ჩინეთში შენობების სახურავებზე კოტეჯებს აგებენ. ჩჟუჩჟოუს ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სახურავზე რამდენიმე კოტეჯია განთავსებული. ორსართულიან სახლებს ირგვლივ ბაღის ნაკვეთებიც კი აქვთ, სადაც ყვავილების, ან ბაღჩის გაშენებაა შესაძლებელი.
ჩინელები სავაჭრო ცენტრის სახურავზე კარგად მოეწყვნენ - ყველა მაღაზია და გასართობი საშუალება, ფაქტობრივად, მათ ფეხქვეშაა, ბუნებაც ახლოს აქვთ და ადგილის ეკონომიასაც აკეთებენ. ასეთ სახლში ცხოვრების ერთადერთი უარყოფითი მხარე სავაჭრო ცენტრის სტუმრების და სავენტილაციო სისტემის ხმაურია.
შენობის სახურავზე საცხოვრებელი სახლების აგება არქიტექტურაში არც ისე უჩვეულო მოვლენაა. თანამედროვე მსოფლიოში ”შენობა პარაზიტები” სულ უფრო ხშირად გვხვდება.
მომზადებულია yes.com-ის მიხედვით.