მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის ხდება უმართავი ბაჩო ქაჯაია
როდის ხდება უმართავი ბაჩო ქაჯაია

მისი შვე­ბუ­ლე­ბის დღე­ე­ბი დას­რულ­და. ამ­ბობს, რომ კარ­გად და­ის­ვე­ნა და საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბას ენერ­გი­უ­ლად შე­უდ­გა. საქ­მე კი მარ­თლაც, ბევ­რი აქვს - "შუა ქა­ლა­ქის" გა­და­ღე­ბე­ბი, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი თე­ატ­რში... მოკ­ლედ, შეხ­ვედ­რის­თვის დრო მა­ინც გა­მო­ნა­ხა. "და­უს­რუ­ლე­ბელ წი­ნა­და­დე­ბებს" ამ­ჯე­რად მსა­ხი­ო­ბი ბაჩო ქა­ჯა­ია და­ას­რუ­ლებს. რას გა­ნიც­დის ყვე­ლა­ზე მე­ტად, რაზე საყ­ვე­დუ­რო­ბენ მე­გობ­რე­ბი, რა ვერ ის­წავ­ლა დღემ­დე და რო­დის დგე­ბა კარგ ხა­სი­ათ­ზე? - ამას ჩვე­ნი დი­ა­ლო­გი­დან შე­ი­ტყობთ.

- სა­ხე­ლი და გვა­რი...

- ამი­რან ქა­ჯა­ია. გა­გიკ­ვირ­და? ამ სა­ხელს არა­ვინ მე­ძა­ხის. მხო­ლოდ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა­ში მი­წე­რია. ბევ­რმა არ იცის, რომ ამი­რა­ნი მქვია.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- 1986 წლის 3 თე­ბერ­ვა­ლი.

- ჩემ­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია...

- ...იმ გა­რე­მომ, რო­მელ­შიც გა­ვი­ზარ­დე. ბავ­შვო­ბა­ში "ბე­რი­კებ­ში" დავ­დი­ო­დი. არც ერთ ასაკ­ში არა­ვის გავ­ლე­ნას არ გან­ვიც­დი­დი. მშობ­ლებ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბას მი­მაჩ­ვი­ეს. ჩემს არ­ჩე­ვან­ში არას­დროს ჩა­რე­უ­ლან. ვინ­მეს რომ ეთ­ქვა, - სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე არ ჩა­ა­ბა­როო, მა­ინც ვერ გა­და­მა­ფიქ­რე­ბი­ნებ­დნენ... სტუ­დი­ა­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გი - ცი­ცი­ნო კო­ბი­აშ­ვი­ლი მყავ­და, რო­მე­ლიც მერე "შუა ქა­ლაქ­ში" ჩემი "დედა" გახ­და.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...მყავს 2 გო­გო­ნა, მე­უღ­ლე და თბი­ლი ოჯა­ხი მაქვს.

- როცა მარ­ტო ვარ...

- ...მარ­ტო არა­სო­დეს ვარ. გან­მარ­ტო­ე­ბა არც მა­შინ მიყ­ვარს, როცა ვიღ­ლე­ბი. ასეთ დროს მირ­ჩევ­ნია, უბ­რა­ლოდ, და­ვი­ძი­ნო.

- ძი­ლის წინ ყო­ველ­თვის...

- ...მო­მა­ვალ დღეს ვგეგ­მავ.

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...ვი­ტყუ­ე­ბი. კარ­გი მა­ტყუ­ა­რა ვერ ვარ. ამი­ტომ ვცდი­ლობ, ტყუ­ი­ლი სა­ერ­თოდ არ ვთქვა. ჩემი მო­ტყუ­ე­ბა იოლი თუა? - გა­აჩ­ნია, მა­ტყუ­ა­რა რამ­დე­ნად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია.

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან ჩემი გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სა­ჭის მარ­თვის დროს უკან მომ­ყვე­ბა და მი­სიგ­ნა­ლებს. ვი­ღა­ცამ გუ­ში­ნაც გა­მაბ­რა­ზა. ამ დროს უმარ­თა­ვი ვხდე­ბი. ისიც უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნის მი­სა­მარ­თით უწ­მა­წურ სი­ტყვებ­საც არ ვი­შუ­რებ. ამის გამო კონ­ფლიქ­ტიც მქო­ნია.

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი....

- ...სპორ­ტსმე­ნი. ძა­ლი­ან არას­პორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. ვვარ­ჯი­შობ მა­შინ, როცა წო­ნის დაკ­ლე­ბა მინ­და. თე­ატ­რა­ლურ­ში რომ ვა­ბა­რებ­დი, ერთ თვე­ში 11 კილო და­ვი­კე­ლი; მერე რო­ლის­თვის დამ­ჭირ­და და ამა­ვე დრო­ში 16 კილო და­ვი­კე­ლი.

- მე­ზა­რე­ბა...

- ...დღეს დი­ლით ძა­ლი­ან და­მე­ზა­რა მწყრის გა­პუტ­ვა. თა­ვად არ მი­ნა­დი­რია, სხვამ მომ­ცა. არა­და, ნა­დი­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. წელს ზა­ფხულს რა­ჭა­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ შა­ორ­ზე ბევ­რი ვე­რა­ფე­რი და­ვი­ჭი­რე. მერე რამ­დე­ნი­მე დღე ხა­შურ­ში, ბე­ბი­ას­თან და ბა­ბუ­ას­თან დავ­რჩი. ბა­ბუა ძვე­ლი მო­თევ­ზა­ვე და მო­ნა­დი­რეა. მას­თან ერ­თად თევ­ზა­ო­ბა მიყ­ვარს.

- მა­ღი­ზი­ა­ნებს...

- ...სნო­ბიზ­მით შე­პყრო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ვცდი­ლობ, მათ­თან ნაკ­ლე­ბად ვი­ურ­თი­ერ­თო. მგო­ნია, რომ ში­ნა­გა­ნად სუ­ლაც არ არი­ან ასე­თე­ბი. უბ­რა­ლოდ, თა­მა­შო­ბენ და ეს თა­მა­ში ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს.

- ძა­ლი­ან მინ­და...

- ...ბორ­ბლე­ბი­ა­ნი სახ­ლი მქონ­დეს. მან­ქა­ნას ჩა­ვუ­ბამ­დი და ბევ­რს ვი­მოგ­ზა­უ­რებ­დი. თან, სულ სახ­ლში ვიქ­ნე­ბო­დი (იცი­ნის).

ბაჩო ქა­ჯა­ია- არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...დღე­ე­ბი, რო­დე­საც ჩემი შვი­ლე­ბი გაჩ­ნდნენ. მშო­ბი­ა­რო­ბას ვეს­წრე­ბო­დი. ეს მე­უღ­ლეს არ უთხო­ვია, სამ­შო­ბი­ა­რო ბლოკ­ში სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით შე­ვე­დი. აბა, რა მექ­ნა, როცა გა­რეთ ყოფ­ნა უფრო მი­ჭირ­და?! ერთი უც­ნა­უ­რი თვი­სე­ბა მაქვს: როცა ვერ ვხე­დავ, კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რა ხდე­ბა, ყო­ველ­თვის ცუდს ვფიქ­რობ და ათას სი­სუ­ლე­ლეს წარ­მო­ვიდ­გენ.

- დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია...

- ...თუ და­სათ­მო­ბია, დავ­თმობ. უაზ­რო სი­ჯი­უ­ტე არ მა­ხა­სი­ა­თებს, მაგ­რამ დათ­მო­ბა­ზე წას­ვლით არ უნდა დავ­ზა­რალ­დე.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...არც ვიცი, სად მინ­და ვიყო. რო­მე­ლი­მე ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი კუ­რორ­ტი ვთქვა? არა! დას­ვე­ნე­ბით საკ­მა­ოდ კარ­გად და­ვის­ვე­ნე, ახლა მუ­შა­ო­ბა მირ­ჩევ­ნია.

- ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...მა­თე­მა­ტი­კა. ამი­ტომ ამ სა­გან­ში შე­სა­ბა­მი­სი ნი­შა­ნი მე­წე­რა. "შე­სა­ბა­მი­სი" რამ­დე­ნია, იცი? - ბევ­რი თხოვ­ნი­თა და ხათ­რით და­წე­რი­ლი სა­მი­ა­ნი.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს...

- ...გან­ვიც­დი, ვა­ღი­ა­რებ და ვცდი­ლობ, აღარ გა­ვი­მე­ო­რო.

- ცრუ­მორ­წმუ­ნე...

- ...არ ვარ. არც ია­ტაკ­ზე დაგ­დე­ბულ "როლს" ვაჯ­დე­ბი, რო­გორც ამას ჩემი კო­ლე­გე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა აკე­თებს.

- ჩემი მო­მა­ვა­ლი...

- ...ნა­თელ ფე­რებ­ში წარ­მო­მიდ­გე­ნია.

- ბო­ლოს მე­სიზ­მრა...

- ...ვერ ვიხ­სე­ნებ.

- არა­ვის­თან ვსა­უბ­რობ...

- ...პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე. ოჯა­ხუ­რი ამ­ბე­ბის სა­ჯა­როდ გან­ხილ­ვა რა სა­ჭი­როა?

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...იმ­დე­ნად ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი რამ არის, რომ ამის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა ძა­ლი­ან ძნე­ლია.

- ვოც­ნე­ბობ...

- ...მშვი­დო­ბა იყოს ჩვენს ქვე­ყა­ნა­სა და მსოფ­ლი­ო­ში.

- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტე...

- ...ზე­სიფრ­თხი­ლეა.

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნოს...

- ...სა­მუ­შაო პრო­ცეს­მა. ყვე­ლა­ზე კარგ ხა­სი­ათ­ზე მა­შინ ვარ, როცა რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, გა­და­ღე­ბა­ზე ვარ ან სპექ­ტაკლს ვთა­მა­შობ. ამ დროს თით­ქმის ყვე­ლა პრობ­ლე­მა მა­ვი­წყდე­ბა და თა­ვი­დან ბო­ლომ­დე საქ­მე­ში ვეფ­ლო­ბი.

- ცხოვ­რე­ბა­ში რის­კზე...

- ...იშ­ვი­ა­თად მივ­დი­ვარ. ყო­ველ­თვის ვა­ა­ნა­ლი­ზებ, კონ­კრე­ტულ რის­კი­ან ნა­ბიჯს რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს და თავს ვი­კა­ვებ.

- როცა სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ...

- ...მინ­და, ეს სა­ქე­ბა­რი სი­ტყვე­ბი მალე და­ამ­თავ­რონ. მაგ­რამ გუ­ლის სიღ­რმე­ში მი­ხა­რია თუ არა? - ალ­ბათ, მი­ხა­რია. ბო­ლოს და ბო­ლოს, მა­ქე­ბენ, ხომ არ მა­გი­ნე­ბენ?!

- მე­ში­ნია...

- ...ვირ­თხის. გა­გიკ­ვირ­და? წრუ­წუ­ნა ხომ არ მით­ქვამს?

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ...მე­გობ­რე­ბი. ხში­რად მი­მე­ო­რე­ბენ: გე­ლა­პა­რა­კე­ბით და არ გვის­მე­ნო. არა­და, თი­თო­ე­ულს ვუს­მენ, მაგ­რამ პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა თუ ლა­პა­რა­კობს, იმა­საც ვუს­მენ.

- ვე­რა­ვინ მა­ი­ძუ­ლებს...

- ...იმის გა­კე­თე­ბას, რისი სურ­ვი­ლიც თა­ვად არ მაქვს.

- არ მრცხვე­ნია...

- ...დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბის.

- ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან გან­ვიც­დი...

- ...უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით, რომ...

- ...ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

როდის ხდება უმართავი ბაჩო ქაჯაია

როდის ხდება უმართავი ბაჩო ქაჯაია

მისი შვებულების დღეები დასრულდა. ამბობს, რომ კარგად დაისვენა და საყვარელი საქმის კეთებას ენერგიულად შეუდგა. საქმე კი მართლაც, ბევრი აქვს - "შუა ქალაქის" გადაღებები, რეპეტიციები თეატრში... მოკლედ, შეხვედრისთვის დრო მაინც გამონახა. "დაუსრულებელ წინადადებებს" ამჯერად მსახიობი ბაჩო ქაჯაია დაასრულებს. რას განიცდის ყველაზე მეტად, რაზე საყვედურობენ მეგობრები, რა ვერ ისწავლა დღემდე და როდის დგება კარგ ხასიათზე? - ამას ჩვენი დიალოგიდან შეიტყობთ.

- სახელი და გვარი...

- ამირან ქაჯაია. გაგიკვირდა? ამ სახელს არავინ მეძახის. მხოლოდ პირადობის მოწმობაში მიწერია. ბევრმა არ იცის, რომ ამირანი მქვია.

- დაბადების თარიღი...

- 1986 წლის 3 თებერვალი.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...იმ გარემომ, რომელშიც გავიზარდე. ბავშვობაში "ბერიკებში" დავდიოდი. არც ერთ ასაკში არავის გავლენას არ განვიცდიდი. მშობლებმა თავისუფლებას მიმაჩვიეს. ჩემს არჩევანში არასდროს ჩარეულან. ვინმეს რომ ეთქვა, - სამსახიობოზე არ ჩააბაროო, მაინც ვერ გადამაფიქრებინებდნენ... სტუდიაში არაჩვეულებრივი პედაგოგი - ციცინო კობიაშვილი მყავდა, რომელიც მერე "შუა ქალაქში" ჩემი "დედა" გახდა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს 2 გოგონა, მეუღლე და თბილი ოჯახი მაქვს.

- როცა მარტო ვარ...

- ...მარტო არასოდეს ვარ. განმარტოება არც მაშინ მიყვარს, როცა ვიღლები. ასეთ დროს მირჩევნია, უბრალოდ, დავიძინო.

- ძილის წინ ყოველთვის...

- ...მომავალ დღეს ვგეგმავ.

- ვიბნევი, როცა...

- ...ვიტყუები. კარგი მატყუარა ვერ ვარ. ამიტომ ვცდილობ, ტყუილი საერთოდ არ ვთქვა. ჩემი მოტყუება იოლი თუა? - გააჩნია, მატყუარა რამდენად პროფესიონალია.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ადამიანს, რომელიც საჭის მართვის დროს უკან მომყვება და მისიგნალებს. ვიღაცამ გუშინაც გამაბრაზა. ამ დროს უმართავი ვხდები. ისიც უნდა ვაღიარო, რომ ასეთი ადამიანის მისამართით უწმაწურ სიტყვებსაც არ ვიშურებ. ამის გამო კონფლიქტიც მქონია.

- მე ვარ შეუმდგარი....

- ...სპორტსმენი. ძალიან არასპორტული ადამიანი ვარ. ვვარჯიშობ მაშინ, როცა წონის დაკლება მინდა. თეატრალურში რომ ვაბარებდი, ერთ თვეში 11 კილო დავიკელი; მერე როლისთვის დამჭირდა და ამავე დროში 16 კილო დავიკელი.

- მეზარება...

- ...დღეს დილით ძალიან დამეზარა მწყრის გაპუტვა. თავად არ მინადირია, სხვამ მომცა. არადა, ნადირობა ძალიან მიყვარს. წელს ზაფხულს რაჭაში ვიყავი, მაგრამ შაორზე ბევრი ვერაფერი დავიჭირე. მერე რამდენიმე დღე ხაშურში, ბებიასთან და ბაბუასთან დავრჩი. ბაბუა ძველი მოთევზავე და მონადირეა. მასთან ერთად თევზაობა მიყვარს.

- მაღიზიანებს...

- ...სნობიზმით შეპყრობილი ადამიანები. ვცდილობ, მათთან ნაკლებად ვიურთიერთო. მგონია, რომ შინაგანად სულაც არ არიან ასეთები. უბრალოდ, თამაშობენ და ეს თამაში ძალიან მაღიზიანებს.

- ძალიან მინდა...

- ...ბორბლებიანი სახლი მქონდეს. მანქანას ჩავუბამდი და ბევრს ვიმოგზაურებდი. თან, სულ სახლში ვიქნებოდი (იცინის).

ბაჩო ქაჯაია- არასდროს დამავიწყდება...

- ...დღეები, როდესაც ჩემი შვილები გაჩნდნენ. მშობიარობას ვესწრებოდი. ეს მეუღლეს არ უთხოვია, სამშობიარო ბლოკში საკუთარი სურვილით შევედი. აბა, რა მექნა, როცა გარეთ ყოფნა უფრო მიჭირდა?! ერთი უცნაური თვისება მაქვს: როცა ვერ ვხედავ, კონკრეტულ სიტუაციაში რა ხდება, ყოველთვის ცუდს ვფიქრობ და ათას სისულელეს წარმოვიდგენ.

- დათმობა შემიძლია...

- ...თუ დასათმობია, დავთმობ. უაზრო სიჯიუტე არ მახასიათებს, მაგრამ დათმობაზე წასვლით არ უნდა დავზარალდე.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...არც ვიცი, სად მინდა ვიყო. რომელიმე ფეშენებელური კურორტი ვთქვა? არა! დასვენებით საკმაოდ კარგად დავისვენე, ახლა მუშაობა მირჩევნია.

- ვერაფრით ვისწავლე...

- ...მათემატიკა. ამიტომ ამ საგანში შესაბამისი ნიშანი მეწერა. "შესაბამისი" რამდენია, იცი? - ბევრი თხოვნითა და ხათრით დაწერილი სამიანი.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...განვიცდი, ვაღიარებ და ვცდილობ, აღარ გავიმეორო.

- ცრუმორწმუნე...

- ...არ ვარ. არც იატაკზე დაგდებულ "როლს" ვაჯდები, როგორც ამას ჩემი კოლეგების უმრავლესობა აკეთებს.

- ჩემი მომავალი...

- ...ნათელ ფერებში წარმომიდგენია.

- ბოლოს მესიზმრა...

- ...ვერ ვიხსენებ.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...პირად ცხოვრებაზე. ოჯახური ამბების საჯაროდ განხილვა რა საჭიროა?

- სიყვარული ეს...

- ...იმდენად ყოვლისმომცველი რამ არის, რომ ამის სიტყვებით გადმოცემა ძალიან ძნელია.

- ვოცნებობ...

- ...მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ზესიფრთხილეა.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...სამუშაო პროცესმა. ყველაზე კარგ ხასიათზე მაშინ ვარ, როცა რეპეტიციაზე, გადაღებაზე ვარ ან სპექტაკლს ვთამაშობ. ამ დროს თითქმის ყველა პრობლემა მავიწყდება და თავიდან ბოლომდე საქმეში ვეფლობი.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...იშვიათად მივდივარ. ყოველთვის ვაანალიზებ, კონკრეტულ რისკიან ნაბიჯს რა შეიძლება მოჰყვეს და თავს ვიკავებ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მინდა, ეს საქებარი სიტყვები მალე დაამთავრონ. მაგრამ გულის სიღრმეში მიხარია თუ არა? - ალბათ, მიხარია. ბოლოს და ბოლოს, მაქებენ, ხომ არ მაგინებენ?!

- მეშინია...

- ...ვირთხის. გაგიკვირდა? წრუწუნა ხომ არ მითქვამს?

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...მეგობრები. ხშირად მიმეორებენ: გელაპარაკებით და არ გვისმენო. არადა, თითოეულს ვუსმენ, მაგრამ პარალელურად სხვა თუ ლაპარაკობს, იმასაც ვუსმენ.

- ვერავინ მაიძულებს...

- ...იმის გაკეთებას, რისი სურვილიც თავად არ მაქვს.

- არ მრცხვენია...

- ...დაშვებული შეცდომის აღიარების.

- ყოველთვის ძალიან განვიცდი...

- ...უპასუხისმგებლობას.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...ძალიან მიყვარხართ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება