სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იყიდა თუ არა ალეკო მალხაზიშვილმა მოსკოვში ბინა
იყიდა თუ არა ალეკო მალხაზიშვილმა მოსკოვში ბინა

ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა შავი დღე აყა­რა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ტე­ლე­ვი­ზი­ებს. ვინ რას ყი­დის და ვინ ვის წი­ლებს იფორ­მებს, ხალ­ხი კი არა, მგო­ნი თვი­თო­ნაც ვე­ღარ ერ­კვე­ვი­ან. "იმე­დის" ქა­ოსს "პირ­ვე­ლი არ­ხი­დან" მოხ­სნი­ლი გა­და­ცე­მე­ბი - "ვახო სა­ნა­ი­ას რე­პორ­ტა­ჟი" და ეკა ხო­ფე­რი­ას "აუ­დი­ტო­რია" და­ე­მა­ტა. "რეალ ტივი"-ს სა­ერ­თო­დაც "დაშ­ლი­ლებ­ში" გა­ყიდ­ვას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს ენაკ­ვი­მა­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. "რუს­თა­ვი 2" კი ჯერ­ჯე­რო­ბით პო­ზი­ცი­ებს არ თმობს, თუმ­ცა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბით, "კო­მე­დი ჯგუ­ფი" დაშ­ლის პი­რა­საა. ეს ჯგუ­ფი რამ­დე­ნი­მე წამ­ყვან­მა სა­ხემ უკვე და­ტო­ვა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეს პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა და ბე­რას სტუ­დი­ა­ში კვლავ მი­ე­დი­ნე­ბი­ან "რუს­თა­ვი 2"-ელე­ბი. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ "ალუბ­ლე­ბის ქუჩა" და­ი­ხუ­რა, "კო­მე­დი ჯგუ­ფის" ხელ­მძღვა­ნელ­მა ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვილ­მა კი მოს­კოვ­ში ბინა შე­ი­ძი­ნა და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ოჯახ­თან ერ­თად გა­და­ბარ­გე­ბას გეგ­მავს. არ ვიქ­ნე­ბო­დით მარ­თლე­ბი, ეს ყო­ვე­ლი­ვე თა­ვად ალე­კოს­თან რომ არ გა­დაგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა.

- ალე­კო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად სრუ­ლი ქა­ო­სია ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში. გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბი და­ი­ხუ­რა "იმედ­ზე", რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მა­ზე უარი თქვა "პირ­ველ­მა არ­ხმა", რა სი­ტუ­ა­ცი­აა ამ მხრივ "რუს­თა­ვი 2"-ში?

- ამ მხრივ ჩვენ­თან სი­ახ­ლე­ე­ბი არ არის. ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლე­ბუ­რა­დაა. ახ­ლაც "კო­მე­დი შოუს" ჩა­წე­რა­ზე ვარ.

- ე.ი. "კო­მე­დი შოუ", "ვა­ნოს შოუ", "თქვე­ნი შოუ" ძვე­ლე­ბუ­რად გაგ­რძელ­დე­ბა?

- "თქვე­ნი შოუ" მე არ მე­ხე­ბა, ეგ ჩემი პრო­ექ­ტი არ არის, და­ნარ­ჩენ ორზე შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ, რომ გრძელ­დე­ბა.

- გა­ვი­გეთ, რომ "ალუბ­ლე­ბის ქუჩა" და­ი­ხუ­რა...

- "ალუბ­ლე­ბის ქუჩა" არ და­ხუ­რუ­ლა, წი­ნას­წარ გვაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სე­რია, შე­იძ­ლე­ბა პა­ვი­ლი­ონ­მა შე­იც­ვა­ლოს ად­გი­ლი, სე­რი­ალ­შიც შევ­ცვა­ლოთ რა­ღა­ცე­ბი, თუმ­ცა და­ზუს­ტე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ეს სე­რი­ა­ლი და­ი­ხუ­რა, ვერ მო­გა­წო­დებთ.

- ანუ ალ­ბა­თო­ბა მა­ინც არ­სე­ბობს?

- ვერ გაგ­ცემთ ზუსტ პა­სუხს, მა­გა­ზეც მი­დის სა­უ­ბა­რი. დარ­ჩე­ბა თუ არა იგი­ვე, თუ შე­იძ­ლე­ბა, სხვა სახე მივ­ცეთ.

- რა­ტომ დად­გა ეს სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში, სე­რი­ა­ლი რე­ი­ტინ­გუ­ლი არ არის?

- რე­ი­ტინ­გიც არის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, მაგ­რამ და­ზუს­ტე­ბით ახლა ვე­რა­ფერს გე­ტყვით.

- კი­დევ ერთი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რომ თქვენ ბინა შე­ი­ძი­ნეთ მოს­კოვ­ში და ოჯახ­თან ერ­თად რუ­სეთ­ში გა­და­ბარ­გე­ბას აპი­რებ.

- მარ­თა­ლია, ახ­ლაც რო­უ­მინ­გი მაქვს ჩარ­თუ­ლი და მოს­კო­ვი­დან გე­სა­უბ­რე­ბით (იცი­ნის).

- შენ ხუმ­რობ, მე კი სე­რი­ო­ზუ­ლი პა­სუ­ხი მჭირ­დე­ბა ამ შე­კი­თხვა­ზე.

- თუ ვხუმ­რობ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით აქ ვარ და ვა­კე­თებ იუ­მო­რის­ტულ შო­უ­ებს. არა­ფე­რი შე­მი­ძე­ნია. კარ­გი იქ­ნე­ბა, მოს­კოვ­ში ერთი ბინა მქონ­დეს, ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი, მაგ­რამ არ მაქვს. ეგ ინ­ფორ­მა­ცია ჩე­მამ­დეც მო­ვი­და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით და კარ­გად ვიმ­ხი­ა­რუ­ლე.

რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, ექ­ნე­ბა თუ არა მალ­ხა­ზიშ­ვილს სამ­ხი­ა­რუ­ლოდ საქ­მე, რო­გორც გა­ვი­გეთ, კი­დევ რამ­დე­ნი­მე იუ­მო­რის­ტი ტო­ვებს "კო­მე­დი ჯგუფს" და ბე­რას სტუ­დი­ა­ში გა­და­დის. მათ ვი­ნა­ო­ბას გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გა­ვამ­ხელთ. ეს გზა "კო­მე­დი ჯგუ­ფი­დან" "GDS სტუ­დი­ომ­დე" ისე გაკ­ვა­ლეს იუ­მო­რის­ტებ­მა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვი­ლიც "ცუდ ბი­ჭებ­ში" ვი­ხი­ლოთ. ცუდი არა­ფე­რი იფიქ­როთ, ეს იმ სე­რი­ა­ლის სა­მუ­შაო სა­ხე­ლია, რო­მელ­საც ბე­რას ტე­ლე­ვი­ზია უკვე დიდი ხა­ნია აა­ნონ­სებს.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

იყიდა თუ არა ალეკო მალხაზიშვილმა მოსკოვში ბინა

იყიდა თუ არა ალეკო მალხაზიშვილმა მოსკოვში ბინა

ბოლო დროს განვითარებულმა ცვლილებებმა შავი დღე აყარა სახელისუფლებო ტელევიზიებს. ვინ რას ყიდის და ვინ ვის წილებს იფორმებს, ხალხი კი არა, მგონი თვითონაც ვეღარ ერკვევიან. "იმედის" ქაოსს "პირველი არხიდან" მოხსნილი გადაცემები - "ვახო სანაიას რეპორტაჟი" და ეკა ხოფერიას "აუდიტორია" დაემატა. "რეალ ტივი"-ს საერთოდაც "დაშლილებში" გაყიდვას უწინასწარმეტყველებს ენაკვიმატი საზოგადოება. "რუსთავი 2" კი ჯერჯერობით პოზიციებს არ თმობს, თუმცა გავრცელებული ხმებით, "კომედი ჯგუფი" დაშლის პირასაა. ეს ჯგუფი რამდენიმე წამყვანმა სახემ უკვე დატოვა, როგორც ამბობენ, ეს პროცესი გრძელდება და ბერას სტუდიაში კვლავ მიედინებიან "რუსთავი 2"-ელები. იმასაც ამბობენ, რომ "ალუბლების ქუჩა" დაიხურა, "კომედი ჯგუფის" ხელმძღვანელმა ალეკო მალხაზიშვილმა კი მოსკოვში ბინა შეიძინა და უახლოეს მომავალში ოჯახთან ერთად გადაბარგებას გეგმავს. არ ვიქნებოდით მართლები, ეს ყოველივე თავად ალეკოსთან რომ არ გადაგვემოწმებინა.

- ალეკო, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად სრული ქაოსია ტელევიზიებში. გასართობი გადაცემები დაიხურა "იმედზე", რამდენიმე გადაცემაზე უარი თქვა "პირველმა არხმა", რა სიტუაციაა ამ მხრივ "რუსთავი 2"-ში?

- ამ მხრივ ჩვენთან სიახლეები არ არის. ჯერჯერობით ყველაფერი ძველებურადაა. ახლაც "კომედი შოუს" ჩაწერაზე ვარ.

- ე.ი. "კომედი შოუ", "ვანოს შოუ", "თქვენი შოუ" ძველებურად გაგრძელდება?

- "თქვენი შოუ" მე არ მეხება, ეგ ჩემი პროექტი არ არის, დანარჩენ ორზე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გრძელდება.

- გავიგეთ, რომ "ალუბლების ქუჩა" დაიხურა...

- "ალუბლების ქუჩა" არ დახურულა, წინასწარ გვაქვს გადაღებული რამდენიმე სერია, შეიძლება პავილიონმა შეიცვალოს ადგილი, სერიალშიც შევცვალოთ რაღაცები, თუმცა დაზუსტებულ ინფორმაციას, რომ ეს სერიალი დაიხურა, ვერ მოგაწოდებთ.

- ანუ ალბათობა მაინც არსებობს?

- ვერ გაგცემთ ზუსტ პასუხს, მაგაზეც მიდის საუბარი. დარჩება თუ არა იგივე, თუ შეიძლება, სხვა სახე მივცეთ.

- რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში, სერიალი რეიტინგული არ არის?

- რეიტინგიც არის ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ დაზუსტებით ახლა ვერაფერს გეტყვით.

- კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თქვენ ბინა შეიძინეთ მოსკოვში და ოჯახთან ერთად რუსეთში გადაბარგებას აპირებ.

- მართალია, ახლაც როუმინგი მაქვს ჩართული და მოსკოვიდან გესაუბრებით (იცინის).

- შენ ხუმრობ, მე კი სერიოზული პასუხი მჭირდება ამ შეკითხვაზე.

- თუ ვხუმრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით აქ ვარ და ვაკეთებ იუმორისტულ შოუებს. არაფერი შემიძენია. კარგი იქნება, მოსკოვში ერთი ბინა მქონდეს, ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ არ მაქვს. ეგ ინფორმაცია ჩემამდეც მოვიდა სოციალური ქსელების საშუალებით და კარგად ვიმხიარულე.

რთული სათქმელია, ექნება თუ არა მალხაზიშვილს სამხიარულოდ საქმე, როგორც გავიგეთ, კიდევ რამდენიმე იუმორისტი ტოვებს "კომედი ჯგუფს" და ბერას სტუდიაში გადადის. მათ ვინაობას გასაგები მიზეზების გამო ჯერჯერობით ვერ გავამხელთ. ეს გზა "კომედი ჯგუფიდან" "GDS სტუდიომდე" ისე გაკვალეს იუმორისტებმა, არ არის გამორიცხული, ვანო ჯავახიშვილი და ალეკო მალხაზიშვილიც "ცუდ ბიჭებში" ვიხილოთ. ცუდი არაფერი იფიქროთ, ეს იმ სერიალის სამუშაო სახელია, რომელსაც ბერას ტელევიზია უკვე დიდი ხანია აანონსებს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება