პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ შეჭამა ბიუჯეტი?
რამ შეჭამა ბიუჯეტი?

არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ამომ­რჩევ­ლის­თვის მი­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დრო დგე­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, უმუ­შე­ვარ­თა და­საქ­მე­ბა - წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ამ და სხვა და­პი­რე­ბას, სხვა­დას­ხვა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის­გან მრავ­ლად ვის­მენ­დით. რო­გორ შეძ­ლებს მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ მი­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბას იმ ბი­უ­ჯე­ტით, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნებს გა­და­ურ­ჩა?..

არა­ვის­თვის წარ­მო­ად­გენს სა­ი­დუმ­ლოს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის სა­ნაც­ვლოდ, სხვა­დას­ხვა და­პი­რე­ბას სწო­რედ ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე ას­რუ­ლებ­და. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სოფ­ლად გზებს აგებ­დნენ, ავად­მყო­ფის პატ­რონს მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებს უფი­ნან­სებ­დნენ, ვის­თვის გაზი შეჰ­ყავ­დათ და ლა­მის სახ­ლში რე­მონ­ტიც კი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, ოღონდ კი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მათი ხმე­ბი და­ე­ბე­ვე­ბი­ნათ. და ეს იმ პი­რო­ბებ­ში, როცა, კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტს შე­მო­სავ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­აკ­ლდა მას შემ­დეგ, რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ბევ­რი პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბა შე­უ­წყვი­ტა მთავ­რო­ბას. სხვა­თა შო­რის, ამ კუ­ლუ­ა­რულ ინ­ფორ­მა­ცი­ას დრო­ში უც­ნა­უ­რად და­ემ­თხვა, ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის­თვის და­ფი­ნან­სე­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბა, რაც უმალ აი­სა­ხა პრე­მი­ე­ბის ოდე­ნო­ბა­სა და ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის საწ­ვავ­ზე, რო­მელ­ზეც მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი ლი­მი­ტი და­წეს­და. გარ­და ამი­სა, ჩვენ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა შე­ა­ჩე­რა და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კა გა­ყი­და. მოკ­ლედ, სა­ბი­უ­ჯე­ტო პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ ხმე­ბი ჯერ კი­დევ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ვრცელ­დე­ბო­და.

2012 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად რომ გან­სხვავ­დე­ბო­და 2011 წლის ბი­უ­ჯე­ტის­გან და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ იყო მორ­გე­ბუ­ლი, ამა­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ჯერ კი­დევ ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნი­სას ალა­პა­რაკ­დნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ეჭ­ვო იყო ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯვი­თი ნა­წი­ლი, სა­დაც ზოგი ხარ­ჯი, პირ­და­პირ ან არა­პირ­და­პირ, ამომ­რჩევ­ლის ხმე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი. "თუ 2011 წლის ბი­უ­ჯეტ­ში 3000-მდე სხვა­დას­ხვა სა­ხის დე­ტა­ლუ­რი ჩა­ნა­წე­რი იყო, 2012 წლის ბი­უ­ჯეტ­ში ის 1500-მდეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ოს­ტა­ტუ­რად ცდი­ლობს, ბი­უ­ჯეტ­ში გა­და­მა­ლოს ისე­თი ხარ­ჯე­ბი, რო­მელ­თა აშ­კა­რად გა­მო­ჩე­ნა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა იქ­ნე­ბა. 2012 წლის ბი­უ­ჯე­ტი არ შე­ი­ცავს ინ­ფორ­მა­ცი­ას წინა წლის ხარ­ჯე­ბის შე­სა­ხებ, რათა ად­ვი­ლად შე­სა­და­რე­ბე­ლი არ იყოს არა­სა­არ­ჩევ­ნო 2011 და სა­არ­ჩევ­ნო 2012 წლის ხარ­ჯე­ბი.

რე­გი­ო­ნუ­ლი და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და­ფი­ნან­სე­ბა, 2011 წელ­თან შე­და­რე­ბით, თით­ქმის 6-ჯერ გა­ი­ზარ­და და მათი 4/5 კრე­დი­ტე­ბით ფი­ნანსდე­ბა. ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი კარ­გი "კო­ზი­რია" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, ტრა­დი­ცი­უ­ლად, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო კან­დი­და­ტე­ბი ეს­წრე­ბი­ან, აქ­ტი­უ­რად შუქ­დე­ბა მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დის­თვის ხი­ლულ აქ­ტივს ქმნის.

2012 წლის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი­სა და მთავ­რო­ბის ფონ­დე­ბი - თი­თო­ე­უ­ლი კვლა­ვაც 50 მლნ ლა­რით არის გან­სა­ზღვრუ­ლი. ფონ­დე­ბის ხარ­ჯვის მან­კი­ე­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად არ შეც­ვლი­ლა. პრე­ზი­დენ­ტი­სა და მთავ­რო­ბის სურ­ვი­ლი­სა­მებრ, ამ ფონ­დე­ბი­დან ძი­რი­თა­დად, ამომ­რჩევ­ლე­ბის არა­პირ­და­პირ მოს­ყიდ­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ფი­ნანსდე­ბა.

10 მი­ლი­ო­ნი ლა­რით ფი­ნანსდე­ბა მთავ­რო­ბის ეფექ­ტი­ა­ნად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, რაც წლის ბი­უ­ჯეტ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. 500 ათა­სი ლარი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბის­თვის - არც ეს პროგ­რა­მა ფი­ნანსდე­ბო­და წინა წლებ­ში. აქვე დავ­ძენთ ერთ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში ასა­ხუ­ლი არ ყო­ფი­ლა და გა­ურ­კვე­ვე­ლია, სა­ი­დან და­ა­ფი­ნან­სებს მთავ­რო­ბა ამ ხარ­ჯებს: საქ­მე ეხე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის სა­რეკ­ლა­მო ხარ­ჯე­ბის ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბას, რომ­ლის ინი­ცი­რე­ბაც პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ 2012 წლის 27 იან­ვარს გა­ა­კე­თა.

ბი­უ­ჯე­ტი­დან ცეს­კო-ს და­ფი­ნან­სე­ბა ობი­ექ­ტუ­რი მოვ­ლე­ნაა და ის 12.4 მლნ ლა­რი­დან 39.6 მლნ ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და", - ნათ­ქვა­მია კო­ა­ლი­ცი­ის - "არ­ჩევ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის" კვლე­ვა­ში.

სოფ­ლის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის და­ფი­ნან­სე­ბა, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ზღვე­ულ­თა ხარ­ჯე­ბის გას­ტუმ­რე­ბა, გაზ­რდი­ლი პენ­სი­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, და­პი­რე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბე­ბი - რო­გორ შეძ­ლებს არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ფაქ­ტობ­რი­ვად და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი ხა­ზი­ნა ყვე­ლა ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას აუ­ვი­დეს?

და­ვით ნარ­მა­ნია, კავ­კა­სი­ის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი:

- 2012 წლის ბი­უ­ჯე­ტის თავ­და­პირ­ველ ვა­რი­ან­ტსაც ეტყო­ბო­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იცო­და - წინ ძა­ლი­ან მძი­მე არ­ჩევ­ნე­ბი ელო­და, ამი­ტომ ბი­უ­ჯე­ტის სტრუქ­ტუ­რა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა. პირ­ველ რიგ­ში, გა­ა­კე­თა ის, რომ ბი­უ­ჯე­ტის დე­ტა­ლუ­რო­ბა შე­ამ­ცი­რა და ამით მისი გამ­ჭირ­ვა­ლო­ბა შე­ზღუ­და, რათა შემ­დეგ მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჰქო­ნო­და - და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნა ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რაც მას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ხმებს მო­უ­ტან­და. შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბევ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იკის­რა, უამ­რა­ვი ტენ­დე­რი გა­მო­ა­ცხა­და გზე­ბის და­სა­გე­ბად, და­ი­წყო სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა, კულ­ტუ­რუ­ლი და გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, სტუ­დენ­ტუ­რი პროგ­რა­მე­ბი და ა.შ., რო­მელ­თა ხარ­ჯე­ბი მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ არის გას­ტუმ­რე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ბი­უ­ჯე­ტი­დან ან­გა­რიშს­წო­რე­ბა ჯერ კი­დევ არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. თუმ­ცა, რაც კი შე­მო­სა­ვა­ლი შე­მო­დი­ო­და ბი­უ­ჯეტ­ში, მთავ­რო­ბა იმა­საც კი ახერ­ხებ­და, რომ ეს შე­მო­სა­ვა­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ეშ­ვა სხვა­დას­ხვა სა­ხის ხარ­ჯებ­ში და გარ­და­მა­ვა­ლი ნაშ­თი ხა­ზი­ნა­ში, რო­გორც წესი, ძა­ლი­ან მი­ნი­მა­ლუ­რი იყო.

- არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას დახ­ვდე­ბა თუ არა ცა­რი­ე­ლი ხა­ზი­ნა და რით შეძ­ლებს ის ბი­უ­ჯე­ტის შევ­სე­ბას, რათა ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლოს? ჩვენ გვახ­სოვს, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ მო­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობ­და, რომ შე­ვარ­დნა­ძემ ცა­რი­ე­ლი ხა­ზი­ნა და­უ­ტო­ვათ, რა­საც შემ­დეგ მოჰ­ყვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბის და მათი და­ჯა­რი­მე­ბის არა­ერ­თი ფაქ­ტი...

- ცა­რი­ე­ლი ხა­ზი­ნა - პი­რო­ბი­თი ტერ­მი­ნია, მაგ­რამ ის, ვინც არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მოვა, მას მი­ნი­მუმ, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სა­გა­რეო და შიდა ვალი დახ­ვდე­ბა. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო ვალი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ბი­უ­ჯეტ­ში თან­ხე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და და ის იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, შიდა და სა­გა­რეო ვალი აეღო. სა­გა­რეო ვა­ლის მო­ცუ­ლო­ბა 6 მი­ლი­არდ 300 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტია, შიდა ვალი კი და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­არდ ლარს აჭარ­ბებს.

ახა­ლი გზე­ბი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა კარ­გია, მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ფუ­ლა­დი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩნდე­ბა, რა­საც გას­ტუმ­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ეს ფული კი ბი­უ­ჯეტ­მა უნდა გა­ი­ღოს. და კი­დევ: ის შე­მო­სავ­ლე­ბი, რა­საც ბი­უ­ჯე­ტი წლის ბო­ლომ­დე მი­ი­ღებს, ყვე­ლა ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გას­ტუმ­რე­ბას ალ­ბათ არ ეყო­ფა და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ გარ­კვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯეტ­ში გა­და­ვი­დეს. ასე­ვე ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არ ვი­ცით, რო­გო­რია მე­წარ­მე­ე­ბის­გან გა­და­სა­ხა­დე­ბის ამო­ღე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი; არ ვი­ცით, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ჰქონ­და თუ არა ად­გი­ლი წინ­სწრე­ბით გა­და­სა­ხა­დე­ბის ამო­ღე­ბას. ფაქ­ტია, რომ რა­ღაც წნე­ხი ბიზ­ნეს­ზე იყო და არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ გარ­კვე­უ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი იმა­ზე მე­ტად შე­ას­რუ­ლე­ბი­ნეს, ვიდ­რე ეკუთ­ვნო­დათ. შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლოა, ბიზ­ნე­სის ნა­წილ­მა ცოტა ხნით სა­გა­და­სა­ხა­დო "არ­და­დე­გე­ბიც" კი ითხო­ვოს.

მმარ­თველ პო­ლი­ტი­კურ გუნდს ისღა რჩე­ბა, რომ სა­გა­რეო წყა­რო­ე­ბი­დან მო­ი­ზი­დოს ბი­უ­ჯეტ­ში თან­ხე­ბი, ნა­წი­ლი სეს­ხის, ნა­წი­ლიც - დო­ნორ­თა დახ­მა­რე­ბით. გარ­კვე­უ­ლი ფუ­ლა­დი რე­სურ­სე­ბის მო­ზიდ­ვა შიდა ბა­ზარ­ზეც იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. და­მა­ტე­ბი­თი ვა­ლის აღე­ბის გა­რე­შე, არ­სე­ბუ­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბით, ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

რამ შეჭამა ბიუჯეტი?

რამ შეჭამა ბიუჯეტი?

არჩევნების შემდეგ, ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების შესრულების დრო დგება. სოციალური პროგრამების დაფინანსება, სოფლის მეურნეობის განვითარება, უმუშევართა დასაქმება - წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამ და სხვა დაპირებას, სხვადასხვა ინტერპრეტაციით, პოლიტიკური პარტიებისგან მრავლად ვისმენდით. როგორ შეძლებს მმართველი პოლიტიკური ძალა წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირების შესრულებას იმ ბიუჯეტით, რომელიც არჩევნებს გადაურჩა?..

არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ხელისუფლება, ამომრჩეველთა ხმების სანაცვლოდ, სხვადასხვა დაპირებას სწორედ ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე ასრულებდა. წინასაარჩევნოდ სოფლად გზებს აგებდნენ, ავადმყოფის პატრონს მკურნალობის ხარჯებს უფინანსებდნენ, ვისთვის გაზი შეჰყავდათ და ლამის სახლში რემონტიც კი გაეკეთებინათ, ოღონდ კი არჩევნებისთვის მათი ხმები დაებევებინათ. და ეს იმ პირობებში, როცა, კულუარული ინფორმაციით, ქვეყნის ბიუჯეტს შემოსავლები მნიშვნელოვნად მოაკლდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ბევრი პროექტის დაფინანსება შეუწყვიტა მთავრობას. სხვათა შორის, ამ კულუარულ ინფორმაციას დროში უცნაურად დაემთხვა, ძალოვანი უწყებებისთვის დაფინანსების მნიშვნელოვნად შემცირება, რაც უმალ აისახა პრემიების ოდენობასა და ყოველდღიური მოხმარების საწვავზე, რომელზეც მკაცრად განსაზღვრული ლიმიტი დაწესდა. გარდა ამისა, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, თავდაცვის სამინისტრომ ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა შეაჩერა და ძვირად ღირებული სამშენებლო ტექნიკა გაყიდა. მოკლედ, საბიუჯეტო პრობლემების შესახებ ხმები ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვრცელდებოდა.

2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად რომ განსხვავდებოდა 2011 წლის ბიუჯეტისგან და ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ იყო მორგებული, ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ კიდევ ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ალაპარაკდნენ. განსაკუთრებით საეჭვო იყო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, სადაც ზოგი ხარჯი, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ამომრჩევლის ხმების მოსაპოვებლად იქნა მიჩნეული. "თუ 2011 წლის ბიუჯეტში 3000-მდე სხვადასხვა სახის დეტალური ჩანაწერი იყო, 2012 წლის ბიუჯეტში ის 1500-მდეა შემცირებული. ხელისუფლება ოსტატურად ცდილობს, ბიუჯეტში გადამალოს ისეთი ხარჯები, რომელთა აშკარად გამოჩენა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იქნება. 2012 წლის ბიუჯეტი არ შეიცავს ინფორმაციას წინა წლის ხარჯების შესახებ, რათა ადვილად შესადარებელი არ იყოს არასაარჩევნო 2011 და საარჩევნო 2012 წლის ხარჯები.

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დაფინანსება, 2011 წელთან შედარებით, თითქმის 6-ჯერ გაიზარდა და მათი 4/5 კრედიტებით ფინანსდება. ინფრასტრუქტურული პროექტები კარგი "კოზირია" ხელისუფლების ხელში. ამ ღონისძიებებს, ტრადიციულად, მმართველი პარტიის საარჩევნო კანდიდატები ესწრებიან, აქტიურად შუქდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და, შესაბამისად, სახელისუფლებო გუნდისთვის ხილულ აქტივს ქმნის.

2012 წლისთვის, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდები - თითოეული კვლავაც 50 მლნ ლარით არის განსაზღვრული. ფონდების ხარჯვის მანკიერი მექანიზმები პრაქტიკულად არ შეცვლილა. პრეზიდენტისა და მთავრობის სურვილისამებრ, ამ ფონდებიდან ძირითადად, ამომრჩევლების არაპირდაპირ მოსყიდვაზე ორიენტირებული ღონისძიებები ფინანსდება.

10 მილიონი ლარით ფინანსდება მთავრობის ეფექტიანად ფუნქციონირების ხელშეწყობა, რაც წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ყოფილა. 500 ათასი ლარი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისთვის - არც ეს პროგრამა ფინანსდებოდა წინა წლებში. აქვე დავძენთ ერთ ინიციატივას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული არ ყოფილა და გაურკვეველია, საიდან დააფინანსებს მთავრობა ამ ხარჯებს: საქმე ეხება პოლიტიკური პარტიების სარეკლამო ხარჯების ბიუჯეტიდან დაფინანსებას, რომლის ინიცირებაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ 2012 წლის 27 იანვარს გააკეთა.

ბიუჯეტიდან ცესკო-ს დაფინანსება ობიექტური მოვლენაა და ის 12.4 მლნ ლარიდან 39.6 მლნ ლარამდე გაიზარდა", - ნათქვამია კოალიციის - "არჩევნის თავისუფლებისთვის" კვლევაში.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსება, სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა ხარჯების გასტუმრება, გაზრდილი პენსიების უზრუნველყოფა, დაპირებული ფულადი დახმარებები - როგორ შეძლებს არჩევნების შემდეგ ფაქტობრივად დაცარიელებული ხაზინა ყველა ამ ვალდებულებას აუვიდეს?

დავით ნარმანია, კავკასიის სოციალურ-ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი:

- 2012 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტსაც ეტყობოდა, რომ ხელისუფლებამ იცოდა - წინ ძალიან მძიმე არჩევნები ელოდა, ამიტომ ბიუჯეტის სტრუქტურა რადიკალურად შეცვალა. პირველ რიგში, გააკეთა ის, რომ ბიუჯეტის დეტალურობა შეამცირა და ამით მისი გამჭირვალობა შეზღუდა, რათა შემდეგ მეტი თავისუფლება ჰქონოდა - დაეფინანსებინა ის ღონისძიებები, რაც მას წინასაარჩევნოდ ხმებს მოუტანდა. შესაბამისად, ხელისუფლებამ ბევრი ვალდებულება იკისრა, უამრავი ტენდერი გამოაცხადა გზების დასაგებად, დაიწყო სხვადასხვა სოციალური პროგრამა, კულტურული და გასართობი ღონისძიებები, სტუდენტური პროგრამები და ა.შ., რომელთა ხარჯები მხოლოდ ნაწილობრივ არის გასტუმრებული. შესაბამისად, ბიუჯეტიდან ანგარიშსწორება ჯერ კიდევ არ განხორციელებულა. თუმცა, რაც კი შემოსავალი შემოდიოდა ბიუჯეტში, მთავრობა იმასაც კი ახერხებდა, რომ ეს შემოსავალი მაქსიმალურად გაეშვა სხვადასხვა სახის ხარჯებში და გარდამავალი ნაშთი ხაზინაში, როგორც წესი, ძალიან მინიმალური იყო.

- არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკურ ძალას დახვდება თუ არა ცარიელი ხაზინა და რით შეძლებს ის ბიუჯეტის შევსებას, რათა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს? ჩვენ გვახსოვს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოსული ხელისუფლება ამბობდა, რომ შევარდნაძემ ცარიელი ხაზინა დაუტოვათ, რასაც შემდეგ მოჰყვა მაღალჩინოსნების დაპატიმრების და მათი დაჯარიმების არაერთი ფაქტი...

- ცარიელი ხაზინა - პირობითი ტერმინია, მაგრამ ის, ვინც არჩევნების შემდეგ მოვა, მას მინიმუმ, ძალიან მაღალი საგარეო და შიდა ვალი დახვდება. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხელისუფლებას ბიუჯეტში თანხების მობილიზების პრობლემა ჰქონდა და ის იძულებული იყო, შიდა და საგარეო ვალი აეღო. საგარეო ვალის მოცულობა 6 მილიარდ 300 მილიონ ლარზე მეტია, შიდა ვალი კი დაახლოებით 2 მილიარდ ლარს აჭარბებს.

ახალი გზები და ინფრასტრუქტურა კარგია, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ფულადი ვალდებულებები ჩნდება, რასაც გასტუმრება სჭირდება. ეს ფული კი ბიუჯეტმა უნდა გაიღოს. და კიდევ: ის შემოსავლები, რასაც ბიუჯეტი წლის ბოლომდე მიიღებს, ყველა ნაკისრი ვალდებულების გასტუმრებას ალბათ არ ეყოფა და არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული ვალდებულებები მომავალი წლის ბიუჯეტში გადავიდეს. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არ ვიცით, როგორია მეწარმეებისგან გადასახადების ამოღების მაჩვენებელი; არ ვიცით, წინასაარჩევნოდ ჰქონდა თუ არა ადგილი წინსწრებით გადასახადების ამოღებას. ფაქტია, რომ რაღაც წნეხი ბიზნესზე იყო და არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული საგადასახადო ვალდებულებები იმაზე მეტად შეასრულებინეს, ვიდრე ეკუთვნოდათ. შესაბამისად, შესაძლოა, ბიზნესის ნაწილმა ცოტა ხნით საგადასახადო "არდადეგებიც" კი ითხოვოს.

მმართველ პოლიტიკურ გუნდს ისღა რჩება, რომ საგარეო წყაროებიდან მოიზიდოს ბიუჯეტში თანხები, ნაწილი სესხის, ნაწილიც - დონორთა დახმარებით. გარკვეული ფულადი რესურსების მოზიდვა შიდა ბაზარზეც იქნება საჭირო. დამატებითი ვალის აღების გარეშე, არსებული საბიუჯეტო სახსრებით, ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეუძლებელი იქნება.

ემა ტუხიაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ