მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აიშვარია რაი კინოს უბრუნდება
აიშვარია რაი კინოს უბრუნდება

ყო­ფი­ლი "მის მსოფ­ლიო" და ბო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი აიშ­ვა­რია რაი კი­ნოს უბ­რუნ­დე­ბა. რო­გორც მსა­ხი­ობ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან მო­ე­ნატ­რა.

"უკვე რამ­დე­ნი­მე სცე­ნარს გა­ვე­ცა­ნი. რე­ჟი­სო­რე­ბის­გან შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიც ბევ­რია. პრე­სა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მხო­ლოდ იმ ფილ­მებ­ში მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, სა­დაც ჩემი მე­უღ­ლე თა­მა­შობს - ეს სიც­რუ­ეა", - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

პრე­სა წერს, რომ აიშ­ვა­რია თავ­გა­დაკ­ლუ­ლი დე­დაა და მთელ დროს შვი­ლის სა­ძი­ნე­ბელ­ში ატა­რებს. "ჩემ­თან უამ­რა­ვი დედა მო­დის და მად­ლო­ბას მე­უბ­ნე­ბა, რად­გა­ნაც ზუს­ტად ისე­ვე ვზრუ­ნავ შვილ­ზე, რო­გორც ისი­ნი", - გა­ნა­ცხა­და ვარ­სკვლავ­მა.

და­სავ­ლურ პრე­სა­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ აიშ­ვა­რი­ას ქმა­რი (მსა­ხი­ო­ბი აბ­ჰი­შეკ ბა­ჩა­ნი) კი­ნო­ში დაბ­რუ­ნე­ბას უკ­რძა­ლავს; რო­დე­საც ერთ-ერთი ინ­ტერ­ვი­უს დროს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა რაის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე კი­თხეს, მე­უღ­ლემ აიშ­ვა­რი­ას სა­უ­ბა­რი უცე­რე­მო­ნი­ოდ შე­ა­წყვე­ტი­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ აიშ­ვა­რია ბედ­ნი­ე­რია იმით, რა­საც აკე­თებს.

ვარ­სკვლავ­მა შარ­შან ნო­ემ­ბერ­ში პირ­ვე­ლი შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა. მსა­ხი­ო­ბი წო­ნა­ში ვერ იკ­ლებს და მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­საც იშ­ვი­ა­თად სტუმ­რობს. ინ­დო­ეთ­ში, თით­ქმის ყვე­ლა შო­უ­ში აიშ­ვა­რი­ას ჭარბ წო­ნას გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბო­და ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც მსა­ხი­ო­ბი საკ­მა­ოდ მო­უვ­ლე­ლი ჩანს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია digitalspy.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

აიშვარია რაი კინოს უბრუნდება

აიშვარია რაი კინოს უბრუნდება

ყოფილი "მის მსოფლიო" და ბოლივუდის ვარსკვლავი აიშვარია რაი კინოს უბრუნდება. როგორც მსახიობმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, გადასაღებ მოედანზე მუშაობა ძალიან მოენატრა.

"უკვე რამდენიმე სცენარს გავეცანი. რეჟისორებისგან შემოთავაზებებიც ბევრია. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ იმ ფილმებში მივიღებ მონაწილეობას, სადაც ჩემი მეუღლე თამაშობს - ეს სიცრუეა", - განაცხადა მსახიობმა.

პრესა წერს, რომ აიშვარია თავგადაკლული დედაა და მთელ დროს შვილის საძინებელში ატარებს. "ჩემთან უამრავი დედა მოდის და მადლობას მეუბნება, რადგანაც ზუსტად ისევე ვზრუნავ შვილზე, როგორც ისინი", - განაცხადა ვარსკვლავმა.

დასავლურ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აიშვარიას ქმარი (მსახიობი აბჰიშეკ ბაჩანი) კინოში დაბრუნებას უკრძალავს; როდესაც ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ჟურნალისტებმა რაის სამომავლო გეგმებზე კითხეს, მეუღლემ აიშვარიას საუბარი უცერემონიოდ შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ აიშვარია ბედნიერია იმით, რასაც აკეთებს.

ვარსკვლავმა შარშან ნოემბერში პირველი შვილი გააჩინა. მსახიობი წონაში ვერ იკლებს და მშობიარობის შემდეგ საზოგადოების თავშეყრის ადგილებსაც იშვიათად სტუმრობს. ინდოეთში, თითქმის ყველა შოუში აიშვარიას ჭარბ წონას განიხილავენ. ინტერნეტსივრცეში ხშირად ვრცელდებოდა ფოტოები, სადაც მსახიობი საკმაოდ მოუვლელი ჩანს.

მომზადებულია digitalspy.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება