მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:10-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 11:27-დან მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძე და რძის ნაწარმით, თაფლით. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავლაბრის ზავი
ავლაბრის ზავი

იმას, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ერთი წლის მან­ძილ­ზე სი­ტყვებს "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ ახ­სე­ნებ­და, ფსი­ქო­ლო­გე­ბი თა­ვი­სე­ბუ­რად ხსნიდ­ნენ - რო­დე­საც ადა­მი­ანს დიდი პრობ­ლე­მა აქვს, ერ­თგვა­რი თავ­დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მია - პრობ­ლე­მა­ზე არ უნდა ისა­უბ­რო, თით­ქოს ის არც არ­სე­ბობ­სო.

პრე­ზი­დენ­ტმა "დუ­მი­ლის აღ­ქმა" 2012 წლის 2 ოქ­ტომ­ბერს და­არ­ღვია, რო­დე­საც არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მარ­ცხი აღი­ა­რა და პირ­ვე­ლად ახ­სე­ნა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა". ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კი მას ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მი­ა­კი­თხა, სა­დაც მხა­რე­ებ­მა დიდი ზავი გა­ა­ფორ­მეს.

სა­ა­კაშ­ვი­ლი ბო­კე­რია, უგუ­ლა­ვა, ბაქ­რა­ძეს­თან ერ­თად ივა­ნიშ­ვილს სა­სახ­ლის შე­სას­ვლელ­თან დახ­ვდა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერს მხარს სუ­ბა­რი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, უსუ­ფაშ­ვი­ლი და ალა­სა­ნია უმ­შვე­ნებ­დნენ. ვი­ხი­ლეთ სა­ა­კაშ­ვილ-ივა­ნიშ­ვი­ლის "ის­ტო­რი­უ­ლი" ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა, რომ­ლის დრო­საც ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ, ერ­თმა­ნე­თის­თვის არ შე­ე­ხე­დათ.

აი, ის ეპი­ზო­დი კი, რომ­ლის დრო­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი და ივა­ნიშ­ვი­ლი ერ­თმა­ნე­თის თა­ნა­გუნ­დე­ლებს მი­ე­სალმნენ, ალ­ბათ, ზო­გი­ერთს სა­ფეხ­ბურ­თო მატჩს გა­ახ­სნებ­და, რო­დე­საც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი თა­მა­შის და­წყე­ბის წინ მე­ტო­ქე­ებს ხელს არ­თმე­ვენ. თუ ისევ ფეხ­ბურთთან გა­ვავ­ლებთ პა­რა­ლე­ლებს ალ­ბათ, ავ­ლაბ­რის შეხ­ვედ­რა დიდ "ელ კლა­სი­კოს" ჰგავ­და, რომ­ლის დრო­საც ერ­თმა­ნეთს მო­სის­ხლე მტრე­ბი "ბარ­სე­ლო­ნა" და "რე­ა­ლი" ხვდე­ბი­ან ხოლ­მე.

რე­ა­ლუ­რად რაზე ისა­უბ­რეს სა­ა­კაშ­ვილ­მა და ივა­ნიშ­ვილ­მა უც­ნო­ბია. თუმ­ცა სა­უ­ბა­რი მსუ­ბუ­ქი რომ არ ყო­ფი­ლა, ამა­ზე მათი სა­ხე­ე­ბის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბაც მი­უ­თი­თებ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი რთუ­ლი "გა­მოც­დის" წი­ნა­შე იყ­ვნენ - პრე­სის­თვის გან­ცხა­დე­ბე­ბი ისე გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, რომ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ "ნე­იტ­რა­ლუ­რე­ბი" დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ.

თუმ­ცა და­ხუ­რულ კარს მიღ­მა გა­მარ­თუ­ლი მძი­მე სა­უ­ბა­რი ერ­თგვა­რად მიკრო­ფო­ნებ­თა­ნაც გაგ­რძელ­და. მა­გა­ლი­თად, ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ოპო­ნენ­ტებს მო­ექ­ცე­ვი­ან არა ისე, რო­გორც იმ­სა­ხუ­რე­ბენ, არა­მედ ისე, რო­გორც იმ­სა­ხუ­რებს ქვე­ყა­ნა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. სხვა­თა შო­რის, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მომ­ხრე­ებ­მა უფრო მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვეს ივა­ნიშ­ვი­ლის ნათ­ქვა­მი - სა­ა­კაშ­ვილს შე­ვუ­ქე ის გან­ცხა­დე­ბა, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ რომ გა­ა­კე­თაო. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბის აზ­რით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერ­მა პრე­ზი­დენ­ტი ცელქ, პა­ტა­რა ბი­ჭად გა­მო­იყ­ვა­ნა.

სა­ხე­ზე და ინ­ტო­ნა­ცი­ა­ზე გაბ­რა­ზე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­საც შე­ე­ტყო. მან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერს სა­მა­გი­ე­როც გა­და­უ­ხა­და, რო­დე­საც გა­ნა­ცხა­და - ძა­ლი­ან ბევრ ეროვ­ნულ სა­კი­თხზეა ჩვენს შო­რის გან­ხვა­ვე­ბაო. ეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მომ­ხრე­ებ­მა ივა­ნიშ­ვი­ლის ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლო­ბა­ზე მი­ნიშ­ნე­ბად აღიქ­ვეს. თუმ­ცა ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვის მთა­ვარ ოპო­ნენტზე სა­უბ­რი­სას ასე დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა.

გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტმა და მო­მა­ვალ­მა პრე­მი­ერ­მა "სას­წრა­ფოდ" ერ­თმა­ნეთს კი­დევ ერთხელ ჩა­მო­არ­თვეს ხელი და და­ა­დას­ტუ­რეს ავ­ლაბ­რის ზა­ვის გა­ფორ­მე­ბა. ვნა­ხოთ, რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ეს "სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა".

გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ავლაბრის ზავი

ავლაბრის ზავი

იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთი წლის მანძილზე სიტყვებს "ბიძინა ივანიშვილი" და "ქართული ოცნება" არ ახსენებდა, ფსიქოლოგები თავისებურად ხსნიდნენ - როდესაც ადამიანს დიდი პრობლემა აქვს, ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია - პრობლემაზე არ უნდა ისაუბრო, თითქოს ის არც არსებობსო.

პრეზიდენტმა "დუმილის აღქმა" 2012 წლის 2 ოქტომბერს დაარღვია, როდესაც არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მარცხი აღიარა და პირველად ახსენა "ქართული ოცნება". ბიძინა ივანიშვილმა კი მას ავლაბრის რეზიდენციაში მიაკითხა, სადაც მხარეებმა დიდი ზავი გააფორმეს.

სააკაშვილი ბოკერია, უგულავა, ბაქრაძესთან ერთად ივანიშვილს სასახლის შესასვლელთან დახვდა. "ქართული ოცნების" ლიდერს მხარს სუბარი, ღარიბაშვილი, უსუფაშვილი და ალასანია უმშვენებდნენ. ვიხილეთ სააკაშვილ-ივანიშვილის "ისტორიული" ხელის ჩამორთმევა, რომლის დროსაც ისინი ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის არ შეეხედათ.

აი, ის ეპიზოდი კი, რომლის დროსაც სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთის თანაგუნდელებს მიესალმნენ, ალბათ, ზოგიერთს საფეხბურთო მატჩს გაახსნებდა, როდესაც ფეხბურთელები თამაშის დაწყების წინ მეტოქეებს ხელს ართმევენ. თუ ისევ ფეხბურთთან გავავლებთ პარალელებს ალბათ, ავლაბრის შეხვედრა დიდ "ელ კლასიკოს" ჰგავდა, რომლის დროსაც ერთმანეთს მოსისხლე მტრები "ბარსელონა" და "რეალი" ხვდებიან ხოლმე.

რეალურად რაზე ისაუბრეს სააკაშვილმა და ივანიშვილმა უცნობია. თუმცა საუბარი მსუბუქი რომ არ ყოფილა, ამაზე მათი სახეების გამომეტყველებაც მიუთითებდა. შესაბამისად, ისინი რთული "გამოცდის" წინაშე იყვნენ - პრესისთვის განცხადებები ისე გაეკეთებინათ, რომ ერთმანეთის მიმართ "ნეიტრალურები" დარჩენილიყვნენ.

თუმცა დახურულ კარს მიღმა გამართული მძიმე საუბარი ერთგვარად მიკროფონებთანაც გაგრძელდა. მაგალითად, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ოპონენტებს მოექცევიან არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ქვეყანა და ქართველი ხალხი. სხვათა შორის, "ნაციონალების" მომხრეებმა უფრო მტკივნეულად აღიქვეს ივანიშვილის ნათქვამი - სააკაშვილს შევუქე ის განცხადება, არჩევნების შემდეგ რომ გააკეთაო. "ნაციონალების" მხარდამჭერების აზრით, "ქართული ოცნების" ლიდერმა პრეზიდენტი ცელქ, პატარა ბიჭად გამოიყვანა.

სახეზე და ინტონაციაზე გაბრაზება მიხეილ სააკაშვილსაც შეეტყო. მან "ქართული ოცნების" ლიდერს სამაგიეროც გადაუხადა, როდესაც განაცხადა - ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხზეა ჩვენს შორის განხვავებაო. ეს "ქართული ოცნების" მომხრეებმა ივანიშვილის ანტიეროვნულობაზე მინიშნებად აღიქვეს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სააკაშვილი თავის მთავარ ოპონენტზე საუბრისას ასე დიპლომატიური არასოდეს ყოფილა.

განცხადებების შემდეგ პრეზიდენტმა და მომავალმა პრემიერმა "სასწრაფოდ" ერთმანეთს კიდევ ერთხელ ჩამოართვეს ხელი და დაადასტურეს ავლაბრის ზავის გაფორმება. ვნახოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს "სამშვიდობო ხელშეკრულება".

გიორგი კვიტაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა