საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰილარი კლინტონმა 1-ელ ოქტომბერს ისტორიული დღე უწოდა
ჰილარი კლინტონმა 1-ელ ოქტომბერს ისტორიული დღე უწოდა

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ულო­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს 1-ელი ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მშვი­დო­ბი­ან და აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

რო­გორც ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი მი­იჩ­ნევს, ეს ის­ტო­რი­უ­ლი დღეა ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლის­თვის.

"მხარს ვუ­ჭერთ ეუთო-ს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­არ­ჩევ­ნო-სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას და მის შე­ფა­სე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა თა­ვი­სუფ­ლად და­ა­ფიქ­სი­რა სა­კუ­თა­რი ნება სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­თან. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ხმე­ბის სა­ბო­ლოო დათ­ვლა და სა­ჩივ­რე­ბის გან­ხილ­ვა აწარ­მო­ოს გამჭვირ­ვა­ლედ და კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად", - აცხა­დებს ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი.

რო­გორც კლინ­ტონ­მა აღ­ნიშ­ნა, ახლა, როცა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა უკვე თქვა თა­ვი­სი სათ­ქმე­ლი, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ყვე­ლა პარ­ტი­ას ახალ პარ­ლა­მენ­ტში კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა­კენ მო­უ­წო­დებს, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

"ჩვენ მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით ახალ პარ­ლა­მენ­ტთან და, აგ­რეთ­ვე, ახალ კა­ბი­ნეტ­თან და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ჩვე­ნი ძლი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კი­დევ უფრო გა­სამ­ყა­რებ­ლად და სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხი­სათ­ვის ნა­თე­ლი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად", - აცხა­დებს ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჰილარი კლინტონმა 1-ელ ოქტომბერს ისტორიული დღე უწოდა

ჰილარი კლინტონმა 1-ელ ოქტომბერს ისტორიული დღე უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მშვიდობიან და აქტიურ მონაწილეობას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნდა.

როგორც ჰილარი კლინტონი მიიჩნევს, ეს ისტორიული დღეა ყველა ქართველისთვის და საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.

"მხარს ვუჭერთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიას და მის შეფასებას იმის თაობაზე, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფლად დააფიქსირა საკუთარი ნება საარჩევნო ყუთებთან. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხმების საბოლოო დათვლა და საჩივრების განხილვა აწარმოოს გამჭვირვალედ და კანონის შესაბამისად", - აცხადებს ჰილარი კლინტონი.

როგორც კლინტონმა აღნიშნა, ახლა, როცა ქართველმა ხალხმა უკვე თქვა თავისი სათქმელი, შეერთებული შტატები ყველა პარტიას ახალ პარლამენტში კონსტრუქციული თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საკეთილდღეოდ.

"ჩვენ მოუთმენლად ველით ახალ პარლამენტთან და, აგრეთვე, ახალ კაბინეტთან და საქართველოს პრეზიდენტთან თანამშრომლობას ჩვენი ძლიერი ურთიერთობების კიდევ უფრო გასამყარებლად და საქართველოს ხალხისათვის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად", - აცხადებს ჰილარი კლინტონი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა