ბოლო დროის პოლიტიკური მოვლენების ფონზე სოციალურ ქსელებში ხშირად ხუმრობდნენ ხელისუფლების აწ უკვე ყოფილ წარმომადგენლებზე. "ფეისბუქის" მომხმარებლები გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძეს იმ დროს ახსენებდნენ, როდესაც გოგა ჯგუფ "სახეში" მღეროდა. კონკრეტულად კი ჯგუფის ცნობილი სიმღერის სიტყვებს იხსენებდნენ და გოგა ხაჩიძეს წვიმად გადაქცევას უქადდნენ.
ამ ხუმრობას ხაჩიძე დღეს "ფეისბუქზე" გამოეხმაურა. გოგამ დაწერა, რომ თბილისში ამინდის შეცვლასთან ერთად "წვიმად გადაიქცა".
ამავე თემაზე სოციალურ ქსელში იხუმრა პოეტმა ირაკლი გაფრინდაშვილმაც. "ჩემს ფანჯრის მინას წვეთებად ეწერა... "შენი გარემოს დაცვის მინისტრი" - დაწერა ირაკლიმ თავის "ფეისბუქზე".