მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საარსებო მინიმუმი - მრუდე სარკეში დანახული სინამდვილე
საარსებო მინიმუმი - მრუდე სარკეში დანახული სინამდვილე

ხორ­ბლის პური - 250 გრა­მი, ლო­ბიო - 20 გრა­მი, ძრო­ხის და ხბოს ხორ­ცი - 40 გრა­მი, ღო­რის ხორ­ცი - 10 გრა­მი, მა­წო­ნი - 25 გრა­მი, ყვე­ლი - 20 გრა­მი, კარ­ტო­ფი­ლი - 150 გრა­მი... - ეს რო­მე­ლი­მე კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი დი­ე­ტა ან პა­ტიმ­რის ულუ­ფა არ გე­გო­ნოთ, ეს არის იმ პრო­დუქ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ­მა შრო­მი­სუ­ნა­რი­ან­მა მა­მა­კაც­მა ყო­ველ­დღი­უ­რი არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის უნდა იკ­მა­როს... ახ­ლა­ხან "საქსტატ­მა" შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი მა­მა­კა­ცის სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა: სექ­ტემ­ბერ­ში ის 149 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა, რაც აგ­ვის­ტოს­თან შე­და­რე­ბით 3,5 ლა­რით მე­ტია, ხოლო წინა წელ­თან შე­და­რე­ბით - 8 ლა­რით ნაკ­ლე­ბი. ორ­სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხის სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი 211 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, სამ­სუ­ლი­ა­ნის - 237 ლა­რით, ოთხსუ­ლი­ა­ნი­სა კი - 265 ლა­რით. ეს მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 5-დან 10 ლა­რამ­დეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი. რო­გორ იან­გა­რი­შე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი და რა კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბებს ემორ­ჩი­ლე­ბა ეს პრო­ცე­სი? - ამ სა­კი­თხზე გვე­სა­უბ­რე­ბა ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ელ­გუ­ჯა მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი:

- ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბი­სას, რამ­დე­ნი­მე კა­ტე­გო­რია უნდა გა­მოვ­ყოთ - სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი, სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თა და სი­ღა­რი­ბის ზღვა­რი. ეს სამი კა­ტე­გო­რია ერ­თმა­ნეთ­თან მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. და­ვი­წყოთ სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თით: სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ სა­ქონ­ლი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა, რომ­ლებ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად მო­იხ­მა­რენ. სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად იან­გა­რი­შე­ბა, მაგ­რამ მისი ში­ნა­არ­სი ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ერ­თნა­ი­რია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმს - ეს არის კა­ლო­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმი­სათ­ვის, რომ ადა­მი­ან­მა სი­ცო­ცხლე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. სწო­რედ ამ კა­ლო­რი­ე­ბის გა­მო­ან­გა­რი­შე­ბით დგინ­დე­ბა სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მიც. ბო­ლოს კი გან­ვი­ხი­ლოთ, სად გა­დის სი­ღა­რი­ბის ზღვა­რი: თუ ადა­მი­ა­ნის, ან ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი სამ­ჯერ ან უფრო ნაკ­ლე­ბად აღე­მა­ტე­ბა სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმს, ამ შემ­თხვე­ვა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ან ეს ოჯა­ხი სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თის 70 პრო­ცენ­ტი კვე­ბის პრო­დუქ­ტებ­ზე მო­დის, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 1990-იან წლებ­ში დად­გინ­და და იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია არ­სე­ბობს. ძა­ლი­ან ცუ­დია, როცა სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თის 70 პრო­ცენ­ტი კვე­ბის პრო­დუქ­ტებს უკა­ვია, რად­გან ეს ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლის დიდ ნა­წილს იმი­სათ­ვის ხარ­ჯავს, რომ იარ­სე­ბოს. შე­და­რე­ბი­სათ­ვის ვი­ტყვი: აშშ-ში კვე­ბის პრო­დუქ­ტებ­ზე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი მთე­ლი სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თის მხო­ლოდ 15 პრო­ცენტს შე­ად­გენს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი ხში­რად არის პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის ობი­ექ­ტი, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა მყო­ფი მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხვს ამ­ცი­რე­ბენ.

- მით უმე­ტეს, რომ ბოლო წლებ­ში ფა­სე­ბი საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და...

- ფა­სე­ბის ზრდა გავ­ლე­ნას უნდა ახ­დენ­დეს სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზეც და სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ზეც, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. სწო­რედ ამი­ტომ, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში დად­გე­ნი­ლი სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი და სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თა ვერ ასა­ხავს რე­ა­ლო­ბას და ამას აქვს თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი. სტა­ტის­ტი­კას შე­უძ­ლია ზუს­ტად გან­სა­ზღვროს რო­გორც სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი, ასე­ვე სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თაც და სი­ღა­რი­ბის ზღვა­რიც, მაგ­რამ ამას არ აკე­თებს. სა­ერ­თოდ. სტა­ტის­ტი­კა არის ეკო­ნო­მი­კის სარ­კე, მაგ­რამ ის ჩვენ­თან მრუ­დე სარ­კეა. ამის მი­ზე­ზი არის ის, რომ ბოლო წლებ­ში სტა­ტის­ტი­კის სამ­სა­ხუ­რი მთავ­რო­ბის ქოლ­გის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა რომ გა­მოს­წორ­დეს, სტა­ტის­ტი­კის სამ­სა­ხუ­რი უნდა გახ­დეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი - გა­თა­ვი­სუფ­ლდეს პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­გავ­ლე­ნი­სა­გან. ამ შემ­თხვე­ვა­ში შეძ­ლებს ის რე­ა­ლუ­რად ასა­ხოს სი­ნამ­დვი­ლე. ჯერ­ჯე­რო­ბით კი სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი კვლავ პო­ლი­ტი­კუ­რი თაღ­ლი­თო­ბი­სა და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის ობი­ექ­ტია.

- ექ­სპერ­ტე­ბი ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ შე­ფარ­დე­ბას, რო­მე­ლიც ჩვენს სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თა­შია: მისი 70% სურ­სა­თის წი­ლად, ხოლო 30% - სხვა ხარ­ჯებ­ზე მო­დის. ეთან­ხმე­ბით მო­საზ­რე­ბას, რომ ეს პრო­პორ­ცია უნდა შე­იც­ვა­ლოს?

- დიახ, სურ­სა­თის წილი ჩვენს სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შემ­ცირ­დეს პირ­ველ ეტაპ­ზე სა­დღაც 55-60 პრო­ცენ­ტამ­დე მა­ინც. ეს 70 პრო­ცენ­ტი დად­გინ­და 1995-96 წლებ­ში, მას შემ­დეგ 17 წელი გა­ვი­და და ეს შე­ფარ­დე­ბა არ შეც­ვლი­ლა. მაშ, სა­ი­დან ვას­კვნით, რომ ეკო­ნო­მი­კა­ში პროგ­რესს მი­ვაღ­წი­ეთ? სა­ერ­თოდ, რაც უფრო ღა­რი­ბია ქვე­ყა­ნა, მით მე­ტია მის სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თა­ში სურ­სათ­ზე და­ნა­ხარ­ჯის ხვედ­რი­თი წილი. ასე რომ, ჩვენ გვაქვს არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის ანა­რეკ­ლია.

- ბოლო ხანს ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი, სულ მცი­რე, 220 ლარი უნდა გახ­დეს და პენ­სი­აც ამ ციფრს უნდა და­უ­ახ­ლოვ­დეს.

- ეს თან­ხაც არ არის რე­ა­ლუ­რი, მაგ­რამ რომ მკი­თხოთ, რამ­დე­ნი უნდა იყოს დღეს სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი, ვერც მე გი­პა­სუ­ხებთ და ვერც სხვა, რად­გან ამ სა­კითხს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შეს­წავ­ლა და გა­ან­გა­რი­შე­ბა სჭირ­დე­ბა და ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოს სტა­ტის­ტი­კის სამ­სა­ხურ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის

სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში 288 სა­ქონ­ლი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის­გან შედ­გე­ბა, ფრან­გის სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თა­ში 507 პრო­დუქ­ტი და მომ­სა­ხუ­რე­ბა შე­დის, გერ­მა­ნე­ლის - 475, ხოლო ამე­რი­კე­ლი­სა და ინ­გლი­სე­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 350-ია. სპე­ცი­ა­ლის­ტთა აზ­რით, ჩვენს სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თა­ში ბევ­რი ისე­თი კომ­პო­ნენ­ტია შე­სა­ტა­ნი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის არა მარ­ტო ფი­ზი­კუ­რი არ­სე­ბო­ბის­თვის, არა­მედ მისი გო­ნებ­რი­ვი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­საც.

სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი და სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი სა­ქარ­თვე­ლო­სა და სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში

* აშშ-ში ადა­მი­ა­ნის სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი წე­ლი­წად­ში 10 830 დო­ლა­რია, რაც თვე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 900 დო­ლა­რი გა­მო­დის. ბევ­რი ფიქ­რობს, რომ ამე­რი­კა­ში ფა­სე­ბის დო­ნეც მა­ღა­ლია, თუმ­ცა იქ ფა­სე­ბი ჩვენ­თან შე­და­რე­ბით 2-ჯერ მე­ტია, ხოლო სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი - და­ახ­ლო­ე­ბით 10-ჯერ მეტი. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 597 ლარს (364 დო­ლა­რი) შე­ად­გენს, ერთი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი მა­მა­კა­ცის სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი კი - 149 ლარს (91 დო­ლა­რი). მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­ში სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი და­ახ­ლო­ე­ბით 330 დო­ლა­რია (544 ლ), სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი კი 141 დო­ლარს უტოლ­დე­ბა. აზერ­ბა­ი­ჯან­ში სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 450 დო­ლა­რია, სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი კი - 201 დო­ლა­რი (330 ლ.). რუ­სეთ­ში სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 760 დო­ლარს, და­ახ­ლო­ე­ბით 1250 ლარს უტოლ­დე­ბა, სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი კი 244 დო­ლა­რია (400 ლ.). რო­გორც ამ ციფ­რე­ბი­დან ჩანს, მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მიც და სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სიც სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­და­რე­ბით მა­ღა­ლია, თუ არ ჩავ­თვლით სომ­ხეთს. სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი და სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ზე დი­დია ყა­ზა­ხეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­სა და ბე­ლო­რუს­შიც. შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი მა­მა­კა­ცის სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­და­რე­ბით მა­ღა­ლია სე­პა­რა­ტის­ტულ აფხა­ზეთ­შიც კი, სა­დაც ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 4427,9 რუბ­ლით გა­ნი­სა­ზღვრა, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 235 ლარს უტოლ­დე­ბა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ ვი­დეო: სა­ხელ­მწი­ფო "დი­ე­ტა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საარსებო მინიმუმი - მრუდე სარკეში დანახული სინამდვილე

საარსებო მინიმუმი - მრუდე სარკეში დანახული სინამდვილე

ხორბლის პური - 250 გრამი, ლობიო - 20 გრამი, ძროხის და ხბოს ხორცი - 40 გრამი, ღორის ხორცი - 10 გრამი, მაწონი - 25 გრამი, ყველი - 20 გრამი, კარტოფილი - 150 გრამი... - ეს რომელიმე კინოვარსკვლავისათვის განკუთვნილი დიეტა ან პატიმრის ულუფა არ გეგონოთ, ეს არის იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოში მცხოვრებმა შრომისუნარიანმა მამაკაცმა ყოველდღიური არსებობისათვის უნდა იკმაროს... ახლახან "საქსტატმა" შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმიც გამოაქვეყნა: სექტემბერში ის 149 ლარით განისაზღვრა, რაც აგვისტოსთან შედარებით 3,5 ლარით მეტია, ხოლო წინა წელთან შედარებით - 8 ლარით ნაკლები. ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 211 ლარით განისაზღვრება, სამსულიანის - 237 ლარით, ოთხსულიანისა კი - 265 ლარით. ეს მაჩვენებლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5-დან 10 ლარამდეა შემცირებული. როგორ იანგარიშება საქართველოში საარსებო მინიმუმი და რა კანონზომიერებებს ემორჩილება ეს პროცესი? - ამ საკითხზე გვესაუბრება ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი:

- ამ საკითხზე მსჯელობისას, რამდენიმე კატეგორია უნდა გამოვყოთ - საარსებო მინიმუმი, სამომხმარებლო კალათა და სიღარიბის ზღვარი. ეს სამი კატეგორია ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. დავიწყოთ სამომხმარებლო კალათით: სამომხმარებლო კალათა ჩამონათვალია იმ საქონლისა და მომსახურებისა, რომლებსაც ადამიანები ყველაზე ხშირად მოიხმარენ. სამომხმარებლო კალათა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, სხვადასხვაგვარად იანგარიშება, მაგრამ მისი შინაარსი ყველა ქვეყანაში ერთნაირია. რაც შეეხება საარსებო მინიმუმს - ეს არის კალორიების რაოდენობა, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანმა სიცოცხლე შეინარჩუნოს. სწორედ ამ კალორიების გამოანგარიშებით დგინდება საარსებო მინიმუმიც. ბოლოს კი განვიხილოთ, სად გადის სიღარიბის ზღვარი: თუ ადამიანის, ან ოჯახის შემოსავალი სამჯერ ან უფრო ნაკლებად აღემატება საარსებო მინიმუმს, ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ეს ადამიანი ან ეს ოჯახი სიღარიბის ზღვარს მიღმაა. საქართველოში სამომხმარებლო კალათის 70 პროცენტი კვების პროდუქტებზე მოდის, ეს მაჩვენებელი 1990-იან წლებში დადგინდა და იქიდან მოყოლებული, უკვე რამდენიმე წელია არსებობს. ძალიან ცუდია, როცა სამომხმარებლო კალათის 70 პროცენტი კვების პროდუქტებს უკავია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ადამიანი თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს იმისათვის ხარჯავს, რომ იარსებოს. შედარებისათვის ვიტყვი: აშშ-ში კვების პროდუქტებზე გაწეული ხარჯები მთელი სამომხმარებლო კალათის მხოლოდ 15 პროცენტს შეადგენს. სამწუხაროდ, საქართველოში საარსებო მინიმუმი ხშირად არის პოლიტიკური მანიპულაციების ობიექტი, რომლის წყალობითაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რიცხვს ამცირებენ.

- მით უმეტეს, რომ ბოლო წლებში ფასები საგრძნობლად გაიზარდა...

- ფასების ზრდა გავლენას უნდა ახდენდეს საარსებო მინიმუმის მაჩვენებელზეც და სამომხმარებლო კალათის შემადგენლობაზეც, მაგრამ ასე არ მოხდა. სწორედ ამიტომ, დღეს საქართველოში დადგენილი საარსებო მინიმუმი და სამომხმარებლო კალათა ვერ ასახავს რეალობას და ამას აქვს თავისი მიზეზები. სტატისტიკას შეუძლია ზუსტად განსაზღვროს როგორც საარსებო მინიმუმი, ასევე სამომხმარებლო კალათაც და სიღარიბის ზღვარიც, მაგრამ ამას არ აკეთებს. საერთოდ. სტატისტიკა არის ეკონომიკის სარკე, მაგრამ ის ჩვენთან მრუდე სარკეა. ამის მიზეზი არის ის, რომ ბოლო წლებში სტატისტიკის სამსახური მთავრობის ქოლგის ქვეშ იმყოფება. ეს მდგომარეობა რომ გამოსწორდეს, სტატისტიკის სამსახური უნდა გახდეს დამოუკიდებელი - გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეგავლენისაგან. ამ შემთხვევაში შეძლებს ის რეალურად ასახოს სინამდვილე. ჯერჯერობით კი საარსებო მინიმუმი კვლავ პოლიტიკური თაღლითობისა და მანიპულაციების ობიექტია.

- ექსპერტები ხშირად აკრიტიკებენ შეფარდებას, რომელიც ჩვენს სამომხმარებლო კალათაშია: მისი 70% სურსათის წილად, ხოლო 30% - სხვა ხარჯებზე მოდის. ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ეს პროპორცია უნდა შეიცვალოს?

- დიახ, სურსათის წილი ჩვენს სამომხმარებლო კალათაში აუცილებლად უნდა შემცირდეს პირველ ეტაპზე სადღაც 55-60 პროცენტამდე მაინც. ეს 70 პროცენტი დადგინდა 1995-96 წლებში, მას შემდეგ 17 წელი გავიდა და ეს შეფარდება არ შეცვლილა. მაშ, საიდან ვასკვნით, რომ ეკონომიკაში პროგრესს მივაღწიეთ? საერთოდ, რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით მეტია მის სამომხმარებლო კალათაში სურსათზე დანახარჯის ხვედრითი წილი. ასე რომ, ჩვენ გვაქვს არარაციონალური სამომხმარებლო კალათა, რომელიც ქვეყანაში შექმნილი ვითარების ანარეკლია.

- ბოლო ხანს ხშირად ამბობენ, რომ საარსებო მინიმუმი, სულ მცირე, 220 ლარი უნდა გახდეს და პენსიაც ამ ციფრს უნდა დაუახლოვდეს.

- ეს თანხაც არ არის რეალური, მაგრამ რომ მკითხოთ, რამდენი უნდა იყოს დღეს საარსებო მინიმუმი, ვერც მე გიპასუხებთ და ვერც სხვა, რადგან ამ საკითხს საფუძვლიანი შესწავლა და გაანგარიშება სჭირდება და ეს მაჩვენებელი უნდა გამოავლინოს სტატისტიკის სამსახურმა.

ცნობისათვის

სამომხმარებლო კალათა საქართველოში 288 საქონლისა და მომსახურებისგან შედგება, ფრანგის სამომხმარებლო კალათაში 507 პროდუქტი და მომსახურება შედის, გერმანელის - 475, ხოლო ამერიკელისა და ინგლისელისთვის აუცილებელი საჭიროებების რაოდენობა 350-ია. სპეციალისტთა აზრით, ჩვენს სამომხმარებლო კალათაში ბევრი ისეთი კომპონენტია შესატანი, რომელიც აუცილებელია ადამიანის არა მარტო ფიზიკური არსებობისთვის, არამედ მისი გონებრივი და ინტელექტუალური განვითარებისთვისაც.

საშუალო ხელფასი და საარსებო მინიმუმი საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყანაში

* აშშ-ში ადამიანის საარსებო მინიმუმი წელიწადში 10 830 დოლარია, რაც თვეში დაახლოებით 900 დოლარი გამოდის. ბევრი ფიქრობს, რომ ამერიკაში ფასების დონეც მაღალია, თუმცა იქ ფასები ჩვენთან შედარებით 2-ჯერ მეტია, ხოლო საარსებო მინიმუმი - დაახლოებით 10-ჯერ მეტი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 597 ლარს (364 დოლარი) შეადგენს, ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი კი - 149 ლარს (91 დოლარი). მეზობელ სომხეთში საშუალო ხელფასი დაახლოებით 330 დოლარია (544 ლ), საარსებო მინიმუმი კი 141 დოლარს უტოლდება. აზერბაიჯანში საშუალო ხელფასი 450 დოლარია, საარსებო მინიმუმი კი - 201 დოლარი (330 ლ.). რუსეთში საშუალო ხელფასი 760 დოლარს, დაახლოებით 1250 ლარს უტოლდება, საარსებო მინიმუმი კი 244 დოლარია (400 ლ.). როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, მეზობელ ქვეყნებში საარსებო მინიმუმიც და საშუალო ხელფასიც საქართველოსთან შედარებით მაღალია, თუ არ ჩავთვლით სომხეთს. საშუალო ხელფასი და საარსებო მინიმუმი საქართველოზე დიდია ყაზახეთში, უკრაინასა და ბელორუსშიც. შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი საქართველოსთან შედარებით მაღალია სეპარატისტულ აფხაზეთშიც კი, სადაც ეს მაჩვენებელი 4427,9 რუბლით განისაზღვრა, რაც დაახლოებით 235 ლარს უტოლდება.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

იხილეთ ვიდეო: სახელმწიფო "დიეტა"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"