პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური ინტერვიუ
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური ინტერვიუ

სს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, ზუ­რაბ მა­ლა­ზო­ნი­ას დევ­ნის მი­ზე­ზი 2009 წელს ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გუ­რი­ან­თა­ში 200-კა­ცი­ან ქორ­წილ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი გახ­და: პო­ლი­ცი­ელ­მა თა­მა­დამ სუფ­რას­თან მსხდომთ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სა­დღეგ­რძე­ლოს შეს­მა სკამ­ზე დად­გო­მით შეს­თა­ვა­ზა, რა­საც ზუ­რაბ მა­ლა­ზო­ნი­ას პრო­ტეს­ტი და მუშ­ტი-კრი­ვი მოჰ­ყვა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ეს ამ­ბა­ვი ჩა­ფარ­ცხეს, თუმ­ცა მა­ლა­ზო­ნი­ას მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე სხვა მუხ­ლით აღ­ძრეს და დევ­ნაც და­ი­წყო. ზუ­რაბ მა­ლა­ზო­ნი­ამ კი თავი საფ­რან­გეთს, კერ­ძოდ, ქა­ლაქ სტარსბურს შე­ა­ფა­რა და ამ­ჟა­მად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რია.

- 2003 წლი­დან ვმუ­შა­ობ­დი ოპე­რა­ტი­უ­ლი დაზ­ვერ­ვის მე-7 სამ­მარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც შსს-ს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, მაგ­რამ უფრო უშიშ­რო­ე­ბის ხა­ზით მუ­შა­ობ­და. 2005 წლი­დან, გუ­რი­ის რე­გი­ო­ნის ნარ­კო­მა­ნი­ი­სა და ნარ­კო­ბიზ­ნე­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა სოსო თო­ფუ­რი­ძეს­თან, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად გე­ნინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იყო. სოსო თო­ფუ­რი­ძე და გე­ნინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ოლეგ მელ­ნი­კო­ვი (ფი­გუ­რი­რებ­და სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში - ნ.ფ.) გუ­რი­ა­ში ბრძან­დე­ბოდ­ნენ ვი­თომ შე­მოწ­მე­ბა­ზე, სი­ნამ­დვი­ლე­ში, მუ­შა­ობ­დნენ ხალ­ხის გა­და­სა­ბი­რებ­ლად, ცდი­ლობ­დნენ, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ში­შის და­ნერგვას, ჩემ­გან კი მო­ი­თხოვ­დნენ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის, მა­გა­ლი­თად, გუ­ბერ­ნა­ტო­რის, მისი მო­ად­გი­ლი­სა და სხვე­ბის, ასე ვთქვათ "გა­ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბას". ჩემს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში იყო ლან­ჩხუ­თის, ოზურ­გე­თი­სა და ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნე­ბი.

გე­ნინ­სპექ­ცი­ა­ში ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც თურ­მე ოდეს­ღაც ნარ­კო­ტიკს მო­იხ­მარ­და და გუ­რი­ის გუ­ბერ­ნი­ის აპა­რატ­ში მუ­შა­ობ­და, ვი­ღაც ოდეს­ღაც "პლანს" ეწე­ო­და და მერე პო­ლი­ცი­ე­ლი გახ­და... მე ისი­ნი უნდა და­მე­ჭი­რა და გა­მე­კე­თე­ბი­ნა სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ. არას­დროს ისე არ მი­ცხოვ­რია, ჩემს რა­ი­ონ­ში მე და ჩემს შვი­ლებს ქუ­ჩა­ში გას­ვლის შეგ­ვრცხვე­ნო­და, ამი­ტომ დავ­ტო­ვე სამ­სა­ხუ­რი... მაგ­რამ მათ უჩე­მოდ მა­ინც გა­ა­კე­თეს ის, რაც უნ­დო­დათ - თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს თა­ვი­ან­თი ხალ­ხი, რომ­ლებ­მაც იმ პი­რებს ჩა­უ­დეს ნარ­კო­ტი­კე­ბი და და­ა­კა­ვეს. ასე თე­სავ­დნენ ხალ­ხში შიშს და აჩ­ვე­ნებ­დნენ, რომ თით­ქოს ერ­თმა­ნეთ­საც არ ინ­დობ­დნენ. გუ­ბერ­ნა­ტორ ჟანი კა­ლან­და­ძის მო­ად­გი­ლე, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი, გოგა გე­გეჭ­კო­რი ამა­თი და­ნიშ­ნუ­ლი იყო. როცა მისი და­ჭე­რა და­მა­ვა­ლეს, თო­ფუ­რი­ძეს ვუ­თხა­რი, თუ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გინ­დათ, და­ვუ­ძა­ხებ და ვე­ტყვი, წა­ვი­დეს, მაგ­რამ ვერ და­ვი­ჭერ-მეთ­ქი. შემ­დეგ ის კაცი და­აქ­ვე­ი­თეს. იმ­ხა­ნად რეს­პუბ­ლი­კის სამ­ძებ­რო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი იყო ირაკ­ლი ქა­და­გი­ძე. 2004 წლის ნო­ემ­ბერ­ში მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­მო­ვიდ­ნენ გუ­რი­ა­ში სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, და­ი­ჭი­რეს 5-6 კაცი, რომ­ლე­ბიც ერთ კვი­რა­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. სწო­რედ ამის გამო წა­მო­ვე­დი სამ­სა­ხუ­რი­დან. 2009 წელს ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი "საკ­ნე­ბის აქ­ცი­ა­ში". გუ­რი­ა­ში "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის" ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ, რომ­ლის ბი­უ­როს წევ­რიც ვი­ყა­ვი. ამას­თა­ნა­ვე, მყავ­და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც "საკ­ნე­ბის აქ­ცი­ი­სას" ხალ­ხი გა­დაგ­ვყავ­და და და­ი­წყეს ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა - რე­გუ­ლა­რუ­ლად მა­ჯა­რი­მებ­დნენ, მან­ქა­ნა და­მი­ყა­და­ღეს... იმა­ვე წელს ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გუ­რი­ან­თა­ში ერთ-ერთ ოჯახ­ში ქორ­წილ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, იქ იყო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი გია ური­დია მთე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბით. თა­მა­და გახ­ლდათ პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, რო­მელ­მაც სუფ­რის წევ­რებს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სა­დღეგ­რძე­ლოს შეს­მა სკამ­ზე დად­გო­მით შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. ეს იყო ჩემ­თვის ბოლო წვე­თი. გა­ცე­ცხლე­ბულ­მა სულ კერ­პთაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ვუ­ძა­ხე. და­ი­წყო გა­წევ-გა­მო­წე­ვა და პო­ლი­ცი­ის უფ­როს­საც და მის მო­ად­გი­ლე­საც ჩემ­გან მუშ­ტე­ბიც მოხ­ვდათ. აგ­რეთ­ვე მოხ­ვდა სამ­ძებ­რო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როსს გუ­რამ ასა­თი­ანს, რო­მე­ლიც დღეს მე­ძებს. მომ­ხდა­რის გამო იმ­ხა­ნად ვერ და­მა­პა­ტიმ­რეს, რად­გან ქორ­წილ­ში იყ­ვნენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მიც­ნობ­დნენ. ამი­ტომ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ხე­ლის შე­მობ­რუ­ნე­ბაც კი ვერ გა­მი­ბე­დეს. აი, შემ­დეგ და­ი­წყო ჩემი დევ­ნა-შე­ვიწ­რო­ე­ბა. იძუ­ლე­ბუ­ლი შე­ვი­ქე­ნი, ქვე­ყა­ნა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. ჩა­მო­ვე­დი საფ­რან­გეთ­ში და 2010 წელს მო­ვი­თხო­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი, რომ­ლიც ერთი წლის შემ­დეგ მო­მა­ნი­ჭეს კი­დეც.

- თქვენ მი­მართ ხუ­ლიგ­ნო­ბის ფაქ­ტზე აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე?

- არა, ეს ამ­ბა­ვი მიჩ­ქმა­ლეს, რად­გან არ სურ­დათ, პო­ლი­ცი­ის სა­ხე­ლი შე­ბღა­ლუ­ლი­ყო. შე­თი­თხნეს საქ­მე და წა­მი­ყე­ნეს 181-ე მუხ­ლი - სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გაფ­ლან­გვა-მით­ვი­სე­ბა. საქ­მეს სამ­ჯერ მის­ცეს სხვა­დას­ხვა კვა­ლი­ფი­კა­ცია და მოწ­მე­ე­ბად შსს-თან შეკ­რუ­ლი პი­რე­ბი მო­იყ­ვა­ნეს, რომ­ლებ­საც სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი. შე­მი­თი­თხნეს საქ­მე, და­უს­წრებ­ლად გა­მო­მი­ტა­ნეს გა­ნა­ჩე­ნი და 7,5 წელი მო­მი­სა­ჯეს. მად­ლო­ბა ღმერ­თს, სა­კონ­სუ­ლომ ჩემს ცოლ-შვილ­საც გა­უგ­ზავ­ნა ვი­ზე­ბი და დღეს ყვე­ლა­ნი ერ­თად ვცხოვ­რობთ.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, ემიგ­რან­ტე­ბი გა­მო­თი­შოს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი­დან - ამომ­რჩე­ველ­თა სი­ებ­ში არ არის ემიგ­რან­ტთა უმ­რავ­ლე­სო­ბა. თუ იცით, რა ხდე­ბა და რას აპი­რებთ?

- მე არ მაქვს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ანუ სა­კონ­სუ­ლო­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ ვარ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი სტრას­ბურ­ში - მო­ვაგ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ხელ­მო­წე­რე­ბი (ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, აქ 300 ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი ცხოვ­რობს. ამას თუ და­ვუ­მა­ტებთ არა­ლე­გა­ლუ­რად მცხოვ­რებ­ლებს, მათი რი­ცხვი სამ­ჯერ მე­ტია) სტრას­ბურ­ში სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის გახ­სნის მო­თხოვ­ნით, მაგ­რამ ამა­ოდ. ამ­ჟა­მად მხო­ლოდ პა­რიზ­შია სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი. საფ­რან­გეთ­ში უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტია. ცეს­კოს მივ­მარ­თე თხოვ­ნით, რომ ისი­ნი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში აღ­რი­ცხვა­ზე აეყ­ვა­ნათ, მაგ­რამ ამა­ზეც უარი თქვეს. თი­თო­ე­უ­ლი პირი ორ­ჯერ უნდა ჩა­სუ­ლი­ყო პა­რიზ­ში - ერთხელ და­სა­რე­გის­ტრი­რებ­ლად, მე­ო­რედ - არ­ჩევ­ნებ­ში ხმის მი­სა­ცე­მად. ეს დიდ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ლე­გა­ლუ­რად ვცხოვ­რობ თუ არა­ლე­გა­ლუ­რად, მე ვარ ქარ­თვე­ლი და მაქვს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტი. ვფიქ­რობ, უნდა და­ი­წყოს პრო­ტეს­ტი იმის გამო, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი უკვე არა­ლე­გი­ტი­მუ­რია, რად­გან დახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ონ ადა­მი­ანს არ აქვს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­კე­თა, არ­ჩევ­ნებ­ში რომ არ მიგ­ვე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, სა­ხელ­მწი­ფომ მი­ლი­ონ მო­ქა­ლა­ქე­ზე თქვას უარი? ჩვენ რამ­დე­ნი­მე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გავ­მარ­თეთ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტთან, ევ­რო­საბ­ჭოს­თან, ვცდი­ლობთ, და­ვიც­ვათ ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი და გა­მო­ვი­ყე­ნოთ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა. ეს სა­ქარ­თვე­ლო­შიც უნდა გაპ­რო­ტესტდეს, აქამ­დეც უნდა ატე­ხი­ლი­ყო ერთი ამ­ბა­ვი. და­ვა­ნე­ბოთ თავი საფ­რან­გეთს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რუ­სეთ­ში არ იყოს სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი, როცა იქ უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს? შე­იძ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 30%-ს არ ეძ­ლე­ო­დეს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა?!

- თუკი არ­ჩევ­ნე­ბი უკვე გა­ყალ­ბე­ბუ­ლია, გა­მო­დის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მე­ო­რე ად­გი­ლის­თვის იბ­რძვის...

- თუ კო­ა­ლი­ცია და­თან­ხმდა მე­ო­რე ად­გილს, უარს ვი­ტყვი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე და პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­ჯა­როდ დავ­წვავ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტს. ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი თუ დარ­ჩე­ბი­ან, სამ­შობ­ლო აღარ გვექ­ნე­ბა, ქარ­თვე­ლი, რო­გორც ეთ­ნო­სი, აღარ იარ­სე­ბებს. ამათ თუ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა მა­ინც მო­ა­ხერ­ხეს, ჩვე­ნი რე­აქ­ცია უნდა იყოს შე­სა­ბა­მი­სი. ნაც­მოს ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ მო­უ­გო არ­ჩევ­ნე­ბი და დღეს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იმის თქმა, რომ მას 20-25%-ზე მეტი რე­სურ­სი აქვს? სტრას­ბურს არ ახ­სოვს ქარ­თვე­ლე­ბის ასე­თი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა, ისი­ნი არას­დროს გა­მო­სუ­ლან და არ გა­მო­უთ­ქვამთ პრო­ტეს­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. დღეს კი ჩვენ­ში დიდი მუხ­ტია. სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ ქარ­თველს არ ექ­ნე­ბა პრი­ვი­ლე­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, არ მინ­და ასე­თი სა­ქარ­თვე­ლო.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური ინტერვიუ

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური ინტერვიუ

სს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ზურაბ მალაზონიას დევნის მიზეზი 2009 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში 200-კაციან ქორწილში დატრიალებული ამბავი გახდა: პოლიციელმა თამადამ სუფრასთან მსხდომთ ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს შესმა სკამზე დადგომით შესთავაზა, რასაც ზურაბ მალაზონიას პროტესტი და მუშტი-კრივი მოჰყვა. სამართალდამცველებმა ეს ამბავი ჩაფარცხეს, თუმცა მალაზონიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე სხვა მუხლით აღძრეს და დევნაც დაიწყო. ზურაბ მალაზონიამ კი თავი საფრანგეთს, კერძოდ, ქალაქ სტარსბურს შეაფარა და ამჟამად "ქართული ოცნების" მხარდამჭერია.

- 2003 წლიდან ვმუშაობდი ოპერატიული დაზვერვის მე-7 სამმართველოში, რომელიც შსს-ს ექვემდებარებოდა, მაგრამ უფრო უშიშროების ხაზით მუშაობდა. 2005 წლიდან, გურიის რეგიონის ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსად ყოფნის პერიოდში, პრობლემები შემექმნა სოსო თოფურიძესთან, რომელიც იმხანად გენინსპექციის უფროსის მოადგილე იყო. სოსო თოფურიძე და გენინსპექციის თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვი (ფიგურირებდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში - ნ.ფ.) გურიაში ბრძანდებოდნენ ვითომ შემოწმებაზე, სინამდვილეში, მუშაობდნენ ხალხის გადასაბირებლად, ცდილობდნენ, მოსახლეობაში შიშის დანერგვას, ჩემგან კი მოითხოვდნენ თანამდებობის პირების, მაგალითად, გუბერნატორის, მისი მოადგილისა და სხვების, ასე ვთქვათ "გატელევიზორებას". ჩემს დაქვემდებარებაში იყო ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონები.

გენინსპექციაში ჰქონდათ ინფორმაცია იმ ადამიანებზე, ვინც თურმე ოდესღაც ნარკოტიკს მოიხმარდა და გურიის გუბერნიის აპარატში მუშაობდა, ვიღაც ოდესღაც "პლანს" ეწეოდა და მერე პოლიციელი გახდა... მე ისინი უნდა დამეჭირა და გამეკეთებინა სატელევიზიო შოუ. არასდროს ისე არ მიცხოვრია, ჩემს რაიონში მე და ჩემს შვილებს ქუჩაში გასვლის შეგვრცხვენოდა, ამიტომ დავტოვე სამსახური... მაგრამ მათ უჩემოდ მაინც გააკეთეს ის, რაც უნდოდათ - თბილისიდან ჩამოიყვანეს თავიანთი ხალხი, რომლებმაც იმ პირებს ჩაუდეს ნარკოტიკები და დააკავეს. ასე თესავდნენ ხალხში შიშს და აჩვენებდნენ, რომ თითქოს ერთმანეთსაც არ ინდობდნენ. გუბერნატორ ჟანი კალანდაძის მოადგილე, შესანიშნავი ადამიანი, გოგა გეგეჭკორი ამათი დანიშნული იყო. როცა მისი დაჭერა დამავალეს, თოფურიძეს ვუთხარი, თუ გათავისუფლება გინდათ, დავუძახებ და ვეტყვი, წავიდეს, მაგრამ ვერ დავიჭერ-მეთქი. შემდეგ ის კაცი დააქვეითეს. იმხანად რესპუბლიკის სამძებრო განყოფილების უფროსი იყო ირაკლი ქადაგიძე. 2004 წლის ნოემბერში მისი ხელმძღვანელობით ჩამოვიდნენ გურიაში სპეცრაზმელები, დაიჭირეს 5-6 კაცი, რომლებიც ერთ კვირაში გაათავისუფლეს. სწორედ ამის გამო წამოვედი სამსახურიდან. 2009 წელს ვმონაწილეობდი "საკნების აქციაში". გურიაში "ეროვნული ფორუმის" ორგანიზაცია ჩამოვაყალიბეთ, რომლის ბიუროს წევრიც ვიყავი. ამასთანავე, მყავდა სამარშრუტო ტაქსები, რომლებითაც "საკნების აქციისას" ხალხი გადაგვყავდა და დაიწყეს ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა - რეგულარულად მაჯარიმებდნენ, მანქანა დამიყადაღეს... იმავე წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში ერთ-ერთ ოჯახში ქორწილში ვიმყოფებოდი, იქ იყო პოლიციის უფროსი გია ურიდია მთელი განყოფილებით. თამადა გახლდათ პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელმაც სუფრის წევრებს ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს შესმა სკამზე დადგომით შემოგვთავაზა. ეს იყო ჩემთვის ბოლო წვეთი. გაცეცხლებულმა სულ კერპთაყვანისმცემლები ვუძახე. დაიწყო გაწევ-გამოწევა და პოლიციის უფროსსაც და მის მოადგილესაც ჩემგან მუშტებიც მოხვდათ. აგრეთვე მოხვდა სამძებრო განყოფილების უფროსს გურამ ასათიანს, რომელიც დღეს მეძებს. მომხდარის გამო იმხანად ვერ დამაპატიმრეს, რადგან ქორწილში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მიცნობდნენ. ამიტომ პოლიციელებმა ხელის შემობრუნებაც კი ვერ გამიბედეს. აი, შემდეგ დაიწყო ჩემი დევნა-შევიწროება. იძულებული შევიქენი, ქვეყანა დამეტოვებინა. ჩამოვედი საფრანგეთში და 2010 წელს მოვითხოვე პოლიტიკური დევნილის სტატუსი, რომლიც ერთი წლის შემდეგ მომანიჭეს კიდეც.

- თქვენ მიმართ ხულიგნობის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე?

- არა, ეს ამბავი მიჩქმალეს, რადგან არ სურდათ, პოლიციის სახელი შებღალულიყო. შეთითხნეს საქმე და წამიყენეს 181-ე მუხლი - სახელმწიფო ქონების გაფლანგვა-მითვისება. საქმეს სამჯერ მისცეს სხვადასხვა კვალიფიკაცია და მოწმეებად შსს-თან შეკრული პირები მოიყვანეს, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი. შემითითხნეს საქმე, დაუსწრებლად გამომიტანეს განაჩენი და 7,5 წელი მომისაჯეს. მადლობა ღმერთს, საკონსულომ ჩემს ცოლ-შვილსაც გაუგზავნა ვიზები და დღეს ყველანი ერთად ვცხოვრობთ.

- ბატონო ზურაბ, ხელისუფლება ცდილობს, ემიგრანტები გამოთიშოს საარჩევნო პროცესიდან - ამომრჩეველთა სიებში არ არის ემიგრანტთა უმრავლესობა. თუ იცით, რა ხდება და რას აპირებთ?

- მე არ მაქვს საქართველოს ტერიტორიაზე, ანუ საკონსულოში შესვლის უფლება, მაგრამ ვარ აქციის ორგანიზატორი სტრასბურში - მოვაგროვე საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერები (ოფიციალური მონაცემებით, აქ 300 ქართული ოჯახი ცხოვრობს. ამას თუ დავუმატებთ არალეგალურად მცხოვრებლებს, მათი რიცხვი სამჯერ მეტია) სტრასბურში საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, მაგრამ ამაოდ. ამჟამად მხოლოდ პარიზშია საარჩევნო უბანი. საფრანგეთში უამრავი ქართველი სტუდენტია. ცესკოს მივმართე თხოვნით, რომ ისინი საარჩევნო კომისიაში აღრიცხვაზე აეყვანათ, მაგრამ ამაზეც უარი თქვეს. თითოეული პირი ორჯერ უნდა ჩასულიყო პარიზში - ერთხელ დასარეგისტრირებლად, მეორედ - არჩევნებში ხმის მისაცემად. ეს დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. რა მნიშვნელობა აქვს, ლეგალურად ვცხოვრობ თუ არალეგალურად, მე ვარ ქართველი და მაქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ვფიქრობ, უნდა დაიწყოს პროტესტი იმის გამო, რომ ეს არჩევნები უკვე არალეგიტიმურია, რადგან დახლოებით მილიონ ადამიანს არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. საქართველოს ხელისუფლებამ ეს სპეციალურად გააკეთა, არჩევნებში რომ არ მიგვეღო მონაწილეობა. როგორ შეიძლება, სახელმწიფომ მილიონ მოქალაქეზე თქვას უარი? ჩვენ რამდენიმე საპროტესტო აქცია გავმართეთ ევროპარლამენტთან, ევროსაბჭოსთან, ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი ინტერესები და გამოვიყენოთ კონსტიტუციური უფლება. ეს საქართველოშიც უნდა გაპროტესტდეს, აქამდეც უნდა ატეხილიყო ერთი ამბავი. დავანებოთ თავი საფრანგეთს. როგორ შეიძლება, რუსეთში არ იყოს საარჩევნო უბანი, როცა იქ უამრავი ქართველი ცხოვრობს? შეიძლება, საქართველოს მოსახლეობის 30%-ს არ ეძლეოდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება?!

- თუკი არჩევნები უკვე გაყალბებულია, გამოდის, "ქართული ოცნება" მეორე ადგილისთვის იბრძვის...

- თუ კოალიცია დათანხმდა მეორე ადგილს, უარს ვიტყვი საქართველოს მოქალაქეობაზე და პროტესტის ნიშნად საჯაროდ დავწვავ საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ქვეყნის სათავეში ნაციონალები თუ დარჩებიან, სამშობლო აღარ გვექნება, ქართველი, როგორც ეთნოსი, აღარ იარსებებს. ამათ თუ არჩევნების გაყალბება მაინც მოახერხეს, ჩვენი რეაქცია უნდა იყოს შესაბამისი. ნაცმოს ლევან გაჩეჩილაძემ მოუგო არჩევნები და დღეს როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ მას 20-25%-ზე მეტი რესურსი აქვს? სტრასბურს არ ახსოვს ქართველების ასეთი ორგანიზებულობა და აქტიურობა, ისინი არასდროს გამოსულან და არ გამოუთქვამთ პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ. დღეს კი ჩვენში დიდი მუხტია. საქართველოში თუ ქართველს არ ექნება პრივილეგიური მდგომარეობა, არ მინდა ასეთი საქართველო.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"