მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭამეთ დღეში 9-ჯერ და გახდებით
ჭამეთ დღეში 9-ჯერ და გახდებით

იმის­თვის, რომ წო­ნა­ში და­ვიკ­ლოთ, დღე­ში ცხრა­ჯერ უნდა ვჭა­მოთ. ექ­სპე­რი­მენ­ტმა აჩ­ვე­ნა, რომ დღე­ში ცხრა­ჯერ მცი­რე ულუ­ფე­ბით ჭამა ქო­ლეს­ტე­რი­ნის შემ­ცი­რე­ბა­სა და წო­ნა­ში დაკ­ლე­ბას უწყობს ხელს.

ლონ­დო­ნის Imperial College-ს მეც­ნი­ე­რე­ბი 2 000 ადა­მი­ანს და­აკ­ვირ­დნენ. დი­ე­ტა­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი დღე­ში 6-ჯერ იღებ­და საკ­ვებს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი უფრო ხში­რად. ყვე­ლა მათ­გან­მა მთლი­ა­ნო­ბა­ში ერთი რა­ო­დე­ნო­ბის კა­ლო­რი­ე­ბი მი­ი­ღო. შე­დეგ­მა აჩ­ვე­ნა, რომ პირ­ველ ჯგუფს სის­ხლის მა­ღა­ლი წნე­ვა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ხოლო ისი­ნი, ვინც საკ­ვე­ბი პა­ტა­რა ულუ­ფე­ბად დაყ­ვეს და დღე­ში 9-ჯერ მი­ი­ღეს, უფრო მხნედ გრძნობ­დნენ თავს და შიმ­ში­ლის გრძნო­ბა არ აწუ­ხებ­დათ.

რო­გორც კვლე­ვა ადას­ტუ­რებს, სა­უზ­მე­ზე, სა­დილ­სა და ლანჩზე უა­რის თქმა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და­მან­გრევ­ლად მოქ­მე­დებს და ჭარ­ბი წო­ნის პრობ­ლე­მე­ბიც იჩენს თავს.

Imperial College-ს მეც­ნი­ე­რებ­მა მო­ნა­წი­ლე­ებს 300 კა­ლო­რი­ის­გან შემ­დგა­რი პრო­დუქ­ტე­ბი მი­ა­წო­დეს, რო­მე­ლიც ქათ­მის მცი­რე ულუ­ფის, ბრინ­ჯი­სა და ბოსტნე­უ­ლის­გან შედ­გე­ბო­და. მეც­ნი­ე­რე­ბის მტკი­ცე­ბით, აქ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტიც მოქ­მე­დებს - რო­დე­საც იცი, რომ კი­დევ შე­გიძ­ლია მი­ირ­თვა, ცო­ტას ჭამ, მაგ­რამ როცა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­გეგ­მა­ვად "შემ­თხვე­ვით" ისა­დი­ლებ, ტვი­ნი ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რო­დის მოვა შემ­დე­გი სა­დი­ლის დრო და ერ­თგვა­რი გა­დარ­ჩე­ნის მე­ქა­ნიზ­მი ირ­თვე­ბა, რო­მე­ლიც პი­როვ­ნე­ბას აი­ძუ­ლებს, მა­რა­გის სა­ხით ბევ­რი ჭა­მოს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

ჭამეთ დღეში 9-ჯერ და გახდებით

ჭამეთ დღეში 9-ჯერ და გახდებით

იმისთვის, რომ წონაში დავიკლოთ, დღეში ცხრაჯერ უნდა ვჭამოთ. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ დღეში ცხრაჯერ მცირე ულუფებით ჭამა ქოლესტერინის შემცირებასა და წონაში დაკლებას უწყობს ხელს.

ლონდონის Imperial College-ს მეცნიერები 2 000 ადამიანს დააკვირდნენ. დიეტაზე მყოფი ადამიანების ნაწილი დღეში 6-ჯერ იღებდა საკვებს, დანარჩენები კი უფრო ხშირად. ყველა მათგანმა მთლიანობაში ერთი რაოდენობის კალორიები მიიღო. შედეგმა აჩვენა, რომ პირველ ჯგუფს სისხლის მაღალი წნევა აღენიშნებოდა. ხოლო ისინი, ვინც საკვები პატარა ულუფებად დაყვეს და დღეში 9-ჯერ მიიღეს, უფრო მხნედ გრძნობდნენ თავს და შიმშილის გრძნობა არ აწუხებდათ.

როგორც კვლევა ადასტურებს, საუზმეზე, სადილსა და ლანჩზე უარის თქმა ადამიანის ჯანმრთელობაზე დამანგრევლად მოქმედებს და ჭარბი წონის პრობლემებიც იჩენს თავს.

Imperial College-ს მეცნიერებმა მონაწილეებს 300 კალორიისგან შემდგარი პროდუქტები მიაწოდეს, რომელიც ქათმის მცირე ულუფის, ბრინჯისა და ბოსტნეულისგან შედგებოდა. მეცნიერების მტკიცებით, აქ ფსიქოლოგიური მომენტიც მოქმედებს - როდესაც იცი, რომ კიდევ შეგიძლია მიირთვა, ცოტას ჭამ, მაგრამ როცა დღის განმავლობაში დაუგეგმავად "შემთხვევით" ისადილებ, ტვინი ვერ აცნობიერებს, როდის მოვა შემდეგი სადილის დრო და ერთგვარი გადარჩენის მექანიზმი ირთვება, რომელიც პიროვნებას აიძულებს, მარაგის სახით ბევრი ჭამოს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს