მსოფლიო
მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სირცხვილი ვის - "ციყვს" თუ "დივას"?!
სირცხვილი ვის - "ციყვს" თუ "დივას"?!

მომ­ღე­რალ­მა სოფო ნი­ჟა­რა­ძემ ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ფი­ლარ­მო­ნი­ის წინ შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ჯერ კი­დევ მა­შინ შე­იკ­რიბ­ნენ, როცა ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში მი­უ­ზიკ­ლი "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი" იმარ­თე­ბო­და. წარ­მოდ­გე­ნას ეს­წრე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტმა ფი­ლარ­მო­ნია მი­უ­ზიკ­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე და­ტო­ვა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შე­ე­ცად­ნენ პრე­ზი­დენ­ტის ეს­კორ­ტის­თვის გზა გა­და­ე­კე­ტათ, თუმ­ცა ეს­კორ­ტმა გავ­ლა მა­ინც შეძ­ლო. მალე მი­უ­ზიკ­ლიც დას­რულ­და და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნით მომ­ღე­რალ­მა სოფო ნი­ჟა­რა­ძემ ამა­ყად ჩა­ი­ა­რა, ფან­ჯრი­დან თავი გა­მო­ყო და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის "რუს­თა­ვი 2"-ის ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელს, ამ­ჯე­რად ბე­რას ტე­ლე­ვი­ზი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს და­ვით გო­გიშ­ვილს ("ციყ­ვი") მი­ა­ძა­ხა: "ციყ­ვი, არ გრცხვე­ნია?"!". ნი­ჟა­რა­ძის ამ ფრა­ზამ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­შინ­ლად გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და მომ­ღე­რა­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბით: "არ გრცხვე­ნია, შე ნა­ძი­რა­ლა?!" გა­ა­ცი­ლეს.

რას გუ­ლის­ხმობ­და სოფო ნი­ჟა­რა­ძე ფრა­ზა­ში: "ციყ­ვი, არ გრცხვე­ნია?"!", ამის გა­სარ­კვე­ვად მომ­ღე­რალ­თან გა­სა­უბ­რე­ბა ვცა­დეთ, თუმ­ცა ამა­ოდ - ჩვენს ზა­რებს არ უპა­სუ­ხა. ამი­ტო­მაც და­ვით გო­გიშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით.

- სო­ფომ თა­ვი­სი "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დზე და­წე­რა, თით­ქოს ამ ფრა­ზით უგუ­ლის­ხმია, რა­ტომ და­მი­ვი­წყე, რა­ტომ არ მე­სალ­მე­ბიო... ხალ­ხმა კი რაც გა­ი­გო­ნა, იმან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. შე­საძ­ლოა მარ­თლა იმას გუ­ლის­ხმობ­და, რა­საც "ფე­ის­ბუკ­ზე" წერს, ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო მისი იქ, გამ­წა­რე­ბულ ხალ­ხში გა­მო­ჩე­ნა, სა­ნამ აზ­რზე მო­ვი­დო­დი, ვერ მო­ვას­წა­რი მო­კი­თხვა, რომ მო­მა­ძა­ხა, არ გრცხვე­ნი­აო?.. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ისე გა­ი­გეს, რომ ეს ფრა­ზა მათი მი­სა­მარ­თი­თაც იყო ნათ­ქვა­მი. სო­ფოს გა­ცხა­რე­ბუ­ლი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი სახე ნამ­დვი­ლად არ ჰქო­ნია, ოდ­ნავ იღი­მო­და კი­დეც...

- მე­გობ­რე­ბი ხართ, ურე­კავთ ერ­თმა­ნეთს?

- არა, ასე ახ­ლოს არ ვართ ერ­თმა­ნეთ­თან. ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით პრო­ექტ "ნი­ჭი­ერ­ზე", სა­დაც ძა­ლი­ან თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და.

- გი­ლა­პა­რა­კი­ათ ოდეს­მე პო­ლი­ტი­კა­ზე?

- არა­სო­დეს. ჩემი საქ­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ქვე­ტექ­სტის შემ­ცვე­ლი ხუმ­რო­ბაა. ერთხელ "ნი­ჭი­ე­რის" ჩა­წე­რის დროს სო­ფომ მთხო­ვა, პო­ლი­ტი­კუ­რი პა­რო­დი­ე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვეო...

იხი­ლეთ ვრცლად

სირცხვილი ვის - "ციყვს" თუ "დივას"?!

სირცხვილი ვის - "ციყვს" თუ "დივას"?!

მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ ფილარმონიის წინ შეკრებილი ხალხი გააღიზიანა. მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე ჯერ კიდევ მაშინ შეიკრიბნენ, როცა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მიუზიკლი "ვერის უბნის მელოდიები" იმართებოდა. წარმოდგენას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ფილარმონია მიუზიკლის დამთავრებამდე დატოვა. აქციის მონაწილეები შეეცადნენ პრეზიდენტის ესკორტისთვის გზა გადაეკეტათ, თუმცა ესკორტმა გავლა მაინც შეძლო. მალე მიუზიკლიც დასრულდა და საპროტესტო აქციის მონაწილეებთან საკუთარი ავტომანქანით მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ ამაყად ჩაიარა, ფანჯრიდან თავი გამოყო და აქციის მონაწილეთა შორის "რუსთავი 2"-ის ყოფილ თანამშრომელს, ამჯერად ბერას ტელევიზიის წარმომადგენელს დავით გოგიშვილს ("ციყვი") მიაძახა: "ციყვი, არ გრცხვენია?"!". ნიჟარაძის ამ ფრაზამ აქციის მონაწილეები საშინლად გააღიზიანა და მომღერალი შეძახილებით: "არ გრცხვენია, შე ნაძირალა?!" გააცილეს.

რას გულისხმობდა სოფო ნიჟარაძე ფრაზაში: "ციყვი, არ გრცხვენია?"!", ამის გასარკვევად მომღერალთან გასაუბრება ვცადეთ, თუმცა ამაოდ - ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ამიტომაც დავით გოგიშვილს დავუკავშირდით.

- სოფომ თავისი "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა, თითქოს ამ ფრაზით უგულისხმია, რატომ დამივიწყე, რატომ არ მესალმებიო... ხალხმა კი რაც გაიგონა, იმან გააღიზიანა. შესაძლოა მართლა იმას გულისხმობდა, რასაც "ფეისბუკზე" წერს, ვერაფერს ვიტყვი. მოულოდნელი იყო მისი იქ, გამწარებულ ხალხში გამოჩენა, სანამ აზრზე მოვიდოდი, ვერ მოვასწარი მოკითხვა, რომ მომაძახა, არ გრცხვენიაო?.. აქციის მონაწილეებმა ისე გაიგეს, რომ ეს ფრაზა მათი მისამართითაც იყო ნათქვამი. სოფოს გაცხარებული და გაბრაზებული სახე ნამდვილად არ ჰქონია, ოდნავ იღიმოდა კიდეც...

- მეგობრები ხართ, ურეკავთ ერთმანეთს?

- არა, ასე ახლოს არ ვართ ერთმანეთთან. ერთად ვმუშაობდით პროექტ "ნიჭიერზე", სადაც ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა.

- გილაპარაკიათ ოდესმე პოლიტიკაზე?

- არასოდეს. ჩემი საქმე პოლიტიკური ქვეტექსტის შემცველი ხუმრობაა. ერთხელ "ნიჭიერის" ჩაწერის დროს სოფომ მთხოვა, პოლიტიკური პაროდიებისგან თავი შეიკავეო...

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება