ვებგვერდმა Netmums რამდენიმე ქვეყანაში ქალბატონებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რას ფიქრობენ მანდილოსნები ფემინიზმზე. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი 10 ქალბატონიდან 7 - აცხადებს, რომ ფემინისტია, ქალთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფემინიზმი მოდიდან გადავიდა.
მანდილოსანთა ნაწილი ამბობს, რომ ფემინიზმი არ შეესაბამება მათი თაობის მსოფლმხედველობას. თანამედროვე ქალბატონების დიდმა ნაწილმა ისიც კი აღიარა, რომ აღარ სურთ მამაკაცზე ბატონობა.
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ქალების ფემინიზმისადმი დამოკიდებულება იმიტომ შეიცვალა, რომ დღეს მანდილოსანთა დიდი ნაწილი თავს შევიწროვებულად აღარ გრძნობს.
"დღეს ქალების დიდი ნაწილი მართვის სადავეებს ფლობს და მამაკაცს, როგორც "მტერს" აღარ უყურებს. ევროპის ქვეყნებში ქალბატონებს აღარ უწევთ რადიკალური ბრძოლა თანასწორობისთვის. თითქმის ყველა სტრუქტურაში ქალბატონები ჭარბობენ", - აცხადებენ კვლევის ორგანიზატორები.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.