სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდებოდა დღეს გლდანის ციხეში
რა ხდებოდა დღეს გლდანის ციხეში

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის ახა­ლი მი­ნის­ტრის გი­ორ­გი ტუ­ღუ­შის ინი­ცი­ა­ტი­ვით, დღეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, მათ შო­რის "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი გლ­და­ნის N8 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

სა­პყრო­ბი­ლის ეზო­ში შე­სულ გი­ორ­გი ტუ­ღუშს და ჟურ­ნა­ლის­ტებს პა­ტიმ­რე­ბი საკ­ნე­ბის გი­სო­სებ­ზე ბრა­ხუ­ნით შეხ­ვდნენ. ისი­ნი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შვე­ლას თხოვ­დნენ. ამას­თან, პა­ტიმ­რე­ბი ერ­თხმად კი­თხუ­ლობ­დნენ "მა­მაო ჩვე­ნოს".

გი­ორ­გი ტუ­ღუშ­მა ხმა­მაღ­ლა მი­მარ­თა პა­ტიმ­რებს და გა­ნა­ცხა­და, რომ პა­ტიმ­რებს ხელს ვე­ღა­რა­ვინ და­ა­კა­რებს, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და ამის გა­რან­ტი პი­რა­დად იქ­ნე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენტს ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­სა­უბ­რე­ბო­და რამ­დე­ნი­მე პა­ტი­მარს.

რამ­დე­ნი­მე მსჯავ­რდე­ბულ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მათ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა, თუმ­ცა ბოლო სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ნი­მუხ­ტა და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბი შე­წყდა.

ამას­თან, ზო­გი­ერთ სა­პა­ტიმ­რო კორ­პუს­ში მყოფ­მა მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ე­ზღუ­დათ რა­დი­ოს მოს­მე­ნის უფ­ლე­ბა. თუმ­ცა სხვა კორ­პუ­სებ­ში გან­თავ­სე­ბულ­მა პა­ტიმ­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ ეს შე­ზღუდ­ვა მათ არ შე­ხე­ბი­ათ.

ახალ­მა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი ტუ­ღუშ­მა კო­მენ­ტა­რი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თა­ნაც გა­ა­კე­თა. მისი თქმით, ხვალ N8 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია და­ტო­ვებს. მისი თქმით, უნდა მოხ­დეს სის­ტე­მის სრუ­ლი ცვლი­ლე­ბა და სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან და­თხო­ვი­ლი იქ­ნე­ბი­ან არა მხო­ლოდ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის პი­რე­ბი, არა­მედ რი­გი­თი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რო­მელ­თაც პა­ტი­მარ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში მი­უ­ძღვით წვლი­ლი.

"მე გა­ვე­სა­უბ­რე­ბი თი­თო­ე­ულ პა­ტი­მარს, მო­ვი­ძი­ებ ინ­ფორ­მა­ცი­ებს და სამ­სა­ხუ­რი­დან და­ვი­თხოვ ყვე­ლა რი­გით თუ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, ვინც შემ­ჩნე­უ­ლია პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ტუ­ღუშ­მა.

მისი თქმით, სა­პყრო­ბი­ლი­დან პო­ლი­ცის გას­ვლის შემ­დეგ და­წეს­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კონ­ტრო­ლი და პა­ტიმ­რებს ხელს ვე­ღა­რა­ვინ და­ა­კა­რებს. ამას­თან, რო­გორც მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, ბოლო სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­პყრო­ბი­ლე­ში სრუ­ლი სიმ­შვი­დე იყო და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს პა­ტიმ­რებს სცემ­დნენ და შემ­დეგ რე­ა­ნო­მო­ბი­ლით გაჰ­ყავ­დათ ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ი­დან, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"რამ­დე­ნი­მე პა­ტი­მა­რი, რო­მელ­საც მძი­მე ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა აქ ცე­მის არა­ნა­ირ ფაქტს არ ჰქო­ნია ად­გი­ლი" - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ტუ­ღუშ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს, მისი თქმით, სტრუქ­ტუ­რა ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბე­ბე­ლია. მისი თქმით, მხო­ლოდ დღეს 10 თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ი­თხო­ვა.

გი­ორ­გი ტუ­ღუ­შის გან­ცხა­დე­ბით, კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა, ახალ­გაზ­რდე­ბი გა­ივ­ლი­ან ტრე­ნინ­გებს და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში ძველ თა­ნამ­შრომ­ლებს ჩა­ა­ნაც­ვლე­ბენ.

ამას­თან, გი­ორ­გი ტუ­ღუშ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ექ­ნე­ბათ მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ჰქონ­დეთ ხში­რი კონ­ტაქ­ტი პა­ტიმ­რებ­თან და სა­მი­ნის­ტროს და­ეხ­მა­რონ პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ვი­დეო

რა ხდებოდა დღეს გლდანის ციხეში

რა ხდებოდა დღეს გლდანის ციხეში

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ახალი მინისტრის გიორგი ტუღუშის ინიციატივით, დღეს ჟურნალისტები, მათ შორის "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.

საპყრობილის ეზოში შესულ გიორგი ტუღუშს და ჟურნალისტებს პატიმრები საკნების გისოსებზე ბრახუნით შეხვდნენ. ისინი მედიის წარმომადგენლებს შველას თხოვდნენ. ამასთან, პატიმრები ერთხმად კითხულობდნენ "მამაო ჩვენოს".

გიორგი ტუღუშმა ხმამაღლა მიმართა პატიმრებს და განაცხადა, რომ პატიმრებს ხელს ვეღარავინ დააკარებს, მსჯავრდებულების მდგომარეობა გაუმჯობესდება და ამის გარანტი პირადად იქნება.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს ჰქონდა შესაძლებლობა, გასაუბრებოდა რამდენიმე პატიმარს.

რამდენიმე მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ მათზე ხორციელდებოდა ფიზიკური ზეწოლა, თუმცა ბოლო სამი დღის განმავლობაში მდგომარეობა განიმუხტა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები შეწყდა.

ამასთან, ზოგიერთ საპატიმრო კორპუსში მყოფმა მსჯავრდებულებმა განაცხადეს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში შეეზღუდათ რადიოს მოსმენის უფლება. თუმცა სხვა კორპუსებში განთავსებულმა პატიმრებმა აღნიშნეს, რომ ეს შეზღუდვა მათ არ შეხებიათ.

ახალმა მინისტრმა გიორგი ტუღუშმა კომენტარი ჟურნალისტებთანაც გააკეთა. მისი თქმით, ხვალ N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებას საპატრულო პოლიცია დატოვებს. მისი თქმით, უნდა მოხდეს სისტემის სრული ცვლილება და სამსახურებიდან დათხოვილი იქნებიან არა მხოლოდ თანამდებობების პირები, არამედ რიგითი თანამშრომლები, რომელთაც პატიმართა უფლებების დარღვევაში მიუძღვით წვლილი.

"მე გავესაუბრები თითოეულ პატიმარს, მოვიძიებ ინფორმაციებს და სამსახურიდან დავითხოვ ყველა რიგით თუ თანამდებობის პირს, ვინც შემჩნეულია პატიმართა წამებაში", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

მისი თქმით, საპყრობილიდან პოლიცის გასვლის შემდეგ დაწესდება განსაკუთრებული კონტროლი და პატიმრებს ხელს ვეღარავინ დააკარებს. ამასთან, როგორც მინისტრმა განაცხადა, ბოლო სამი დღის განმავლობაში საპყრობილეში სრული სიმშვიდე იყო და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატიმრებს სცემდნენ და შემდეგ რეანომობილით გაჰყავდათ ციხის ტერიტორიიდან, სიმართლეს არ შეესაბამება.

"რამდენიმე პატიმარი, რომელსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა, საავადმყოფოში ჩემი ინიციატივით გადაიყვანეს, თუმცა აქ ცემის არანაირ ფაქტს არ ჰქონია ადგილი" - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროს, მისი თქმით, სტრუქტურა ჩამოსაყალიბებელია. მისი თქმით, მხოლოდ დღეს 10 თანამშრომელი დაითხოვა.

გიორგი ტუღუშის განცხადებით, კადრების შერჩევა ეტაპობრივად მოხდება, ახალგაზრდები გაივლიან ტრენინგებს და სასჯელაღსრულების სამინისტროში ძველ თანამშრომლებს ჩაანაცვლებენ.

ამასთან, გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ მეტი საშუალება, რომ ჰქონდეთ ხშირი კონტაქტი პატიმრებთან და სამინისტროს დაეხმარონ პრობლემების აღმოსაფხვრელად.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა