პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟურნალი "გზა" - 18 ოქტომბერი
ჟურნალი "გზა" - 18 ოქტომბერი

ხუთ­შა­ბათს, 18 ოქ­ტომ­ბერს, გა­მო­ვი­და ჟურ­ნალ "გზის" ახა­ლი ნო­მე­რი (N42, 18-24 ოქ­ტომ­ბე­რი 2012 წ.), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

რა­ტომ უთხრა უარი თეა წუ­ლუ­კი­ან­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მო­ად­გი­ლე­ო­ბა­ზე?

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი: "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სტრას­ბურ­გში გა­ვი­ცა­ნი. ევ­რო­საბ­ჭოს სხვა­დას­ხვა თა­ნამ­შრო­მელ­თან მე­გობ­რობ­და და თავ­ყრი­ლო­ბე­ბის პი­რო­ბებ­ში გა­ვი­ცა­ნი. ეს არ იყო ღრმა ნაც­ნო­ბო­ბა, მაგ­რამ 2000 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, ჩვე­ნი სა­ერ­თო ნაც­ნო­ბის მეშ­ვე­ო­ბით მთხო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და მკი­თხა, ხომ არ და­მა­ინ­ტე­რეს­დებ­და მისი მო­ად­გი­ლე­ო­ბა? მა­შინ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრად ახა­ლი და­ნიშ­ნუ­ლი იყო. უარი ორი მი­ზე­ზის გამო ვუ­თხა­რი: ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა, 25 წლის ვი­ყა­ვი; სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და იქ მას­წავ­ლეს: - არ შე­იძ­ლე­ბა, 25 წლის ასაკ­ში მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი იყო, ეს სირ­ცხვი­ლი და შე­უ­რა­ცხყო­ფაა სა­ზო­გა­დო­ე­ბის; მე­ო­რე მი­ზე­ზი კი ის იყო, რომ ის ჩემ­ში არა­სო­დეს იწ­ვევ­და სე­რი­ო­ზუ­ლო­ბის გან­ცდას; მივ­ხვდი - ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი და მის­წრა­ფე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს არა­სო­დეს და­ემ­თხვე­ო­და".

რას მო­ი­თხოვს ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი და რას ვერ უარ­ყოფს გიგი წე­რე­თე­ლი

გიგი წე­რე­თე­ლი: "ვე­რა­ვინ უარ­ყოფს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან კარ­გად და ეფექ­ტი­ა­ნად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა. ამის შემ­სწრე ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია. ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა ვე­ცა­დოთ, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მა­ინც დღეს არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია. ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას ისევ უნდა მივ­ცეთ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია, მაგ­რამ ამა­ვე დროს, უნდა ვე­ცა­დოთ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის, თუნ­დაც კრი­მი­ნა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის თვალ­საზ­რი­სით შეც­დო­მე­ბი აღარ და­ვუშ­ვათ. ამის გა­სა­კე­თებ­ლად საკ­მა­ოდ კარ­გი სას­ტარ­ტო პი­რო­ბე­ბია".

ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი: "სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმს და­ნა­შუ­ლის 50% აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აქვს გახ­სნი­ლი. აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბას კი ძი­რი­თა­დად წა­მე­ბის, მუ­ქა­რი­სა და შან­ტა­ჟის სა­შუ­ა­ლე­ბით იღე­ბენ. თუ ამ მე­თო­დებს დავ­ტო­ვებთ, ისე­თი­ვე მო­ძა­ლა­დე­ე­ბად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით, რო­გო­რიც ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი არი­ან. ჩვენ და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ. სა­ა­კაშ­ვილ­მა კრი­მი­ნა­ლე­ბი და­ა­მარ­ცხა, მაგ­რამ მათი ად­გი­ლი თა­ვად და­ი­კა­ვა".

სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში უნდა გა­ტარ­დეს

ნო­დარ ხა­დუ­რი: "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში გა­ტარ­დე­ბა. და­მე­თან­ხმე­ბით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ავად­მყო­ფო­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მა­ლავს: ექიმ­თან მის­ვლა და მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა გა­ღა­ტა­კე­ბის ტოლ­ფა­სია. ხალ­ხს წამ­ლის ფული არა აქვს. ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე და­ზღვე­უ­ლი იქ­ნე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იმა­ვე პა­კე­ტით ისარ­გებ­ლე­ბენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ცხოვ­რო­ბენ. და­ზღვე­ვა ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან სეგ­მენტს (გუ­ლის სის­ხლძარ­ღვთა სტენ­ტი­რე­ბა და შუნ­ტი­რე­ბა, ორ­სულ­თა მოვ­ლა და მშო­ბი­ა­რო­ბა, უშ­ვი­ლო­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა და მკურ­ნა­ლო­ბა...) მო­ი­ცავს. სა­ხელ­მწი­ფო და­ა­ფი­ნან­სებს ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა მკურ­ნა­ლო­ბას, სხი­ვურ და ქი­მი­ოთ­რე­ა­პი­ას და ა.შ".

გვან­ცა და­რა­სე­ლია - შვილ­ზე, სიყ­ვა­რულ­სა და დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე

გვან­ცა და­რა­სე­ლია: "ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ... მყავს ასე­თი სა­ო­ცა­რი შვი­ლი. ამ პა­ტა­რა არ­სე­ბამ ჩემი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა; ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მყავს მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და რო­მელ­საც ვუყ­ვარ­ვარ; ბედ­ნი­ე­რი ვარ იმი­თაც, რომ საყ­ვა­რელ საქ­მეს ვა­კე­თებ".

გია ცა­გა­რე­იშ­ვი­ლის "შე­თან­ხმე­ბუ­ლი ქურ­დო­ბა"

გია ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი: "სა­დიპ­ლო­მო­ზე მუ­შა­ო­ბის დროს, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სამ­კი­თხვე­ლო დარ­ბაზ­ში 4 თვე დავ­დი­ო­დი. ერთი უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნი აღ­მო­ვა­ჩი­ნე - უძ­ვე­ლე­სი გა­მო­ცე­მა იყო. ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა, ბიბ­ლი­ო­თე­კარ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა, შა­ბათ-კვი­რას წიგნს გა­გა­ტან, ოღონდ, ორ­შა­ბათს მო­მი­ტა­ნე, თო­რემ სამ­სა­ხურს დავ­კარ­გა­ვო. წიგ­ნი პა­რას­კევს სა­ღა­მოს წა­მო­ვი­ღე და ორ­შა­ბათს დი­ლით და­ვაბ­რუ­ნე. ეს შე­თან­ხმე­ბუ­ლი ქურ­დო­ბა იყო".

"მის სა­ქარ­თვე­ლომ" კო­მა­ში მყოფ მა­მას ოც­ნე­ბა აუხ­დი­ნა

თამ­თა შე­და­ნია: "ბედი რა­ტომ არ უნდა მე­ცა­და? დე­და­ჩე­მის სურ­ვი­ლი იყო, "მის სა­ქარ­თვე­ლო" გავმხდა­რი­ყა­ვი და ბავ­შვო­ბი­დან მეც ეს ამ­ბი­ცია მქონ­და. მა­მა­ჩე­მი ძა­ლი­ან ცუ­და­დაა - თა­ვის ტვი­ნის ან­თე­ბა აქვს და უკვე 4 თვეა, კო­მა­შია. კას­ტინ­გის შემ­დეგ, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ ვი­ნა­ხუ­ლე, მძი­მედ იყო. ვუ­თხა­რი, - "მის სა­ქარ­თვე­ლოს" კონ­კურ­სში ვმო­ნა­წი­ლე­ობ-მეთ­ქი. - ჩემ­თვის ისე­დაც "მის სა­ქარ­თვე­ლო" ხარ, მაგ­რამ მსურს, ეგ გვირ­გვი­ნი შენ და­იდ­გა. ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე არ ინერ­ვი­უ­ლოო, - მი­პა­სუ­ხა. სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, საქ­მე ბო­ლომ­დე მი­მეყ­ვა­ნა და ამის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე. სხვა კონ­კურ­სან­ტე­ბი თავს და­ჩაგ­რუ­ლად არ გრძნობ­დნენ: მეც იმას ვა­კე­თებ­დი, რა­საც - ისი­ნი აკე­თებ­დნენ. მათ ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბა­საც ვუ­ზი­ა­რებ­დი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ჟურნალი "გზა" - 18 ოქტომბერი

ჟურნალი "გზა" - 18 ოქტომბერი

ხუთშაბათს, 18 ოქტომბერს, გამოვიდა ჟურნალ "გზის" ახალი ნომერი (N42, 18-24 ოქტომბერი 2012 წ.), რომელშიც წაიკითხავთ:

რატომ უთხრა უარი თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილს მოადგილეობაზე?

თეა წულუკიანი: "მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში გავიცანი. ევროსაბჭოს სხვადასხვა თანამშრომელთან მეგობრობდა და თავყრილობების პირობებში გავიცანი. ეს არ იყო ღრმა ნაცნობობა, მაგრამ 2000 წლის შემოდგომაზე, ჩვენი საერთო ნაცნობის მეშვეობით მთხოვა საქართველოში დაბრუნება და მკითხა, ხომ არ დამაინტერესდებდა მისი მოადგილეობა? მაშინ იუსტიციის მინისტრად ახალი დანიშნული იყო. უარი ორი მიზეზის გამო ვუთხარი: ძალიან ახალგაზრდა, 25 წლის ვიყავი; სახელმწიფო მართვის სკოლა დავამთავრე და იქ მასწავლეს: - არ შეიძლება, 25 წლის ასაკში მაღალი თანამდებობის პირი იყო, ეს სირცხვილი და შეურაცხყოფაა საზოგადოების; მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ ის ჩემში არასოდეს იწვევდა სერიოზულობის განცდას; მივხვდი - ჩვენი მოსაზრებები და მისწრაფებები ერთმანეთს არასოდეს დაემთხვეოდა".

რას მოითხოვს ირაკლი სესიაშვილი და რას ვერ უარყოფს გიგი წერეთელი

გიგი წერეთელი: "ვერავინ უარყოფს, რომ საქართველოში წლების განმავლობაში ძალიან კარგად და ეფექტიანად მიმდინარეობდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ამის შემსწრე ძალიან ბევრი ადამიანია. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ მაინც დღეს არსებული სიტუაცია. ჩვენს მოსახლეობას ისევ უნდა მივცეთ უსაფრთხოების გარანტია, მაგრამ ამავე დროს, უნდა ვეცადოთ, რომ ადამიანების, თუნდაც კრიმინალების უფლებების დარღვევის თვალსაზრისით შეცდომები აღარ დავუშვათ. ამის გასაკეთებლად საკმაოდ კარგი სასტარტო პირობებია".

ირაკლი სესიაშვილი: "სააკაშვილის რეჟიმს დანაშულის 50% აღიარებითი ჩვენებების საფუძველზე აქვს გახსნილი. აღიარებით ჩვენებას კი ძირითადად წამების, მუქარისა და შანტაჟის საშუალებით იღებენ. თუ ამ მეთოდებს დავტოვებთ, ისეთივე მოძალადეებად ჩამოვყალიბდებით, როგორიც ჩვენი ოპონენტები არიან. ჩვენ დანაშაულის გახსნა და დამნაშავეების გამოვლენა ცივილიზებული მეთოდებით უნდა მოვახერხოთ. სააკაშვილმა კრიმინალები დაამარცხა, მაგრამ მათი ადგილი თავად დაიკავა".

სოციალური რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში უნდა გატარდეს

ნოდარ ხადური: "მნიშვნელოვანია ის რეფორმა, რომელიც ჯანდაცვის სფეროში გატარდება. დამეთანხმებით, დღეს საქართველოში ავადმყოფობას ძალიან ბევრი ადამიანი მალავს: ექიმთან მისვლა და მკურნალობის კურსის ჩატარება გაღატაკების ტოლფასია. ხალხს წამლის ფული არა აქვს. ამ ქვეყანაში ყველა მოქალაქე დაზღვეული იქნება. რასაკვირველია, იმავე პაკეტით ისარგებლებენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. დაზღვევა ბევრ მნიშვნელოვან სეგმენტს (გულის სისხლძარღვთა სტენტირება და შუნტირება, ორსულთა მოვლა და მშობიარობა, უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა...) მოიცავს. სახელმწიფო დააფინანსებს ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობას, სხივურ და ქიმიოთრეაპიას და ა.შ".

გვანცა დარასელია - შვილზე, სიყვარულსა და დაშვებულ შეცდომებზე

გვანცა დარასელია: "ბედნიერი ვარ, რომ... მყავს ასეთი საოცარი შვილი. ამ პატარა არსებამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა; ბედნიერი ვარ, რომ მყავს მეუღლე, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელსაც ვუყვარვარ; ბედნიერი ვარ იმითაც, რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებ".

გია ცაგარეიშვილის "შეთანხმებული ქურდობა"

გია ცაგარეიშვილი: "სადიპლომოზე მუშაობის დროს, ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში 4 თვე დავდიოდი. ერთი უნიკალური წიგნი აღმოვაჩინე - უძველესი გამოცემა იყო. ძალიან დამაინტერესა, ბიბლიოთეკარმა შემომთავაზა, შაბათ-კვირას წიგნს გაგატან, ოღონდ, ორშაბათს მომიტანე, თორემ სამსახურს დავკარგავო. წიგნი პარასკევს საღამოს წამოვიღე და ორშაბათს დილით დავაბრუნე. ეს შეთანხმებული ქურდობა იყო".

"მის საქართველომ" კომაში მყოფ მამას ოცნება აუხდინა

თამთა შედანია: "ბედი რატომ არ უნდა მეცადა? დედაჩემის სურვილი იყო, "მის საქართველო" გავმხდარიყავი და ბავშვობიდან მეც ეს ამბიცია მქონდა. მამაჩემი ძალიან ცუდადაა - თავის ტვინის ანთება აქვს და უკვე 4 თვეა, კომაშია. კასტინგის შემდეგ, საავადმყოფოში რომ ვინახულე, მძიმედ იყო. ვუთხარი, - "მის საქართველოს" კონკურსში ვმონაწილეობ-მეთქი. - ჩემთვის ისედაც "მის საქართველო" ხარ, მაგრამ მსურს, ეგ გვირგვინი შენ დაიდგა. ჩემს ჯანმრთელობაზე არ ინერვიულოო, - მიპასუხა. სურვილი გამიჩნდა, საქმე ბოლომდე მიმეყვანა და ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. სხვა კონკურსანტები თავს დაჩაგრულად არ გრძნობდნენ: მეც იმას ვაკეთებდი, რასაც - ისინი აკეთებდნენ. მათ ჩემს გამოცდილებასაც ვუზიარებდი.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები