მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია მურღულია - ჩვენი სახელმწიფო ავადაა
გია მურღულია - ჩვენი სახელმწიფო ავადაა

ის, რაც ამ დღე­ებ­ში ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით ვი­ხი­ლეთ, მხო­ლოდ ნა­ძირ­ლუ­რი ში­ზოფ­რე­ნი­ით შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა 24-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გია მურ­ღუ­ლია პა­ტი­მარ­თა სას­ტი­კი ცე­მი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბას და ფიქ­რობს, რომ "სა­ხელ­მწი­ფო ავა­დაა".

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მურ­ღუ­ლი­ამ სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რა­საც შემ­დე­გი სა­თა­უ­რი გა­უ­კე­თა: "მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი ცო­ცხი ანუ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი ზნე­ო­ბა".

"ცო­ცხის მთა­ვა­რი ფუნ­ქცია არის ის, რომ გახ­ვე­ტოს. ცხა­დია, შე­იძ­ლე­ბა მისი სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბე­ბი­თაც გა­მო­ყე­ნე­ბა - ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ფან­ტა­ზი­ა­ზე, სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე ან (ეს სა­გან­გე­ბოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია!) - ზნე­ო­ბა­ზე. უწყი­ნარ ზღაპ­რულ ფან­ტა­ზი­ა­ში ზო­გი­ერ­თი პერ­სო­ნა­ჟი ცო­ცხით დაფ­რი­ნავს, მა­ვა­ნი უსაქ­მუ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან, ვინ უფრო შორს გა­და­აგ­დებს ამ ნივთს, მაგ­რამ ის, რაც ამ დღე­ებ­ში ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით ვი­ხი­ლეთ, მხო­ლოდ ნა­ძირ­ლუ­რი ში­ზოფ­რე­ნი­ით შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას. ის გო­ნე­ბა თუ გან­წყო­ბა, რო­მე­ლიც კა­ცის ცო­ცხით გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას მო­ი­ფიქ­რებს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, ეშ­მა­კის სი­ა­მოვ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა და მის ბუ­ნე­ბას გა­მო­ხა­ტავს. ეს არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი, რაც ყვე­ლაფ­რის მალე დამ­ვი­წყე­ბელ ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც კი შე­იძ­ლე­ბა "შე­მო­ედ­რო­ოს". რაც ვი­ხი­ლეთ, ნათ­ლად ადას­ტუ­რებს, რომ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო ავად არის", - აცხა­დებს მურ­ღუ­ლია.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღა­რა­ვის უნდა მო­უბ­რუნ­დეს ენა, რომ ცალ­კე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით მცი­რე ან დიდ წარ­მა­ტე­ბებ­ზე ისა­უბ­როს, რო­დე­საც ასე­თი "სის­ტე­მუ­რი მარ­ცხი" (დიდი მენ­ტა­ლუ­რი მარ­ცხიც) მკა­ფი­ოდ თვალ­სა­ჩი­ნოა და ამას პირ­ვე­ლი პი­რე­ბი სა­ჯა­როდ აცხა­დე­ბენ.

"და­უშ­ვე­ბე­ლია, საქ­მე სად­მე კარ­გად იყოს, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი (ვინც ეკ­რან­ზე ვი­ხი­ლეთ, სწო­რედ ასე­თი სტა­ტუ­სის მა­ტა­რე­ბელ­ნი არი­ან) მუდ­მი­ვად არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი ადა­მი­ა­ნის ნე­ბი­სა და ღირ­სე­ბის დათ­რგუნ­ვი­თა და შე­უ­რა­ცხყო­ფით. ეს არ არის უბ­რა­ლოდ "სას­ჯე­ლი". ეს არის პი­როვ­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა. ეს არის ტკბო­ბა ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბის გახ­რწნით - და არა მხო­ლოდ ტკბო­ბა, არა­მედ - თვი­თტ­კბო­ბაც, რად­გან ვინც სხვას ექ­ცე­ვა ასე­თი სა­დიზ­მით, სა­კუ­თარ თავ­საც იმა­ვეს უკე­თებს", - წერს ის.

რაც შე­ე­ხე­ბა ცო­ცხს, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ კად­რებ­ში ფი­გუ­რი­რებ­და, მურ­ღუ­ლი­ას შე­ფა­სე­ბით, შე­საძ­ლოა, სიმ­ბო­ლუ­რად (ან - ნაკ­ლებ სიმ­ბო­ლუ­რად) იმ ცო­ცხად იქ­ცეს, რო­მე­ლიც თა­ვის თავ­და­პირ­ველ ფუნ­ქცი­ას შე­ას­რუ­ლებს.

"ცო­ცხი, რო­მე­ლიც იმ ამაზ­რზენ კად­რებ­ში ერთ სრუ­ლი­ად უად­გი­ლო ად­გი­ლას ვი­ხი­ლეთ, შე­საძ­ლოა, სიმ­ბო­ლუ­რად ( ან - ნაკ­ლებ სიმ­ბო­ლუ­რად) იმ ცო­ცხად იქ­ცეს, რო­მე­ლიც თა­ვის თავ­და­პირ­ველ ფუნ­ქცი­ას შე­ას­რუ­ლებს. დღე­ვან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­წყო­ბა ამ ფუნ­ქცი­ის­კენ გა­ცი­ლე­ბით მე­ტად იხ­რე­ბა. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ზნე­ო­ბა ზედ­მე­ტად მთლი­ა­ნი რამ არის სა­ი­მი­სოდ, რომ მხო­ლოდ "ცალ­ფად" აი­სა­ხოს და კორ­პო­რა­ცი­ულ ფუ­ფუ­ნე­ბად იქ­ცეს - მხო­ლოდ ის გა­მო­ხა­ტოს, რაც მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კი არა, მხო­ლოდ ზო­გი­ერ­თე­ბის­თვის არის სა­სარ­გებ­ლო. სი­კე­თე გა­ნუ­ყო­ფე­ლია - ის ან არ­სე­ბობს, ან არა. მისი ნა­წი­ლობ­რი­ვი არ­სე­ბო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია", - დას­ძენს მურ­ღუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გია მურღულია - ჩვენი სახელმწიფო ავადაა

გია მურღულია - ჩვენი სახელმწიფო ავადაა

ის, რაც ამ დღეებში ჩვენი ტელევიზიებით ვიხილეთ, მხოლოდ ნაძირლური შიზოფრენიით შეიძლება აიხსნას, - ასე ეხმაურება 24-ე სკოლის დირექტორი გია მურღულია პატიმართა სასტიკი ცემისა და შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებას და ფიქრობს, რომ "სახელმწიფო ავადაა".

აღნიშნულთან დაკავშირებით მურღულიამ საკუთარი მოსაზრება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც შემდეგი სათაური გაუკეთა: "მრავალფუნქციური ცოცხი ანუ კორპორაციული ზნეობა".

"ცოცხის მთავარი ფუნქცია არის ის, რომ გახვეტოს. ცხადია, შეიძლება მისი სხვა დანიშნულებებითაც გამოყენება - ეს დამოკიდებულია ფანტაზიაზე, საჭიროებაზე ან (ეს საგანგებოდ მნიშვნელოვანია!) - ზნეობაზე. უწყინარ ზღაპრულ ფანტაზიაში ზოგიერთი პერსონაჟი ცოცხით დაფრინავს, მავანი უსაქმურები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო შორს გადააგდებს ამ ნივთს, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში ჩვენი ტელევიზიებით ვიხილეთ, მხოლოდ ნაძირლური შიზოფრენიით შეიძლება აიხსნას. ის გონება თუ განწყობა, რომელიც კაცის ცოცხით გაუპატიურებას მოიფიქრებს და განახორციელებს, ეშმაკის სიამოვნებას ემსახურება და მის ბუნებას გამოხატავს. ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, რაც ყველაფრის მალე დამვიწყებელ ქართველ საზოგადოებასაც კი შეიძლება "შემოედროოს". რაც ვიხილეთ, ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენი სახელმწიფო ავად არის", - აცხადებს მურღულია.

მისივე განმარტებით, აღარავის უნდა მოუბრუნდეს ენა, რომ ცალკეული მიმართულებებით მცირე ან დიდ წარმატებებზე ისაუბროს, როდესაც ასეთი "სისტემური მარცხი" (დიდი მენტალური მარცხიც) მკაფიოდ თვალსაჩინოა და ამას პირველი პირები საჯაროდ აცხადებენ.

"დაუშვებელია, საქმე სადმე კარგად იყოს, როდესაც სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები (ვინც ეკრანზე ვიხილეთ, სწორედ ასეთი სტატუსის მატარებელნი არიან) მუდმივად არიან დაკავებულნი ადამიანის ნებისა და ღირსების დათრგუნვითა და შეურაცხყოფით. ეს არ არის უბრალოდ "სასჯელი". ეს არის პიროვნების განადგურება. ეს არის ტკბობა ადამიანის ბუნების გახრწნით - და არა მხოლოდ ტკბობა, არამედ - თვითტკბობაც, რადგან ვინც სხვას ექცევა ასეთი სადიზმით, საკუთარ თავსაც იმავეს უკეთებს", - წერს ის.

რაც შეეხება ცოცხს, რომელიც აღნიშნულ კადრებში ფიგურირებდა, მურღულიას შეფასებით, შესაძლოა, სიმბოლურად (ან - ნაკლებ სიმბოლურად) იმ ცოცხად იქცეს, რომელიც თავის თავდაპირველ ფუნქციას შეასრულებს.

"ცოცხი, რომელიც იმ ამაზრზენ კადრებში ერთ სრულიად უადგილო ადგილას ვიხილეთ, შესაძლოა, სიმბოლურად ( ან - ნაკლებ სიმბოლურად) იმ ცოცხად იქცეს, რომელიც თავის თავდაპირველ ფუნქციას შეასრულებს. დღევანდელი საზოგადოებრივი განწყობა ამ ფუნქციისკენ გაცილებით მეტად იხრება. რატომ? იმიტომ, რომ ზნეობა ზედმეტად მთლიანი რამ არის საიმისოდ, რომ მხოლოდ "ცალფად" აისახოს და კორპორაციულ ფუფუნებად იქცეს - მხოლოდ ის გამოხატოს, რაც მთელი საზოგადოებისთვის კი არა, მხოლოდ ზოგიერთებისთვის არის სასარგებლო. სიკეთე განუყოფელია - ის ან არსებობს, ან არა. მისი ნაწილობრივი არსებობა შეუძლებელია", - დასძენს მურღულია.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"