იტალიის პროვინცია როცანოში მდებარე სავაჭრო ცენტრი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. მის კედლებზე მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტიკალური ბაღია გაშენებული.
უნიკალური ვერტიკალური ბაღის ფართობი 1263 კვადრატული მეტრია და 44 000 სხვადასხვა სახის ნარგავს მოიცავს.
პროექტის ავტორის და არქიტექტორის, ფრანცისკო ბოლანის განცხადებით, მან და მისმა გუნდმა ათასობით მცენარის გაზრდას ერთი წელი მოანდომეს. 90 დღე კომერციული შენობის კედელზე მათი განთავსებითვის გახდა საჭირო. მცენარეები ახლა ჩაურევლად იზრდებიან.
ყვავილები ვერტიკალურად, კედელზე დამონტაჟებულ სპეციალურ მეტალის კონტეინერებში იზრდება. მეტალის ეს კონსტრუქციები 1.3 მლნ დოლარი დაჯდა.
ვერტიკალური ბაღები არაჩვეულებრივი სანახაობაა.
"ეს უნივერსალური არქიტექტურაა, ის არა მხოლოდ ლამაზია, არამედ გარემოზეც ზრუნავს და ეკოლოგიურ სისუფთავეს უწყობს ხელს", - განაცხადა სავაჭრო ცენტრის დირექტორმა სიმონე რაომ.
შენობის კედელზე გაშენებული ბაღი, მის შიგნით ტემპერატურის დარეგულირებას უწყობს ხელს.
დღემდე ყველაზე დიდ ვერტიკალურ ბაღად ესპანეთში, მადრიდში მდებარე ბაღი ითვლებოდა, რომლის მაშსტაბი 844 კვადრატული მეტრი იყო.
მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.