბა. მა­გა­ლი­თად მე­რა­ია ქერი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ა­ტა­რეს, რო­დე­საც 2011 წელს კა­და­ფის და­ბა­დე­ბის დღე­ზე 4 სიმ­ღე­რა მი­უ­ძღვნა იუ­ბი­ლარს. მე­რა­ი­ამ 4 სიმ­ღე­რა­ში 1 მლნ დო­ლა­რი აიღო.

ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი, სე­ლე­ნა გო­მე­სი ჯერ მხო­ლოდ 20 წლი­საა, თუმ­ცა პი­რად ან­გა­რიშ­ზე უკვე უამ­რა­ვი მი­ლი­ო­ნი ერი­ცხე­ბა. გო­მე­სი კერ­ძო წვე­უ­ლე­ბა­ზე სტუმ­რო­ბის­თვის 100 000 დო­ლარს ითხოვს.

ბოლო დროს ჩარ­ლი შინს "გა­უ­ჭირ­და". ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი მზა­დაა თქვენს წვე­უ­ლე­ბა­ზე სტუმ­რე­ბი 200 000 დო­ლა­რად გა­ა­ხა­ლი­სოს. თუმ­ცა წვე­უ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მის მოწ­ვე­ვას მა­ინც ერი­დე­ბი­ან, ვი­ნა­ი­დან ჩარ­ლი ცნო­ბი­ლია ალ­კოჰო­ლი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით და შე­საძ­ლოა, დღე­სას­წა­უ­ლი გა­ა­ფუ­ჭოს.

ცნო­ბი­ლი რე­პე­რი 50 ცენ­ტი ღა­მის კლუბ­ში სტუმ­რო­ბის­თვის 500 000 დო­ლარს ითხოვს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია All Over Press-ის მი­ხედ­ვით.

რა ღირს ვარსკვლავების სტუმრობა?

რა ღირს ვარსკვლავების სტუმრობა?

საოჯახო ბიუჯეტის შესავსებად მსოფლიო დონის ვარსკვლავებს დამღლელი საკონცერტო ტურნეების გამართვა ყოველთვის არ უწევთ. შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის არანაკლებ შემოსავლიანი და შედარებით მარტივი საქმიანობა ბრენდის რეკლამირება, კორპორატიულ საღამოებსა და კერძო წვეულებებზე სტუმრობაა.

ბარბადოსელ მომღერალ რიანას საახალწლო გირლიანდის ანთებისთვის ერთ-ერთმა მაღაზიამ 8 მლნ დოლარი გადაუხადა. ვარსკვლავი სავაჭრო ცენტრში მიიწვიეს და სტუმრებს განუცხადეს, რომ მათთვის სიურპრიზი აქვთ. რიანა საზოგადოების წინაშე გამოვიდა, გაიღიმა, გირლიანდის ასანთებ ღილაკს თითი დააჭირა და ამაში 8 მლნ დოლარი აიღო.

უამრავი ვარსკვლავი უფასოდაც კი დათანმდება ზღაპრულ იახტაზე, სანტ-ბარტსზე სტუმრობას, თუმცა ბიონსე ამაში 2 მლნ-ს ითხოვს. ლუქს კლასის იახტა "ვოიაჟზე" უკვე რამდენიმე წელია მსოფლიო მილიარდელთა სამყარო ახალ წელს ვარსკვლავებთან ერთად ხვდება.

მეუღლესთან შედარებით მოკრძალებულია რეპერი ჯეიზი. ის თანახმაა კორპორატიულ საღამოზე 1 მლნ დოლარად იმღეროს.

ქრისტინა აგილერამ, 1 საათში 1 მლნ დოლარი იშოვა. მომღერალი კერძო წვეულებაზე, სან-დიეგოში გამოვიდა და რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

როდესაც განსაკუთრებული ნიჭით არ ხარ დაჯილდოებული, მაშინ მოკრძალებული თანხით უნდა შემოიფარგლო. პერის ჰილტონმა თავი მოსინჯა მოდელის, მომღერლის, მსახიობის და დიჯეის როლშიც. წვეულებაზე გამოჩენისთვის პერისი 100 000 – 500 000 დოლარს ითხოვს. ამ თანხის სანაცვლოდ, პერისი არაფერს აკეთებს. მისი გამოჩენა უკვე დიდი პატივია.

კიმ კარდაშიანს ერთადერთი ნიჭი აქვს - ყველაფერი რასაც ეხება, ელვის სიწრაფით ხდება პოპულარული. სომხური წარმოშობის ამერიკელი ვარსკვლავი წვეულებაზე სტუმრობისთვის მინიმუმ 500 000 დოლარს ითხოვს. კიმი იმდენად პოპულარულია, რომ ლას-ვეგასში, ერთ-ერთმა ღამის კლუბმა სწორედ ნახევარი მილიონი გადაუხადა ვარსკვლავს, რათა მას საკუთარი 30-ე დაბადების დღე ამ კლუბში აღენიშნა.

ზოგიერთი ვარსკვლავი საკმაოდ დაუფიქრებელია, როდესაც საქმე ფულს ეხება. მაგალითად მერაია ქერი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, როდესაც 2011 წელს კადაფის დაბადების დღეზე 4 სიმღერა მიუძღვნა იუბილარს. მერაიამ 4 სიმღერაში 1 მლნ დოლარი აიღო.

ცნობილი მომღერალი და მსახიობი, სელენა გომესი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა პირად ანგარიშზე უკვე უამრავი მილიონი ერიცხება. გომესი კერძო წვეულებაზე სტუმრობისთვის 100 000 დოლარს ითხოვს.

ბოლო დროს ჩარლი შინს "გაუჭირდა". ჰოლივუდის ვარსკვლავი მზადაა თქვენს წვეულებაზე სტუმრები 200 000 დოლარად გაახალისოს. თუმცა წვეულების ორგანიზატორები მის მოწვევას მაინც ერიდებიან, ვინაიდან ჩარლი ცნობილია ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებით და შესაძლოა, დღესასწაული გააფუჭოს.

ცნობილი რეპერი 50 ცენტი ღამის კლუბში სტუმრობისთვის 500 000 დოლარს ითხოვს.

მომზადებულია All Over Press-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება