პაპარაცებმა სკარლეტ იოჰანსონი პარიზში შენიშნეს. ამჯერად ვარსკვლავი საფრანგეთის დედაქალაქში მარტო სეირნობდა.
იოჰანსონის სეირნობის მიზეზი შოპინგი იყო. 27 წლის მსახიობმა რამდენიმე შენაძენი გააკეთა, ის პაპარაცებისგან დასამალად ყვავილების თაიგულს იყენებდა.
ვარსკვლავი, რომელსაც მრავალმილიონიანი ჰონორარი აქვს და წითელ ხალიჩაზე ხშირად ბრწყინავს, ერთი შეხედვით რთული ამოსაცნობი იყო ყოველდღიურ სამოსში.
სკარლეტი ბამბის პერანგში გამოეწყო, რომლის შიგნით ე.წ სპორტული მაისური ეცვა. ვარსკვლავმა უპირატესობა ჯინსის შარვალს მიანიჭა, სიცივისგან თავის დასაცავად კი ნაცრისფერი უფორმო პალტო ჰქონდა მოსხმული. ამ ჩაცმულობას ლეოპარდის პრინტიანი შარფი აგვირგვინებდა, რომელიც ერთ-ერთ პარიზულ ბუტიკში შეიძინა.
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.