მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გამოიფატრა მუცელი პატიმარმა
რატომ გამოიფატრა მუცელი პატიმარმა

10 ოქ­ტომ­ბერს ორ­გა­ნი­ზა­ცია "თბი­ლი­სის ჰელ­სინ­კის ჯგუფ­მა" პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა 167-კა­ცი­ა­ნი სია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მათ შო­რის არის 12 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით არი­ან დევ­ნი­ლე­ბი. ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მოხ­ვდნენ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი: 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის, 2009 წლის 9 აპ­რი­ლი­სა და 2011 წლის 26 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბი­სას, აგ­რეთ­ვე, ე.წ. მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხი­სა და ყინ­წვი­სის სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი. "თბი­ლი­სის ჰელ­სინ­კის ჯგუ­ფი" სიას სა­კა­ნონ­მდებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­დას­ცემს პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცე­სის და­სა­წყე­ბად.

ლალი აფ­ცი­ა­უ­რი, "თბი­ლი­სის ჰელ­სინ­კის ჯგუ­ფის" თავ­მჯდო­მა­რე, ად­ვო­კა­ტი: - პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ გაძ­ლი­ერ­და. დღეს იმი­ტომ გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი ამ სიის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა უკვე გან­სა­ზღვრა კრი­ტე­რი­უ­მი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და, დად­გე­ნი­ლი­ყო, ვინ შე­იძ­ლე­ბო­და მოხ­ვედ­რი­ლი­ყო ამ ნიშ­ნით სი­ა­ში.

- ამ­ბო­ბენ, რომ იგეგ­მე­ბა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ამ­ნის­ტია. რო­დის მოხ­დე­ბა ეს და რა კა­ტე­გო­რი­ის პა­ტიმ­რებს შე­ე­ხე­ბა ის?

- მეც მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ იგეგ­მე­ბა ამ­ნის­ტია. მაგ­რამ ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნონს სჭირ­დე­ბა მომ­ზა­დე­ბა და ვიდ­რე ახა­ლი მთავ­რო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ შე­უდ­გე­ბა საქ­მი­ა­ნო­ბას, ამა­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია. თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ახა­ლი მთავ­რო­ბის უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბა ამ კა­ნო­ნის მომ­ზა­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ჩვენ უამ­რა­ვი უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რი გვყავს, ცი­ხე­ე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლია და, პირ­ველ რიგ­ში, ეს პრობ­ლე­მა უნდა მოგ­ვარ­დეს. ჩემი ვა­რა­უ­დით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 45 ათა­სამ­დე პა­ტი­მა­რია და ვე­ლო­დე­ბი, რა ციფ­რებს გა­მო­აქ­ვეყ­ნებს ბა­ტო­ნი სო­ზარ სუ­ბა­რი. ჩვენ ხომ ბოლო წლებ­ში კრი­მი­ნალ ერად მო­ვი­ნათ­ლეთ. ჩემი აზ­რით, სო­ზარ სუ­ბარ­მა, პირ­ველ რიგ­ში, ეს ინ­ფორ­მა­ცია უნდა მი­ა­წო­დოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას - რამ­დე­ნი პა­ტი­მა­რი და პრო­ბა­ცი­ო­ნე­რია დღეს და რამ­დე­ნი ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რია 2004 წლი­დან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში - ამ ციფ­რებ­საც ვე­ლო­დე­ბი.

- თქვე­ნი აზ­რით, რა კა­ტე­გო­რი­ის პა­ტიმ­რე­ბი უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ უპი­რო­ბოდ, ანუ საქ­მე­ე­ბის გა­და­სინ­ჯვის გა­რე­შე?

- ვფიქ­რობ, უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ყვე­ლა ის პა­ტი­მა­რი, ვინც სას­ჯელს იხ­დის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის გამო.

- ქალ­ბა­ტო­ნო ლალი, რა ხდე­ბა ქსნის N15 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში? გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პა­ტი­მარ­მა ლაშა იმე­და­ძემ მუ­ცე­ლი გა­მო­ი­ფატ­რა. რა იყო ამის მი­ზე­ზი?

- ლაშა იმე­და­ძე არას­დროს შე­გუ­ე­ბია რე­ჟიმს და ყო­ველ­თვის, ყვე­ლა დარ­ღვე­ვა­ზე წერ­და სა­ჩი­ვარს, რის გა­მოც რე­გუ­ლა­რუ­ლად ის­ჯე­ბო­და. 25 სექ­ტემ­ბერს, ლაშა ტე­ლე­ფო­ნით ჩა­ერ­თო ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არ­ხის" ეთერ­ში და შე­ე­ცა­და, პი­რა­დად მი­ე­წო­დე­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ინ­ფორ­მა­ცია ცი­ხე­ებ­ში არ­სე­ბულ გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ზე. ამის შემ­დეგ მას­ზე და­ი­წყო ზე­მოქ­მე­დე­ბა, რა­საც მოჰ­ყვა მო­რი­გი პრო­ტეს­ტი იმე­და­ძის მხრი­დან - თავი და­ი­ზი­ა­ნა, გა­მო­ი­ფატ­რა მუ­ცე­ლი. იმე­და­ძეს მა­შინ­ვე არ აღ­მო­უ­ჩი­ნეს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, რის შე­დე­გა­დაც ჭრი­ლო­ბა და­უ­ჩირ­ქდა. ის 9 ოქ­ტომ­ბრამ­დე ითხოვ­და ექი­მის მის­ვლას და მე­დი­კა­მენ­ტებს. მაგ­რამ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ არ ჰყავთ ექი­მი და არ აქვთ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. მე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და გა­ვარ­კვიე, რომ ქსნის მე-15 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ე.წ. კრიტს ექი­მი არ ჰყავს.

- რა­ტომ არ ჰყავს და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ექი­მი?

- ქსნის N15 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჰყავ­დათ ექი­მი, რო­მე­ლიც წა­ვი­და და არა­ვინ მი­დის იქ სა­მუ­შა­ოდ, რად­გან ყვე­ლამ იცის, რა სა­ში­ნე­ლი პი­რო­ბე­ბია. 9 ოქ­ტომ­ბერს იმე­და­ძემ ხელ­მე­ო­რედ გა­და­იჭ­რა მუ­ცე­ლი და უკვე ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ესა­ჭი­რო­ე­ბო­და. ხუთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ტი­მა­რი იყო უე­ქი­მოდ, ღია ჭრი­ლო­ბე­ბით, მან ბევ­რი სის­ხლი და­კარ­გა. ლაშა არ გა­და­იყ­ვა­ნეს ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თუმ­ცა შემ­დეგ მას­თან შე­იყ­ვა­ნეს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ექი­მი, რო­მელ­მაც იქვე ამო­უ­კე­რა ჭრი­ლო­ბე­ბი. 11 ოქ­ტომ­ბერს ლაშა იმე­და­ძე მო­ი­ნა­ხუ­ლეს ოჯა­ხის წევ­რებ­მა და სწო­რედ მათ გა­ავ­რცე­ლეს ეს ინ­ფორ­მა­ცია.

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, ცი­ხე­ებ­ში კვლავ გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ დღეს პა­ტიმ­რებს?

- დღეს ქსან­შიც და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ყვე­ლა სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ერ­თნა­ი­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა. მარ­თა­ლია, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ძვე­ლე­ბუ­რი წნე­ხი აღარ არის, მაგ­რამ თვი­თონ ქსნის ცი­ხე­ში პი­რო­ბე­ბი გა­უ­საძ­ლი­სია. პა­ტიმ­რე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად უჩი­ვი­ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან უყუ­რა­დღე­ბო­ბას. ასე­ვე, მი­თხრეს, რომ ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ბლო­კავს პა­ტიმ­რე­ბის სა­ჩივ­რებს - ისი­ნი წე­რენ გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ზე, მაგ­რამ სა­ჩივ­რე­ბი არ მი­დის ად­რე­სა­ტამ­დე და ისევ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში რჩე­ბა.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რატომ გამოიფატრა მუცელი პატიმარმა

რატომ გამოიფატრა მუცელი პატიმარმა

10 ოქტომბერს ორგანიზაცია "თბილისის ჰელსინკის ჯგუფმა" პოლიტპატიმართა 167-კაციანი სია გამოაქვეყნა, მათ შორის არის 12 ადამიანი, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით არიან დევნილები. ჩამონათვალში მოხვდნენ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებული პირები: 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 9 აპრილისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენებისას, აგრეთვე, ე.წ. მუხროვანის ამბოხისა და ყინწვისის სპეცოპერაციისას დაკავებული პირები. "თბილისის ჰელსინკის ჯგუფი" სიას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას გადასცემს პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესის დასაწყებად.

ლალი აფციაური, "თბილისის ჰელსინკის ჯგუფის" თავმჯდომარე, ადვოკატი: - პოლიტიკური ნიშნით დევნა განსაკუთრებით "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გაძლიერდა. დღეს იმიტომ გახდა აქტუალური ამ სიის გამოქვეყნება, რომ ევროპარლამენტმა უკვე განსაზღვრა კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდა, დადგენილიყო, ვინ შეიძლებოდა მოხვედრილიყო ამ ნიშნით სიაში.

- ამბობენ, რომ იგეგმება ფართომასშტაბიანი ამნისტია. როდის მოხდება ეს და რა კატეგორიის პატიმრებს შეეხება ის?

- მეც მაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება ამნისტია. მაგრამ ამნისტიის შესახებ კანონს სჭირდება მომზადება და ვიდრე ახალი მთავრობა ოფიციალურად არ შეუდგება საქმიანობას, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. თუმცა, სავარაუდოდ, ახალი მთავრობის უპირველესი ამოცანა იქნება ამ კანონის მომზადება, ვინაიდან ჩვენ უამრავი უკანონო პატიმარი გვყავს, ციხეები გადატვირთულია და, პირველ რიგში, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. ჩემი ვარაუდით, საქართველოში 45 ათასამდე პატიმარია და ველოდები, რა ციფრებს გამოაქვეყნებს ბატონი სოზარ სუბარი. ჩვენ ხომ ბოლო წლებში კრიმინალ ერად მოვინათლეთ. ჩემი აზრით, სოზარ სუბარმა, პირველ რიგში, ეს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას - რამდენი პატიმარი და პრობაციონერია დღეს და რამდენი ნასამართლევი პირია 2004 წლიდან დღემდე საქართველოში - ამ ციფრებსაც ველოდები.

- თქვენი აზრით, რა კატეგორიის პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ უპირობოდ, ანუ საქმეების გადასინჯვის გარეშე?

- ვფიქრობ, უნდა გათავისუფლდეს ყველა ის პატიმარი, ვინც სასჯელს იხდის ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო.

- ქალბატონო ლალი, რა ხდება ქსნის N15 დაწესებულებაში? გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატიმარმა ლაშა იმედაძემ მუცელი გამოიფატრა. რა იყო ამის მიზეზი?

- ლაშა იმედაძე არასდროს შეგუებია რეჟიმს და ყოველთვის, ყველა დარღვევაზე წერდა საჩივარს, რის გამოც რეგულარულად ისჯებოდა. 25 სექტემბერს, ლაშა ტელეფონით ჩაერთო ტელეკომპანია "მე-9 არხის" ეთერში და შეეცადა, პირადად მიეწოდებინა საზოგადოებისათვის ინფორმაცია ციხეებში არსებულ გაუსაძლის პირობებზე. ამის შემდეგ მასზე დაიწყო ზემოქმედება, რასაც მოჰყვა მორიგი პროტესტი იმედაძის მხრიდან - თავი დაიზიანა, გამოიფატრა მუცელი. იმედაძეს მაშინვე არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, რის შედეგადაც ჭრილობა დაუჩირქდა. ის 9 ოქტომბრამდე ითხოვდა ექიმის მისვლას და მედიკამენტებს. მაგრამ ეუბნებოდნენ, რომ არ ჰყავთ ექიმი და არ აქვთ მედიკამენტები. მე ვიმყოფებოდი ამ დაწესებულებაში და გავარკვიე, რომ ქსნის მე-15 დაწესებულების ე.წ. კრიტს ექიმი არ ჰყავს.

- რატომ არ ჰყავს დაწესებულებას ექიმი?

- ქსნის N15 დაწესებულებაში ჰყავდათ ექიმი, რომელიც წავიდა და არავინ მიდის იქ სამუშაოდ, რადგან ყველამ იცის, რა საშინელი პირობებია. 9 ოქტომბერს იმედაძემ ხელმეორედ გადაიჭრა მუცელი და უკვე ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებოდა. ხუთი საათის განმავლობაში პატიმარი იყო უექიმოდ, ღია ჭრილობებით, მან ბევრი სისხლი დაკარგა. ლაშა არ გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, თუმცა შემდეგ მასთან შეიყვანეს სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულების ექიმი, რომელმაც იქვე ამოუკერა ჭრილობები. 11 ოქტომბერს ლაშა იმედაძე მოინახულეს ოჯახის წევრებმა და სწორედ მათ გაავრცელეს ეს ინფორმაცია.

- როგორც ამბობენ, ციხეებში კვლავ გაუსაძლისი მდგომარეობაა, რა პრობლემები აქვთ დღეს პატიმრებს?

- დღეს ქსანშიც და სასჯელაღსრულების ყველა სხვა დაწესებულებაში ერთნაირი მდგომარეობაა. მართალია, არჩევნების შემდეგ ძველებური წნეხი აღარ არის, მაგრამ თვითონ ქსნის ციხეში პირობები გაუსაძლისია. პატიმრები ყველაზე მეტად უჩივიან ადმინისტრაციისგან უყურადღებობას. ასევე, მითხრეს, რომ ახალი ხელმძღვანელობა ბლოკავს პატიმრების საჩივრებს - ისინი წერენ გაუსაძლის პირობებზე, მაგრამ საჩივრები არ მიდის ადრესატამდე და ისევ ადმინისტრაციაში რჩება.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ