Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ლორია: "ცხოვრებაში პირველად ვიტირე..."
გიორგი ლორია: "ცხოვრებაში პირველად ვიტირე..."

"გი­ორ­გი ლო­რია, ეს რა ბიჭი გვყო­ლია", "მე­ა­მა­ყე­ბი" - ამ­გვა­რი და სხვა წარ­წე­რე­ბით ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­სა" და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის გოლ­კი­პე­რის გი­ორ­გი ლო­რი­ას ფო­ტო­ე­ბი. გი­ორ­გი სა­ქარ­თვე­ლო-ეს­პა­ნე­თის თა­მა­შის გმი­რი გახ­და, ყვე­ლა ბურ­თი აიღო, რაც კა­რის­კენ გაგ­ზავ­ნეს ეს­პა­ნე­ლებ­მა, თუმ­ცა თა­მა­ში და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბო­და, რო­დე­საც გი­ორ­გი და­შავ­და, მას მუხ­ლი ზურა ხი­ზა­ნიშ­ვილ­თან შე­ჯა­ხე­ბით და­უ­ზი­ან­და და შე­სა­ბა­მი­სად, თა­მა­შის გაგ­რძე­ლე­ბა ვე­ღარ შეძ­ლო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­და ფოტო, რო­მელ­ზეც ჩან­და, რო­გორ მოს­დი­ო­და ჩვე­ნე­ბურ მე­კა­რეს ცრემ­ლე­ბი. თუმ­ცა გი­ორ­გი ტკი­ვი­ლის გამო არ ტი­რო­და... დღეს "რე­ი­ტინ­გი" ფეხ­ბურ­თელს უფრო ახ­ლოს გა­გაც­ნობთ. ის ტე­ლე­ფო­ნით ჩავ­წე­რეთ, რად­გან რო­დე­საც ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით, გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჯერ კი­დევ არ იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი და არც დი­აგ­ნო­ზი დას­მუ­ლი. ფეხ­ბურ­თელ­მა სახ­ლი­დან უპა­სუ­ხა ჩვენს შე­კი­თხვებს, თუმ­ცა გვთხო­ვა, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არა­ფე­რი გვე­კი­თხა და მისი სურ­ვი­ლი ავას­რუ­ლეთ.

- თქვენ და ფეხ­ბურ­თი. რო­გორ და­ი­წყო სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბას­თან სი­ახ­ლო­ვე?

- ალ­ბათ ისე, რო­გორც სხვე­ბი იწყე­ბენ ხოლ­მე. ბავ­შვო­ბა­ში შე­ვე­დი ფეხ­ბურთზე. 8 წლის ვი­ყა­ვი, "ავა­ზა­ში" რომ მოვ­ხვდი და 17 წლამ­დე აქ ვი­რი­ცხე­ბო­დი. შემ­დეგ "დი­ნა­მოს" აკა­დე­მი­ა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. აქ გა­ვი­ა­რე ყვე­ლა ეტა­პი, აკა­დე­მია, "დი­ნა­მოს" მე­ო­რე გუნ­დი, შემ­დეგ კი ძი­რი­თა­დი. იქი­დან ახალ­გაზ­რდულ ნაკ­რებ­ში მოვ­ხვდი, მერე კი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში, თუმ­ცა იყო ჩა­ვარ­დნე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცის. ნაკ­რებ­ში გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი აღარ ვთა­მა­შობ­დი, თე­მურ ქეც­ბა­ი­ას მოს­ვლის შემ­დეგ კი უკან დავ­ბრუნ­დი.

- რა ჩა­ვარ­დნა­ზე ლა­პა­რა­კობთ?

- ჩა­ვარ­დნა ის იყო, რომ კუ­პე­რის მწვრთნე­ლო­ბი­სას მო­მიხ­და რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან შეხ­ვედ­რა­ში თა­მა­ში. ჩა­ვაგ­დე ეს თა­მა­შე­ბი... ისე მოხ­და, რომ აღარ გა­მო­მი­ძა­ხეს ნაკ­რებ­ში. ორ­წლი­ა­ნი პა­უ­ზა მქონ­და, ამის შემ­დეგ დავ­ბრუნ­დი უკან.

გი­ორ­გი ლო­რია- იმ ჩა­ვარ­დნებს რას აბ­რა­ლებთ?

- მე­კა­რის­თვის შე­და­რე­ბით ახალ­გაზ­რდა და გა­მო­უც­დე­ლი ვი­ყა­ვი. ამის შე­დე­გად შეც­დო­მებს ვუშ­ვებ­დი. "დი­ნა­მო­ში" ძი­რი­თად­ში არ ვი­ყა­ვი, როცა ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში გა­მო­მი­ძა­ხეს. მო­მი­წია პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან, იტა­ლი­ას­თან, ირა­ლან­დი­ას­თან თა­მა­შებ­მა. ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის გუნ­დე­ბი იყო, შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­უც­დე­ლო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა შეც­დო­მე­ბი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ახ­ლან­დე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით იმ შეც­დო­მებს ნამ­დვი­ლად არ და­ვუშ­ვებ­დი.

- ამ კომ­პლექ­სის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდით?

- მარ­თა­ლი რომ გი­თხრათ, არა­ნა­ი­რი კომ­პლექ­სი არ მქო­ნია არც მა­შინ და არც ახლა მაქვს.

- მე­კა­რე­ო­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პო­ზი­ცი­აა. თქვენ აირ­ჩი­ეთ თუ თქვენ მა­გივ­რად სხვამ გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი?

- მე არ ამირ­ჩე­ვია. კარ­ში პირ­ვე­ლად ჩემი ნე­ბით არ დავ­მდგარ­ვარ. მწვრთნელ­მა ხელი და­მა­დო და მი­თხრა, კარ­ში შენ იქ­ნე­ბიო. იყო რა­ღაც პე­რი­ო­დი, რო­დე­საც წი­ნაც ვთა­მა­შობ­დი. რამ­დე­ნი­მე თა­მაშ­ში გო­ლე­ბიც მაქვს გა­ტა­ნი­ლი, მაგ­რამ შემ­დეგ ისევ კარ­ში დავ­ბრუნ­დი. ჩე­მით გა­დავ­წყვი­ტე წინ გას­ვლაც და უკან დაბ­რუ­ნე­ბაც. კარ­ში უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დი ალ­ბათ თავს, თუმ­ცა ფე­ხით თა­მა­შის არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ მაქვს. ახ­ლაც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­მა­შებ­დი, თუმ­ცა უკვე ძნე­ლია. მუ­დამ ვთა­მა­შობ წინა პო­ზი­ცი­ა­ზე მი­ნი­ფეხ­ბურთს. გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ არ ვი­თა­მა­შო, რად­გან ფე­ხის გა­ვარ­ჯი­შე­ბა­ში ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლო-ეს­პა­ნე­თის მატ­ჩის გმი­რი გახ­დით. ელო­დით ასეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას ქო­მა­გე­ბის­გან?

- ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ძა­ლი­ან კარ­გად ერ­კვე­ვა ფეხ­ბურთში. ყვე­ლამ კარ­გად იცო­და, რო­გო­რი დო­ნის ნაკ­რე­ბი ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში. მსოფ­ლიო და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი სტუმ­რობ­და თბი­ლისს. ბევ­რი არ ელო­და, რომ ეს­პა­ნე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მე და ნაკ­რე­ბის სხვა წევ­რე­ბი ასეთ კარგ თა­მაშს ვაჩ­ვე­ნებ­დით. უმ­რავ­ლე­სო­ბა ელო­და დიდი ან­გა­რი­შით წა­გე­ბას. ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებს ჰყავს ისე­თი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გო­ლებს უტა­ნენ ბუ­ფო­ნის და მის მსგავს მე­კა­რე­ებს. მათ ჩვენ­თვის ვერ შეძ­ლეს იმ­დე­ნი გო­ლის გა­ტა­ნა, რამ­დე­ნიც ლე­გენ­და­რუ­ლი მე­კა­რე­ე­ბის­თვის გა­უ­ტა­ნი­ათ. შე­იძ­ლე­ბა ისიც ით­ქვას, რომ გა­უ­მარ­თლათ, რომ ეს შეხ­ვედ­რა ფრედ არ დას­რულ­და.

გი­ორ­გი ლო­რია- ამ­ბო­ბენ იმას, რომ იმ ერთი გო­ლის ბედი იმან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ თა­მა­შის და­ტო­ვე­ბამ მო­გი­წი­ათ. რო­გორ ფიქ­რობთ, აი­ღებ­დით იმ ბურთს?

- ძნე­ლი სათ­ქმე­ლია. ძა­ლი­ან კარ­გი ბურ­თი და­ურ­ტყა ჩვენს მე­კა­რეს და ეს ბურ­თი თით­ქმის აუ­ღე­ბელ­თა კა­ტე­გო­რი­ას ეკუთ­ვნო­და. თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, ვფიქ­რობ, თა­მა­შის მსვლე­ლო­ბი­სას ავი­ღე ასე­ვე აუ­ღე­ბე­ლი ბურ­თე­ბიც. არა­ვინ იცის, შე­იძ­ლე­ბა ამე­ღო ან ვერ ამე­ღო.

- ყვე­ლას ეგო­ნა, რომ მო­ე­დან­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­ტე­ხი­ლი გუნ­დი გა­ვი­დო­და. იმ­დე­ნად უშიშ­რად იდე­ქით კარ­ში, თქვენ ხომ არ მი­ე­ცით გარ­კვე­უ­ლი სტი­მუ­ლი ნაკ­რე­ბის სხვა წევ­რებს?

- მე იმა­ვე­ნა­ი­რად ვი­თა­მა­შე ბე­ლო­რუს­თან. ასე­ვე ვთა­მა­შობ საკ­ლუ­ბო დო­ნე­ზე თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში". თა­მა­შის წინ, ვი­საც უნდა ვე­თა­მა­შე­ბო­დე, ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნდშიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ორი ხე­ლი­თა და ორი ფე­ხით. რა­ტომ უნდა შეძ­ლონ და გვა­ჯო­ბონ ჩვენ?!.. ამ ფიქ­რე­ბით გავ­დი­ვარ ხოლ­მე მო­ე­დან­ზე. ყვე­ლამ უნდა იფიქ­როს, რომ უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია, მით უმე­ტეს, ქარ­თვე­ლე­ბი ვართ და ნიჭი გვაქვს.

- სა­ფეხ­ბურ­თო ტრა­დი­ცი­ე­ბი გვაქვს, თუმ­ცა ბოლო წლე­ბია, ფეხ­ბურ­თე­ლებს აქ­ტი­უ­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ. გუ­შინ­დე­ლი დღის შემ­დეგ თით­ქოს შე­იც­ვა­ლა რა­ღაც. ეს თქვენც იგ­რძე­ნით?

- რა თქმა უნდა!.. ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებ­თან რომ ასე ვი­თა­მა­შეთ, ხალ­ხი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა. წინა წელს, როცა წა­გე­ბის გა­რე­შე ჩა­ვა­ტა­რეთ შე­სარ­ჩე­ვი ტური, მა­ში­ნაც ქო­მა­გი თით­ქოს მობ­რუნ­და ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის­კენ. ბე­ლო­რუს­თან თა­მა­შის მე­რეც და ეს­პა­ნეთ­თან მით უმე­ტეს, მეც და­მე­უფ­ლა ეს შეგ­რძნე­ბა. გვინ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ვუ­ახ­ლოვ­დეთ იმას, რა­საც წარ­სულ­ში დიდი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი აკე­თებ­დნენ.

გი­ორ­გი ლო­რია- ახლა ნაკ­რებს უფრო მეტი მო­ტი­ვა­ცია აქვს, ბოლო ერთ წელს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ?

- ზო­გა­დად მე­კი­თხე­ბით ალ­ბათ. ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში თა­მა­ში­სას, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩია თუ მსოფ­ლი­ოს შე­სარ­ჩე­ვი, მო­ტი­ვა­ცია ისე­დაც უნდა გქონ­დეს და გვაქვს კი­დე­ვაც. ნაკ­რებ­ში თა­მა­ში უკვე მო­ტი­ვა­ცი­აა. უნდა გა­მოხ­ვი­დე და შე­ე­ცა­დო, მა­ღალ დო­ნე­ზე ითა­მა­შო.

- ვიცი, რომ ბო­ლომ­დე დი­აგ­ნო­ზი არ გაქვთ დას­მუ­ლი.

- გარ­კვე­უ­ლი ანა­ლი­ზე­ბის შემ­დეგ გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მგო­ნი, გა­დარ­ჩე­ნი­ლი ვარ. სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი ამ დღე­ებ­ში გა­ირ­კვე­ვა. ამ­ჟა­მად ვწე­ვარ და ისე გე­ლა­პა­რა­კე­ბით. მუხ­ლზე ყი­ნუ­ლე­ბი მა­დევს (იღი­მის).

- ალ­ბათ ძა­ლი­ან გინ­დო­დათ მატ­ჩის ბო­ლომ­დე ჩა­ტა­რე­ბა, რო­გო­რი შეგ­რძნე­ბა იყო, რო­დე­საც მიხ­ვდით, რომ ამას ვერ შეძ­ლებ­დით?

- რო­გორ გი­თხრათ... თა­ვი­დან ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, თით­ქოს მუხ­ლი გა­და­მი­ტყდა, უფრო სწო­რად, სა­ერ­თოდ ვე­ღარ ვგრძნობ­დი ვე­რა­ფერს. მე­გო­ნა, რომ მუხ­ლი აღარ მქონ­და. რო­დე­საც ექი­მებ­მა დახ­მა­რე­ბა აღ­მო­მი­ჩი­ნეს, ბი­ჭე­ბის ხმა მეს­მო­და, გა­აგ­რძე­ლეო, მამ­ხნე­ვებ­დნენ. მერე გა­ვი­გე, სტა­დი­ო­ნი რომ ყვი­რო­და ჩემს გვარს, ამან დიდი ძალა მომ­ცა, შევ­ძე­ლი წა­მოდ­გო­მა, რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯიც გა­დავ­დგი, მაგ­რამ მუხ­ლი მე­კე­ცე­ბო­და. ჩემი მო­ე­დან­ზე დარ­ჩე­ნა ღა­ლა­ტი უფრო იქ­ნე­ბო­და, რად­გან ვერ შევ­ძლებ­დი თა­მაშს. შე­საძ­ლოა, რა­ი­მე უბ­რა­ლო შეც­დო­მა და­მეშ­ვა და ვერც ვი­დე­ქი ფეხ­ზე, ცალი ფე­ხით ვერ დავ­დგე­ბო­დი.

გი­ორ­გი ლო­რია- გავ­რცელ­და ფოტო, სა­დაც ტი­რით.

- სა­კა­ცე­ზე რომ და­მაწ­ვი­ნეს, ცრემ­ლე­ბი წა­მო­მი­ვი­და. ისე­თი თა­მა­ში იყო, ძა­ლი­ან მინ­დო­და, ბო­ლომ­დე ჩა­მემ­თავ­რე­ბი­ნა. თან, ყვე­ლა­ფე­რი იქით­კენ მი­დი­ო­და, რომ თუ ვერ მო­ვი­გებ­დით, ფრედ მა­ინც დას­რულ­დე­ბო­და შეხ­ვედ­რა. მი­სა­ღე­ბი შე­დე­გი იქ­ნე­ბო­და. ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ამა­ზე დამ­წყდა გული, რომ შეხ­ვედ­რა­ზე ბო­ლომ­დე ვერ დავ­რჩი. გუნდს ბო­ლომ­დე ვერ და­ვეხ­მა­რე.

- აქამ­დე გი­ტი­რი­ათ?

- არა, ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვი­ტი­რე!.. სა­ერ­თოდ, არას­დროს მომ­დის ცრემ­ლე­ბი. არ ვარ ასე­თი ადა­მი­ა­ნი.

- მწვრთნე­ლის­გან ალ­ბათ შე­ქე­ბა და­იმ­სა­ხუ­რეთ.

- გა­სახ­დელ­ში ჩა­მიყ­ვა­ნეს, ექი­მე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ. თა­მა­ში რომ მორ­ჩა, სტა­დი­ონ­ზე მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბიც მო­ვიდ­ნენ და თა­ნაგ­რძნო­ბას გა­მოთ­ქვამ­დნენ. მერე თე­მუ­რიც მო­ვი­და. გა­მამ­ხნე­ვა. რა თქმა უნდა, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბიც შე­მო­ვიდ­ნენ.

- ალ­ბათ ზურა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლიც...

- ფეხ­ბურ­თია და ასე­თი რამ ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. ხი­ზა­ნა მო­ვი­და და ჩა­მე­ხუ­ტა.

გი­ორ­გი ლო­რია- გი­ორ­გი, ვიცი, რომ მამა თქვე­ნი აქ­ტი­უ­რი ქო­მა­გია. მის­თვის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და ამ თა­მა­შის ყუ­რე­ბა.

- მამა, სა­კა­ცით რომ გა­მიყ­ვა­ნეს, სტა­დი­ონ­ზე­ვე ჩა­მო­ვი­და. ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლა. მამა, რაც ფეხ­ბურთზე დავ­დი­ვარ, მას მერე ჩემ გვერ­დით არის. ჯერ ერთი ვარ­ჯი­შიც კი არ გა­უც­დე­ნია. თა­ვა­დაც თა­მა­შობ­და ადრე ფეხ­ბურთს. ერთი სი­ტყვით, ჩემი პერ­სო­ნა­ლუ­რი მწვრთნე­ლი­ვით არის (იცი­ნის). დე­და­ჩე­მი ახლა აქ არ არის, და­სას­ვე­ნებ­ლად გახ­ლავთ ზღვა­ზე, ვიცი, რომ მა­ნაც ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლა. თა­ვა­დაც უყუ­რებ­და ტე­ლე­ვი­ზი­ით ამ თა­მაშს. მერე ბევ­რმა ადა­მი­ან­მა და­უ­რე­კა და და­ამ­შვი­დეს. სა­ერ­თოდ, დე­და­ჩე­მი იმ­დე­ნად ნერ­ვი­უ­ლობს ხოლ­მე, რომ არ უყუ­რებს ჩემს თა­მა­შებს... ჩემი და და დის­შვი­ლი სტა­დი­ონ­ზე იყ­ვნენ მა­მას­თან ერ­თად. ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რმა ინერ­ვი­უ­ლა, თუმ­ცა მგო­ნი, გა­დავ­რჩი... უამ­რავ­მა ახ­ლო­ბელ­მა და­მი­რე­კა, "ფე­ის­ბუქ­ზეც" ნა­ხეთ ალ­ბათ რა ხდე­ბა. უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი მამ­ხნე­ვე­ბენ და მათი მად­ლო­ბე­ლი ვარ.

- მე­კა­რის­თვის ალ­ბათ მტკი­ცე ხა­სი­ა­თი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თქვენ ისე­თი­ვე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ხართ ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გო­რიც მო­ე­დან­ზე?

- ადრე გა­ცი­ლე­ბით ემო­ცი­უ­რი ვი­ყა­ვი, ვიდ­რე დღეს ვარ. რაც წლე­ბი მო­მე­მა­ტა და გა­მოც­დი­ლე­ბაც, მას შემ­დეგ უფრო მტკი­ცე ხა­სი­ა­თი გა­მიხ­და. ვცდი­ლობ, გა­ცი­ლე­ბით ცივი გო­ნე­ბით შევ­ხე­დო ნე­ბის­მი­ერ ქმე­დე­ბას. თუკი ემო­ცი­ებს აჰ­ყვე­ბი, ძნე­ლი იქ­ნე­ბა თა­მა­ში.

სა­ქარ­თვე­ლო-ეს­პა­ნე­თი - უამ­რა­ვი გო­გო­ნა თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გა­მო­გიჩ­ნდათ, რომ­ლე­ბიც თქვენს ფო­ტო­ებს აზი­ა­რე­ბენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ლექ­სებს გი­ძღვნი­ან.

- (იცი­ნის) რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს სა­სი­ა­მოვ­ნოა ჩემ­თვის კი არა, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის. ამ ყუ­რა­დღე­ბის გამო ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ

- ხომ არ გწე­რენ "ფე­ის­ბუქ­ზეც"?

- რო­გორ არა. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მწერს და მამ­ხნე­ვებს. ტრავ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მწე­რენ და თა­მაშ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.

- გო­გო­ნე­ბი თუ აქ­ტი­უ­რო­ბენ თქვე­ნი მი­სა­მარ­თით?

- მოდი, ამ თე­მას ნუ შე­ვე­ხე­ბით, ზო­გა­დად პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არ მიყ­ვარს ლა­პა­რა­კი.

- კარ­გი, თქვე­ნი ნე­ბაა. უცხო­ეთ­ში არას­დროს გი­თა­მა­ში­ათ?

- არა, მხო­ლოდ ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატ­ში. შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბის მეტი რა ყო­ფი­ლა და არის. რუ­სე­თი­და­ნაც მქო­ნია და ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც. ორი თვის წინ შოთა არ­ვე­ლა­ძის გუნდშიც მქონ­და გა­დას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ხან რა მი­ზე­ზი იყო, ხან რა, მაგ­რამ ვერ მივ­დი­ო­დი, თუმ­ცა სურ­ვი­ლი მაქვს, რომ თავი გა­ცი­ლე­ბით დიდ ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში გა­მოვ­ცა­დო. იმე­დი მაქვს და სურ­ვი­ლიც, რომ კა­რი­ე­რა ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ჩემ­პი­ო­ნატ­ში გა­ვაგ­რძე­ლო.

გი­ორ­გი ლო­რია- გი­ორ­გი, ეს­პა­ნურ­მა პრე­სამ გა­ავ­რცე­ლა სენ­სა­ცი­უ­რი ცნო­ბა, რომ ორი უძ­ლი­ე­რე­სი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი - "ბარ­სა" და "რე­ა­ლი" და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია თქვე­ნით. გაქვთ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ?

- არა, არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. რაც პრე­სა­ში წა­ვი­კი­თხე, მხო­ლოდ ის ვიცი, ჩემ­თვის კი ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვის და­უ­რე­კავს.

- რას ჰპირ­დე­ბით ქო­მა­გებს?

- ჩემი მი­ზა­ნი ისაა, რომ ყო­ველ თა­მაშ­ზე უკე­თე­სად ვი­თა­მა­შო. ეს ერ­თნა­ი­რად ეხე­ბა "დი­ნა­მო­საც" და ნაკ­რებ­საც. ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ძა­ლი­ან მა­გა­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან. ჩემი აზ­რით, ბო­ლოს კი არ გაგ­ვი­მარ­თლა, მაგ­რამ თა­მა­შე­ბი კი­დევ წინ არის. ფეხ­ბურ­თია და გვაქვს იმის უფ­ლე­ბა, ვი­ფიქ­როთ, რომ მოვ­ხვდე­ბით მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" ვი­საც უყ­ვარს, მათ ვე­ტყვი, რომ ვეც­დე­ბით, წელს ჩემ­პი­ო­ნე­ბი გავ­ხდეთ.

P.S. ინ­ტერ­ვიუ უკვე ჩა­წე­რი­ლი გვქონ­და, რო­დე­საც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გი­ორ­გი ლო­რია თა­მაშს, სულ მცი­რე, თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ შეძ­ლებს. ექი­მე­ბი სპორ­ტსმენს მსუ­ბუ­ქი ვარ­ჯი­შის ნე­ბას ერთ თვე­ში დარ­თა­ვენ და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სრუ­ლად ფეხ­ბურ­თე­ლი ორ თვე­ში გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მას ოპე­რა­ცია არ დას­ჭირ­და. გი­ორ­გი ლო­რი­ას ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის სა­ხე­ლით მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებთ!..

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გიორგი ლორია: "ცხოვრებაში პირველად ვიტირე..."

გიორგი ლორია: "ცხოვრებაში პირველად ვიტირე..."

"გიორგი ლორია, ეს რა ბიჭი გვყოლია", "მეამაყები" - ამგვარი და სხვა წარწერებით ვრცელდება სოციალურ ქსელებში თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერის გიორგი ლორიას ფოტოები. გიორგი საქართველო-ესპანეთის თამაშის გმირი გახდა, ყველა ბურთი აიღო, რაც კარისკენ გაგზავნეს ესპანელებმა, თუმცა თამაში დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც გიორგი დაშავდა, მას მუხლი ზურა ხიზანიშვილთან შეჯახებით დაუზიანდა და შესაბამისად, თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მოგვიანებით გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანდა, როგორ მოსდიოდა ჩვენებურ მეკარეს ცრემლები. თუმცა გიორგი ტკივილის გამო არ ტიროდა... დღეს "რეიტინგი" ფეხბურთელს უფრო ახლოს გაგაცნობთ. ის ტელეფონით ჩავწერეთ, რადგან როდესაც ჩვენ დავუკავშირდით, გამოკვლევები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული და არც დიაგნოზი დასმული. ფეხბურთელმა სახლიდან უპასუხა ჩვენს შეკითხვებს, თუმცა გვთხოვა, პირად ცხოვრებაზე არაფერი გვეკითხა და მისი სურვილი ავასრულეთ.

- თქვენ და ფეხბურთი. როგორ დაიწყო სპორტის ამ სახეობასთან სიახლოვე?

- ალბათ ისე, როგორც სხვები იწყებენ ხოლმე. ბავშვობაში შევედი ფეხბურთზე. 8 წლის ვიყავი, "ავაზაში" რომ მოვხვდი და 17 წლამდე აქ ვირიცხებოდი. შემდეგ "დინამოს" აკადემიაში გადამიყვანეს. აქ გავიარე ყველა ეტაპი, აკადემია, "დინამოს" მეორე გუნდი, შემდეგ კი ძირითადი. იქიდან ახალგაზრდულ ნაკრებში მოვხვდი, მერე კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, თუმცა იყო ჩავარდნები, რომელთა შესახებ ყველამ იცის. ნაკრებში გარკვეული პერიოდი აღარ ვთამაშობდი, თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ კი უკან დავბრუნდი.

- რა ჩავარდნაზე ლაპარაკობთ?

- ჩავარდნა ის იყო, რომ კუპერის მწვრთნელობისას მომიხდა რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრაში თამაში. ჩავაგდე ეს თამაშები... ისე მოხდა, რომ აღარ გამომიძახეს ნაკრებში. ორწლიანი პაუზა მქონდა, ამის შემდეგ დავბრუნდი უკან.

გიორგი ლორია- იმ ჩავარდნებს რას აბრალებთ?

- მეკარისთვის შედარებით ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი. ამის შედეგად შეცდომებს ვუშვებდი. "დინამოში" ძირითადში არ ვიყავი, როცა ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს. მომიწია პორტუგალიასთან, იტალიასთან, ირალანდიასთან თამაშებმა. ძალიან მაღალი დონის გუნდები იყო, შესაბამისად, გამოუცდელობამ განაპირობა შეცდომები. რასაკვირველია, ახლანდელი გამოცდილებით იმ შეცდომებს ნამდვილად არ დავუშვებდი.

- ამ კომპლექსისგან გათავისუფლდით?

- მართალი რომ გითხრათ, არანაირი კომპლექსი არ მქონია არც მაშინ და არც ახლა მაქვს.

- მეკარეობა ერთ-ერთი ყველაზე რთული პოზიციაა. თქვენ აირჩიეთ თუ თქვენ მაგივრად სხვამ გააკეთა არჩევანი?

- მე არ ამირჩევია. კარში პირველად ჩემი ნებით არ დავმდგარვარ. მწვრთნელმა ხელი დამადო და მითხრა, კარში შენ იქნებიო. იყო რაღაც პერიოდი, როდესაც წინაც ვთამაშობდი. რამდენიმე თამაშში გოლებიც მაქვს გატანილი, მაგრამ შემდეგ ისევ კარში დავბრუნდი. ჩემით გადავწყვიტე წინ გასვლაც და უკან დაბრუნებაც. კარში უფრო კომფორტულად ვგრძნობდი ალბათ თავს, თუმცა ფეხით თამაშის არანაირი პრობლემა არ მაქვს. ახლაც დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი, თუმცა უკვე ძნელია. მუდამ ვთამაშობ წინა პოზიციაზე მინიფეხბურთს. გამორიცხულია, რომ არ ვითამაშო, რადგან ფეხის გავარჯიშებაში ძალიან მეხმარება.

- საქართველო-ესპანეთის მატჩის გმირი გახდით. ელოდით ასეთ გამოხმაურებას ქომაგებისგან?

- ქართველი გულშემატკივარი ძალიან კარგად ერკვევა ფეხბურთში. ყველამ კარგად იცოდა, როგორი დონის ნაკრები ჩამოვიდა თბილისში. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი სტუმრობდა თბილისს. ბევრი არ ელოდა, რომ ესპანელების წინააღმდეგ მე და ნაკრების სხვა წევრები ასეთ კარგ თამაშს ვაჩვენებდით. უმრავლესობა ელოდა დიდი ანგარიშით წაგებას. ესპანეთის ნაკრებს ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც გოლებს უტანენ ბუფონის და მის მსგავს მეკარეებს. მათ ჩვენთვის ვერ შეძლეს იმდენი გოლის გატანა, რამდენიც ლეგენდარული მეკარეებისთვის გაუტანიათ. შეიძლება ისიც ითქვას, რომ გაუმართლათ, რომ ეს შეხვედრა ფრედ არ დასრულდა.

გიორგი ლორია- ამბობენ იმას, რომ იმ ერთი გოლის ბედი იმან განაპირობა, რომ თამაშის დატოვებამ მოგიწიათ. როგორ ფიქრობთ, აიღებდით იმ ბურთს?

- ძნელი სათქმელია. ძალიან კარგი ბურთი დაურტყა ჩვენს მეკარეს და ეს ბურთი თითქმის აუღებელთა კატეგორიას ეკუთვნოდა. თუმცა, მეორე მხრივ, ვფიქრობ, თამაშის მსვლელობისას ავიღე ასევე აუღებელი ბურთებიც. არავინ იცის, შეიძლება ამეღო ან ვერ ამეღო.

- ყველას ეგონა, რომ მოედანზე ფსიქოლოგიურად გატეხილი გუნდი გავიდოდა. იმდენად უშიშრად იდექით კარში, თქვენ ხომ არ მიეცით გარკვეული სტიმული ნაკრების სხვა წევრებს?

- მე იმავენაირად ვითამაშე ბელორუსთან. ასევე ვთამაშობ საკლუბო დონეზე თბილისის "დინამოში". თამაშის წინ, ვისაც უნდა ვეთამაშებოდე, ყოველთვის ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგე გუნდშიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ორი ხელითა და ორი ფეხით. რატომ უნდა შეძლონ და გვაჯობონ ჩვენ?!.. ამ ფიქრებით გავდივარ ხოლმე მოედანზე. ყველამ უნდა იფიქროს, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია, მით უმეტეს, ქართველები ვართ და ნიჭი გვაქვს.

- საფეხბურთო ტრადიციები გვაქვს, თუმცა ბოლო წლებია, ფეხბურთელებს აქტიურად აკრიტიკებენ. გუშინდელი დღის შემდეგ თითქოს შეიცვალა რაღაც. ეს თქვენც იგრძენით?

- რა თქმა უნდა!.. ესპანეთის ნაკრებთან რომ ასე ვითამაშეთ, ხალხი ძალიან კმაყოფილი დარჩა. წინა წელს, როცა წაგების გარეშე ჩავატარეთ შესარჩევი ტური, მაშინაც ქომაგი თითქოს მობრუნდა ქართული ფეხბურთისკენ. ბელორუსთან თა­მაშის მერეც და ესპანეთთან მით უმეტეს, მეც დამეუფლა ეს შეგრძნება. გვინდა, მაქსიმალურად მივუახლოვდეთ იმას, რასაც წარსულში დიდი ქართველი ფეხბურთელები აკეთებდნენ.

გიორგი ლორია- ახლა ნაკრებს უფრო მეტი მოტივაცია აქვს, ბოლო ერთ წელს თუ გავითვალისწინებთ?

- ზოგადად მეკითხებით ალბათ. ეროვნულ ნაკრებში თამაშისას, არ აქვს მნიშვნელობა, ამხანაგური მატჩია თუ მსოფლიოს შესარჩევი, მოტივაცია ისედაც უნდა გქონდეს და გვაქვს კიდევაც. ნაკრებში თამაში უკვე მოტივაციაა. უნდა გამოხვიდე და შეეცადო, მაღალ დონეზე ითამაშო.

- ვიცი, რომ ბოლომდე დიაგნოზი არ გაქვთ დასმული.

- გარკვეული ანალიზების შემდეგ გამოიკვეთა, რომ მგონი, გადარჩენილი ვარ. საბოლოო პასუხი ამ დღეებში გაირკვევა. ამჟამად ვწევარ და ისე გელაპარაკებით. მუხლზე ყინულები მადევს (იღიმის).

- ალბათ ძალიან გინდოდათ მატჩის ბოლომდე ჩატარება, როგორი შეგრძნება იყო, როდესაც მიხვდით, რომ ამას ვერ შეძლებდით?

- როგორ გითხრათ... თავიდან ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მუხლი გადამიტყდა, უფრო სწორად, საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი ვერაფერს. მეგონა, რომ მუხლი აღარ მქონდა. როდესაც ექიმებმა დახმარება აღმომიჩინეს, ბიჭების ხმა მესმოდა, გააგრძელეო, მამხნევებდნენ. მერე გავიგე, სტადიონი რომ ყვიროდა ჩემს გვარს, ამან დიდი ძალა მომცა, შევძელი წამოდგომა, რამდენიმე ნაბიჯიც გადავდგი, მაგრამ მუხლი მეკეცებოდა. ჩემი მოედანზე დარჩენა ღალატი უფრო იქნებოდა, რადგან ვერ შევძლებდი თამაშს. შესაძლოა, რაიმე უბრალო შეცდომა დამეშვა და ვერც ვიდექი ფეხზე, ცალი ფეხით ვერ დავდგებოდი.

გიორგი ლორია- გავრცელდა ფოტო, სადაც ტირით.

- საკაცეზე რომ დამაწვინეს, ცრემლები წამომივიდა. ისეთი თამაში იყო, ძალიან მინდოდა, ბოლომდე ჩამემთავრებინა. თან, ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ თუ ვერ მოვიგებდით, ფრედ მაინც დასრულდებოდა შეხვედრა. მისაღები შედეგი იქნებოდა. ყველაზე მეტად სწორედ ამაზე დამწყდა გული, რომ შეხვედრაზე ბოლომდე ვერ დავრჩი. გუნდს ბოლომდე ვერ დავეხმარე.

- აქამდე გიტირიათ?

- არა, ცხოვრებაში პირველად ვიტირე!.. საერთოდ, არასდროს მომდის ცრემლები. არ ვარ ასეთი ადამიანი.

- მწვრთნელისგან ალბათ შექება დაიმსახურეთ.

- გასახდელში ჩამიყვანეს, ექიმები შემოვიდნენ. თამაში რომ მორჩა, სტადიონზე მომუშავე ადამიანებიც მოვიდნენ და თანაგრძნობას გამოთქვამდნენ. მერე თემურიც მოვიდა. გამამხნევა. რა თქმა უნდა, ფეხბურთელებიც შემოვიდნენ.

- ალბათ ზურა ხიზანიშვილიც...

- ფეხბურთია და ასეთი რამ ყოველთვის შეიძლება მოხდეს. ხიზანა მოვიდა და ჩამეხუტა.

გიორგი ლორია- გიორგი, ვიცი, რომ მამა თქვენი აქტიური ქომაგია. მისთვის ალბათ ყველაზე რთული იქნებოდა ამ თამაშის ყურება.

- მამა, საკაცით რომ გამიყვანეს, სტადიონზევე ჩამოვიდა. ძალიან ინერვიულა. მამა, რაც ფეხბურთზე დავდივარ, მას მერე ჩემ გვერდით არის. ჯერ ერთი ვარჯიშიც კი არ გაუცდენია. თავადაც თამაშობდა ადრე ფეხბურთს. ერთი სიტყვით, ჩემი პერსონალური მწვრთნელივით არის (იცინის). დედაჩემი ახლა აქ არ არის, დასასვენებლად გახლავთ ზღვაზე, ვიცი, რომ მანაც ძალიან ინერვიულა. თავადაც უყურებდა ტელევიზიით ამ თამაშს. მერე ბევრმა ადამიანმა დაურეკა და დაამშვიდეს. საერთოდ, დედაჩემი იმდენად ნერვიულობს ხოლმე, რომ არ უყურებს ჩემს თამაშებს... ჩემი და და დისშვილი სტადიონზე იყვნენ მამასთან ერთად. ოჯახის ყველა წევრმა ინერვიულა, თუმცა მგონი, გადავრჩი... უამრავმა ახლობელმა დამირეკა, "ფეისბუქზეც" ნახეთ ალბათ რა ხდება. უცნობი ადამიანები მამხნევებენ და მათი მადლობელი ვარ.

- მეკარისთვის ალბათ მტკიცე ხასიათი ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ისეთივე თავდაჯერებული ხართ ცხოვრებაში, როგორიც მოედანზე?

- ადრე გაცილებით ემოციური ვიყავი, ვიდრე დღეს ვარ. რაც წლები მომემატა და გამოცდილებაც, მას შემდეგ უფრო მტკიცე ხასიათი გამიხდა. ვცდილობ, გაცილებით ცივი გონებით შევხედო ნებისმიერ ქმედებას. თუკი ემოციებს აჰყვები, ძნელი იქნება თამაში.

საქართველო-ესპანეთი - უამრავი გოგონა თაყვანისმცემელი გამოგიჩნდათ, რომლებიც თქვენს ფოტოებს აზიარებენ სოციალურ ქსელებში, ლექსებს გიძღვნიან.

- (იცინის) რასაკვირველია, ეს სასიამოვნოა ჩემთვის კი არა, ნებისმიერი ადამიანისთვის. ამ ყურადღების გამო ძალიან ბედნიერი ვარ

- ხომ არ გწერენ "ფეისბუქზეც"?

- როგორ არა. მთელი დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი მწერს და მამხნევებს. ტრავმასთან დაკავშირებითაც მწერენ და თამაშთან დაკავშირებითაც.

- გოგონები თუ აქტიურობენ თქვენი მისამართით?

- მოდი, ამ თემას ნუ შევეხებით, ზოგადად პირად ცხოვრებაზე არ მიყვარს ლაპარაკი.

- კარგი, თქვენი ნებაა. უცხოეთში არასდროს გითამაშიათ?

- არა, მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატში. შემოთავაზებების მეტი რა ყოფილა და არის. რუსეთიდანაც მქონია და ევროპული ქვეყნებიდანაც. ორი თვის წინ შოთა არველაძის გუნდშიც მქონდა გადასვლის შესაძლებლობა. ხან რა მიზეზი იყო, ხან რა, მაგრამ ვერ მივდიოდი, თუმცა სურვილი მაქვს, რომ თავი გაცილებით დიდ ჩემპიონატებში გამოვცადო. იმედი მაქვს და სურვილიც, რომ კარიერა ევროპის რომელიმე ჩემპიონატში გავაგრძელო.

გიორგი ლორია- გიორგი, ესპანურმა პრესამ გაავრცელა სენსაციური ცნობა, რომ ორი უძლიერესი საფეხბურთო კლუბი - "ბარსა" და "რეალი" დაინტერესებულია თქვენით. გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამის შესახებ?

- არა, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. რაც პრესაში წავიკითხე, მხოლოდ ის ვიცი, ჩემთვის კი ჯერჯერობით არავის დაურეკავს.

- რას ჰპირდებით ქომაგებს?

- ჩემი მიზანი ისაა, რომ ყოველ თამაშზე უკეთესად ვითამაშო. ეს ერთნაირად ეხება "დინამოსაც" და ნაკრებსაც. ეროვნულ ნაკრებში ძალიან მაგარი ფეხბურთელები არიან. ჩემი აზრით, ბოლოს კი არ გაგვიმართლა, მაგრამ თამაშები კიდევ წინ არის. ფეხბურთია და გვაქვს იმის უფლება, ვიფიქროთ, რომ მოვხვდებით მსოფლიო ჩემპიონატზე. თბილისის "დინამო" ვისაც უყვარს, მათ ვეტყვი, რომ ვეცდებით, წელს ჩემპიონები გავხდეთ.

P.S. ინტერვიუ უკვე ჩაწერილი გვქონდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ლორია თამაშს, სულ მცირე, თვენახევრის განმავლობაში ვერ შეძლებს. ექიმები სპორტსმენს მსუბუქი ვარჯიშის ნებას ერთ თვეში დართავენ და ვარაუდობენ, რომ სრულად ფეხბურთელი ორ თვეში გამოჯანმრთელდება. საბედნიეროდ, მას ოპერაცია არ დასჭირდა. გიორგი ლორიას ჩვენი ჟურნალის სახელით მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!..

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"