მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უნდა გადადგეს სააკაშვილი?
რატომ უნდა გადადგეს სააკაშვილი?

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერ­მა, ულ­ტი­მა­ტუ­მი­სათ­ვის ვერ გა­ი­მე­ტა პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და გა­დად­გო­მა მას თავ­და­პირ­ვე­ლად მხო­ლოდ მე­გობ­რუ­ლად ურ­ჩია. 3 ოქ­ტომ­ბერს კი "რჩე­ვა" კერ­ძო მო­საზ­რე­ბამ­დე და­იყ­ვა­ნა და შექ­მნა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტთან გა­მარ­თავს კონ­სულ­ტა­ცი­ას მო­მა­ვა­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მიზ­ნით. მაგ­რამ ეჭვი მაქვს, რომ ამით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი გა­დად­გო­მის სა­კი­თხი დღის წეს­რი­გი­დან არ იხ­სნე­ბა და შე­ვეც­დე­ბი და­ვა­სა­ბუ­თო, რა­ტომ ვფიქ­რობ ასე.

ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ უნდა იყოს, რომ, ორ­კვი­რი­ა­ნი კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ, ყვე­ლა მი­ნის­ტრის, მათ შო­რის, ე.წ. ძა­ლო­ვან უწყე­ბა­თა ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის პორ­ტფე­ლებს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ძალა, კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", მო­ი­თხოვს. თე­ო­რი­უ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უფ­ლე­ბა და მო­ი­თხო­ვოს სამი მი­ნის­ტრის - ში­ნა­გან საქ­მე­თა, თავ­დაც­ვი­სა და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრე­ბის - პოს­ტე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რა­საც, რო­გორც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან ჩანს, უსა­თუ­ოდ მოჰ­ყვე­ბა მტკი­ცე უარი და შემ­დგო­მი სა­ხე­ლი­სუფ­ლო კრი­ზი­სი, რის შექ­მნაც, თა­ვის მხრივ, აწ უკვე ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­სუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დეკ­ლა­რი­რე­ბულ გეგ­მებ­ში აღარ შე­დის. და რომ შე­დი­ო­დეს კი­დეც, ასე­თი სი­ჯი­უ­ტით და­მარ­ცხე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლი გუნ­დი კი­დევ უფრო გა­ი­უ­ა­რე­სებს მდგო­მა­რე­ო­ბას: პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა, და­ნიშ­ნოს ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, სა­დაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ უფრო ნაკ­ლებ ად­გილს მი­ი­ღებს და, შე­საძ­ლოა, სა­ერ­თოდ გაქ­რეს პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცი­დან.

თუმ­ცა ვი­თა­რე­ბა უკე­თე­სი არც მა­შინ იქ­ნე­ბა, თუ პრე­ზი­დენ­ტი მი­ი­ღებს გა­მოწ­ვე­ვას და პარ­ლა­მენ­ტში და­სამ­ტკი­ცებ­ლად ხელს მო­ა­წერს კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ და­კომ­პლექ­ტე­ბულ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის სიით შე­მად­გენ­ლო­ბას.

აი, აქ კი ნე­ბის­მი­ე­რი სი­ურპრი­ზია მო­სა­ლოდ­ნე­ლი და არც ერთი არ ჰპირ­დე­ბა სა­ა­კაშ­ვილს საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის "უღ­რუბ­ლოდ" ამო­წურ­ვას.

არა­ვინ იცის, რა გეგ­მა აქვს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, მაგ­რამ ერთი წუ­თით წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ ასე­თი სუ­რა­თი: კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დერ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე მარ­თლა წა­რად­გი­ნა გე­ნე­რა­ლი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც, რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ტო­ვებს სა­პა­ტიმ­როს კედ­ლებს. ცხა­დია, სა­ა­კაშ­ვი­ლი კა­ტე­გო­რი­ულ უარ­ზეა, იმუქ­რე­ბა სა­ხე­ლი­სუფ­ლო კრი­ზი­სით, მაგ­რამ ბო­ლოს იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა მი­ი­ღოს იმ გე­ნერ­ლის კან­დი­და­ტუ­რა, რო­მელ­საც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს არა­ერ­თხელ უწო­და "კრი­მი­ნა­ლე­ბის, ადა­მი­ან­თა გამ­ტა­ცებ­ლე­ბი­სა და ნარ­კო­მა­ფი­ის მფარ­ვე­ლი". უეჭ­ვე­ლია, სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­მორ­ჩე­ნილ მხარ­დამ­ჭე­რებს უკვე მხო­ლოდ თა­მა­ზაშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნა მი­ა­ყე­ნებ­და ისეთ მო­რა­ლურ დარ­ტყმას, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ყვე­ბო­და, პრე­ზი­დენ­ტის სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, "სრუ­ლი ჩა­მოშ­ლა" უკვე გაბ­ზა­რუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა".

არა­და, მოვ­ლე­ნა­თა არც სხვაგ­ვა­რი გან­ვი­თა­რე­ბა ამ­ცი­რებს "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" სრუ­ლი კრა­ხის საფრ­თხეს. ვინც უნდა და­ნიშ­ნოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, იუს­ტი­ცი­ი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა ახალ მი­ნის­ტრებს აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევთ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის, ბუტა რო­ბა­ქი­ძის, აფ­რა­სი­ძე­ე­ბის, გლ­და­ნის ცი­ხის სკან­და­ლის, ჯა­შუ­შო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის თუ სხვა "რე­ზო­ნან­სუ­ლი" საქ­მე­ე­ბის ხე­ლახ­ლა გა­მო­ძი­ე­ბა. არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ეს ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბაა, მის­გან ელექ­ტო­რა­ტის დიდი ნა­წი­ლი, უწი­ნა­რე­სად, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას მო­ი­თხოვ­და. შე­სა­ბა­მი­სად, მე­ტის­მეტ მერ­ყე­ო­ბას ან სი­ტყვის გა­ტეხ­ვას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერს არა­ვინ აპა­ტი­ებს.

იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­უ­ლი კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცეს­ზე, იმ საქ­მე­ე­ბის გა­ცო­ცხლე­ბა­ზე, რო­მელ­თა გან­ხილ­ვა­ზეც სა­სა­მარ­თლო­ე­ბი ახალ რე­ა­ლო­ბა­ში უარს ვე­ღარ იტყვი­ან. კი გა­ა­კე­თა აბ­სტრაქ­ტუ­ლი მო­წო­დე­ბა ივა­ნიშ­ვილ­მა, იქ­ნებ მე­გობ­რუ­ლად და­აბ­რუ­ნოთ სხვე­ბის­თვის წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბაო, მაგ­რამ რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ასე­თი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი "ტრან­საქ­ცია" დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში? იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც თა­ვად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ არც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და არც ჩა­მორ­თმე­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა თბი­ლის­ში, ურეკ­სა და ბა­თუმ­ში, ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ მა­ვან­მა ყო­ფილ­მა ძა­ლო­ვან­მა მი­ნის­ტრმა თავ­ზე ნა­ცა­რი და­ი­ყა­როს და უკ­ლებ­ლივ ჩა­ა­ბა­როს წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბა, ვთქვათ, დევ­ნილ ბიზ­ნეს­მენ ქი­ბარ ხალ­ვაშს ან ცი­ხე­ში გა­მომ­წყვდე­ულ მე­რაბ რა­ტიშ­ვილს. არა­და, სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მის ამოქ­მე­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ძი­ე­ბის კვა­ლი უსა­თუ­ოდ მივა იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბამ­დე, რომ­ლებ­საც მთე­ლი რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეყ­რდნო­ბო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მი. თუ ორ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­სა და მათს ლი­დე­რებს შო­რის რა­ი­მე კუ­ლუ­ა­რუ­ლი გა­რი­გე­ბა უკვე არ არ­სე­ბობს, შე­საძ­ლოა, დღის წეს­რიგ­ში დად­გეს ზო­გი­ერ­თი მი­ნის­ტრის და­პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხიც. რამ­დე­ნა­დაც ცნო­ბი­ლია, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტია კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერს ღიად არა­ვის­თვის მი­უ­ცია და ასეთ რა­მეს გა­მარ­ჯვე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას ვერც რო­მე­ლი­მე და­სავ­ლე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარტნი­ო­რი მოს­თხოვს.

ჰოდა, წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ ასე­თი სუ­რა­თი: მიტ­კა­ლი­ვით გა­ფით­რე­ბულ და ბორ­კილ­და­დე­ბულ რო­მე­ლი­მე ყო­ფილ მი­ნისტრს პო­ლი­ცი­ის დე­ტექ­ტი­ვი და­კა­ვე­ბის სან­ქცი­ას უკი­თხავს, პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი კი ამ დროს ზის სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში და იტან­ჯე­ბა იმა­ზე ფიქ­რით, რა პა­სუ­ხი გას­ცეს მის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან შეგ­რო­ვილ უამ­რავ ჟურ­ნა­ლისტს; რით ანუ­გე­შოს ის თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც, სულ მცი­რე, პა­სი­უ­რი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან ყვე­ლა იმ უკა­ნო­ნო­ბი­სა, რო­მელ­თაც ახა­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის თან­მდევ "აუ­ცი­ლე­ბელ ბო­რო­ტე­ბად" სა­ხავ­დნენ მათი იდე­ო­ლო­გე­ბი.

"თა­ვი­სი ტყა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­ა­კაშ­ვი­ლი ნე­ბის­მი­ერს გა­წი­რავს", - ხში­რად ამ­ბო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის შე­უ­რი­გე­ბე­ლი ოპო­ნენ­ტე­ბი. კო­ნი­უნ­ქტუ­რუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პო­ლი­ტი­კა­ში, ჟარ­გონს თუ ვიხ­მართ, ყვე­ლა­ფე­რი მო­სუ­ლა. არ­ცთუ ისე დიდი ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბარ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­მა და მისი შვი­ლის ნათ­ლი­ამ, ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ვიქ­ტორ იუშ­ჩენ­კომ, პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჯერ სა­ერ­თოდ გზი­დან ჩა­მო­ი­შო­რა თა­ვი­სი ყო­ფი­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლი, "ნა­რინ­ჯის­ფე­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის" მე­ო­რე ლი­დე­რი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იუ­ლია ტი­მო­შენ­კო, შემ­დეგ კი "პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ" სა­სა­მარ­თლო­ზე მის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბაც კი მის­ცა. არ მინ­და და­ვი­ჯე­რო, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ლი­დე­რი, ასეთ და­ცე­მა­ზე ხელს მო­ა­წერს. თუმ­ცა მას, რო­გორც ზე­მოთ ით­ქვა, მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დიდი არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არც აქვს. და, შე­საძ­ლოა, ივა­ნიშ­ვილ­მაც, სწო­რედ რო­გორც ადა­მი­ან­მა ადა­მი­ანს, ისე ურ­ჩია სა­ა­კაშ­ვილს, "არ გა­იწ­ვა­ლოს თავი" - ანუ არ მი­იყ­ვა­ნოს საქ­მე იმ­პიჩ­მენ­ტამ­დე - გა­დად­გეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და, ამ­გვა­რად, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იტ­ვირ­თოს თა­ვი­სი გუნ­დის აქ­ტი­ურ წევრთა მიერ თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბის­თვის, რო­მელ­თა შე­ლა­მა­ზე­ბა, ჩა­მო­წე­რა და და­ვი­წყე­ბა კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რის, რო­გორც პო­პუ­ლა­რო­ბის ზე­ნი­ტში მყო­ფი პო­ლი­ტი­კო­სის, ძა­ლებ­საც კი აშ­კა­რად აღე­მა­ტე­ბა.

კობა ლიკ­ლი­კა­ძე

რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბა"

რატომ უნდა გადადგეს სააკაშვილი?

რატომ უნდა გადადგეს სააკაშვილი?

ბიძინა ივანიშვილმა, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა, ულტიმატუმისათვის ვერ გაიმეტა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გადადგომა მას თავდაპირველად მხოლოდ მეგობრულად ურჩია. 3 ოქტომბერს კი "რჩევა" კერძო მოსაზრებამდე დაიყვანა და შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტთან გამართავს კონსულტაციას მომავალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბების მიზნით. მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ამით საქართველოს პრეზიდენტის ნებაყოფლობითი გადადგომის საკითხი დღის წესრიგიდან არ იხსნება და შევეცდები დავასაბუთო, რატომ ვფიქრობ ასე.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ, ორკვირიანი კონსულტაციის შემდეგ, ყველა მინისტრის, მათ შორის, ე.წ. ძალოვან უწყებათა ხელმძღვანელების პორტფელებს გამარჯვებული ძალა, კოალიცია "ქართული ოცნება", მოითხოვს. თეორიულად, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს საკონსტიტუციო უფლება და მოითხოვოს სამი მინისტრის - შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრების - პოსტების შენარჩუნება, რასაც, როგორც გამარჯვებული პოლიტიკური ძალის განცხადებებიდან ჩანს, უსათუოდ მოჰყვება მტკიცე უარი და შემდგომი სახელისუფლო კრიზისი, რის შექმნაც, თავის მხრივ, აწ უკვე ოპოზიციაში გადასული "ნაციონალური მოძრაობის" დეკლარირებულ გეგმებში აღარ შედის. და რომ შედიოდეს კიდეც, ასეთი სიჯიუტით დამარცხებული მმართველი გუნდი კიდევ უფრო გაიუარესებს მდგომარეობას: პრეზიდენტი სააკაშვილი იძულებული გახდება, დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, სადაც ადმინისტრაციულძალაგამოცლილი "ნაციონალური მოძრაობა", სავარაუდოდ, კიდევ უფრო ნაკლებ ადგილს მიიღებს და, შესაძლოა, საერთოდ გაქრეს პოლიტიკური სივრციდან.

თუმცა ვითარება უკეთესი არც მაშინ იქნება, თუ პრეზიდენტი მიიღებს გამოწვევას და პარლამენტში დასამტკიცებლად ხელს მოაწერს კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ დაკომპლექტებულ მინისტრთა კაბინეტის სიით შემადგენლობას.

აი, აქ კი ნებისმიერი სიურპრიზია მოსალოდნელი და არც ერთი არ ჰპირდება სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადის "უღრუბლოდ" ამოწურვას.

არავინ იცის, რა გეგმა აქვს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: კოალიციის ლიდერმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მართლა წარადგინა გენერალი თამაზ თამაზაშვილი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, რამდენიმე დღეში დატოვებს საპატიმროს კედლებს. ცხადია, სააკაშვილი კატეგორიულ უარზეა, იმუქრება სახელისუფლო კრიზისით, მაგრამ ბოლოს იძულებული ხდება მიიღოს იმ გენერლის კანდიდატურა, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ უწოდა "კრიმინალების, ადამიანთა გამტაცებლებისა და ნარკომაფიის მფარველი". უეჭველია, სააკაშვილის შემორჩენილ მხარდამჭერებს უკვე მხოლოდ თამაზაშვილის დანიშვნა მიაყენებდა ისეთ მორალურ დარტყმას, რომელსაც აუცილებლად მოჰყვებოდა, პრეზიდენტის სიტყვებით რომ ვთქვათ, "სრული ჩამოშლა" უკვე გაბზარული "ნაციონალური მოძრაობისა".

არადა, მოვლენათა არც სხვაგვარი განვითარება ამცირებს "ნაცმოძრაობის" სრული კრახის საფრთხეს. ვინც უნდა დანიშნოს ბიძინა ივანიშვილმა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა ახალ მინისტრებს აუცილებლად მოუწევთ ზურაბ ჟვანიას, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, აფრასიძეების, გლდანის ციხის სკანდალის, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ფოტორეპორტიორების თუ სხვა "რეზონანსული" საქმეების ხელახლა გამოძიება. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებაა, მისგან ელექტორატის დიდი ნაწილი, უწინარესად, სამართლიანობის აღდგენას მოითხოვდა. შესაბამისად, მეტისმეტ მერყეობას ან სიტყვის გატეხვას "ქართული ოცნების" ლიდერს არავინ აპატიებს.

იგივე შეიძლება ითქვას რვა წლის განმავლობაში უკანონოდ ჩამორთმეული კერძო საკუთრების უკან დაბრუნების პროცესზე, იმ საქმეების გაცოცხლებაზე, რომელთა განხილვაზეც სასამართლოები ახალ რეალობაში უარს ვეღარ იტყვიან. კი გააკეთა აბსტრაქტული მოწოდება ივანიშვილმა, იქნებ მეგობრულად დააბრუნოთ სხვებისთვის წართმეული ქონებაო, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი ნებაყოფლობითი "ტრანსაქცია" დღევანდელ ვითარებაში? იმ პირობებში, როდესაც თავად ბიძინა ივანიშვილისთვის არ დაუბრუნებიათ არც საქართველოს მოქალაქეობა და არც ჩამორთმეული უძრავი ქონება თბილისში, ურეკსა და ბათუმში, ძნელი დასაჯერებელია, რომ მავანმა ყოფილმა ძალოვანმა მინისტრმა თავზე ნაცარი დაიყაროს და უკლებლივ ჩააბაროს წართმეული ქონება, ვთქვათ, დევნილ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ან ციხეში გამომწყვდეულ მერაბ რატიშვილს. არადა, სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში გამოძიების კვალი უსათუოდ მივა იმ თანამდებობის პირებამდე, რომლებსაც მთელი რვა წლის განმავლობაში ეყრდნობოდა სააკაშვილის რეჟიმი. თუ ორ პოლიტიკურ ძალასა და მათს ლიდერებს შორის რაიმე კულუარული გარიგება უკვე არ არსებობს, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს ზოგიერთი მინისტრის დაპატიმრების საკითხიც. რამდენადაც ცნობილია, მაღალი თანამდებობის პირთა სამართლებრივი ხელშეუხებლობის გარანტია კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს ღიად არავისთვის მიუცია და ასეთ რამეს გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას ვერც რომელიმე დასავლელი პოლიტიკური პარტნიორი მოსთხოვს.

ჰოდა, წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: მიტკალივით გაფითრებულ და ბორკილდადებულ რომელიმე ყოფილ მინისტრს პოლიციის დეტექტივი დაკავების სანქციას უკითხავს, პრეზიდენტი სააკაშვილი კი ამ დროს ზის სამუშაო კაბინეტში და იტანჯება იმაზე ფიქრით, რა პასუხი გასცეს მის რეზიდენციასთან შეგროვილ უამრავ ჟურნალისტს; რით ანუგეშოს ის თანამებრძოლები, რომლებიც, სულ მცირე, პასიური თანამონაწილეები არიან ყველა იმ უკანონობისა, რომელთაც ახალი სახელმწიფოს მშენებლობის თანმდევ "აუცილებელ ბოროტებად" სახავდნენ მათი იდეოლოგები.

"თავისი ტყავის გადასარჩენად სააკაშვილი ნებისმიერს გაწირავს", - ხშირად ამბობენ საქართველოს პრეზიდენტის შეურიგებელი ოპონენტები. კონიუნქტურული მოსაზრებებიდან გამომდინარე, პოლიტიკაში, ჟარგონს თუ ვიხმართ, ყველაფერი მოსულა. არცთუ ისე დიდი ხნის წინ საქართველოს მეგობარ უკრაინაში სააკაშვილის მეგობარმა და მისი შვილის ნათლიამ, ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ჯერ საერთოდ გზიდან ჩამოიშორა თავისი ყოფილი თანამებრძოლი, "ნარინჯისფერი რევოლუციის" მეორე ლიდერი, პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, შემდეგ კი "პოლიტიკურად მოტივირებულ" სასამართლოზე მის წინააღმდეგ ჩვენებაც კი მისცა. არ მინდა დავიჯერო, რომ მიხეილ სააკაშვილი, "ვარდების რევოლუციის" ქარიზმატული ლიდერი, ასეთ დაცემაზე ხელს მოაწერს. თუმცა მას, როგორც ზემოთ ითქვა, მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, დიდი არჩევანის შესაძლებლობა არც აქვს. და, შესაძლოა, ივანიშვილმაც, სწორედ როგორც ადამიანმა ადამიანს, ისე ურჩია სააკაშვილს, "არ გაიწვალოს თავი" - ანუ არ მიიყვანოს საქმე იმპიჩმენტამდე - გადადგეს ნებაყოფლობით და, ამგვარად, პასუხისმგებლობა იტვირთოს თავისი გუნდის აქტიურ წევრთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის, რომელთა შელამაზება, ჩამოწერა და დავიწყება კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის, როგორც პოპულარობის ზენიტში მყოფი პოლიტიკოსის, ძალებსაც კი აშკარად აღემატება.

კობა ლიკლიკაძე

რადიო "თავისუფლება"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"