პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროტესტი ხუთლარიანებით
პროტესტი ხუთლარიანებით

ბოლო წლე­ბის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი პრო­ტეს­ტი 1989 წლის სის­ხლი­ა­ნი 9 აპ­რი­ლი იყო, ყვე­ლა­ზე შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი კი - ალ­ბათ, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 1990-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია, როცა ექიმ­მა გია აბე­სა­ძემ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე თავი და­იწ­ვა ერ­თმა­ნე­თი­სად­მი მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მი­საქ­ცე­ვად.

თით­ქმის მე­ო­თხე­დი სა­უ­კუ­ნეა, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი პრო­ტეს­ტის გამ­ზი­რად იქცა. თით­ქოს მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბი ბე­დის­წე­რად გვექ­ცა, ისე, რო­გორც ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის­კენ, დიქ­ტა­ტის­კენ მიდ­რე­კი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი.

ცი­ხის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბის გა­მო­ჩე­ნამ­დე, ვიდ­რე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ მხო­ლოდ ნერ­ვე­ბის ფა­რუ­ლი ომი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და პრო­ტეს­ტის უზარ­მა­ზა­რი ტალ­ღა აგორ­დე­ბო­და, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გაჩ­ნდა მო­წო­დე­ბა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­მართ პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის მიზ­ნით, ხუ­თ­ლა­რი­ა­ნებ­ზე გა­დაგ­ვე­ხა­ზა ციფ­რი ხუთი, გვერ­დით დაგ­ვე­წე­რა ნე­ბის­მი­ე­რი, სხვა, სა­სურ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი, იქვე - არ­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მის მე­თა­უ­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "შე­მამ­კო­ბე­ლი" ეპი­თე­ტი, თუნ­დაც ასე­თი: "სა­ა­კაშ­ვი­ლი ბა­ჭია" - და ეს "საპ­რო­ტეს­ტო ბანკნო­ტე­ბი" სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბით მი­მოქ­ცე­ვა­ში გაგ­ვეშ­ვა. ით­ქვა, რომ კუ­პი­უ­რე­ბის მა­სობ­რი­ვად გა­ფუ­ჭე­ბა-და­ზი­ა­ნე­ბა ისევ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს (ანუ ჩვენს ჯი­ბეს) და­ა­ზა­რა­ლებ­და. სა­ხელ­მწი­ფო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა (არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ნე­ბის­მი­ე­რი შე­დე­გის შემ­თხვე­ვა­ში) და­ბეჭ­დოს ახა­ლი კუ­პი­უ­რე­ბი, რაც იაფი ნამ­დვი­ლად არ არი­სო... პრო­ტეს­ტი ვა­ლუ­ტით ცოტა ხნის წინ პუ­ტინს გა­მო­უ­ცხა­დეს რუ­სებ­მა, რო­დე­საც რუბ­ლებ­ზე "ედინ­ნა­ია რო­სი­ას" სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი - ერ­თი­ა­ნი გა­და­ხა­ზეს.

"ლა­ბო­რა­ტო­რია 1918" ცო­ცხე­ბამ­დე

"პირ­ველ­კურ­სე­ლო, ვი­საც იმედს გი­ნერ­გა­ვენ და გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რე და ეს უკვე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, მო­ი­შო­რე იმე­დი და შე­ხე­დე რე­ა­ლო­ბას. შენ აუ­ტა­ნე­ლი ოთხი წელი გე­ლის წინ და არ და­ი­ძი­ნო - ეს შენი უნი­ვერ­სი­ტე­ტია!

ლექ­ტო­რო, ვის თვალ­წი­ნაც ამ­დე­ნი უსა­მარ­თლო­ბა ხდე­ბა და ხმის ამო­ღე­ბის გე­ში­ნია, იმი­ტომ, რომ სამ­სა­ხურს და­კარ­გავ, გე­ში­ნია იმი­ტომ, რომ სულ მარ­ტო ხარ. მე გე­ტყვი შენ - არ შე­გე­შინ­დეს. მე ვარ შენ­თან და მთე­ლი სტუ­დენ­ტო­ბა. და­დე­ქი სი­მარ­თლის მხა­რეს..." ეს ნა­წი­ლია სტუ­დენ­ტუ­რი მა­ნი­ფეს­ტი­სა, რო­მე­ლიც წინ უძღო­და 14 სექ­ტემ­ბერს სტუ­დენ­ტუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ლა­ბო­რა­ტო­რია 1918"-ის ორ­გა­ნი­ზე­ბულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან რომ და­ი­წყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­ტეს­ტან­ტებს სო­ლი­და­რო­ბა სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტებ­მაც გა­მო­უ­ცხა­დეს. ახალ­გაზ­რდე­ბი აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ლექ­ტო­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. რე­გენ­ტთა საბ­ჭოს წევ­რე­ბის ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­ნიშ­ვნას. საბ­ჭოს ყვე­ლა წევ­რი რო­მე­ლი­მე მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეა, რაც, სტუ­დენ­ტე­ბის აზ­რით, ხელს უშ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბას. სტუ­დენ­ტე­ბი აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ გა­ბე­რილ გა­და­სა­ხა­დებს, მო­უ­წეს­რი­გე­ბელ ბა­ზებს, და­სა­მა­რე­ბულ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებს - ყვე­ლა­ფერს, რაც არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბა. სტუ­დენ­ტებ­მა ერთი აქ­ცი­ის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა ვერ მო­ას­წრეს, რომ მე­ო­რე - ცო­ცხე­ბის ტრა­გე­დია გახ­და გა­საპ­რო­ტეს­ტე­ბე­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

პროტესტი ხუთლარიანებით

პროტესტი ხუთლარიანებით

ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური პროტესტი 1989 წლის სისხლიანი 9 აპრილი იყო, ყველაზე შემაძრწუნებელი კი - ალბათ, გასული საუკუნის 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი ტრაგედია, როცა ექიმმა გია აბესაძემ რუსთაველის გამზირზე თავი დაიწვა ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ქართველების ყურადღების მისაქცევად.

თითქმის მეოთხედი საუკუნეა, რუსთაველის გამზირი პროტესტის გამზირად იქცა. თითქოს მანიფესტაციები ბედისწერად გვექცა, ისე, როგორც ავტორიტარიზმისკენ, დიქტატისკენ მიდრეკილი ხელისუფლებები.

ციხის გახმაურებული ვიდეოკადრების გამოჩენამდე, ვიდრე წინასაარჩევნოდ მხოლოდ ნერვების ფარული ომი მიმდინარეობდა და პროტესტის უზარმაზარი ტალღა აგორდებოდა, სოციალურ ქსელებში გაჩნდა მოწოდება, "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ პროტესტის გამოხატვის მიზნით, ხუთლარიანებზე გადაგვეხაზა ციფრი ხუთი, გვერდით დაგვეწერა ნებისმიერი, სხვა, სასურველი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო ნომერი, იქვე - არსებული რეჟიმის მეთაურის მიხეილ სააკაშვილის "შემამკობელი" ეპითეტი, თუნდაც ასეთი: "სააკაშვილი ბაჭია" - და ეს "საპროტესტო ბანკნოტები" სწრაფი გადახდის აპარატებით მიმოქცევაში გაგვეშვა. ითქვა, რომ კუპიურების მასობრივად გაფუჭება-დაზიანება ისევ სახელმწიფო ბიუჯეტს (ანუ ჩვენს ჯიბეს) დააზარალებდა. სახელმწიფო იძულებული გახდება (არჩევნების შემდეგ, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში) დაბეჭდოს ახალი კუპიურები, რაც იაფი ნამდვილად არ არისო... პროტესტი ვალუტით ცოტა ხნის წინ პუტინს გამოუცხადეს რუსებმა, როდესაც რუბლებზე "ედინნაია როსიას" საარჩევნო ნომერი - ერთიანი გადახაზეს.

"ლაბორატორია 1918" ცოცხებამდე

"პირველკურსელო, ვისაც იმედს გინერგავენ და გეუბნებიან, რომ ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩააბარე და ეს უკვე დიდი ბედნიერებაა, მოიშორე იმედი და შეხედე რეალობას. შენ აუტანელი ოთხი წელი გელის წინ და არ დაიძინო - ეს შენი უნივერსიტეტია!

ლექტორო, ვის თვალწინაც ამდენი უსამართლობა ხდება და ხმის ამოღების გეშინია, იმიტომ, რომ სამსახურს დაკარგავ, გეშინია იმიტომ, რომ სულ მარტო ხარ. მე გეტყვი შენ - არ შეგეშინდეს. მე ვარ შენთან და მთელი სტუდენტობა. დადექი სიმართლის მხარეს..." ეს ნაწილია სტუდენტური მანიფესტისა, რომელიც წინ უძღოდა 14 სექტემბერს სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ის ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან რომ დაიწყო. მოგვიანებით პროტესტანტებს სოლიდარობა სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმაც გამოუცხადეს. ახალგაზრდები აპროტესტებდნენ უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით ლექტორების გათავისუფლებას. რეგენტთა საბჭოს წევრების ასევე პოლიტიკური ნიშნით დანიშვნას. საბჭოს ყველა წევრი რომელიმე მინისტრის მოადგილეა, რაც, სტუდენტების აზრით, ხელს უშლის უნივერსიტეტის ავტონომიურობას. სტუდენტები აპროტესტებდნენ გაბერილ გადასახადებს, მოუწესრიგებელ ბაზებს, დასამარებულ სამეცნიერო კვლევებს - ყველაფერს, რაც არასრულფასოვანი განათლების საფუძველი ხდება. სტუდენტებმა ერთი აქციის ბოლომდე მიყვანა ვერ მოასწრეს, რომ მეორე - ცოცხების ტრაგედია გახდა გასაპროტესტებელი.

იხილეთ ვრცლად

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"