სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიღაც" სააკაშვილს ღალატობს?!
"ვიღაც" სააკაშვილს ღალატობს?!

სტრა­ტე­გი­ის ანა-ბა­ნაა - რო­დე­საც შე­ტე­ვა­ზე გა­და­დი­ხარ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად უნდა გათ­ვა­ლო, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ისეთ კონ­ტრშე­ტე­ვას მი­ი­ღებ, რომ შე­საძ­ლოა, გა­ნად­გურ­დე. მთა­ვა­რი კი ის არის, რომ შე­ტე­ვის დრო უნდა შე­არ­ჩიო.

ფაქ­ტია, მმარ­თველ­მა გუნ­დმა შე­ტე­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ფე­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი აღ­შფო­თე­ბის ფონ­ზე, უდ­როო დროს და­ი­წყო, მაგ­რამ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ ჰქონ­დათ, - არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღეა დარ­ჩე­ნი­ლი. ამ შე­ტე­ვამ კი ის მო­ი­ტა­ნა, რომ ქვეყ­ნის შიგ­ნით, რბი­ლად რომ ვთქვათ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­სე­რი­ო­ზულ როლ­ში წარ­მო­ჩინ­და, პა­რა­ლე­ლუ­რად კი სა­გა­რეო სკან­და­ლიც მი­ვი­ღეთ.

"ოპე­რა­ცი­ის" ში­ნა­არ­სი მარ­ტი­ვია - რო­დე­საც 18 სექ­ტემ­ბრის ანუ სა­ზა­რე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ უკვე ალ­ბათ, აზრი და­კარ­გა 1000-ლა­რი­ან ვა­უ­ჩე­რებ­ზე, ლა­ზი­კებ­ზე და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გრან­დი­ო­ზულ გეგ­მებ­ზე სა­უ­ბარ­მა, უნდა გახ­სნა კი­დო­ბა­ნი და იქი­დან "ამო­იყ­ვა­ნო" "მხედ­რი­ო­ნი" და ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი. ამ ძვე­ლი მე­თო­დით (შე­ვარ­დნა­ძის სკო­ლა) უნდა "და­ზაფ­რო" მო­სახ­ლე­ო­ბა, რათა შენს შეც­დო­მებ­ზე და ზოგ­ჯერ და­ნა­შა­ულ­ზეც თვა­ლი და­ხუ­ჭოს.

ამ შე­ტე­ვის ფარ­გლებ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჯერ გა­მო­აქ­ვეყ­ნა საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი ჟან­დარ­მე­რი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც საფ­რან­გეთ­ში გოგა ხა­ინ­დრა­ვა­სა და ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურდ რეზო ლორ­თქი­ფა­ნი­ძის შეხ­ვედ­რას ასა­ხავს. მა­სა­ლას თან ერ­თვის (პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ას თუ ვენ­დო­ბით, რად­გან ტექ­სტის ორი­გი­ნა­ლის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის გა­და­ცე­მა­ზე უარს აცხა­დე­ბენ) პა­სა­ჟი იმის შე­სა­ხებ, თუ რა შე­უძ­ლი­ათ ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს: "მხედ­რი­ო­ნის" მსგავ­სი დაჯ­გუ­ფე­ბის შექ­მნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბა­ში ოპო­ზი­ცი­ის დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და ოპო­ზი­ცი­ის­თვის ია­რა­ღი მი­წო­დე­ბა. მა­სა­ლა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია - სა­ნაც­ვლოდ, ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს "ახა­ლი რე­ჟი­მის­გან" ძვე­ლი ზე­გავ­ლე­ნის დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა­თო.

მა­სა­ლა თა­ვის­თა­ვად სკან­და­ლუ­რია და იმე­დია, მი­ვი­ღებთ პა­სუხს, თუ რა წე­რია ორი­გი­ნალ ტექ­სტში და ეპი­ზო­დი ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­ზე რა არის - საფ­რან­გე­თის ჟან­დარ­მე­რი­ის დას­კვნა, მო­საზ­რე­ბა თუ ანო­ტა­ცია. ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რა მო­უ­ტა­ნა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" რე­ი­ტინგს მის­მა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ, თუმ­ცა ქვეყ­ნის პრეს­ტიჟ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა მი­ი­ღო. ჯერ საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო უწყე­ბამ, შემ­დეგ კი ამ ქვეყ­ნის ელჩმა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია არ უნდა გა­სა­ჯა­როვ­დეს და ოფი­ცი­ა­ლურ თბი­ლისს ყური აუ­წი­ეს.

ჟან­დარ­მე­რი­ის მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას შსს-სგან მოჰ­ყვა აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, რომ­ლებ­შიც ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი და კახი კა­ლა­ძე და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე ფი­გუ­რი­რე­ბენ. ეს მა­სა­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში უკვე დღის კუ­რი­ო­ზად იქცა.

მა­გა­ლი­თად, მა­სა­ლა­ში კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტად მო­ნათ­ლუ­ლი ლე­ვან რე­ვიშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კო­ორ­დი­ნა­ტო­რი აღ­მოჩ­ნდა. ქუ­თა­ი­სე­ლე­ბის ცნო­ბით, მარ­გი­ა­ნი, რომ­ლის რუ­სე­თის ცი­ხი­დან გა­მოშ­ვე­ბა­საც, შსს-ს მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე მოს­კოვ­ში მყოფ ვა­ლე­რი ხა­ბუ­რძა­ნი­ას სთხოვს, სა­პყრო­ბი­ლე­ში 20 წლის წინ იჯდა, ე.წ. ქურ­დი არ არის და ქუ­თა­ის­ში მშვი­დად ცხოვ­რობს. ასე­ვე, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ას თუ და­ვუ­ჯე­რებთ, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ნემ­სიწ­ვე­რი­ძე, რო­მელ­თან კავ­შირ­შიც კა­ლა­ძე არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, 2 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი და­აგ­ვირ­გვი­ნა შსს-ს გან­ცხა­დე­ბამ, რომ მა­სა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­სას "ტექ­ნი­კუ­რი" შეც­დო­მა და­უშ­ვეს და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტ ხი­ზა­ნიშ­ვილს გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა კი არა, ვი­ნემ გივი ბლი­ა­ძე ესა­უბ­რე­ბა.

მოკ­ლედ, ამ შე­ტე­ვამ ისე­თი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დით­ვის უმ­ჯო­ბე­სი იყო, ამ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ისევ ტოტო კუ­ტუ­ნიო ჩა­მო­ეყ­ვა­ნათ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა მოხ­და - ამ "ოპე­რა­ცი­ე­ბის" ტრა­დი­ცი­უ­ლი დამ­გეგ­მა­ვი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი "საქ­მეს" ჩა­მო­ა­შო­რეს თუ ძა­ლი­ან არის და­კა­ვე­ბუ­ლი კარ­ტო­ფი­ლი­სა და ყუ­რძნის მო­სა­ვალ­ზე ფიქ­რით და ბო­ლომ­დე ყვე­ლა­ფე­რი ვერ გათ­ვა­ლა?! ისე, საფ­რან­გე­თის ელჩი ჟან­დარ­მე­რი­ის მა­სა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბის შე­დეგ ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად სწო­რედ მე­რა­ბიშ­ვილს შეხ­ვდა და არა მთა­ვარ პრო­კუ­რორს ან შს მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს.

მარ­თლაც, სა­ინ­ტე­რე­სოა რა­შია საქ­მე. ამ ორი დღის ქრო­ნო­ლო­გი­ის შემ­ხედ­ვა­რე, ჩნდე­ბა ეჭვი, რომ ვი­ღა­ცამ სპე­ცი­ა­ლუ­რად და­გეგ­მა ასე "ოპე­რა­ცია", რათა კრა­ხით დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ძირი გა­მო­ე­თხა­რა. ვინ არის ეს "ვი­ღა­ცა"? ალ­ბათ, ის ვინც, საკ­მა­ოდ რე­ა­ლუ­რი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­ჟონ­ვას შე­უ­წყო ხელი.

გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ვიღაც" სააკაშვილს ღალატობს?!

"ვიღაც" სააკაშვილს ღალატობს?!

სტრატეგიის ანა-ბანაა - როდესაც შეტევაზე გადადიხარ, ყველაფერი კარგად უნდა გათვალო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ კონტრშეტევას მიიღებ, რომ შესაძლოა, განადგურდე. მთავარი კი ის არის, რომ შეტევის დრო უნდა შეარჩიო.

ფაქტია, მმართველმა გუნდმა შეტევა საზოგადოების ყველა ფენაში არსებული აღშფოთების ფონზე, უდროო დროს დაიწყო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, - არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ამ შეტევამ კი ის მოიტანა, რომ ქვეყნის შიგნით, რბილად რომ ვთქვათ, ხელისუფლება არასერიოზულ როლში წარმოჩინდა, პარალელურად კი საგარეო სკანდალიც მივიღეთ.

"ოპერაციის" შინაარსი მარტივია - როდესაც 18 სექტემბრის ანუ საზარელი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ უკვე ალბათ, აზრი დაკარგა 1000-ლარიან ვაუჩერებზე, ლაზიკებზე და სოფლის მეურნეობის გრანდიოზულ გეგმებზე საუბარმა, უნდა გახსნა კიდობანი და იქიდან "ამოიყვანო" "მხედრიონი" და ე.წ. კანონიერი ქურდები. ამ ძველი მეთოდით (შევარდნაძის სკოლა) უნდა "დაზაფრო" მოსახლეობა, რათა შენს შეცდომებზე და ზოგჯერ დანაშაულზეც თვალი დახუჭოს.

ამ შეტევის ფარგლებში პროკურატურამ ჯერ გამოაქვეყნა საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიიდან მიღებული მასალები, რომლებიც საფრანგეთში გოგა ხაინდრავასა და ე.წ. კანონიერ ქურდ რეზო ლორთქიფანიძის შეხვედრას ასახავს. მასალას თან ერთვის (პროკურატურის ვერსიას თუ ვენდობით, რადგან ტექსტის ორიგინალის ჟურნალისტებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებენ) პასაჟი იმის შესახებ, თუ რა შეუძლიათ ე.წ. კანონიერ ქურდებს: "მხედრიონის" მსგავსი დაჯგუფების შექმნა, ხელისუფლების დამხობაში ოპოზიციის დახმარების აღმოჩენა და ოპოზიციისთვის იარაღი მიწოდება. მასალაში მითითებულია - სანაცვლოდ, ე.წ. კანონიერ ქურდებს "ახალი რეჟიმისგან" ძველი ზეგავლენის დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემათო.

მასალა თავისთავად სკანდალურია და იმედია, მივიღებთ პასუხს, თუ რა წერია ორიგინალ ტექსტში და ეპიზოდი ე.წ. კანონიერ ქურდებზე რა არის - საფრანგეთის ჟანდარმერიის დასკვნა, მოსაზრება თუ ანოტაცია. ძნელი სათქმელია, რა მოუტანა "ნაციონალების" რეიტინგს მისმა გამოქვეყნებამ, თუმცა ქვეყნის პრესტიჟმა სერიოზული დარტყმა მიიღო. ჯერ საფრანგეთის საგარეო უწყებამ, შემდეგ კი ამ ქვეყნის ელჩმა განაცხადეს, რომ საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროვდეს და ოფიციალურ თბილისს ყური აუწიეს.

ჟანდარმერიის მასალის გამოქვეყნებას შსს-სგან მოჰყვა აუდიოჩანაწერების გავრცელება, რომლებშიც ე.წ. კანონიერი ქურდები და კახი კალაძე და გუბაზ სანიკიძე ფიგურირებენ. ეს მასალები რამდენიმე საათში უკვე დღის კურიოზად იქცა.

მაგალითად, მასალაში კრიმინალურ ავტორიტეტად მონათლული ლევან რევიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი აღმოჩნდა. ქუთაისელების ცნობით, მარგიანი, რომლის რუსეთის ციხიდან გამოშვებასაც, შსს-ს მასალის მიხედვით, გუბაზ სანიკიძე მოსკოვში მყოფ ვალერი ხაბურძანიას სთხოვს, საპყრობილეში 20 წლის წინ იჯდა, ე.წ. ქურდი არ არის და ქუთაისში მშვიდად ცხოვრობს. ასევე, სოციალურ მედიას თუ დავუჯერებთ, ე.წ. კანონიერი ქურდი ნემსიწვერიძე, რომელთან კავშირშიც კალაძე არის დასახელებული, 2 წლის წინ გარდაიცვალა. ეს ყველაფერი კი დააგვირგვინა შსს-ს განცხადებამ, რომ მასალების გავრცელებისას "ტექნიკური" შეცდომა დაუშვეს და აუდიოჩანაწერში კრიმინალურ ავტორიტეტ ხიზანიშვილს გიორგი უგულავა კი არა, ვინემ გივი ბლიაძე ესაუბრება.

მოკლედ, ამ შეტევამ ისეთი შედეგი მოიტანა, რომ მმართველი გუნდითვის უმჯობესი იყო, ამ ორი დღის განმავლობაში ისევ ტოტო კუტუნიო ჩამოეყვანათ. საინტერესოა, რა მოხდა - ამ "ოპერაციების" ტრადიციული დამგეგმავი ვანო მერაბიშვილი "საქმეს" ჩამოაშორეს თუ ძალიან არის დაკავებული კარტოფილისა და ყურძნის მოსავალზე ფიქრით და ბოლომდე ყველაფერი ვერ გათვალა?! ისე, საფრანგეთის ელჩი ჟანდარმერიის მასალების გასაჯაროვების შედეგ ახსნა-განმარტებების მისაღებად სწორედ მერაბიშვილს შეხვდა და არა მთავარ პროკურორს ან შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს.

მართლაც, საინტერესოა რაშია საქმე. ამ ორი დღის ქრონოლოგიის შემხედვარე, ჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცამ სპეციალურად დაგეგმა ასე "ოპერაცია", რათა კრახით დამთავრებულიყო და მიხეილ სააკაშვილისთვის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ძირი გამოეთხარა. ვინ არის ეს "ვიღაცა"? ალბათ, ის ვინც, საკმაოდ რეალური ვერსიის მიხედვით, ხელისუფლებიდან პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის გაჟონვას შეუწყო ხელი.

გიორგი კვიტაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა