Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ანგელა მერკელის ქართველი ფავორიტი
ვინ არის ანგელა მერკელის ქართველი ფავორიტი

ამ­ბო­ბენ, რომ ის გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ ან­გე­ლა მერ­კე­ლის საყ­ვა­რე­ლი ბა­ლე­რი­ნაა... თუმ­ცა, მძი­მე ტრავ­მის გამო, მისი სა­ბა­ლე­ტო კა­რი­ე­რა დრო­ზე ადრე, 20 წლის ასაკ­ში შე­წყდა... ხა­ტავს, მღე­რის და კუნგ-ფუ­საც ეუფ­ლე­ბა, რად­გან ფიქ­რობს, რომ ქალს თა­ვის დაც­ვა უნდა შე­ეძ­ლოს...

თათა ჯაში: - თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე. დედა ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნეა, მამა კი ეკო­ნო­მის­ტი. წლი­სა რომ გავ­ხდი, მოს­კოვ­ში გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. 7 წლამ­დე იქ ვცხოვ­რობ­დით, შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დით.

მშობ­ლებს არც უფიქ­რი­ათ ბა­ლეტ­ზე ჩემი მიყ­ვა­ნა, რომ არა დე­დას მე­გობ­რის, მა­ნა­ნა დო­ი­აშ­ვი­ლის რჩე­ვა, ბა­ლე­ტიც მო­სინ­ჯეო. მას უკვე დაჰ­ყავ­და შვი­ლი ბა­ლეტ­ზე, მე კი ევ­რო­პულ და ქარ­თულ ცეკ­ვებ­ზე დავ­დი­ო­დი. იმ დროს ყაზ­ბეგ­ში ვის­ვე­ნებ­დი, თბი­ლის­ში ჩა­მო­მიყ­ვა­ნეს და სა­ბა­ლე­ტო გა­მოც­და­ზე გა­ვე­დი, რო­მელ­საც გოგი ალექ­სი­ძე ეს­წრე­ბო­და. გა­მო­მი­ცხა­დეს, რომ მი­მი­ღეს ჭა­ბუ­კი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში. დედა წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, ბა­ლეტს გავ­ყო­ლო­დი, ფიქ­რობ­და, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად მის შეს­წავ­ლას დიდი შრო­მა სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ჩემ­მა პე­და­გოგ­მა, ნა­ტა­ლია დიღ­მე­ლაშ­ვილ­მა გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნა.

სხვა­თა შო­რის, თურ­მე ჯერ კი­დევ 2-3 წლი­სა ვამ­ბობ­დი, ბა­ლე­რი­ნა უნდა გა­მო­ვი­დე-მეთ­ქი, რა­ზეც ყვე­ლას ეცი­ნე­ბო­და, რად­გან მა­შინ პუტ­კუ­ნა და ახ­ტა­ჯა­ნა ბავ­შვი ვი­ყა­ვი.

ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე "ჭა­ბუ­კი­ა­ნი-ბა­ლან­ჩი­ნი" 9 წლის ასაკ­ში მი­ღე­ბუ­ლი დიპ­ლო­მი იყო, რო­მე­ლიც რო­გორც სა­უ­კე­თე­სო დე­ბი­უ­ტანტს გად­მომ­ცეს. შემ­დეგ 13 წლი­სამ გერ­მა­ნი­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­ბა­ლე­ტო სკო­ლი­დან მი­ვი­ღე მოწ­ვე­ვა. მშობ­ლებს ეში­ნო­დათ ჩემი გერ­მა­ნი­ა­ში გაშ­ვე­ბა, მაგ­რამ წი­ნა­და­დე­ბა იმ­დე­ნად მიმ­ზიდ­ვე­ლი იყო (სრუ­ლი სპონ­სო­რო­ბით, სტი­პენ­დი­ი­თა და 15 წლი­დან თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბით), რომ ამა­ზე უა­რის თქმა სი­სუ­ლე­ლე იქ­ნე­ბო­და და ბერ­ლინ­ში გა­ვემ­გზავ­რე. იქ სა­ბა­ლე­ტო სკო­ლის ინ­ტერ­ნატ­ში ვცხოვ­რობ­დი და პი­რა­დი აღ­მზრდე­ლი მყავ­და. თა­ვი­დან გა­მი­ჭირ­და ახალ გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა, მა­ნამ­დე ხომ მშობ­ლე­ბის გა­რე­შე არ­სად ვყო­ფილ­ვარ. იმა­ვე წელს "შტადს ოპე­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა ბა­ლან­ჩი­ნის "სე­რე­ნა­და­ში" მთა­ვა­რი პარ­ტია მომ­ცეს.

ძნე­ლი იყო ერ­თდრო­უ­ლად თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბა და სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა­სა და თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა. დი­ლის 6 სა­ათ­ზე ვდგე­ბო­დი და სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე ვბრუნ­დე­ბო­დი შინ. ბევ­რს ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი და სულ რა­ღაც 4-5 სა­ა­თი მე­ძი­ნა, კვი­რა­ში კი მხო­ლოდ 1 დღე ვის­ვე­ნებ­დი. დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის გამო ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ­დი ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა სა­ბა­ლე­ტო კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მხო­ლოდ ერთხელ გა­ვე­დი გერ­მა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურს "ტან­ცო­ლიმპზე", სა­დაც უამ­რა­ვი მო­ცეკ­ვა­ვე იყო ჩა­მო­სუ­ლი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან. მე­ო­რე ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე, ვერ­ცხლის მედ­ლის მფლო­ბე­ლი გავ­ხდი. და­სა­ნა­ნია, რომ კონ­კურ­სში გერ­მა­ნი­ის სა­ხე­ლით გა­მოვ­დი­ო­დი, რად­გან სპონ­სო­რე­ბი ისი­ნი იყ­ვნენ.

- ამ­ბო­ბენ, რომ გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ ან­გე­ლა მერ­კე­ლის საყ­ვა­რე­ლი ბა­ლე­რი­ნა ხარ.

- "ტან­ცო­ლიმ­პის" შემ­დეგ, გერ­მა­ნი­ა­ში გა­მარ­თულ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან კონ­ცერტსა თუ წვე­უ­ლე­ბა­ზე მიწ­ვევ­დნენ. მა­ყუ­რე­ბელ­თა შო­რის იყ­ვნენ ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი, გერ­მა­ნი­ის ცნო­ბი­ლი პი­რე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. ან­გე­ლა მერ­კელ­მა ბერ­ლი­ნის სა­სახ­ლე "ბე­ლე­ვი­უ­ში" მნა­ხა, ძა­ლი­ან მო­ვე­წო­ნე და მისი სა­ხე­ლით გა­მარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ღა­მო­ე­ბის გახ­სნის პა­ტი­ვი დამ­დო.

იხი­ლეთ ვრცლად

იხი­ლეთ ვი­დეო

ვინ არის ანგელა მერკელის ქართველი ფავორიტი

ვინ არის ანგელა მერკელის ქართველი ფავორიტი

ამბობენ, რომ ის გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის საყვარელი ბალერინაა... თუმცა, მძიმე ტრავმის გამო, მისი საბალეტო კარიერა დროზე ადრე, 20 წლის ასაკში შეწყდა... ხატავს, მღერის და კუნგ-ფუსაც ეუფლება, რადგან ფიქრობს, რომ ქალს თავის დაცვა უნდა შეეძლოს...

თათა ჯაში: - თბილისში დავიბადე. დედა ხელოვნებათმცოდნეა, მამა კი ეკონომისტი. წლისა რომ გავხდი, მოსკოვში გადავედით საცხოვრებლად. 7 წლამდე იქ ვცხოვრობდით, შემდეგ საქართველოში დავბრუნდით.

მშობლებს არც უფიქრიათ ბალეტზე ჩემი მიყვანა, რომ არა დედას მეგობრის, მანანა დოიაშვილის რჩევა, ბალეტიც მოსინჯეო. მას უკვე დაჰყავდა შვილი ბალეტზე, მე კი ევროპულ და ქართულ ცეკვებზე დავდიოდი. იმ დროს ყაზბეგში ვისვენებდი, თბილისში ჩამომიყვანეს და საბალეტო გამოცდაზე გავედი, რომელსაც გოგი ალექსიძე ესწრებოდა. გამომიცხადეს, რომ მიმიღეს ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. დედა წინააღმდეგი იყო, ბალეტს გავყოლოდი, ფიქრობდა, რომ პროფესიონალურად მის შესწავლას დიდი შრომა სჭირდებოდა, მაგრამ ჩემმა პედაგოგმა, ნატალია დიღმელაშვილმა გადააფიქრებინა.

სხვათა შორის, თურმე ჯერ კიდევ 2-3 წლისა ვამბობდი, ბალერინა უნდა გამოვიდე-მეთქი, რაზეც ყველას ეცინებოდა, რადგან მაშინ პუტკუნა და ახტაჯანა ბავშვი ვიყავი.

ჩემი პირველი წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე "ჭაბუკიანი-ბალანჩინი" 9 წლის ასაკში მიღებული დიპლომი იყო, რომელიც როგორც საუკეთესო დებიუტანტს გადმომცეს. შემდეგ 13 წლისამ გერმანიის სახელმწიფო საბალეტო სკოლიდან მივიღე მოწვევა. მშობლებს ეშინოდათ ჩემი გერმანიაში გაშვება, მაგრამ წინადადება იმდენად მიმზიდველი იყო (სრული სპონსორობით, სტიპენდიითა და 15 წლიდან თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის დაფინანსებით), რომ ამაზე უარის თქმა სისულელე იქნებოდა და ბერლინში გავემგზავრე. იქ საბალეტო სკოლის ინტერნატში ვცხოვრობდი და პირადი აღმზრდელი მყავდა. თავიდან გამიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება, მანამდე ხომ მშობლების გარეშე არსად ვყოფილვარ. იმავე წელს "შტადს ოპერის" ხელმძღვანელებმა ბალანჩინის "სერენადაში" მთავარი პარტია მომცეს.

ძნელი იყო ერთდროულად თეატრში მუშაობა და საბალეტო სკოლასა და თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა. დილის 6 საათზე ვდგებოდი და საღამოს 8 საათზე ვბრუნდებოდი შინ. ბევრს ვმეცადინეობდი და სულ რაღაც 4-5 საათი მეძინა, კვირაში კი მხოლოდ 1 დღე ვისვენებდი. დატვირთული გრაფიკის გამო ვეღარ ვახერხებდი ევროპის სხვადასხვა საბალეტო კონკურსში მონაწილეობას. მხოლოდ ერთხელ გავედი გერმანიის საერთაშორისო კონკურს "ტანცოლიმპზე", სადაც უამრავი მოცეკვავე იყო ჩამოსული მთელი მსოფლიოდან. მეორე ადგილი დავიკავე, ვერცხლის მედლის მფლობელი გავხდი. დასანანია, რომ კონკურსში გერმანიის სახელით გამოვდიოდი, რადგან სპონსორები ისინი იყვნენ.

- ამბობენ, რომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის საყვარელი ბალერინა ხარ.

- "ტანცოლიმპის" შემდეგ, გერმანიაში გამართულ ყველა მნიშვნელოვან კონცერტსა თუ წვეულებაზე მიწვევდნენ. მაყურებელთა შორის იყვნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, გერმანიის ცნობილი პირები, პოლიტიკოსები. ანგელა მერკელმა ბერლინის სასახლე "ბელევიუში" მნახა, ძალიან მოვეწონე და მისი სახელით გამართული ხელოვნების საღამოების გახსნის პატივი დამდო.

იხილეთ ვრცლად

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება