სიღნაღში საზამთროს ფესტივალი ტურიზმის ეროვნული სააგენტოს პროექტ "შემოიარე საქართველოს" ფარგლებში გაიმართა. სტუმრები მთელი დღის განმავლობაში აგემოვნებდნენ საზამთროს და სხვადასხვა თამაშებში მონაწილეობდნენ. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ხელნაკეთი ნიმუშები, სეზონური ხილი და ჩურჩხელა.