პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟურნალი "გზა" - 11 ოქტომბერი
ჟურნალი "გზა" - 11 ოქტომბერი

ხუთ­შა­ბათს, 11 ოქ­ტომ­ბერს, გა­მო­ვი­და ჟურ­ნალ "გზის" ახა­ლი ნო­მე­რი (N41, 11-17 ოქ­ტომ­ბე­რი 2012 წ.), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

ობი­ექ­ტუ­რო­ბა თუ მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბა ქარ­თუ­ლი მე­დი­ის ტყუ­ილ-მარ­თა­ლი

ნა­თია მი­ქი­აშ­ვი­ლი: "ანა­ტო­მი­ას" ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შაო ექ­ნე­ბა იმ ყვე­ლაფ­რის გა­სა­შუ­ქებ­ლად, თუ რა გა­ა­ფუ­ჭეს "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს, რა საქ­მე­ე­ბია გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი, ვისი ქო­ნე­ბაა და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი, მი­ტა­ცე­ბუ­ლი და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნად ხან­გრძლი­ვი და შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა, შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ შე­იძ­ლე­ბა, ოდეს­მე ვინ­მეს მი­თი­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბა დამ­ჭირ­დეს; ამას ისი­ნი არც სა­კუ­თარ თავს აკად­რე­ბენ".

პა­ა­ტა ია­კო­ბაშ­ვი­ლი: "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რუ­სე­თის კო­ლო­ნი­ად ვერ გვაქ­ცევს, იმი­ტომ, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­ნი­მუმ 40% არ და­უშ­ვებს ამას. თუმ­ცა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცი­ას უფრო დამთმობს გახ­დის, ეს კი ძა­ლი­ან დაგ­ვა­ზა­რა­ლებს. არ და­გა­ვი­წყდეთ, მისი 6 მი­ლი­არ­დი ჯერ კი­დევ რუ­სეთ­შია".

დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძე: "მა­ესტრო" ყო­ველ­თვის კრი­ტი­კუ­ლი არხი იყო და პი­რა­დად მე, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი, თუ სად­მე რა­ი­მე უარ­ყო­ფითს და­ვი­ნა­ხავ, აუ­ცი­ლებ­ლად ადეკ­ვა­ტურ რე­ა­გი­რე­ბას მო­ვახ­დენ. არა­სო­დეს ვიქ­ნე­ბი ლო­ი­ა­ლუ­რი რო­მე­ლი­მე ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მი­მართ.

თენ­გო გო­გო­ტიშ­ვი­ლი: "რუს­თა­ვი 2" 1994 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ოპო­ზი­ცი­უ­რი არხი იყო. ბოლო პე­რი­ოდ­ში, ვის­თვის რა რო­გორ მო­ი­აზ­რე­ბო­და, არ ვიცი, მაგ­რამ რა ფა­სე­უ­ლო­ბე­ბიც ადრე გვქონ­და, იმას ვაგ­რძე­ლებთ ბო­ლომ­დე. სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ტე­ლე­ვი­ზია არ მე­გუ­ლე­ბა, გა­მოკ­ვე­თი­ლი სიმ­პა­თი­ე­ბი და ან­ტი­პა­თი­ე­ბი ყვე­ლას აქვს".

რო­გორ ცხოვ­რობს ზვი­ად ძი­ძი­გუ­რის მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი

ეკა კუ­ტა­ლია, ზვი­ად ძი­ძი­გუ­რის მე­უღ­ლე: "წლე­ბია, ზვი­ა­დი პო­ლი­ტი­კა­შია. მის დღის რე­ჟიმს და დატ­ვირ­თულ გრა­ფიკს მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვართ. ბავ­შვებ­მაც იცი­ან, რა ხდე­ბა. ამ­ბობ­დნენ: მიშა უნდა წა­ვი­დეს და სხვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ვი­დეს; მამა კი კენ­ჭს რუს­თავ­ში იყ­რი­სო. არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე დღეს სან­დრომ მკი­თხა: ხომ მო­ვი­გეთ და მიშა პრე­ზი­დენ­ტად რა­ღა­ტომ არი­სო?"

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც ღია, ისე ფა­რუ­ლი ხერ­ხე­ბით გულ­დას­მით სწავ­ლობ­და რო­მანს"

სოსო სი­გუა: "1933-1935 წლებ­ში, როცა რო­მა­ნი იწე­რე­ბო­და, არა­ვინ იცო­და, სა­ბო­ლო­ოდ, რა სა­ხეს მი­ი­ღებ­და რე­ვო­ლუ­ცია, მაგ­რამ ვე­ლუ­რი ვა­კხა­ნა­ლია, ფა­ნა­ტიზ­მი, ძვე­ლის ნგრე­ვა, გა­ნახ­ლე­ბის პა­თო­სი და სის­ხლი­ა­ნი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი თუ ერ­თის მხრივ, ჰე­რო­ი­კას აღ­ვი­ვებ­და, მე­ო­რეს მხრივ, შიშ­სა და დეპ­რე­სი­ას იწ­ვევ­და. კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას შთა­გო­ნე­ბა ია­ნუ­სი­ვით ორ­სა­ხო­ვა­ნი დრო, სა­ქარ­თვე­ლოს ბედი, ეპო­ქის სუ­ლის გა­მოკ­ვე­თა იყო ადა­მი­ან­თა სა­ხე­ე­ბად. ამი­ტო­მაც არის "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა" არა მხო­ლოდ დიდი წიგ­ნი, არა­მედ სას­ტი­კი სი­ნამ­დვი­ლის მარ­თა­ლი დო­კუ­მენ­ტიც!"

გოგა ხა­ინ­დრა­ვას ახა­ლი ფილ­მი მე­რაბ კოს­ტა­ვა­ზე

გოგა ხა­ინ­დრა­ვა: "ერთი თვეა, მე­რაბ კოს­ტა­ვა­ზე დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს ვა­კე­თებ. მე­რა­ბი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი იყო და მის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი ბევ­რი არა­ფე­რია. იმ ბა­ნა­კი­დან, სა­დაც მე­რა­ბი იჯდა, უნი­კა­ლუ­რი მა­სა­ლა მო­ვი­ძი­ეთ. შევ­ხვდით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც იყო პა­ტიმ­რო­ბა­ში. ყვე­ლა­ნი ჩავ­წე­რეთ. ვილ­ნი­უს­ში იმ სახ­ლშიც ვი­ყა­ვით, სა­დაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დი­სი­დენ­ტე­ბის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა მოხ­და. სახ­ლის პატ­რო­ნი ჩავ­წე­რეთ, სა­ინ­ტე­რე­სო წარ­სუ­ლი აქვს. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ნა­თხრობ­ში მე­რა­ბი­სად­მი უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მა იგ­რძნო­ბა, მის გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბას ადას­ტუ­რებს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ფილ­მი მზად 1 თვე­ში გვექ­ნე­ბა. ამ ფილ­მით მე­რაბ­ზე ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი".

ვინ ცდი­ლობ­და გოგა ჟვა­ნი­ას მოქ­რთამ­ვას და რისი იმე­დი აქვს მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ანს

მი­ხე­ილ მა­ჟა­ვა­რი­ა­ნი: "ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­ზე მე არ გა­მო­ვი­ყე­ნებ სი­ტყვას - "მკვლე­ლო­ბა". ახლა ხომ მა­ინც გა­და­ვი­და პო­ლი­ტი­კუ­რი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა; ჰოდა, რა­ტომ­ღა ვლა­პა­რა­კობთ ამა­ზე?! აღარ გვინ­და სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი! პრო­კუ­რა­ტუ­რის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა მა­სა­ლა მაქვს ნა­ნა­ხი და და­ზუს­ტე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნია გარ­დაც­ვლი­ლია".

გოგა ჟვა­ნია: "მიშა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, და­ზუს­ტე­ბით ლა­პა­რა­კი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე, რო­დე­საც მისი მკვლე­ლო­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლიც კი არ არის?! ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი დღემ­დე პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­რო­ზეა შე­მო­დე­ბუ­ლი. ჩვენ ამ მა­სა­ლებს ძა­ლი­ან მალე ჩა­მო­ვი­ღებთ თა­რო­დან და ყვე­ლა­ფერს ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნე­ბა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ჟურნალი "გზა" - 11 ოქტომბერი

ჟურნალი "გზა" - 11 ოქტომბერი

ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს, გამოვიდა ჟურნალ "გზის" ახალი ნომერი (N41, 11-17 ოქტომბერი 2012 წ.), რომელშიც წაიკითხავთ:

ობიექტურობა თუ მიკერძოებულობა ქართული მედიის ტყუილ-მართალი

ნათია მიქიაშვილი: "ანატომიას" ძალიან ბევრი სამუშაო ექნება იმ ყველაფრის გასაშუქებლად, თუ რა გააფუჭეს "ნაციონალებმა" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რა საქმეებია გამოსაძიებელი, ვისი ქონებაა დასაბრუნებელი, მიტაცებული და ეს ყველაფერი იმდენად ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი იქნება, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შეიძლება, ოდესმე ვინმეს მითითების შესრულება დამჭირდეს; ამას ისინი არც საკუთარ თავს აკადრებენ".

პაატა იაკობაშვილი: "ბიძინა ივანიშვილი რუსეთის კოლონიად ვერ გვაქცევს, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის მინიმუმ 40% არ დაუშვებს ამას. თუმცა რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს პოზიციას უფრო დამთმობს გახდის, ეს კი ძალიან დაგვაზარალებს. არ დაგავიწყდეთ, მისი 6 მილიარდი ჯერ კიდევ რუსეთშია".

დიანა ტრაპაიძე: "მაესტრო" ყოველთვის კრიტიკული არხი იყო და პირადად მე, როგორც ჟურნალისტი, თუ სადმე რაიმე უარყოფითს დავინახავ, აუცილებლად ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენ. არასოდეს ვიქნები ლოიალური რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის მიმართ.

თენგო გოგოტიშვილი: "რუსთავი 2" 1994 წლიდან მოყოლებული, 9 წლის განმავლობაში, ოპოზიციური არხი იყო. ბოლო პერიოდში, ვისთვის რა როგორ მოიაზრებოდა, არ ვიცი, მაგრამ რა ფასეულობებიც ადრე გვქონდა, იმას ვაგრძელებთ ბოლომდე. საქართველოში მიუკერძოებელი ტელევიზია არ მეგულება, გამოკვეთილი სიმპათიები და ანტიპათიები ყველას აქვს".

როგორ ცხოვრობს ზვიად ძიძიგურის მრავალშვილიანი ოჯახი

ეკა კუტალია, ზვიად ძიძიგურის მეუღლე: "წლებია, ზვიადი პოლიტიკაშია. მის დღის რეჟიმს და დატვირთულ გრაფიკს მიჩვეულები ვართ. ბავშვებმაც იციან, რა ხდება. ამბობდნენ: მიშა უნდა წავიდეს და სხვა ხელისუფლება მოვიდეს; მამა კი კენჭს რუსთავში იყრისო. არჩევნების მეორე დღეს სანდრომ მკითხა: ხომ მოვიგეთ და მიშა პრეზიდენტად რაღატომ არისო?"

"ხელისუფლება, როგორც ღია, ისე ფარული ხერხებით გულდასმით სწავლობდა რომანს"

სოსო სიგუა: "1933-1935 წლებში, როცა რომანი იწერებოდა, არავინ იცოდა, საბოლოოდ, რა სახეს მიიღებდა რევოლუცია, მაგრამ ველური ვაკხანალია, ფანატიზმი, ძველის ნგრევა, განახლების პათოსი და სისხლიანი ექსპერიმენტები თუ ერთის მხრივ, ჰეროიკას აღვივებდა, მეორეს მხრივ, შიშსა და დეპრესიას იწვევდა. კონსტანტინე გამსახურდიას შთაგონება იანუსივით ორსახოვანი დრო, საქართველოს ბედი, ეპოქის სულის გამოკვეთა იყო ადამიანთა სახეებად. ამიტომაც არის "მთვარის მოტაცება" არა მხოლოდ დიდი წიგნი, არამედ სასტიკი სინამდვილის მართალი დოკუმენტიც!"

გოგა ხაინდრავას ახალი ფილმი მერაბ კოსტავაზე

გოგა ხაინდრავა: "ერთი თვეა, მერაბ კოსტავაზე დოკუმენტურ ფილმს ვაკეთებ. მერაბი საინტერესო ადამიანი იყო და მის შესახებ ცნობილი ბევრი არაფერია. იმ ბანაკიდან, სადაც მერაბი იჯდა, უნიკალური მასალა მოვიძიეთ. შევხვდით ადამიანებს, რომლებთან ერთადაც იყო პატიმრობაში. ყველანი ჩავწერეთ. ვილნიუსში იმ სახლშიც ვიყავით, სადაც საბჭოთა კავშირის დისიდენტების პირველი შეხვედრა მოხდა. სახლის პატრონი ჩავწერეთ, საინტერესო წარსული აქვს. ამ ადამიანების მონათხრობში მერაბისადმი უდიდესი პატივისცემა იგრძნობა, მის გამორჩეულობას ადასტურებს. სავარაუდოდ, ფილმი მზად 1 თვეში გვექნება. ამ ფილმით მერაბზე ბევრი საინტერესო რამ გახდება ცნობილი".

ვინ ცდილობდა გოგა ჟვანიას მოქრთამვას და რისი იმედი აქვს მიხეილ მაჭავარიანს

მიხეილ მაჟავარიანი: "ზურაბ ჟვანიაზე მე არ გამოვიყენებ სიტყვას - "მკვლელობა". ახლა ხომ მაინც გადავიდა პოლიტიკური ვნებათაღელვა; ჰოდა, რატომღა ვლაპარაკობთ ამაზე?! აღარ გვინდა სპეკულაციები! პროკურატურის ხელთ არსებული ყველა მასალა მაქვს ნანახი და დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ზურაბ ჟვანია გარდაცვლილია".

გოგა ჟვანია: "მიშა მაჭავარიანი არასერიოზული ადამიანია. როგორ შეიძლება, დაზუსტებით ლაპარაკი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე, როდესაც მისი მკვლელობის საქმის გამოძიება დასრულებულიც კი არ არის?! ამ საქმესთან დაკავშირებული მასალები დღემდე პროკურატურის თაროზეა შემოდებული. ჩვენ ამ მასალებს ძალიან მალე ჩამოვიღებთ თაროდან და ყველაფერს ნათელი მოეფინება".

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები