მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თორნიკე შენგელია შეყვარებულია
თორნიკე შენგელია შეყვარებულია

20 წლის თორ­ნი­კე შენ­გე­ლია, გარ­და იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რია, თა­ვი­სი კა­რი­ე­რის ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და - ის "ბრუკ­ლინ ნეთ­სის" მო­თა­მა­შე გახ­და. NBA-ში მის გა­დას­ვლას დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა ქარ­თველ ქო­მა­გებს შო­რის. თორ­ნი­კეს სა­ხელს გა­სუ­ლი თა­მა­შე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­გან ხში­რად გა­ი­გებ­დით. შენ­გე­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გო­გო­ნა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია, თუმ­ცა კა­ლათ­ბურ­თელ­მა გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ მისი გული უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია.

- სულ თა­ვი­დან და­ვი­წყოთ, შე­ნი გა­ტა­ცე­ბი­დან, როცა ცხოვ­რე­ბა კა­ლათ­ბურთს და­უ­კავ­ში­რე...

- კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­ში თბი­ლის­ში არ და­მი­წყია. მა­მა­ჩე­მიც კა­ლათ­ბურ­თე­ლი გახ­ლდათ, უნ­გრეთ­ში თა­მა­შობ­და. ორი თვე სწო­რედ იქ დავ­დი­ო­დი სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ზე. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კი ვარ­ჯიშს სე­რი­ო­ზუ­ლად მოვ­კი­დე ხელი. 15 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვთა­მა­შობ­დი. შემ­დეგ ვა­ლენ­სი­ა­ში სინ­ჯებ­ზე გა­ვემ­გზავ­რე. ბა­თუმ­ში სა­კა­ლათ­ბურ­თო "კემ­პი" გა­ი­მარ­თა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვა­ლენ­სი­ა­ში უნდა გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო. ღმერ­თის წყა­ლო­ბით, ამ ბა­ნაკ­ში გა­ვი­მარ­ჯვე და მე გა­ვემ­გზავ­რე. სამი წე­ლი­წა­დი იქ დავ­რჩი.

- იქ ვარ­ჯი­ში აქა­უ­რის­გან რით გან­სხვავ­დე­ბო­და?

- ძა­ლი­ან დიდი გან­სხვა­ვე­ბა იყო - პირ­ველ რიგ­ში, პი­რო­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გვქონ­და, ასე­ვე მოქ­მე­დებ­და დღის რე­ჟი­მი, გვი­მოწ­მებ­დნენ, რას ვჭამ­დით ყო­ველ­დღი­უ­რად, კვე­ბის რა­ცი­ონ­საც თა­ვად ად­გენ­დნენ. ვი­ყა­ვით დი­ე­ტა­ზე, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავ­და, რომ ნაკ­ლე­ბი უნდა გვე­ჭა­მა. უბ­რა­ლოდ, ერთ დღეს, ვთქვათ, თევ­ზი უნდა გე­ჭა­მა, მე­ო­რე დღეს ხორ­ცი და ა.შ. არა­ფერს ვამ­ბობ ვარ­ჯი­შის პი­რო­ბებ­ზე, დარ­ბაზ­ზე... იქ მივ­ხვდი, რომ კა­ლათ­ბურ­თი ნამ­დვი­ლად მა­ინ­ტე­რე­სებ­და და ჩემი პრო­ფე­სია ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

შემ­დეგ გა­ვემ­გზავ­რე ბელ­გი­ა­ში. წელს "ბრუკ­ლინ ნეთ­სის" წევ­რი გავ­ხდი.

- ამ წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ დაწვ­რი­ლე­ბით მოგ­ვი­ყე­ვი.

- ეს კარ­გი ნა­ბი­ჯია არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლის­თვის, არა­მედ ზო­გა­დად, ამ სპორ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის. ბავ­შვო­ბი­დან ჩემი ერთ-ერთი მი­ზა­ნი იყო, რომ NBA-ში მე­თა­მა­შა. ამის­თვის ვვარ­ჯი­შობ­დი ძა­ლი­ან ბევ­რს. სა­ერ­თოდ, თუკი თა­ვი­დან­ვე მი­ზა­ნი არ გაქვს და არ ოც­ნე­ბობ, წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევ. თუკი არ იცი, რის­თვის შრო­მობ, ამას რა აზრი აქვს. ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მე... თუკი გინ­და, ვინ­მე­ზე მა­გა­რი და უკე­თე­სი იყო, იმათ­ზე მეტი უნდა ივარ­ჯი­შო.

- "ბრუკ­ლინ ნეთსმა" თა­ვად შე­გარ­ჩია?

- რო­დე­საც ევ­რო­პა­ში თა­მა­შობ, გაკ­ვირ­დე­ბი­ან. იმარ­თე­ბა 18-წლამ­დელ­თა ევ­რო­პის ტურ­ნი­რე­ბი. ჩა­მო­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გაკ­ვირ­დე­ბი­ან და გარ­ჩე­ვენ. ისე მოხ­და, რომ იქ წა­ვე­დი.

- ამა­ზე ასე გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლად ლა­პა­რა­კობ?

- ახლა იმ ემო­ცი­ე­ბით ვე­ღარ გად­მოვ­ცემ. აზ­რზე ვერ მო­ვდი­ო­დი სი­ხა­რუ­ლის­გან. ზუს­ტი დღე კი არა, ისიც არ მახ­სოვს, შერ­ჩე­ვის დროს რა ხდე­ბო­და. 60 მო­თა­მა­შეს შო­რის ვი­ყა­ვი, რომ­ლებ­საც არ­ჩევ­დნენ. კარ­გა ხანს ვი­ჯე­ქი იქ, რად­გან 54-ე ნო­მე­რი მქონ­და. როცა მო­ახ­ლოვ­და ჩემი რიგი, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. როცა ჩემი სა­ხე­ლი გა­მო­ა­ცხა­დეს, ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი გან­ვი­ცა­დე.

- თორ­ნი­კე, გარ­და იმი­სა, რომ დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ი­ღებ, ალ­ბათ ანა­ზღა­უ­რე­ბაც კარ­გი იქ­ნე­ბა.

- ვერ ვი­ტყვი, რომ ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე გარ­თუ­ლე­ბა მაქვს, მაგ­რამ მა­ინ­ტე­რე­სებს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რაც მეტ თან­ხას გიხ­დი­ან, იმას ნიშ­ნავს, რომ მე­ტად ფა­სობ. ყვე­ლა ამის­კენ მი­ი­წევს და მათ შო­რის მეც, თუმ­ცა სა­ნამ რა­ღაც ეტა­პამ­დე მიხ­ვალ, შენ­თვის ანა­ზღა­უ­რე­ბას არ უნდა ჰქონ­დეს მნიშ­ვნე­ლო­ბა. დამ­წყე­ბი როცა ხარ, ფულ­ზე არ უნდა იფიქ­რო. როცა სპორტზე ხარ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მერე ფული თა­ვი­სით მო­დის.

ბავ­შვო­ბა­ში რომ ვოც­ნე­ბობ­დი "ენ­ბი­ე­ი­ში" მოხ­ვედ­რა­ზე, მა­შინ ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე არ მი­ფიქ­რია, თუმ­ცა თა­ვის­თა­ვად ყვე­ლა მო­თა­მა­შე იქ მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დია. მინ­დო­და, სა­ქარ­თვე­ლო მე­სა­ხე­ლე­ბი­ნა.

- შენ­მა ოჯახ­მა რო­გორ მი­ი­ღო?

- ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რად. სხვა­თა შო­რის, დე­დაც კა­ლათ­ბურ­თე­ლი გახ­ლდათ. მამა ამე­რი­კა­ში იყო, როცა ჩემი ამ­ბა­ვი გა­და­წყდა. ეს არა მხო­ლოდ ჩემი ოჯა­ხის­თვის იყო სა­სი­ხა­რუ­ლო, ქვეყ­ნის­თვი­საც ძა­ლი­ან კარ­გია.

- რაც შე­ე­ხე­ბა ეროვ­ნულ ნაკ­რებს...

- ეს მა­ი­სუ­რი რომ მაც­ვია, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი რა­ღა­ცე­ბი გვერ­დზე უნდა გა­და­დო, როცა ქვეყ­ნის ნაკ­რებ­ში ხარ. ჩემი ბავ­შვო­ბის მე­ო­რე ოც­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში თა­მა­ში იყო.

- ყვე­ლა ოც­ნე­ბა აგსრუ­ლე­ბია.

- სხვე­ბიც მაქვს (იღი­მის).

- წლე­ვან­დელ ნაკ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, როცა შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლი იყო, ქე­ბას­თან ერ­თად მუდ­მი­ვად ტრი­ა­ლებ­და კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბიც - ბი­ჭე­ბი ცალ-ცალ­კე კარ­გე­ბი არი­ან, მაგ­რამ თა­მა­შის ბო­ლოს რა­ღაც ემარ­თე­ბა­თო.

- არ გვჭირ­დე­ბა სხვი­სი თქმა, თვი­თო­ნაც ვი­ცით, რომ ბო­ლოს რა­ღაც გვე­მარ­თე­ბო­და. ეს კა­ლათ­ბურ­თია. ზოგ­ჯერ ჩვე­ნი მე­ტო­ქე­ე­ბი ისეთ ძნელ ბურ­თებს აგ­დებ­დნენ... ჩვენს ჯგუფ­ში არ იყო ისე­თი გუნ­დი, ორი თა­ვით მაღ­ლა რომ ვმდგა­რი­ყა­ვით. ყვე­ლა მათ­გა­ნი ძლი­ე­რი და გა­მოც­დი­ლი ნაკ­რე­ბი იყო. ჩვე­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი უნდა და­ვა­ფა­სოთ. უნდა გქონ­დეს შე­მარ­თე­ბაც, რომ შენ ძლი­ე­რი ხარ. ჩვენ­ზე მე­ტად თა­მა­შის მო­გე­ბა არა­ვის უნდა, მაგ­რამ ხდე­ბა ხოლ­მე ისეც, რომ წა­ვა­გებთ...

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ხალ­ხის აზრი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნო, მაგ­რამ ხან­და­ხან ისე­თი რა­ღა­ცე­ბიც იწე­რე­ბა, რომ შე­საძ­ლოა, უხე­შად რომ ვთქვათ - "და­იგ­რუ­ზო". ამი­ტომ ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი არ წა­ვი­კი­თხო. გა­რე­დან ბევ­რი რამ სხვა­ნა­ი­რად ჩანს. იმა­საც ვერ გა­ამ­ტყუ­ნებ, ვინც გაკ­რი­ტი­კებს. ისი­ნიც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ ძა­ლით არ ვა­გებთ (იღი­მე­ბა).

არ ვიცი, რას და­ვაბ­რა­ლო ის, რაც რამ­დე­ნი­მე თა­მაშ­ში ბო­ლოს ხდე­ბო­და. შე­საძ­ლოა, დაღ­ლი­ლო­ბას ან იღ­ბალს.

- მე­ო­რე მხრივ, ბევ­რი და­დე­ბი­თიც ის­მის თქვენ მი­მართ, რაც დიდი სტი­მუ­ლი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის.

- რა თქმა უნდა. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­გან დიდ სით­ბოს ვგრძნობთ. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნ­დიც რომ ხე­დავს ამას, ესეც დიდი სტი­მუ­ლია ჩვენ­თვის. ქო­მა­გი დიდ როლს თა­მა­შობს. არა მხო­ლოდ სახ­ლში, გას­ვლით თა­მაშ­ზეც ვი­ცით, რომ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გვგულ­შე­მატ­კივ­რობს.

- ამ შე­სარ­ჩევ ციკლში რო­მე­ლი თა­მა­ში იყო ყვე­ლა­ზე სუს­ტი?

- ალ­ბათ ბოს­ნი­ას და­ვა­სა­ხე­ლებ. ჰო­ლან­დი­ას­თან და ბოს­ნი­ას­თან წა­ვა­გეთ. ამ უკა­ნას­კნელ­თან ისე­თი თა­მა­ში იყო, ან ერთი გუნ­დი მო­ი­გებ­და, ან მე­ო­რე.

- წა­გე­ბის დროს რო­გორ გა­ნიტ­ვირ­თე­ბი?

- ძა­ლი­ან ბევ­რი ფიქ­რი ამა­ზე არ ღირს. წინ რომ თა­მა­ში გაქვს და შენ წარ­სულ­ზე ფიქ­რობ, კარ­გად ვერ მო­ემ­ზა­დე­ბი. იმ ღა­მეს ვფიქ­რობთ ხოლ­მე, რა შეც­დო­მე­ბი და­ვუშ­ვით და შემ­დეგ შეხ­ვედ­რებ­ზე მათ გა­მოს­წო­რე­ბას ვცდი­ლობთ.

- ნაკ­რებ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­გო­ბა­რი გყავს?

- არა, ერთი ოჯა­ხი ვართ, არა მხო­ლოდ მო­თა­მა­შე­ე­ბი, მწვრთნე­ლე­ბი, ექი­მე­ბი. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ძნე­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი მო­თა­მა­შის გვერ­დით თა­მა­ში, რო­მელ­საც მო­ედ­ნის გა­რეთ არ ელა­პა­რა­კე­ბი. პი­რა­დად მე არ მქო­ნია ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ ჩემს გუნდში სხვა ორ მო­თა­მა­შეს ჰქო­ნია და­ძა­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან და ეს შეხ­ვედ­რა­ზე ასა­ხუ­ლა.

- პო­პუ­ლა­რო­ბას გრძნობ თბი­ლის­ში?

- ხან­და­ხან მცნო­ბენ. მო­დი­ან ხოლ­მე, გვი­ლო­ცა­ვენ. რა თქმა უნდა, უცხო ადა­მი­ა­ნი რომ მო­დის და სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტავს, ეს სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებს. და­ლოც­ვი­ლად ვგრძნობ თავს. არ ხდე­ბა ხში­რად, უცხო ადა­მი­ანს იმი­ტომ უყ­ვარ­დე, შენს საქ­მეს რომ აკე­თებ.

- სი­მაღ­ლის კომ­პლექ­სი არ გაქვს?

- ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არას­დროს მქო­ნია სი­მაღ­ლის კომ­პლექ­სი. ადრე თბი­ლის­ში ცოტა ჭირ­და ჩემი ზო­მის ტან­საც­მლი­სა და ფეხ­საც­მლის ყიდ­ვა, რაც სა­ზღვარ­გა­რეთ ვარ, აღარ მი­ჭირს.

- ჩაც­მა გიყ­ვარს?

- მიყ­ვარს!.. იმი­ჯი საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თან, როცა ხალ­ხი გი­ყუ­რებს და ყუ­რა­დღე­ბას გაქ­ცევს. კარ­გი ბრენ­დის სა­მო­სი უნდა მო­მე­წო­ნოს, რომ ვი­ყი­დო. მა­ინ­ცდა­მა­ინც ბრენ­დის გამო არ ამო­ვარ­ჩევ ტან­საც­მელს.

- კა­ლათ­ბურ­თის გარ­და რით ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი, როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გაქვს?

- ნაკ­ლე­ბად მაქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო. ფრე­ნე­ბის დროს, თა­ვი­სუ­ფალ სა­ა­თებ­ში მიყ­ვარს წიგ­ნის კი­თხვა. ბო­ლოს "ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა" წა­ვი­კი­თხე. აქამ­დე არ მქონ­და წა­კი­თხუ­ლი.

ძა­ლი­ან დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ნა­დი­რებ­დი და ვი­თევ­ზა­ვებ­დი, ამის დრო რომ მქონ­დეს. თა­ვი­სუ­ფალ დროს იმა­ში ვხარ­ჯავ, რომ მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი მო­ვი­კი­თხო, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბი­ან. იქა­ურ მე­გობ­რებ­თან ერ­თად იშ­ვი­ა­თად დავ­დი­ვარ რეს­ტორ­ნებ­ში. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი გვაქვს. მე­ო­რე დღეს რომ ვარ­ჯი­ში გაქვს, წინა დღეს კლუბ­ში ვერ გა­ერ­თო­ბი. ალ­კოჰო­ლი სა­ერ­თოდ არ შე­იძ­ლე­ბა. არ მაქვს ალ­კოჰოლ­ზე გარ­თუ­ლე­ბა. არ ვსვამ. მგო­ნია, რომ არც ერთ სპორ­ტსმენს არ უყ­ვარს. თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი დიდი მო­თა­მა­შე ეწე­ვა და სვამს. უცხო­ე­ლებ­ზე ვამ­ბობ. თუკი ხელს არ უშ­ლით, მოს­წი­ონ და და­ლი­ონ. ჩემი აზ­რით, ეს მა­ინც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია.

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­ზე მინ­დო­და მე­კი­თხა - გწე­რენ და გი­რე­კა­ვენ გო­გო­ნე­ბი?

- ჩემი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერს არ ვა­რი­გებ, ასე რომ, არ მი­რე­კა­ვენ. მწე­რენ "ფე­ის­ბუქ­ზე". თუკი შევ­დი­ვარ, აუ­ცი­ლებ­ლად ვპა­სუ­ხობ ყვე­ლას, ვინც თა­მა­შე­ბის შემ­დეგ მი­ლო­ცავს ხოლ­მე. სა­ერ­თოდ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი არ ვარ და იშ­ვი­ა­თად შევ­დი­ვარ. ნერ­ვე­ბი მეშ­ლე­ბა, სულ იქ რომ არი­ან ხოლ­მე. მგო­ნია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უფრო კარ­გია, ვიდ­რე ვირ­ტუ­ა­ლუ­რი.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

- (თვა­ლე­ბი უციმ­ცი­მებს) არის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მიყ­ვარს, მაგ­რამ ამ თე­მა­ზე არ მინ­და ვრცლად ლა­პა­რა­კი. დრო რომ დად­გე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­გებთ. არ და­გი­მა­ლავთ.

- რო­გო­რი გო­გო­ნა მოგ­წონს?

- რო­გო­რიც მყავს, ისე­თი (იცი­ნის).

- რო­გორც სპორ­ტსმენს, გიც­ნობ­და?

- არა. შე­საძ­ლოა, მიც­ნობ­და კი­დეც, მაგ­რამ...

- რო­მან­ტი­კუ­ლი ხარ?

- ალ­ბათ, ოდ­ნავ (იცი­ნის), ნა­წი­ლობ­რივ, ხან­და­ხან... რო­მან­ტი­კა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. არ მი­ფიქ­რია, ჩემ­თვის რა არის რო­მან­ტი­კა.

- ალ­ბათ სი­ურპრი­ზი გა­გი­კე­თე­ბია, ჩა­მო­სულ­ხარ ისე, რომ არ სცოდ­ნია შენს შეყ­ვა­რე­ბულს.

- ჯერ ახა­ლი და­წყე­ბუ­ლია ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და ამი­ტომ მსგავ­სი სი­ურპრი­ზი არ ყო­ფი­ლა.

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი ცო­ლის მოყ­ვა­ნას ხომ არ გთხო­ვენ?

- არა, არას­დროს უთ­ქვამთ და არ და­ვუჩ­ქა­რე­ბი­ვარ. მათ აზრს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში მა­ინც მე უნდა გა­დავ­წყვი­ტო.

- სა­კუ­თა­რი თა­ვით ამა­ყობ?

- ამ­პარ­ტა­ვა­ნი არ ვარ და ღმერ­თმა და­მი­ფა­როს. არ მინ­და იმან შემ­ცვა­ლოს, რომ "ენ­ბი­ე­ი­ში" ვთა­მა­შობ და ზე­ვი­დან ვუ­ყუ­რო სხვებს. ზუს­ტად იგი­ვე მენ­ტა­ლი­ტე­ტი მაქვს, რაც აქამ­დე მქონ­და. ვის და რა­ტომ უნდა "ვე­მა­რი­ა­ჟო"? ვერ ვხვდე­ბი ამის აზრს. ვის უნდა შე­ვა­ხარ­ბო ჩემი წარ­მა­ტე­ბა? ადა­მი­ანს იმის მი­ხედ­ვით არ ვა­ფა­სებ, სად სწავ­ლობს, მუ­შა­ობს ან სად თა­მა­შობს. ამის გა­კონ­ტრო­ლე­ბის­თვის ძალ­და­ტა­ნე­ბა არ მჭირ­დე­ბა. თა­ვი­სით გა­მომ­დის ასე.

- მო­მა­ვალ­ზე გი­ფიქ­რია, წლე­ბის შემ­დეგ რო­გო­რი იქ­ნე­ბი?

- ამა­ზე არ მი­ფიქ­რია. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა. თა­ვა­დაც მა­ინ­ტე­რე­სებს. რა­ღა­ცე­ბი უნდა და­გეგ­მო, მაგ­რამ ღმერ­თის გა­რე­შე არა­ფე­რი არ ხდე­ბა. ალ­ბათ წლე­ბის შემ­დეგ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი და შვი­ლე­ბი მე­ყო­ლე­ბა.

- გენ­დო­მე­ბა, რომ შენი შვი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი იყოს?

- კი და შე­ვეც­დე­ბი, რომ სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა შე­ვაყ­ვა­რო. ხელს შე­ვუ­წყობ ამა­შიც და თუკი სხვა პრო­ფე­სი­ას აირ­ჩევს, სხვა რა­მე­შიც. გო­გო­ნა თუ იქ­ნე­ბა, ვფიქ­რობ, რომ სხვა პრო­ფე­სია უნდა აირ­ჩი­ოს.

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

თორნიკე შენგელია შეყვარებულია

თორნიკე შენგელია შეყვარებულია

20 წლის თორნიკე შენგელია, გარდა იმისა, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების აქტიური წევრია, თავისი კარიერის ახალ ეტაპზე გადავიდა - ის "ბრუკლინ ნეთსის" მოთამაშე გახდა. NBA-ში მის გადასვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ქართველ ქომაგებს შორის. თორნიკეს სახელს გასული თამაშების განმავლობაში გულშემატკივრებისგან ხშირად გაიგებდით. შენგელია განსაკუთრებულად გოგონა თაყვანისმცემლების ყურადღების ცენტრშია, თუმცა კალათბურთელმა გაგვიმხილა, რომ მისი გული უკვე დაკავებულია.

- სულ თავიდან დავიწყოთ, შე­ნი გატაცებიდან, როცა ცხოვრება კალათბურთს დაუკავშირე...

- კალათბურთის თამაში თბილისში არ დამიწყია. მამაჩემიც კალათბურთელი გახლდათ, უნგრეთში თამაშობდა. ორი თვე სწორედ იქ დავდიოდი სპორტის ამ სახეობაზე. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი ვარჯიშს სერიოზულად მოვკიდე ხელი. 15 წლამდე საქართველოში ვთამაშობდი. შემდეგ ვალენსიაში სინჯებზე გავემგზავრე. ბათუმში საკალათბურთო "კემპი" გაიმართა. გამარჯვებული ვალენსიაში უნდა გამგზავრებულიყო. ღმერთის წყალობით, ამ ბანაკში გავიმარჯვე და მე გავემგზავრე. სამი წელიწადი იქ დავრჩი.

- იქ ვარჯიში აქაურისგან რით განსხვავდებოდა?

- ძალიან დიდი განსხვავება იყო - პირველ რიგში, პირობების თვალსაზრისით. ძალიან კომფორტული საცხოვრებელი გვქონდა, ასევე მოქმედებდა დღის რეჟიმი, გვიმოწმებდნენ, რას ვჭამდით ყოველდღიურად, კვების რაციონსაც თავად ადგენდნენ. ვიყავით დიეტაზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ნაკლები უნდა გვეჭამა. უბრალოდ, ერთ დღეს, ვთქვათ, თევზი უნდა გეჭამა, მეორე დღეს ხორცი და ა.შ. არაფერს ვამბობ ვარჯიშის პირობებზე, დარბაზზე... იქ მივხვდი, რომ კალათბურთი ნამდვილად მაინტერესებდა და ჩემი პროფესია ეს უნდა ყოფილიყო.

შემდეგ გავემგზავრე ბელგიაში. წელს "ბრუკლინ ნეთსის" წევრი გავხდი.

- ამ წარმატების შესახებ დაწვ­რილებით მოგვიყევი.

- ეს კარგი ნაბიჯია არა მხოლოდ ქართველი კალათბურთელისთვის, არამედ ზოგადად, ამ სპორტის წარმომადგენლისთვის. ბავშვობიდან ჩემი ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ NBA-ში მეთამაშა. ამისთვის ვვარჯიშობდი ძალიან ბევრს. საერთოდ, თუკი თავიდანვე მიზანი არ გაქვს და არ ოცნებობ, წარმატებას ვერ მიაღწევ. თუკი არ იცი, რისთვის შრომობ, ამას რა აზრი აქვს. ძალიან ბევრი ვიშრომე... თუკი გინდა, ვინმეზე მაგარი და უკეთესი იყო, იმათზე მეტი უნდა ივარჯიშო.

- "ბრუკლინ ნეთსმა" თავად შეგარჩია?

- როდესაც ევროპაში თამაშობ, გაკვირდებიან. იმართება 18-წლამდელთა ევროპის ტურნირები. ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც გაკვირდებიან და გარჩევენ. ისე მოხდა, რომ იქ წავედი.

- ამაზე ასე გაწონას­წორებულად ლაპარაკობ?

- ახლა იმ ემოციებით ვეღარ გადმოვცემ. აზრზე ვერ მო­ვდიოდი სიხარულისგან. ზუსტი დღე კი არა, ისიც არ მახსოვს, შერჩევის დროს რა ხდებოდა. 60 მოთამაშეს შორის ვიყავი, რომლებსაც არჩევდნენ. კარგა ხანს ვიჯექი იქ, რადგან 54-ე ნომერი მქონდა. როცა მოახლოვდა ჩემი რიგი, ძალიან ვნერვიულობდი. როცა ჩემი სახელი გამოაცხადეს, ძალიან დიდი სიხარული განვიცადე.

- თორნიკე, გარდა იმისა, რომ დიდ გამოცდილებას მიიღებ, ალბათ ანაზღაურებაც კარგი იქნება.

- ვერ ვიტყვი, რომ ანაზღაურებაზე გართულება მაქვს, მაგრამ მაინტერესებს. საბოლოო ჯამში, რაც მეტ თანხას გიხდიან, იმას ნიშნავს, რომ მეტად ფასობ. ყველა ამისკენ მიიწევს და მათ შორის მეც, თუმცა სანამ რაღაც ეტაპამდე მიხვალ, შენთვის ანაზღაურებას არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. დამწყები როცა ხარ, ფულზე არ უნდა იფიქრო. როცა სპორტზე ხარ ორიენტირებული, მერე ფული თავისით მოდის.

ბავშვობაში რომ ვოცნებობდი "ენბიეიში" მოხვედრაზე, მაშინ ანაზღაურებაზე არ მიფიქრია, თუმცა თავისთავად ყველა მოთამაშე იქ მაღალანაზღაურებადია. მინდოდა, საქართველო მესახელებინა.

- შენმა ოჯახმა როგორ მიიღო?

- ძალიან ემოციურად. სხვათა შორის, დედაც კალათბურთელი გახლდათ. მამა ამერიკაში იყო, როცა ჩემი ამბავი გადაწყდა. ეს არა მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის იყო სასიხარულო, ქვეყნისთვისაც ძალიან კარგია.

- რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს...

- ეს მაისური რომ მაცვია, დიდი პასუხისმგებლობაა. ინდივიდუალური რაღაცები გვერდზე უნდა გადადო, როცა ქვეყნის ნაკრებში ხარ. ჩემი ბავშვობის მეორე ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაში იყო.

- ყველა ოცნება აგსრულებია.

- სხვებიც მაქვს (იღიმის).

- წლევანდელ ნაკრებთან დაკავშირებით, როცა შესარჩევი ციკლი იყო, ქებასთან ერთად მუდმივად ტრიალებდა კრიტიკული მოსაზრებებიც - ბიჭები ცალ-ცალკე კარგები არიან, მაგრამ თამაშის ბოლოს რაღაც ემართებათო.

- არ გვჭირდება სხვისი თქმა, თვითონაც ვიცით, რომ ბოლოს რაღაც გვემართებოდა. ეს კალათბურთია. ზოგჯერ ჩვენი მეტოქეები ისეთ ძნელ ბურთებს აგდებდნენ... ჩვენს ჯგუფში არ იყო ისეთი გუნდი, ორი თავით მაღლა რომ ვმდგარიყავით. ყველა მათგანი ძლიერი და გამოცდილი ნაკრები იყო. ჩვენი მოწინააღმდეგეები უნდა დავაფასოთ. უნდა გქონდეს შემართებაც, რომ შენ ძლიერი ხარ. ჩვენზე მეტად თამაშის მოგება არავის უნდა, მაგრამ ხდება ხოლმე ისეც, რომ წავაგებთ...

რასაკვირველია, ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინო, მაგრამ ხანდახან ისეთი რაღაცებიც იწერება, რომ შესაძლოა, უხეშად რომ ვთქვათ - "დაიგრუზო". ამიტომ ვცდილობ, ყველაფერი არ წავიკითხო. გარედან ბევრი რამ სხვანაირად ჩანს. იმასაც ვერ გაამტყუნებ, ვინც გაკრიტიკებს. ისინიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ძალით არ ვაგებთ (იღიმება).

არ ვიცი, რას დავაბრალო ის, რაც რამდენიმე თამაშში ბოლოს ხდებოდა. შესაძლოა, დაღლილობას ან იღბალს.

- მეორე მხრივ, ბევრი დადებითიც ისმის თქვენ მიმართ, რაც დიდი სტიმული იქნება თქვენთვის.

- რა თქმა უნდა. გულშემატკივრებისგან დიდ სითბოს ვგრძნობთ. მოწინააღმდეგე გუნდიც რომ ხედავს ამას, ესეც დიდი სტიმულია ჩვენთვის. ქომაგი დიდ როლს თამაშობს. არა მხოლოდ სახლში, გასვლით თამაშზეც ვიცით, რომ მთელი საქართველო გვგულშემატკივრობს.

- ამ შესარჩევ ციკლში რომელი თამაში იყო ყველაზე სუსტი?

- ალბათ ბოსნიას დავასახელებ. ჰოლანდიასთან და ბოსნიასთან წავაგეთ. ამ უკანასკნელთან ისეთი თამაში იყო, ან ერთი გუნდი მოიგებდა, ან მეორე.

- წაგების დროს როგორ განიტვირთები?

- ძალიან ბევრი ფიქრი ამაზე არ ღირს. წინ რომ თამაში გაქვს და შენ წარსულზე ფიქრობ, კარგად ვერ მოემზადები. იმ ღამეს ვფიქრობთ ხოლმე, რა შეცდომები დავუშვით და შემდეგ შეხვედრებზე მათ გამოსწორებას ვცდილობთ.

- ნაკრებში გამორჩეული მეგობარი გყავს?

- არა, ერთი ოჯახი ვართ, არა მხოლოდ მოთამაშეები, მწვრთნელები, ექიმები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძნელი იქნება ისეთი მოთამაშის გვერდით თამაში, რომელსაც მოედნის გარეთ არ ელაპარაკები. პირადად მე არ მქონია ცუდი ურთიერთობა, მაგრამ ჩემს გუნდში სხვა ორ მოთამაშეს ჰქონია დაძაბული დამოკიდებულება ერთმანეთთან და ეს შეხვედრაზე ასახულა.

- პოპულარობას გრძნობ თბილისში?

- ხანდახან მცნობენ. მოდიან ხოლმე, გვილოცავენ. რა თქმა უნდა, უცხო ადამიანი რომ მოდის და სიყვარულს გამოხატავს, ეს სიამოვნებას განიჭებს. დალოცვილად ვგრძნობ თავს. არ ხდება ხშირად, უცხო ადამიანს იმიტომ უყვარდე, შენს საქმეს რომ აკეთებ.

- სიმაღლის კომპლექსი არ გაქვს?

- ბავშვობიდან ძალიან მაღალი ვიყავი, მაგრამ არასდროს მქონია სიმაღლის კომპლექსი. ადრე თბილისში ცოტა ჭირდა ჩემი ზომის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყიდვა, რაც საზღვარგარეთ ვარ, აღარ მიჭირს.

- ჩაცმა გიყვარს?

- მიყვარს!.. იმიჯი საკმაოდ მნიშვნელოვანია. თან, როცა ხალხი გიყურებს და ყურადღებას გაქცევს. კარგი ბრენდის სამოსი უნდა მომეწონოს, რომ ვიყიდო. მაინცდამაინც ბრენდის გამო არ ამოვარჩევ ტანსაცმელს.

- კალათბურთის გარდა რით ხარ დაკავებული, როცა თავისუფალი დრო გაქვს?

- ნაკლებად მაქვს თავისუფალი დრო. ფრენების დროს, თავისუფალ საათებში მიყვარს წიგნის კითხვა. ბოლოს "ჯინსების თაობა" წავიკითხე. აქამდე არ მქონდა წაკითხული.

ძალიან დიდი სიამოვნებით ვინადირებდი და ვითევზავებდი, ამის დრო რომ მქონდეს. თავისუფალ დროს იმაში ვხარჯავ, რომ მეგობრები და ოჯახის წევრები მოვიკითხო, რომლებიც ძალიან მენატრებიან. იქაურ მეგობრებთან ერთად იშვიათად დავდივარ რესტორნებში. საერთოდ, ძალიან დატვირთული რეჟიმი გვაქვს. მეორე დღეს რომ ვარჯიში გაქვს, წინა დღეს კლუბში ვერ გაერთობი. ალკოჰოლი საერთოდ არ შეიძლება. არ მაქვს ალკოჰოლზე გართულება. არ ვსვამ. მგონია, რომ არც ერთ სპორტსმენს არ უყვარს. თუმცა ზოგიერთი დიდი მოთამაშე ეწევა და სვამს. უცხოელებზე ვამბობ. თუკი ხელს არ უშლით, მოსწიონ და დალიონ. ჩემი აზრით, ეს მაინც ინდივიდუალური საკითხია.

- თაყვანისმცემლებზე მინდოდა მეკითხა - გწერენ და გირეკავენ გოგონები?

- ჩემი ტელეფონის ნომერს არ ვარიგებ, ასე რომ, არ მირეკავენ. მწერენ "ფეისბუქზე". თუკი შევდივარ, აუცილებლად ვპასუხობ ყველას, ვინც თამაშების შემდეგ მილოცავს ხოლმე. საერთოდ, სოციალური ქსელების დიდი მოყვარული არ ვარ და იშვიათად შევდივარ. ნერვები მეშლება, სულ იქ რომ არიან ხოლმე. მგონია, ჩვეულებრივი ურთიერთობები უფრო კარგია, ვიდრე ვირტუალური.

- შეყვარებული ხარ?

- (თვალები უციმციმებს) არის გოგონა, რომელიც მიყვარს, მაგრამ ამ თემაზე არ მინდა ვრცლად ლაპარაკი. დრო რომ დადგება, აუცილებლად გაიგებთ. არ დაგიმალავთ.

- როგორი გოგონა მოგწონს?

- როგორიც მყავს, ისეთი (იცინის).

- როგორც სპორტსმენს, გიცნობდა?

- არა. შესაძლოა, მიცნობდა კიდეც, მაგრამ...

- რომანტიკული ხარ?

- ალბათ, ოდნავ (იცინის), ნაწილობრივ, ხანდახან... რომანტიკა ინდივიდუალურია. არ მიფიქრია, ჩემთვის რა არის რომანტიკა.

- ალბათ სიურპრიზი გაგიკეთებია, ჩამოსულხარ ისე, რომ არ სცოდნია შენს შეყვარებულს.

- ჯერ ახალი დაწყებულია ჩვენი ურთიერთობა და ამიტომ მსგავსი სიურპრიზი არ ყოფილა.

- ოჯახის წევრები ცოლის მოყვანას ხომ არ გთხოვენ?

- არა, არასდროს უთქვამთ და არ დავუჩქარებივარ. მათ აზრს გავითვალისწინებ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მე უნდა გადავწყვიტო.

- საკუთარი თავით ამაყობ?

- ამპარტავანი არ ვარ და ღმერთმა დამიფაროს. არ მინდა იმან შემცვალოს, რომ "ენბიეიში" ვთამაშობ და ზევიდან ვუყურო სხვებს. ზუსტად იგივე მენტალიტეტი მაქვს, რაც აქამდე მქონდა. ვის და რატომ უნდა "ვემარიაჟო"? ვერ ვხვდები ამის აზრს. ვის უნდა შევახარბო ჩემი წარმატება? ადამიანს იმის მიხედვით არ ვაფასებ, სად სწავლობს, მუშაობს ან სად თამაშობს. ამის გაკონტროლებისთვის ძალდატანება არ მჭირდება. თავისით გამომდის ასე.

- მომავალზე გიფიქრია, წლების შემდეგ როგორი იქნები?

- ამაზე არ მიფიქრია. ვნახოთ, რა იქნება. თავადაც მაინტერესებს. რაღაცები უნდა დაგეგმო, მაგრამ ღმერთის გარეშე არაფერი არ ხდება. ალბათ წლების შემდეგ დაოჯახებული ვიქნები და შვილები მეყოლება.

- გენდომება, რომ შენი შვილი კალათბურთელი იყოს?

- კი და შევეცდები, რომ სპორტის ეს სახეობა შევაყვარო. ხელს შევუწყობ ამაშიც და თუკი სხვა პროფესიას აირჩევს, სხვა რამეშიც. გოგონა თუ იქნება, ვფიქრობ, რომ სხვა პროფესია უნდა აირჩიოს.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"