ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, კირნათის თემის სოფელ შუშანეთში მეწყერი ჩამოწვა.
როგორც კირნათის თემის რწმუნებულმა ნარიმან აბაშიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, მეწყერი ილია ცინცაძის საცხოვრებელი სახლიდან ერთი მეტრის სახლოვესაა ჩამოწოლილი. მისივე თქმით, სახლთან ახლოს მოზრდილი ბორცვი ჩამოშლის პირასაა, რამაც შესაძლოა, სახლიც დააზიანოს.
გვიან ღამიდან უამინდობაა აჭარის რეგიონში. ძლიერი წვიმისა და ქარბორბალას შედეგად, ქობულეთში აღმაშენებლის და რუსთაველის გამზირზე დაზიანებულია ელექტროენერგიის ხაზები და ბუნებრივი აირის მილები. მოგლეჯილია ხეები. ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ამ დრომდე ძლიერი წვიმაა ბათუმში და აჭარის მაღალმთიან რეგიონებში.