საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრანგული ჟურნალი ქეით მიდლტონის სკანდალურ ფოტოებს გამოაქვეყნებს
ფრანგული ჟურნალი ქეით მიდლტონის სკანდალურ ფოტოებს გამოაქვეყნებს

ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯახს ფო­ტო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­რი­გი სკან­და­ლი ელის. ფრან­გულ­მა ჟურ­ნალ­მა Closer-მა ახა­ლი გა­მო­ცე­მა და­ა­ა­ნონ­სა, რო­მელ­შიც კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცო­გი­ნია ქეით მიდლტო­ნის მკერდმო­შიშ­ვლე­ბუ­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რი ფო­ტო­ე­ბი და­ი­ბეჭ­დე­ბა.

"ფო­ტო­ე­ბი რომ­ლე­ბიც მთელ მსოფ­ლი­ოს მო­ივ­ლი­ან... ინ­გლი­სის მო­მა­ვა­ლი დე­დო­ფა­ლი, ისე­თი რო­გო­რიც არას­დროს გი­ნა­ხავთ... და ვე­რას­დროს ნა­ხავთ",- წე­რია გა­მო­ცე­მის სა­იტ­ზე ჟურ­ნა­ლის ჯერ კი­დევ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ნომ­რის გა­რე­კა­ნის ხმა­უ­რი­ან სა­თა­ურ­ში.

გან­ცხა­დე­ბა და­ბა­ლი ხა­რის­ხის ბუნ­დო­ვან ფო­ტო­ებს გვიჩ­ვე­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ შორი მან­ძი­ლი­და­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი და გა­დი­დე­ბუ­ლია. მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ფო­ტო­ზე ცნო­ბი­ლი წყვი­ლის ამოც­ნო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. Closer-ი იუ­წყე­ბა, რომ ახალ ნო­მერ­ში მკი­თხვე­ლებს კი­დევ 12 ექ­სკლუ­ზი­ურ ფო­ტოს შეს­თა­ვა­ზებს.

სკან­და­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც ახალ­გაზ­რდა ქალი აუზ­თან ირუ­ჯე­ბა, დე­დოფ­ლის ძმის­წუ­ლის, ლორ­დი ლა­ინ­ლის ფრან­გულ ცი­ხე­ში, შვე­ბუ­ლე­ბის დროს გა­და­ი­ღეს.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფო­ტო­ე­ბის მი­ყიდ­ვას ბრი­ტა­ნულ მე­დი­ას სთა­ვა­ზობ­დნენ, მაგ­რამ მათ სა­ეჭ­ვო შე­თან­ხმე­ბა­ზე უარი თქვეს.

ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შე­სა­ხებ ფრან­გულ­მა ჟურ­ნალ­მა უი­ლი­ამ­სა და ქე­ითს უკვე შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ­ლებ­მაც თა­ვის მხრივ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლეს, რომ "მათი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­ყო­ფის გამო წუ­ხან".

სა­მე­ფო ოჯა­ხის მრჩევ­ლე­ბი იუ­რის­ტებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს უკვე აწარ­მო­ე­ბენ და მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა შე­საძ­ლო ვა­რი­ანტს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

"ეს ამ­ბა­ვი 15 წლით უკან წაგ­ვიყ­ვანს (რო­დე­საც პრინ­ცე­სა დი­ა­ნა გარ­და­იც­ვა­ლა). პო­ზი­ცი­ას, რომ ჰერ­ცოგ­სა და ჰერ­ცო­გი­ნი­ას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა აქვთ, მხარს ყო­ველ­თვის ვუ­ჭერ­დით, მით უმე­ტეს, თუ ისი­ნი შვე­ბუ­ლე­ბა­ში არი­ან და სა­კუ­თარ აუზ­თან ის­ვე­ნე­ბენ",- გა­ნა­ცხა­და სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

ამას­თან, ფრან­გუ­ლი ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტო­რი ლო­უ­რენს პიუ აცხა­დებს, რომ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ნო­მე­რი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია BBC-ის მი­ხედ­ვით.

ასე­ვე იხი­ლეთ: სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბი ტრუ­სებ­ში

შიშ­ვე­ლი პრინ­ცი ჰარი - სკან­და­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხის ირ­გვლივ

ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რი გა­შიშ­ვლდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ფრანგული ჟურნალი ქეით მიდლტონის სკანდალურ ფოტოებს გამოაქვეყნებს

ფრანგული ჟურნალი ქეით მიდლტონის სკანდალურ ფოტოებს გამოაქვეყნებს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ფოტოებთან დაკავშირებული მორიგი სკანდალი ელის. ფრანგულმა ჟურნალმა Closer-მა ახალი გამოცემა დააანონსა, რომელშიც კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონის მკერდმოშიშვლებული ექსკლუზიური ფოტოები დაიბეჭდება.

"ფოტოები რომლებიც მთელ მსოფლიოს მოივლიან... ინგლისის მომავალი დედოფალი, ისეთი როგორიც არასდროს გინახავთ... და ვერასდროს ნახავთ",- წერია გამოცემის საიტზე ჟურნალის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებული ნომრის გარეკანის ხმაურიან სათაურში.

განცხადება დაბალი ხარისხის ბუნდოვან ფოტოებს გვიჩვენებს, რომლებიც სავარაუდოდ შორი მანძილიდანაა გადაღებული და გადიდებულია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ფოტოზე ცნობილი წყვილის ამოცნობა შესაძლებელია. Closer-ი იუწყება, რომ ახალ ნომერში მკითხველებს კიდევ 12 ექსკლუზიურ ფოტოს შესთავაზებს.

სკანდალური ფოტოები, რომელზეც ახალგაზრდა ქალი აუზთან ირუჯება, დედოფლის ძმისწულის, ლორდი ლაინლის ფრანგულ ციხეში, შვებულების დროს გადაიღეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფოტოების მიყიდვას ბრიტანულ მედიას სთავაზობდნენ, მაგრამ მათ საეჭვო შეთანხმებაზე უარი თქვეს.

ფოტოების გამოქვეყნების შესახებ ფრანგულმა ჟურნალმა უილიამსა და ქეითს უკვე შეატყობინა, რომლებმაც თავის მხრივ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელეს, რომ "მათი პირადი ცხოვრების ხელყოფის გამო წუხან".

სამეფო ოჯახის მრჩევლები იურისტებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.

"ეს ამბავი 15 წლით უკან წაგვიყვანს (როდესაც პრინცესა დიანა გარდაიცვალა).  პოზიციას, რომ ჰერცოგსა და ჰერცოგინიას პირადი ცხოვრების უფლება აქვთ, მხარს ყოველთვის  ვუჭერდით, მით უმეტეს, თუ ისინი შვებულებაში არიან და საკუთარ აუზთან ისვენებენ",- განაცხადა სამეფო  ოჯახის წარმომადგენელმა.

ამასთან, ფრანგული ჟურნალის რედაქტორი ლოურენს პიუ აცხადებს, რომ ექსკლუზიური ნომერი აუცილებლად გამოვა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: სამეფო ოჯახის წევრები ტრუსებში

შიშველი პრინცი ჰარი - სკანდალი სამეფო ოჯახის ირგვლივ

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი გაშიშვლდა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს