მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კავკასია 2012" დღეს იწყება
"კავკასია 2012" დღეს იწყება

რუ­სე­თი დღეს მას­შტა­ბურ სამ­ხედ­რო წვრთნას, "კავ­კა­სია 2012"-ს იწყებს. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში სწავ­ლე­ბის პირ­ველ ეტაპს პი­რა­დად და­აკ­ვირ­დე­ბა.

მა­ნევ­რებს და­აკ­ვირ­დე­ბა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ანა­ტო­ლი სერ­დი­უ­კო­ვიც.

წვრთნე­ბი რუ­სე­თის სამ­ხრე­თით გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 8000 სამ­ხედ­რო, 200 საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა, 100 სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რი და 10 საბ­რძო­ლო გემი და კა­ტარ­ღა მი­ი­ღებს.

სწავ­ლე­ბე­ბი ორ ეტა­პად, ოთხ სხვა­დას­ხვა პო­ლი­გონ­ზე და შავი და კას­პი­ის ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. სწავ­ლე­ბე­ბი 23 სექ­ტემ­ბერს დას­რულ­დე­ბა.

ფაქ­ტმა, რომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო წვრთნა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მილ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე იმარ­თე­ბა, ქარ­თუ­ლი მხა­რის შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სის შე­ფა­სე­ბით, ეს წვრთნე­ბი რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას ემუქ­რე­ბა.

"ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რა შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა 2008 წელს ჩა­ტა­რე­ბულ­მა რუ­სულ­მა სამ­ხედ­რო წვრთნებ­მა, რო­მე­ლიც ამა­ზე ბევ­რად ნაკ­ლე­ბი მას­შტა­ბის იყო", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, გრი­გოლ ვა­შა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

"კავკასია 2012" დღეს იწყება

"კავკასია 2012" დღეს იწყება

რუსეთი დღეს მასშტაბურ სამხედრო წვრთნას, "კავკასია 2012"-ს იწყებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კავკასიაში სწავლების პირველ ეტაპს პირადად დააკვირდება.

მანევრებს დააკვირდება რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვიც.

წვრთნები რუსეთის სამხრეთით გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 8000 სამხედრო, 200 საბრძოლო მანქანა, 100 საარტილერიო დანადგარი და 10 საბრძოლო გემი და კატარღა მიიღებს.

სწავლებები ორ ეტაპად, ოთხ სხვადასხვა პოლიგონზე და შავი და კასპიის ზღვის აკვატორიებში გაიმართება. სწავლებები 23 სექტემბერს დასრულდება.

ფაქტმა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რუსული სამხედრო წვრთნა საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე იმართება, ქართული მხარის შეშფოთება გამოიწვია. ოფიციალური თბილისის შეფასებით, ეს წვრთნები რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება.

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა შედეგი მოიტანა 2008 წელს ჩატარებულმა რუსულმა სამხედრო წვრთნებმა, რომელიც ამაზე ბევრად ნაკლები მასშტაბის იყო", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა