Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაიამ ჰემსვორტი: "მაილი ჩემი ოცნების ქალია!"
ლაიამ ჰემსვორტი: "მაილი ჩემი ოცნების ქალია!"

ოქ­როსთმი­ა­ნი ავ­სტრა­ლი­ე­ლი ლა­ი­ამ ჰემსვორ­ტი, კრის ჰემსვორ­ტის უმ­ცრო­სი ძმა, უკვე სამი წე­ლია ჰო­ლი­ვუდ­ში მოღ­ვა­წე­ობს. მისი დე­ბი­უ­ტი შედ­გა მუ­სი­კა­ლურ მე­ლოდ­რა­მა­ში "უკა­ნას­კნე­ლი სიმ­ღე­რა".

ფილ­მი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა მრა­ვა­ლი გა­გე­ბით: გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შეხ­ვდა მსა­ხი­ობ მა­ი­ლი სა­ი­რუსს, რო­მელ­საც მას მერე ხვდე­ბა და უკვე და­ი­ნიშ­ნენ კი­დეც.

მას მერე ასე­ვე დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა თრი­ლერ­მა "მში­ე­რი თა­მა­შე­ბი", მერე კი სტა­ლო­ნეს­თან ერ­თად ითა­მა­შა ბო­ე­ვიკ­ში "მო­უ­ხელ­თე­ბელ­ნი-2". ლი­რი­კულ ამ­პლუ­ა­ზეც არ უთ­ქვამს უარი და პა­რა­ლე­ლუ­რად ითა­მა­შა რო­მან­ტი­კულ კო­მე­დი­ა­ში "ახალ­გაზ­რდა გუ­ლე­ბი".

"მა­ი­ლიმ ბევ­რი რამ მას­წავ­ლა"

- ლოს-ან­ჯე­ლეს­ში სამი წლის წინ გად­მოხ­ვე­დით. ყვე­ლა­ზე მე­ტად რა მოგ­წონთ ამე­რი­კა­ში?

- სამ­ხრეთ შტა­ტე­ბის მცხოვ­რებ­თა აქ­ცენ­ტი. საკ­მა­რი­სია, ნეშ­ვილ­ში გა­ვემ­გზავ­რო ან ჩემი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნას ოჯახს ვეწ­ვიო, მეც მათ­ნა­ი­რად ვი­წყებ ლა­პა­რაკს. მომ­წონს ამე­რი­კუ­ლი სამ­ხრე­თი. იქ შემ­წვარ კერ­ძებს ამ­ზა­დე­ბენ, ხალ­ხი თა­ვი­სუ­ფა­ლი და გახ­სნი­ლია, ავ­სტრა­ლი­ე­ლებს მა­გო­ნე­ბენ.

- და­კუნ­თულ ბიჭს, რო­მე­ლიც ბო­ე­ვი­კებ­ში თა­მა­შობს, შემ­წვა­რი კერ­ძე­ბი უყ­ვარს? კი­დევ რას მი­ირ­თმევთ?

- რო­ლის მი­ხედ­ვით ან ვი­მა­ტებ წო­ნა­ში, ან ვიკ­ლებ და თან მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ სპე­ცი­ა­ლურ დი­ე­ტას მივ­დიო: ხორ­ცი, ბოსტნე­უ­ლი, ხილი, თან ყვე­ლა­ფე­რი უმი. თუ გახ­დო­მა მინ­და, ულუ­ფებს ვამ­ცი­რებ. თუმ­ცა ნიუ-იორკში რომ ჩავ­დი­ვარ, ვე­რა­ფერ­ზე ვე­ღარ ვფიქ­რობ, იქა­უ­რი პიცა პე­პე­რო­ნის გარ­და, ვგიჟ­დე­ბი მის ხრა­შუ­ნა ცომ­ზე. ახლა იშ­ვი­ა­თად ვამ­ზა­დებ, მაგ­რამ ძა­ლი­ან მომ­წონს რა­ი­მეს შეწ­ვა ან სო­უ­სის გა­კე­თე­ბა. კრე­ვე­ტე­ბის შეწ­ვა მიყ­ვარს ქო­ქო­სის ზეთ­ში.

- კუ­ლი­ნა­რიც ყო­ფილ­ხართ, ნამ­დვი­ლად სა­ოც­ნე­ბო მა­მა­კა­ცი. თქვე­ნი ოც­ნე­ბის ქალი რო­გო­რია?

- ეს ჩემი სა­ცო­ლეა. ის ხა­ლი­სი­ა­ნია, იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვს. მან მას­წავ­ლა, რომ არ ღირს ყვე­ლაფ­რის მე­ტის­მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლად აღ­ქმა და უკან და­ხე­ვა.

- თქვენს ჩაც­მის სტილ­ზე თუ ახ­დენს გავ­ლე­ნას?

- არა, ეს არ აღელ­ვებს. მე ძა­ლი­ან არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი ვარ. დღეს შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან მა­გა­რი აღ­კაზ­მუ­ლო­ბა მო­ვი­ფიქ­რო, ხვალ კი მა­წან­წა­ლა­სა­ვით ვი­ა­რო. უფრო ხში­რად მა­ი­სუ­რებ­სა და ჯინსს ვამ­ჯო­ბი­ნებ.

- "აი­ფო­ნი" გი­ჭი­რავთ, რო­გო­რი მუ­სი­კა გაქვთ ჩა­წე­რი­ლი?

- 1960-70-80-იანი წლე­ბის როკი მიყ­ვარს. კი­დევ, მიყ­ვარს როდ სტი­უ­არ­ტი, ზაკ ბრა­უ­ნი და მა­ტი­სი­ა­ხუ - გსმე­ნი­ათ მის შე­სა­ხებ? მას აქვს მა­გა­რი სიმ­ღე­რა One Day. "ნირ­ვა­ნაც" მიყ­ვარს. რომ ვუს­მენ, თან ვღი­ღი­ნებ ხოლ­მე.

"თავს გა­მუდ­მე­ბით სუსტ რგო­ლად ვგრძნობ­დი"

- "მო­უ­ხელ­თე­ბელ­ნი-2"-ში სილ­ვეს­ტერ სტა­ლო­ნეს­თან ერ­თად ითა­მა­შეთ. ფილმ "რო­კის" მუ­სი­კა­ლურ თე­მა­საც ხომ არ ღი­ღი­ნებთ ხოლ­მე?

- მუდ­მი­ვად (იცი­ნის). მაგ ფილ­მის სიმ­ღე­რა ერ­თა­დერ­თია, რა­საც ვუს­მენ, როცა კრივ­ში ვვარ­ჯი­შობ.

- ამ ფილ­მის გუნ­დმა იო­ლად მი­ი­ღო ახალ­ბე­და?

- ცოტა მე­ში­ნო­და გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბის, მაგ­რამ მერე ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ამ ბი­ჭებ­თან ერ­თად ყოფ­ნა. მათ უამ­რავ ფილმში უთა­მა­ში­ათ და ყვე­ლა­ნი მე­გობ­რო­ბენ. გარ­და ამი­სა, შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­ში არი­ან. რენ­დი კუ­ტი­უ­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რი საბ­რძო­ლო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­ნა­წი­ლეა, ჯე­ი­სონ სტე­ტ­ჰე­მი - ეს... უბ­რა­ლოდ ჯე­ი­სონ სტე­ტ­ჰე­მია. რაკი ჩემი გმი­რი და­ნარ­ჩე­ნებ­ზე ახალ­გაზ­რდაა, ივა­რა­უ­დე­ბა, რომ ის მათ­ზე მა­გა­რიც უნდა იყოს, მაგ­რამ თავს გა­მუდ­მე­ბით სუსტ რგო­ლად ვგრძნობ­დი.

- სა­მა­გი­ე­როდ, თქვე­ნი გმი­რი გუნდში სა­უ­კე­თე­სო მსრო­ლე­ლია. მი­ზან­ში რო­გორ ის­ვრით?

- ნორ­მა­ლუ­რად. მწვრთნელ­თან ვმე­ცა­დი­ნე­ობ. თუმ­ცა სნა­ი­პე­რის ია­რა­ღი სა­შინ­ლად მძი­მეა, ოც კი­ლომ­დე იწო­ნის.

- თქვენ­მა ძმამ კრის­მა თორი გა­ნა­სა­ხი­ე­რა. ვინ გა­ი­მარ­ჯვებ­და, თორ­სა და თქვენს გმირ ბილს რომ ებ­რძო­ლათ?

- თორი ღმერ­თია, ღმერ­თს კი ვერ და­ა­მარ­ცხებ. და მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, რო­გო­რი ია­რა­ღი გექ­ნე­ბა.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ლაიამ ჰემსვორტი: "მაილი ჩემი ოცნების ქალია!"

ლაიამ ჰემსვორტი: "მაილი ჩემი ოცნების ქალია!"

ოქროსთმიანი ავსტრალიელი ლაიამ ჰემსვორტი, კრის ჰემსვორტის უმცროსი ძმა, უკვე სამი წელია ჰოლივუდში მოღვაწეობს. მისი დებიუტი შედგა მუსიკალურ მელოდრამაში "უკანასკნელი სიმღერა".

ფილმი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მრავალი გაგებით: გადასაღებ მოედანზე შეხვდა მსახიობ მაილი საირუსს, რომელსაც მას მერე ხვდება და უკვე დაინიშნენ კიდეც.

მას მერე ასევე დიდი წარმატება მოუტანა თრილერმა "მშიერი თამაშები", მერე კი სტალონესთან ერთად ითამაშა ბოევიკში "მოუხელთებელნი-2". ლირიკულ ამპლუაზეც არ უთქვამს უარი და პარალელურად ითამაშა რომანტიკულ კომედიაში "ახალგაზრდა გულები".

"მაილიმ ბევრი რამ მასწავლა"

- ლოს-ანჯელესში სამი წლის წინ გადმოხვედით. ყველაზე მეტად რა მოგწონთ ამერიკაში?

- სამხრეთ შტატების მცხოვრებთა აქცენტი. საკმარისია, ნეშვილში გავემგზავრო ან ჩემი მეგობარი გოგონას ოჯახს ვეწვიო, მეც მათნაირად ვიწყებ ლაპარაკს. მომწონს ამერიკული სამხრეთი. იქ შემწვარ კერძებს ამზადებენ, ხალხი თავისუფალი და გახსნილია, ავსტრალიელებს მაგონებენ.

- დაკუნთულ ბიჭს, რომელიც ბოევიკებში თამაშობს, შემწვარი კერძები უყვარს? კიდევ რას მიირთმევთ?

- როლის მიხედვით ან ვიმატებ წონაში, ან ვიკლებ და თან მუდმივად ვცდილობ სპეციალურ დიეტას მივდიო: ხორცი, ბოსტნეული, ხილი, თან ყველაფერი უმი. თუ გახდომა მინდა, ულუფებს ვამცირებ. თუმცა ნიუ-იორკში რომ ჩავდივარ, ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ, იქაური პიცა პეპერონის გარდა, ვგიჟდები მის ხრაშუნა ცომზე. ახლა იშვიათად ვამზადებ, მაგრამ ძალიან მომწონს რაიმეს შეწვა ან სოუსის გაკეთება. კრევეტების შეწვა მიყვარს ქოქოსის ზეთში.

- კულინარიც ყოფილხართ, ნამდვილად საოცნებო მამაკაცი. თქვენი ოცნების ქალი როგორია?

- ეს ჩემი საცოლეა. ის ხალისიანია, იუმორის გრძნობა აქვს. მან მასწავლა, რომ არ ღირს ყველაფრის მეტისმეტად სერიოზულად აღქმა და უკან დახევა.

- თქვენს ჩაცმის სტილზე თუ ახდენს გავლენას?

- არა, ეს არ აღელვებს. მე ძალიან არათანმიმდევრული ვარ. დღეს შეიძლება ძალიან მაგარი აღკაზმულობა მოვიფიქრო, ხვალ კი მაწანწალასავით ვიარო. უფრო ხშირად მაისურებსა და ჯინსს ვამჯობინებ.

- "აიფონი" გიჭირავთ, როგორი მუსიკა გაქვთ ჩაწერილი?

- 1960-70-80-იანი წლების როკი მიყვარს. კიდევ, მიყვარს როდ სტიუარტი, ზაკ ბრაუნი და მატისიახუ - გსმენიათ მის შესახებ? მას აქვს მაგარი სიმღერა One Day. "ნირვანაც" მიყვარს. რომ ვუსმენ, თან ვღიღინებ ხოლმე.

"თავს გამუდმებით სუსტ რგოლად ვგრძნობდი"

- "მოუხელთებელნი-2"-ში სილვესტერ სტალონესთან ერთად ითამაშეთ. ფილმ "როკის" მუსიკალურ თემასაც ხომ არ ღიღინებთ ხოლმე?

- მუდმივად (იცინის). მაგ ფილმის სიმღერა ერთადერთია, რასაც ვუსმენ, როცა კრივში ვვარჯიშობ.

- ამ ფილმის გუნდმა იოლად მიიღო ახალბედა?

- ცოტა მეშინოდა გადაღებების დაწყების, მაგრამ მერე ძალიან მომეწონა ამ ბიჭებთან ერთად ყოფნა. მათ უამრავ ფილმში უთამაშიათ და ყველანი მეგობრობენ. გარდა ამისა, შესანიშნავ ფორმაში არიან. რენდი კუტიური აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მონაწილეა, ჯეისონ სტეტჰემი - ეს... უბრალოდ ჯეისონ სტეტჰემია. რაკი ჩემი გმირი დანარჩენებზე ახალგაზრდაა, ივარაუდება, რომ ის მათზე მაგარიც უნდა იყოს, მაგრამ თავს გამუდმებით სუსტ რგოლად ვგრძნობდი.

- სამაგიეროდ, თქვენი გმირი გუნდში საუკეთესო მსროლელია. მიზანში როგორ ისვრით?

- ნორმალურად. მწვრთნელთან ვმეცადინეობ. თუმცა სნაიპერის იარაღი საშინლად მძიმეა, ოც კილომდე იწონის.

- თქვენმა ძმამ კრისმა თორი განასახიერა. ვინ გაიმარჯვებდა, თორსა და თქვენს გმირ ბილს რომ ებრძოლათ?

- თორი ღმერთია, ღმერთს კი ვერ დაამარცხებ. და მნიშვნელობა არა აქვს, როგორი იარაღი გექნება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება