საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუხი კარდინალები" ბიზნესში და თავისუფალი ფულით შეშინებული ხელისუფლება
"რუხი კარდინალები" ბიზნესში და თავისუფალი ფულით შეშინებული ხელისუფლება

გა­სულ კვი­რას, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნებს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რა კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თა და საკ­მა­ოდ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს, მათ შო­რის ისე­თიც, რაზე სა­უ­ბარს ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­ზეზ­თა გამო თავს არი­დებ­დნენ. ივა­ნიშ­ვილ­მა არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან კერ­ძო ბიზ­ნეს­ზე ზე­წო­ლა ხდე­ბო­და, რომ ბა­ზარ­ზე ბევრ სექ­ტორ­ში მო­ნო­პო­ლია არ­სე­ბობს, რაც სა­ბო­ლო­ოდ, მომ­ხმა­რე­ბელს აზა­რა­ლებს, რომ ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებს კრე­დი­ტებ­ზე ზედ­მე­ტად მა­ღა­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი აქვთ და რომ სა­ბან­კო სექ­ტო­რი პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია. მა­გა­ლი­თად, ახალ­მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის შე­დე­გად, ბან­კმა "ქარ­თუმ" ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, 190 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი იზა­რა­ლა. ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს კა­ნო­ნი, "ქარ­თუს" გარ­და, არც ერთ სხვა ბანკს არ შე­ხე­ბია და არც არა­ვის გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია.

სხვა­თა შო­რის, ამ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბის ერთ-ერთი ბოლო შე­დე­გი, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო მე­წარ­მე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი ისა­კა­ძის კუთ­ვნი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა­ში გა­დას­ვლა იყო - სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გამო, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს გა­და­ე­ცა. ისა­კა­ძე მა­ში­ნაც და ახ­ლაც ადას­ტუ­რებს, რომ ჰქონ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს, ისე "ქარ­თუს" წი­ნა­შე, თუმ­ცა, ბევ­რი სხვა ბიზ­ნეს­მე­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის ასე­ვე ღიად აფიქ­სი­რებ­და სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას ბანკ "ქარ­თუს" 'გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა ეჭვი, რომ შე­საძ­ლოა, სწო­რედ გა­მოთ­ქმუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გახ­და იმის მი­ზე­ზი, რომ დღეს მისი ბიზ­ნე­სი სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბაა.

ბუ­ნებ­რი­ვია, მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის შეხ­ვედ­რას გი­ორ­გი ისა­კა­ძეც ეს­წრე­ბო­და, მაგ­რამ მას­თან სა­უ­ბა­რი ცოტა უფრო "შო­რე­უ­ლი" მოვ­ლე­ნე­ბით და­ვი­წყე:

- დარ­ბაზ­ში ყოფ­ნი­სას გა­მახ­სენ­და 9 წლის წინ, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ით" მო­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა კერ­ძო სექ­ტორ­თან. თუ არ ვცდე­ბი, მა­შინ ბიზ­ნეს­მენ­თა ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე იყა­ვით, არა?

- იმ დროს, ბიზ­ნეს­მენ­თა ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი გახ­ლდათ. შეხ­ვედ­რა­ზე მო­ვი­და ზუ­რაბ ჟვა­ნია და მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი. მა­ში­ნაც და­ახ­ლო­ე­ბით ორ სა­ათს გაგ­რძელ­და შეხ­ვედ­რა მთავ­რო­ბა­სა და ბიზ­ნესს შო­რის და მე­ო­რე სა­ა­თის მი­წუ­რულს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც მო­ვი­და. როცა შეხ­ვედ­რა დას­რულ­და, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბიზ­ნეს­მენ­თა ფე­დე­რა­ცია ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას გა­აგ­რძე­ლებ­და და მე წარ­მად­გი­ნა, რო­გორც ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან სა­კონ­ტაქ­ტო პირი. თქვე­ნი კი­თხვა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლო­გი­კუ­რია და ახლა მეც გა­მახ­სენ­და ის შეხ­ვედ­რა. ისიც ისე­თი­ვე მო­ლო­დი­ნე­ბით იყო სავ­სე, რო­გო­რიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­თან გა­ი­მარ­თა. თუმ­ცა ერთს აქვე ვი­ტყვი და ვიცი, რომ ბევ­რს ეს არ ესი­ა­მოვ­ნე­ბა: ამ ორი შეხ­ვედ­რის მოქ­მე­დი პი­რე­ბი და მათი კო­მენ­ტა­რე­ბი თით­ქმის ერ­თნა­ი­რია. ამა­ზე პი­როვ­ნუ­ლად მწყდე­ბა გული. არ მაქვს უფ­ლე­ბა, ზო­გა­დად ბიზ­ნე­სის სა­ხე­ლით ვი­ლა­პა­რა­კო, ბიზ­ნეს­მე­ნი იქ­ნე­ბა ის, მთავ­რო­ბის წევ­რი თუ რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე...

- რა და­პი­რე­ბე­ბით მო­დი­ო­და ის მთავ­რო­ბა და რე­ა­ლუ­რად რა მი­ი­ღო ბიზ­ნეს­მა?

- დღე­ვან­დე­ლო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მა­შინ ძა­ლი­ან პრობ­ლე­მუ­რი სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სი გვქონ­და. მა­ში­ნაც იყო და სამ­წუ­ხა­როდ, ახ­ლაც აქ­ტუ­ა­ლუ­რია მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი სა­მარ­თა­ლი. ჩვე­ნი, რო­გორც ბიზ­ნეს­მენ­თა ფე­დე­რა­ცი­ის მთა­ვა­რი სატ­კი­ვა­რი მა­ში­ნაც და ახ­ლაც არ­ბიტ­რა­ჟის ინ­სტი­ტუ­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაა და მი­ხა­რია, რომ სა­კი­თხმა ისევ წა­მო­ი­წია წინა პლან­ზე. აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო და არის სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის დაც­ვა. ზო­გა­დად, იყო ძა­ლი­ან დიდი მო­ლო­დი­ნი, რომ იქ­ნე­ბო­და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზღვა­ვე­ბა. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ნა­პი­რე­ბი­დან ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იძ­ლე­ბა და­ვა­სა­ხე­ლოთ: კრი­მი­ნო­გე­ნუ­რი ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა და გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა. ამ ფაქტს უნდა გა­ვუს­წო­როთ თვა­ლი და არ უნდა და­ვი­წყოთ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გი­ნე­ბა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მა­შინ ბი­უ­ჯე­ტის შევ­სე­ბის პრობ­ლე­მაც იდგა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად, "ხვეწ­ნის რე­ჟიმ­ში" იყო გა­და­სუ­ლი, რომ გა­და­სა­ხა­დე­ბი ამო­ე­ღო.

- გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გა­და­სა­ხა­დო არ­ბიტ­რა­ჟიც არ­სე­ბობ­და...

- არ­ბიტ­რაჟ­მა ცოტა ხანს მარ­თლაც იარ­სე­ბა, რად­გან ბიზ­ნეს­მენ­თა ფე­დე­რა­ცი­ამ ამ სა­კითხს ძლი­ე­რი ლო­ბი­რე­ბა გა­ვუ­წი­ეთ, მაგ­რამ შემ­დეგ, ბიზ­ნე­სის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ღე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ბიტ­რა­ჟის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და. ამა­ში და­ი­ნა­ხა "ხვრე­ლი", სა­ი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბო­და, დიდი ფული და­ე­კარ­გა, ამი­ტომ უბ­რა­ლოდ, "თემა და­ხუ­რა".

- გა­მო­ვი­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ერთი ხე­ლით თით­ქოს გან­ვი­თა­რე­ბის ას­პა­რე­ზი მის­ცა კერ­ძო სექ­ტორს, მე­ო­რით კი "რკი­ნის მარ­წუ­ხებ­ში" მო­აქ­ცია?

- უფრო პო­პუ­ლა­რულ ენა­ზე რომ ვთქვათ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ე.წ. თა­ვი­სუ­ფა­ლი ფუ­ლის ეში­ნო­და. მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეში­ნო­და ქვე­ყა­ნა­ში სა­შუ­ა­ლო ფე­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის, რისი სიმპტო­მე­ბი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომამ­დე არ­სე­ბობ­და კი­დეც. ეს შიში ყო­ველ­თვის ამუხ­რუ­ჭებ­და ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას. ამას ემა­ტე­ბო­და ფაქ­ტობ­რი­ვად ზღვარ­გა­და­სუ­ლი ქმე­დე­ბა გა­და­სა­ხა­დე­ბის ამო­ღე­ბი­სა და სა­კუთ­რე­ბის ხელ­ყო­ფის კუ­თხით.

- თუმ­ცა ბიზ­ნე­სის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შექ­მნა და­ვე­ბის გან­ხილ­ვის საბ­ჭო შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში...

- ბევ­რმა ისარ­გებ­ლა კი­დეც ამ სამ­სა­ხუ­რე­ბით. სრუ­ლი ობი­ექ­ტუ­რო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია აღ­ვნიშ­ნო, რომ მე არას­დროს მით­ქვამს უარი და რო­გორც ბიზ­ნეს­მენს, მქო­ნია დავა ორი­ვე აღ­ნიშ­ნულ უწყე­ბა­ში. მაგ­რამ, რო­გორც ასო­ცი­ა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ვამ­ბობ­დი და ვამ­ბობ კი­დეც, რომ და­ვე­ბის გან­ხილ­ვის საბ­ჭო ხდე­ბო­და "პრო­ბიზ­ნე­სუ­რი" ან "არაპ­რო­ბიზ­ნე­სუ­რი", იმის მი­ხედ­ვით, თუ ვინ იყო კონ­კრე­ტუ­ლი უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი. მა­გა­ლი­თად, თუ ფი­ნან­სუ­რი უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად ინიშ­ნე­ბო­და "პრო­ბიზ­ნე­სუ­რი" და საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლი ადა­მი­ა­ნი და არა ხის­ტი, "ნა­ჯა­ხის პრინ­ცი­პით" მო­მუ­შა­ვე პი­როვ­ნე­ბა, და­ვე­ბის საბ­ჭო ეფექ­ტი­ა­ნად მუ­შა­ობ­და და კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 300-400 საქ­მეს გა­ნი­ხი­ლავ­და. მაგ­რამ და­ვე­ბის საბ­ჭოს ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხომ ვერ იქ­ნე­ბო­და 100%-ით ობი­ექ­ტუ­რი, ამი­ტომ ბიზ­ნესს რჩე­ბო­და უფ­ლე­ბა, სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­ე­მარ­თა, ეს კი არა­ვის უნ­დო­და. აქვე ისიც უნდა ით­ქვას, რომ და­ვე­ბის გან­ხილ­ვის საბ­ჭოც მხა­რეს წარ­მო­ად­გენ­და და ბიზ­ნეს­მენს ყო­ველ­თვის რჩე­ბო­და კი­თხვა, რო­მე­ლიც დღემ­დე პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია: მე თუ გა­მა­მარ­თლე და აღ­მოჩ­ნდა, რომ შენ თვი­თონ არას­წო­რად და­მა­რი­ცხე გა­და­სა­ხა­დე­ბი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ უნდა და­გე­კის­როს?.. შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გამო ძა­ლი­ან ბევ­რი ბიზ­ნე­სი გა­ჩერ­და. შე­იძ­ლე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში სა­უ­კე­თე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა გვქონ­დეს - ფი­ნან­სუ­რი, ბან­კე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის, სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სი, - მაგ­რამ არა­ფერს აქვს ფასი, თუ არ იქ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა არა­ერ­თხელ ახ­სე­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლა ბიზ­ნეს­ზე. იქ­ნებ გვი­თხრათ, რა სა­ხის ზე­წო­ლას გუ­ლის­ხმობ­და ანუ: ზე­წო­ლას კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ლით მოქ­მე­დი პი­რე­ბის მხრი­დან, რომ­ლე­ბიც ბიზ­ნესს პირ­და­პირ "აწერ­დნენ" ფულს?

- ბიზ­ნესს თვით­კონ­ტრო­ლი გა­უჩ­ნდა - ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სწო­რედ ეს იგუ­ლის­ხმა: როცა ოპე­რი­რებ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც "აპ­რი­ო­რი" იცი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი ფული სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს, ადა­მი­ანს, კერ­ძო სექ­ტორს თვით­კონ­ტრო­ლის, თვით­ცენ­ზუ­რის სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურს ბევ­რი ბერ­კე­ტი აქვს, მათ შო­რის ერთ-ერ­თია შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი, მაგ­რამ არ­სე­ბობს კი­დევ სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დერე­ბი, ნე­ბარ­თვა-ლი­ცენ­ზი­ე­ბი და ა.შ. რო­მე­ლი­მე ერთი "კე­ი­სი" რომ გა­მო­ვი­ტა­ნოთ სამ­სჯავ­რო­ზე, სუ­ბი­ექ­ტუ­რე­ბი ვიქ­ნე­ბით, რად­გან ამ ემო­ცი­უ­რი ტალ­ღით არ უნდა ვი­სარ­გებ­ლოთ. ამის­თვის არ­სე­ბობს სა­სა­მარ­თლო, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ შემ­თხვე­ვა­ზე მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მახ­სოვს, როცა ბიზ­ნე­სომ­ბუდსმე­ნად კარ­გი ადა­მი­ა­ნი და სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სის კარ­გი მცოდ­ნე, გი­ორ­გი პერ­ტა­ია და­ი­ნიშ­ნა, გულ­წრფე­ლად ვუ­სურ­ვე, ყო­ფი­ლი­ყო ბოლო ბიზ­ნე­სომ­ბუდსმე­ნი ამ ქვე­ყა­ნა­ში: ასე­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის არ­სე­ბო­ბა უკვე დეკ­ლა­რი­რე­ბაა იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ბიზ­ნესს პრობ­ლე­მა აქვს.

- გაჩ­ნდა ცნე­ბა - ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი...

- მე­გაპ­რო­ექ­ტებ­ში და ზოგ არ­ცთუ ისე დიდ პრო­ექ­ტში, სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე ვე­რა­ფე­რი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. თუ ბიზ­ნე­სი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს კო­მუ­ნი­კა­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან სი­ახ­ლო­ვეს ნიშ­ნავს, მა­შინ ვა­დას­ტუ­რებ, რომ ასე­თი კო­მუ­ნი­კა­ცია ბევრ ბიზ­ნესს ჰქონ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მხო­ლოდ ერთი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა - რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო, სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, წე­ლი­წად­ში მი­ლი­არდ ლარს ხარ­ჯავ­და და ამა­ში 100-ზე მეტი კომ­პა­ნია მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

- თუმ­ცა სწო­რედ ეს კო­მუ­ნი­კა­ცია წარ­მო­შობ­და ელი­ტურ კო­რუფ­ცი­ას...

- ეს სულ სხვა რა­მეა. არის ეჭვი, რომ არ­სე­ბობ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ე.წ. "რუხი კარ­დი­ნა­ლე­ბი", რომ­ლე­ბიც წარ­მო­ად­გენ­დნენ შუ­ა­ლე­დურ რგოლს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და კერ­ძო სექ­ტორს შო­რის. ამ შუ­ა­ლე­დუ­რი რგო­ლის დახ­მა­რე­ბით კი სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბი მდიდ­რდე­ბოდ­ნენ. არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, არას­წო­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დერე­ბი, მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტე­ბი - რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, იქ­ნე­ბო­და ეს ფე­დე­რა­ლურ თუ მუ­ნი­ცი­პა­ლურ დო­ნე­ზე, ბევრ ეჭვს აჩენ­და. კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფის­თვის არ­სე­ბობ­და სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბე­ბი. და რაც მთა­ვა­რია, ეს იყო სო­კო­ე­ბი­ვით აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც საქ­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უჩი­ნარ­დე­ბოდ­ნენ...

- ივა­ნიშ­ვილ­მა მო­ნო­პო­ლი­ებ­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, ამ­დე­ნად ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის შექ­მნის სა­კი­თხმაც წინ წა­მო­ი­წია...

- აღ­მოჩ­ნდა, რომ ჯერ კი­დევ არა­ლე­გი­ტი­მუ­რი მთავ­რო­ბის ერთი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ და ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე, საწ­ვა­ვის ფა­სის შემ­ცი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა და ის ლიტრზე 8 თეთ­რით გა­ი­აფ­და, - თან მა­შინ, როცა ამე­რი­კა­ში საწ­ვავ­ზე ფა­სებ­მა მო­ი­მა­ტა. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მომ­წე­რა ამე­რი­კი­დან: იქ­ნებ ეგ მთავ­რო­ბა აქეთ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნო­თო?.. თა­ვის დრო­ზე, ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­ურ სამ­სა­ხურ­ში 9 თვე ვი­მუ­შა­ვე და მინ­და გი­თხრათ, რომ ბევ­რს ერ­თმა­ნეთ­ში ერე­ვა მო­ნო­პო­ლი­უ­რი და ოლი­გო­პო­ლი­უ­რი შე­თან­ხმე­ბე­ბი. შე­საძ­ლოა, ბა­ზარ­ზე მარ­თლაც, 4000 მო­თა­მა­შე იყოს, მაგ­რამ მო­ნო­პო­ლია არ­სე­ბობ­დეს. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ე.წ. ბიზ­ნე­სის კარ­ტე­ლურ შე­თან­ხმე­ბებ­თან გვაქვს საქ­მე, რაც ბევ­რად უფრო რთუ­ლი და­საშ­ლე­ლი იქ­ნე­ბა. ბიზ­ნესს გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა ნორ­მა­ლუ­რი, კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მო. რაც მთა­ვა­რია, ერთ სა­სი­კე­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჯაჭ­ვუ­ლი რე­აქ­ცია მოჰ­ყვე­ბა - ის ვირუ­სი­ვით ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა მო­ნო­პო­ლი­ურ სექ­ტორ­ზე და სი­კე­თით უბ­რუნ­დე­ბა მომ­ხმა­რე­ბელს.

ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"რუხი კარდინალები" ბიზნესში და თავისუფალი ფულით შეშინებული ხელისუფლება

"რუხი კარდინალები" ბიზნესში და თავისუფალი ფულით შეშინებული ხელისუფლება

გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და საკმაოდ ბევრი საინტერესო საკითხი განიხილეს, მათ შორის ისეთიც, რაზე საუბარს ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესის წარმომადგენლები მიზეზთა გამო თავს არიდებდნენ. ივანიშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან კერძო ბიზნესზე ზეწოლა ხდებოდა, რომ ბაზარზე ბევრ სექტორში მონოპოლია არსებობს, რაც საბოლოოდ, მომხმარებელს აზარალებს, რომ ფინანსურ ინსტიტუტებს კრედიტებზე ზედმეტად მაღალი საპროცენტო განაკვეთები აქვთ და რომ საბანკო სექტორი პოლიტიზებულია. მაგალითად, ახალმიღებული კანონის შედეგად, ბანკმა "ქართუმ" ერთი თვის განმავლობაში, 190 მილიონი დოლარი იზარალა. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს კანონი, "ქართუს" გარდა, არც ერთ სხვა ბანკს არ შეხებია და არც არავის გაუპროტესტებია.

სხვათა შორის, ამ კანონის მოქმედების ერთ-ერთი ბოლო შედეგი, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი ისაკაძის კუთვნილი კომპანიების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა იყო - სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების გამო, ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. ისაკაძე მაშინაც და ახლაც ადასტურებს, რომ ჰქონდა ვალდებულებები როგორც სახელმწიფოს, ისე "ქართუს" წინაშე, თუმცა, ბევრი სხვა ბიზნესმენისგან განსხვავებით, ის ასევე ღიად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას ბანკ "ქართუს" 'გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. შესაბამისად, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, სწორედ გამოთქმული დამოკიდებულება გახდა იმის მიზეზი, რომ დღეს მისი ბიზნესი სახელმწიფოს საკუთრებაა.

ბუნებრივია, მომავალი პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრას გიორგი ისაკაძეც ესწრებოდა, მაგრამ მასთან საუბარი ცოტა უფრო "შორეული" მოვლენებით დავიწყე:

- დარბაზში ყოფნისას გამახსენდა 9 წლის წინ, "ვარდების რევოლუციით" მოსული ხელისუფლების შეხვედრა კერძო სექტორთან. თუ არ ვცდები, მაშინ ბიზნესმენთა ფედერაციის თავმჯდომარე იყავით, არა?

- იმ დროს, ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილი გახლდათ. შეხვედრაზე მოვიდა ზურაბ ჟვანია და მაშინდელი მინისტრთა კაბინეტი. მაშინაც დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა შეხვედრა მთავრობასა და ბიზნესს შორის და მეორე საათის მიწურულს მიხეილ სააკაშვილიც მოვიდა. როცა შეხვედრა დასრულდა, ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესმენთა ფედერაცია ფუნქციონირებას გააგრძელებდა და მე წარმადგინა, როგორც ფედერაციის მხრიდან საკონტაქტო პირი. თქვენი კითხვა აბსოლუტურად ლოგიკურია და ახლა მეც გამახსენდა ის შეხვედრა. ისიც ისეთივე მოლოდინებით იყო სავსე, როგორიც რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან გაიმართა. თუმცა ერთს აქვე ვიტყვი და ვიცი, რომ ბევრს ეს არ ესიამოვნება: ამ ორი შეხვედრის მოქმედი პირები და მათი კომენტარები თითქმის ერთნაირია. ამაზე პიროვნულად მწყდება გული. არ მაქვს უფლება, ზოგადად ბიზნესის სახელით ვილაპარაკო, ბიზნესმენი იქნება ის, მთავრობის წევრი თუ რიგითი მოქალაქე...

- რა დაპირებებით მოდიოდა ის მთავრობა და რეალურად რა მიიღო ბიზნესმა?

- დღევანდელობისგან განსხვავებით, მაშინ ძალიან პრობლემური საგადასახადო კოდექსი გვქონდა. მაშინაც იყო და სამწუხაროდ, ახლაც აქტუალურია მიუკერძოებელი სამართალი. ჩვენი, როგორც ბიზნესმენთა ფედერაციის მთავარი სატკივარი მაშინაც და ახლაც არბიტრაჟის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაა და მიხარია, რომ საკითხმა ისევ წამოიწია წინა პლანზე. აქტუალური იყო და არის საკუთრების უფლების დაცვა. ზოგადად, იყო ძალიან დიდი მოლოდინი, რომ იქნებოდა ინვესტიციების მოზღვავება. წინა ხელისუფლების შესრულებული დანაპირებიდან ერთმნიშვნელოვნად შეიძლება დავასახელოთ: კრიმინოგენური ვითარების გამოსწორება და გადასახადების შემცირება. ამ ფაქტს უნდა გავუსწოროთ თვალი და არ უნდა დავიწყოთ წინა ხელისუფლების გინება. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ ბიუჯეტის შევსების პრობლემაც იდგა. ხელისუფლება ფაქტობრივად, "ხვეწნის რეჟიმში" იყო გადასული, რომ გადასახადები ამოეღო.

- გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საქართველოში საგადასახადო არბიტრაჟიც არსებობდა...

- არბიტრაჟმა ცოტა ხანს მართლაც იარსება, რადგან ბიზნესმენთა ფედერაციამ ამ საკითხს ძლიერი ლობირება გავუწიეთ, მაგრამ შემდეგ, ბიზნესის სასარგებლოდ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილების გამო, ხელისუფლება არბიტრაჟის წინააღმდეგ წავიდა. ამაში დაინახა "ხვრელი", საიდანაც შეიძლებოდა, დიდი ფული დაეკარგა, ამიტომ უბრალოდ, "თემა დახურა".

- გამოვიდა, რომ ხელისუფლებამ ერთი ხელით თითქოს განვითარების ასპარეზი მისცა კერძო სექტორს, მეორით კი "რკინის მარწუხებში" მოაქცია?

- უფრო პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ხელისუფლებას ე.წ. თავისუფალი ფულის ეშინოდა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ეშინოდა ქვეყანაში საშუალო ფენის ჩამოყალიბების, რისი სიმპტომები რუსეთ-საქართველოს ომამდე არსებობდა კიდეც. ეს შიში ყოველთვის ამუხრუჭებდა ბიზნესის განვითარებას. ამას ემატებოდა ფაქტობრივად ზღვარგადასული ქმედება გადასახადების ამოღებისა და საკუთრების ხელყოფის კუთხით.

- თუმცა ბიზნესის უფლებების დასაცავად, ხელისუფლებამ შექმნა დავების განხილვის საბჭო შემოსავლების სამსახურში, ფინანსთა სამინისტროში...

- ბევრმა ისარგებლა კიდეც ამ სამსახურებით. სრული ობიექტურობისთვის აუცილებელია აღვნიშნო, რომ მე არასდროს მითქვამს უარი და როგორც ბიზნესმენს, მქონია დავა ორივე აღნიშნულ უწყებაში. მაგრამ, როგორც ასოციაციის წარმომადგენელი, ვამბობდი და ვამბობ კიდეც, რომ დავების განხილვის საბჭო ხდებოდა "პრობიზნესური" ან "არაპრობიზნესური", იმის მიხედვით, თუ ვინ იყო კონკრეტული უწყების ხელმძღვანელი. მაგალითად, თუ ფინანსური უწყების ხელმძღვანელად ინიშნებოდა "პრობიზნესური" და საქმეში ჩახედული ადამიანი და არა ხისტი, "ნაჯახის პრინციპით" მომუშავე პიროვნება, დავების საბჭო ეფექტიანად მუშაობდა და კვირის განმავლობაში 300-400 საქმეს განიხილავდა. მაგრამ დავების საბჭოს ყველა გადაწყვეტილება ხომ ვერ იქნებოდა 100%-ით ობიექტური, ამიტომ ბიზნესს რჩებოდა უფლება, სასამართლოსთვის მიემართა, ეს კი არავის უნდოდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დავების განხილვის საბჭოც მხარეს წარმოადგენდა და ბიზნესმენს ყოველთვის რჩებოდა კითხვა, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია: მე თუ გამამართლე და აღმოჩნდა, რომ შენ თვითონ არასწორად დამარიცხე გადასახადები, პასუხისმგებლობა არ უნდა დაგეკისროს?.. შემოსავლების სამსახურის არასწორი გადაწყვეტილებების გამო ძალიან ბევრი ბიზნესი გაჩერდა. შეიძლება, ქვეყანაში საუკეთესო კანონმდებლობა გვქონდეს - ფინანსური, ბანკების რეგულირების, საგადასახადო კოდექსი, - მაგრამ არაფერს აქვს ფასი, თუ არ იქნება დამოუკიდებელი სასამართლო.

- ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ ახსენა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ბიზნესზე. იქნებ გვითხრათ, რა სახის ზეწოლას გულისხმობდა ანუ: ზეწოლას კანონის მიხედვით თუ ხელისუფლების სახელით მოქმედი პირების მხრიდან, რომლებიც ბიზნესს პირდაპირ "აწერდნენ" ფულს?

- ბიზნესს თვითკონტროლი გაუჩნდა - ვივარაუდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ეს იგულისხმა: როცა ოპერირებ ქვეყანაში, სადაც "აპრიორი" იცი, რომ ხელისუფლებისთვის თავისუფალი ფული საშიშროებას წარმოადგენს, ადამიანს, კერძო სექტორს თვითკონტროლის, თვითცენზურის სურვილი უჩნდება. სახელმწიფო სამსახურს ბევრი ბერკეტი აქვს, მათ შორის ერთ-ერთია შემოსავლების სამსახური, მაგრამ არსებობს კიდევ სახელმწიფო ტენდერები, ნებართვა-ლიცენზიები და ა.შ. რომელიმე ერთი "კეისი" რომ გამოვიტანოთ სამსჯავროზე, სუბიექტურები ვიქნებით, რადგან ამ ემოციური ტალღით არ უნდა ვისარგებლოთ. ამისთვის არსებობს სასამართლო, რომელიც თითოეულ შემთხვევაზე მიიღებს გადაწყვეტილებას. მახსოვს, როცა ბიზნესომბუდსმენად კარგი ადამიანი და საგადასახადო კოდექსის კარგი მცოდნე, გიორგი პერტაია დაინიშნა, გულწრფელად ვუსურვე, ყოფილიყო ბოლო ბიზნესომბუდსმენი ამ ქვეყანაში: ასეთი თანამდებობის არსებობა უკვე დეკლარირებაა იმისა, რომ ქვეყანაში ბიზნესს პრობლემა აქვს.

- გაჩნდა ცნება - ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესი...

- მეგაპროექტებში და ზოგ არცთუ ისე დიდ პროექტში, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერაფერი განხორციელდება. თუ ბიზნესისა და ხელისუფლების ეს კომუნიკაცია ხელისუფლებასთან სიახლოვეს ნიშნავს, მაშინ ვადასტურებ, რომ ასეთი კომუნიკაცია ბევრ ბიზნესს ჰქონდა. წარმოიდგინეთ, მხოლოდ ერთი სახელმწიფო უწყება - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის, წელიწადში მილიარდ ლარს ხარჯავდა და ამაში 100-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.

- თუმცა სწორედ ეს კომუნიკაცია წარმოშობდა ელიტურ კორუფციას...

- ეს სულ სხვა რამეა. არის ეჭვი, რომ არსებობდნენ ადამიანები, ე.წ. "რუხი კარდინალები", რომლებიც წარმოადგენდნენ შუალედურ რგოლს ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის. ამ შუალედური რგოლის დახმარებით კი სახელმწიფო მოხელეები მდიდრდებოდნენ. არაობიექტური გადაწყვეტილებები, არასწორად ჩატარებული სახელმწიფო ტენდერები, მრავალმილიონიანი კონტრაქტები - რამდენიმე კომპანიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, იქნებოდა ეს ფედერალურ თუ მუნიციპალურ დონეზე, ბევრ ეჭვს აჩენდა. კონკრეტული ჯგუფისთვის არსებობდა სასათბურე პირობები. და რაც მთავარია, ეს იყო სოკოებივით აღმოცენებული კომპანიები, რომლებიც საქმის დასრულების შემდეგ უჩინარდებოდნენ...

- ივანიშვილმა მონოპოლიებზეც გაამახვილა ყურადღება, ამდენად ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნის საკითხმაც წინ წამოიწია...

- აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ არალეგიტიმური მთავრობის ერთი განცხადების შემდეგ და ანტიმონოპოლიური სამსახურის გარეშე, საწვავის ფასის შემცირება შესაძლებელი ყოფილა და ის ლიტრზე 8 თეთრით გაიაფდა, - თან მაშინ, როცა ამერიკაში საწვავზე ფასებმა მოიმატა. ჩემმა მეგობარმა მომწერა ამერიკიდან: იქნებ ეგ მთავრობა აქეთ გამოგვიგზავნოთო?.. თავის დროზე, ანტიმონოპოლიურ სამსახურში 9 თვე ვიმუშავე და მინდა გითხრათ, რომ ბევრს ერთმანეთში ერევა მონოპოლიური და ოლიგოპოლიური შეთანხმებები. შესაძლოა, ბაზარზე მართლაც, 4000 მოთამაშე იყოს, მაგრამ მონოპოლია არსებობდეს. ჩვენს შემთხვევაში ე.წ. ბიზნესის კარტელურ შეთანხმებებთან გვაქვს საქმე, რაც ბევრად უფრო რთული დასაშლელი იქნება. ბიზნესს განვითარებისთვის სჭირდება ნორმალური, კონკურენტული გარემო. რაც მთავარია, ერთ სასიკეთო გადაწყვეტილებას ჯაჭვული რეაქცია მოჰყვება - ის ვირუსივით ვრცელდება ყველა მონოპოლიურ სექტორზე და სიკეთით უბრუნდება მომხმარებელს.

ემა ტუხიაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა