პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:10-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 11:27-დან მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძე და რძის ნაწარმით, თაფლით. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნდობის მსხვერპლი
ნდობის მსხვერპლი

ამას იმი­ტომ არ ვწერ, რომ თავი შე­გა­ცო­დოთ, უბ­რა­ლოდ, მო­მინ­და უსა­მარ­თლო­ბა­ზე მეც ვთქვა ერთი-ორი სი­ტყვა, მით უმე­ტეს, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს თემა მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ცოტა შო­რი­დან და­ვი­წყებ, მაგ­რამ ვეც­დე­ბი, თავი არ შე­გა­წყი­ნოთ. 17 წლის ვი­ყა­ვი, მე­გო­ბარ­მა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში რომ და­მა­წყე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა. თან ვსწავ­ლობ­დი, თან - ვმუ­შა­ობ­დი. სა­ბუ­თე­ბის გა­და­ხა­რის­ხე­ბა მე­ვა­ლე­ბო­და. ხელ­ფა­სიც ნორ­მა­ლუ­რი მქონ­და და კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი ჩემი იმ­დრო­ინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით. რო­გორც ყვე­ლა ახალ­გაზ­რდას, მეც მყავ­და მე­გობ­რე­ბი, კურ­სე­ლე­ბი და ვა­ხერ­ხებ­დი მათ­თან ერ­თად გარ­თო­ბა­სა და მხი­ა­რუ­ლე­ბას. ანუ ვი­ყა­ვი ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნა, სა­ნამ მოწ­მენ­დილ ცაზე მეხი არ გა­ვარ­და და სამ­ყა­რო თავ­ზე არ ჩა­მო­მემ­ხო.

ხელ­ფა­სი ახა­ლი აღე­ბუ­ლი მქონ­და და გა­დავ­წყვი­ტე, პა­ტი­მა­რი სიძე მო­მე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა. ამა­ნა­თი გა­ვამ­ზა­დე და ერთ-ერთ სა­პყრო­ბი­ლე­ში მი­ვე­დი. თან მი­ხა­რო­და, რომ სი­კე­თეს ვა­კე­თებ­დი... ჰმ... ამა­ნა­თის შე­საგ­ზავ­ნად რიგ­ში ჩავ­დე­ქი და უც­ნობ­მა, ახალ­გაზ­რდა ბიჭ­მა მთხო­ვა, პას­პორ­ტი არ მაქვს და ჩემი ამა­ნა­თიც შე­აგ­ზავ­ნეო. უარი არ ვუ­თხა­რი, შე­მე­ცო­და. გა­მო­ვარ­თვი და ჩემს ამა­ნათ­თან ერ­თად გა­და­ვა­წო­დე ცი­ხის თა­ნამ­შრო­მელს. და­ნარ­ჩე­ნი ნა­წყვეტ-ნა­წყვეტ და კად­რე­ბად მახ­სოვს. მახ­სოვს უამ­რა­ვი თა­ნამ­შრომ­ლის ერ­თმა­ნეთ­ში არე­უ­ლი სა­ხე­ე­ბი, მახ­სოვს ხე­ლებ­ზე ბორ­კი­ლე­ბი, ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში, რიგ­ში მდგა­რი ბი­ჭე­ბის გა­ო­ცე­ბუ­ლი გა­მო­ხედ­ვა, "კა­პე­ზე", ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი სარ­და­ფი, ცი­ხის საკ­ნე­ბის "კარ­მუშ­კე­ბი­დან" გა­მო­ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი ქა­ლე­ბის სა­ხე­ე­ბი და კი­დევ უამ­რა­ვი კად­რი... ვერც ჩემი სი­მარ­თლე და­ვამ­ტკი­ცე და არც ჩემი შე­უ­ბღა­ლა­ვი წარ­სუ­ლი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბია სა­ტა­ნის­ტე­ბის­გან შემ­დგარ სა­სა­მარ­თლოს. ალ­ბათ მიხ­ვდით, რომ იმ ბი­ჭის ამა­ნათ­ში ნარ­კო­ტი­კი აღ­მოჩ­ნდა, რის გა­მოც და­მა­პა­ტიმ­რეს. ჩემი უბე­დუ­რე­ბა მა­გით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მა­მა­ჩემს გულ­მა უმტყუ­ნა და გარ­და­იც­ვა­ლა.

ისე და­მარ­ხეს, ცრემ­ლი ვერ გა­ვა­ყო­ლე იმ ქვეყ­ნად. დე­დას ჯან­მრთე­ლო­ბა ისე შე­ერ­ყა, დღეს ცო­ცხა­ლი რო­მაა, ეს ღვთის წყა­ლო­ბაა მხო­ლოდ. ჩემს ფსი­ქი­კა­სა და მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ. 5 წელი გა­ვა­ტა­რე იმ ჯო­ჯო­ხეთ­ში. 1 წლის წინ შე­მი­წყა­ლა (თუ შე­მიბ­რა­ლა) ჩვენ­მა სა­ნა­ქე­ბო პრე­ზი­დენ­ტმა. მად­ლო­ბა უფალს, დღეს თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ, მაგ­რამ ჩემი უბე­დუ­რე­ბა ისევ გრძელ­დე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვერ თუ არ მპა­ტი­ობს იმ წლებს (ან რა მაქვს სა­პა­ტი­ე­ბე­ლი, ვერ ვხვდე­ბი), სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა ვერ მო­მი­ხერ­ხე­ბია. არა­ვის უნდა ნა­სა­მარ­თლე­ვი. რომ იგე­ბენ, ნა­ცი­ხა­რი ვარ, რე­ზი­უ­მე­საც კი არ მავ­სე­ბი­ნე­ბენ - აზრი არ აქ­ვსო, უა­რით მის­ტუმ­რე­ბენ, თან ისე, რომ არც კი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, რის­თვის და რა­ტომ ვი­ყა­ვი და­ჭე­რი­ლი. ამა­ზე დიდი უსა­მარ­თლო­ბა არ­სე­ბობს კი­დევ სად­მე? არ ვწუ­წუ­ნებ და არც ვინ­მეს­გან შებ­რა­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბი. ჩემ­სა­ვით უსა­მარ­თლოდ დღე­საც ბევ­რი ქალი იტან­ჯე­ბა სა­პა­ტიმ­რო­ში. უფა­ლი შე­ე­წი­ოს ყვე­ლა პა­ტი­მარს. იქ­ნებ ვინ­მე და­ფიქ­რდეს თა­ვის შავ­ბნელ ცხოვ­რე­ბა­ზე და ცოტა ლმო­ბი­ე­რი გახ­დეს ადა­მი­ან­თა მი­მართ. უარ­მყო­ფე­ლე­ბი­სა და ბო­რო­ტი ხალ­ხის გა­სა­გო­ნად ვი­ტყვი: მე თქვე­ნი ნას­რო­ლი ტა­ლა­ხით ტა­ძარს ავა­გებ! გონს მო­დით ხალ­ხო! ნუ და­ე­მო­ნე­ბით სა­ტა­ნას. მარ, იმე­დია, და­ბეჭ­დავ ამ წე­რილს, ბო­დი­ში შე­წუ­ხე­ბის­თვის.

პა­ტი­ვის­ცე­მით, და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ნდობის მსხვერპლი

ნდობის მსხვერპლი

ამას იმიტომ არ ვწერ, რომ თავი შეგაცოდოთ, უბრალოდ, მომინდა უსამართლობაზე მეც ვთქვა ერთი-ორი სიტყვა, მით უმეტეს, რომ დღეს საქართველოში ეს თემა მეტად აქტუალურია. ცოტა შორიდან დავიწყებ, მაგრამ ვეცდები, თავი არ შეგაწყინოთ. 17 წლის ვიყავი, მეგობარმა სახელმწიფო სტრუქტურაში რომ დამაწყებინა მუშაობა. თან ვსწავლობდი, თან - ვმუშაობდი. საბუთების გადახარისხება მევალებოდა. ხელფასიც ნორმალური მქონდა და კმაყოფილი ვიყავი ჩემი იმდროინდელი მდგომარეობით. როგორც ყველა ახალგაზრდას, მეც მყავდა მეგობრები, კურსელები და ვახერხებდი მათთან ერთად გართობასა და მხიარულებას. ანუ ვიყავი ერთი ჩვეულებრივი გოგონა, სანამ მოწმენდილ ცაზე მეხი არ გავარდა და სამყარო თავზე არ ჩამომემხო.

ხელფასი ახალი აღებული მქონდა და გადავწყვიტე, პატიმარი სიძე მომენახულებინა. ამანათი გავამზადე და ერთ-ერთ საპყრობილეში მივედი. თან მიხაროდა, რომ სიკეთეს ვაკეთებდი... ჰმ... ამანათის შესაგზავნად რიგში ჩავდექი და უცნობმა, ახალგაზრდა ბიჭმა მთხოვა, პასპორტი არ მაქვს და ჩემი ამანათიც შეაგზავნეო. უარი არ ვუთხარი, შემეცოდა. გამოვართვი და ჩემს ამანათთან ერთად გადავაწოდე ციხის თანამშრომელს. დანარჩენი ნაწყვეტ-ნაწყვეტ და კადრებად მახსოვს. მახსოვს უამრავი თანამშრომლის ერთმანეთში არეული სახეები, მახსოვს ხელებზე ბორკილები, ნარკოლოგიურში, რიგში მდგარი ბიჭების გაოცებული გამოხედვა, "კაპეზე", ჩაბნელებული სარდაფი, ციხის საკნების "კარმუშკებიდან" გამოყოფილი პატიმარი ქალების სახეები და კიდევ უამრავი კადრი... ვერც ჩემი სიმართლე დავამტკიცე და არც ჩემი შეუბღალავი წარსული გაუთვალისწინებია სატანისტებისგან შემდგარ სასამართლოს. ალბათ მიხვდით, რომ იმ ბიჭის ამანათში ნარკოტიკი აღმოჩნდა, რის გამოც დამაპატიმრეს. ჩემი უბედურება მაგით არ დასრულებულა. მამაჩემს გულმა უმტყუნა და გარდაიცვალა.

ისე დამარხეს, ცრემლი ვერ გავაყოლე იმ ქვეყნად. დედას ჯანმრთელობა ისე შეერყა, დღეს ცოცხალი რომაა, ეს ღვთის წყალობაა მხოლოდ. ჩემს ფსიქიკასა და მდგომარეობაზე აღარაფერს ვამბობ. 5 წელი გავატარე იმ ჯოჯოხეთში. 1 წლის წინ შემიწყალა (თუ შემიბრალა) ჩვენმა სანაქებო პრეზიდენტმა. მადლობა უფალს, დღეს თავისუფალი ვარ, მაგრამ ჩემი უბედურება ისევ გრძელდება. საზოგადოება ვერ თუ არ მპატიობს იმ წლებს (ან რა მაქვს საპატიებელი, ვერ ვხვდები), სამსახურის შოვნა ვერ მომიხერხებია. არავის უნდა ნასამართლევი. რომ იგებენ, ნაციხარი ვარ, რეზიუმესაც კი არ მავსებინებენ - აზრი არ აქვსო, უარით მისტუმრებენ, თან ისე, რომ არც კი ინტერესდებიან, რისთვის და რატომ ვიყავი დაჭერილი. ამაზე დიდი უსამართლობა არსებობს კიდევ სადმე? არ ვწუწუნებ და არც ვინმესგან შებრალებას ველოდები. ჩემსავით უსამართლოდ დღესაც ბევრი ქალი იტანჯება საპატიმროში. უფალი შეეწიოს ყველა პატიმარს. იქნებ ვინმე დაფიქრდეს თავის შავბნელ ცხოვრებაზე და ცოტა ლმობიერი გახდეს ადამიანთა მიმართ. უარმყოფელებისა და ბოროტი ხალხის გასაგონად ვიტყვი: მე თქვენი ნასროლი ტალახით ტაძარს ავაგებ! გონს მოდით ხალხო! ნუ დაემონებით სატანას. მარ, იმედია, დაბეჭდავ ამ წერილს, ბოდიში შეწუხებისთვის.

პატივისცემით, დაუმარცხებელი.

რთული არჩევანი

მტანჯველი და ტანჯულა

აღდგენილი პატიოსნება