ცნობილი რეჟისორი, გაი რიჩი ქორწინება. ამის შესახებ დასავლური პრესა იუწყება. გაის ცოლად მისი საყვარელი, მოდელი ჯეკი ეინსლი მოყავს. გაი და ჯეკი ერთად უკვე რამდენიმე წელია არიან. წყვილს საერთო შვილი ჰყავს და მეორეს ელოდება.
გაისა და ჯეკის ქორწილის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც პაპარაცებმა მოდელის არათითზე ნიშნობის ბეჭედი შენიშნეს. საყვარლის ხელზე ბრილიანტის თვლით შემკული ბეჭდის დემონსტრირებას თავად რიჩიც ცდილობდა. მას ჯეკის ხელი ეკავა და პაპარაცების ობიექტივისკენ ექაჩებოდა.
44 წლის რეჟისორი და 30 წლის ჯეკი ერთმანეთს 2010 წლიდან ხვდებიან. პირველი შვილი მათ გასული წლის სექტემბერში შეეძინათ.
ეს გაი რიჩისთვის რიგით მეორე ქორწინება იქნება. რეჟისორი 2000 წელს მომღერალ მადონაზე დაქორწინდა. 2008 წელს კი ისინი გაიყარნენ. მადონას და რიჩს ქორწინებიდან ორი შვილი - 11 წლის როკო და 6 წლის დევიდი ჰყავთ.
მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.