პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დენი + ნაგავი = გაუმაძღრობას?!
დენი + ნაგავი = გაუმაძღრობას?!

მას შემ­დეგ, რაც ნაგ­ვის გა­და­სა­ხა­დი ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სას მი­ა­ბეს, წე­ლი­წად­ზე მეტი გა­ვი­და და თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბამ დღემ­დე არ იცის, რაში იხარ­ჯე­ბა გა­დახ­დი­ლი თან­ხე­ბი. მე­რი­ის ბი­უ­ჯე­ტი დიდი შავი ხვრე­ლი­ვით არის, სა­დაც თან­ხე­ბი შე­დის, მაგ­რამ სად მი­დის, ამის გარ­კვე­ვა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვდა­ვის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლია. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა სა­სა­მარ­თლო­საც მი­მარ­თეს, მაგ­რამ სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია მა­ინც ვერ მო­ი­პო­ვეს. სა­სა­მარ­თლომ იმ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ცე­მა­ზე, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში წე­სით, სა­ჯა­რო უნდა იყოს, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის მო­ტი­ვით უარი თქვა. მარ­თა­ლია, თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე ტა­რი­ელ ხი­ზა­ნე­იშ­ვი­ლი თავ­გა­მო­დე­ბით გვიმ­ტკი­ცებ­და, რომ ამით სო­ცი­ა­ლუ­რი თა­ნას­წო­რო­ბა აღ­დგე­ბა, და­სუფ­თა­ვე­ბის ხარ­ჯი თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 25%-ს გა­უძ­ვირ­დე­ბა"(?!), 75% კი შე­ღა­ვათს იგ­რძნობ­სო, მაგ­რამ ექ­სპერ­ტე­ბი იმ­თა­ვით­ვე ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ხი­ზა­ნე­იშ­ვი­ლის ფიცი მხო­ლოდ დე­მა­გო­გია იყო.

მა­შინ­დე­ლი საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი თინა ხი­და­შე­ლი დეკ­ლა­რი­რე­ბულ და­სუფ­თა­ვე­ბის ხარ­ჯებს (მე­რი­ა­ში ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ და­სუფ­თა­ვე­ბის ხარ­ჯე­ბი უფრო მეტი იყო, ვიდ­რე მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ გა­დახ­დი­ლი თან­ხე­ბი) თა­ვი­დან­ვე აყე­ნებ­და ეჭვქვეშ და კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვ­და ტა­რი­ფის დად­გე­ნას თბი­ლის­ში მცხოვ­რებ­თა რა­ო­დე­ნო­ბი­სა და და­სუფ­თა­ვე­ბის რე­ა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მაგ­რამ ამა­ოდ.

თინა ხი­და­შე­ლი: "და­სუფ­თა­ვე­ბის გა­და­სა­ხა­დი რომ უნდა გა­და­ი­ხა­დოს მო­სახ­ლე­ო­ბამ, ცხა­დია, მაგ­რამ ტა­რი­ფი მომ­სა­ხუ­რე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი უნდა იყოს. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბო­და ტა­რი­ფის დად­გე­ნა, - თუ იცი, რა ჯდე­ბა თბი­ლის­ში და­სუფ­თა­ვე­ბა და რამ­დე­ნი კაცი ცხოვ­რობს, გა­ყოფ­დი და მი­ი­ღებ­დი კო­ე­ფი­ცი­ენტს. ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მშვე­ნივ­რად იცო­და, რა ჯდე­ბო­და და­სუფ­თა­ვე­ბა ქა­ლაქ­ში, მაგ­რამ არ გვე­უბ­ნე­ბო­და, რამ­დე­ნი კაცი ცხოვ­რობ­და დე­და­ქა­ლაქ­ში. მა­შინ სხდო­მა­ზე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო "აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა" მოგ­ვცა ""ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ"". ბა­ტონ ხი­ზა­ნე­იშ­ვილს წა­მოს­ცდა, თბი­ლის­ში 800.000 კაცი ცხოვ­რობ­სო. 2010 წლის თბი­ლი­სის სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში კი მი­ლი­ო­ნი ჰყავ­დათ შეყ­ვა­ნი­ლი. ეს რაც შე­ე­ხე­ბო­და ტა­რი­ფის დად­გე­ნას. პრობ­ლე­მა იმ­თა­ვით­ვე იყო ამ თან­ხე­ბის ბრუნ­ვი­სა და ხარ­ჯვის ბუნ­დო­ვა­ნე­ბა. და­სუფ­თა­ვე­ბის გა­და­სა­ხა­დი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკონ­ტრო­ლოა. ფული, რო­მელ­საც ვიხ­დით, კაც­მა არ იცის, სად მი­დის.

გიგი უგუ­ლა­ვამ ამ "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი" დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე "გუ­და­უ­რის ფონ­დი" და­ა­არ­სა. ფონ­დებ­ში თან­ხე­ბის ბრუნ­ვას ვე­რა­ვინ აკონ­ტრო­ლებს, სა­სა­მარ­თლოს ძა­ლი­თაც კი ვერ ხერ­ხდე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა.

თა­ვი­დან­ვე ვეჭ­ვობ­დი, რომ უგუ­ლა­ვამ თბი­ლი­სე­ლე­ბის გა­ტყა­ვე­ბით ფუ­ლის მოგ­რო­ვე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ჯერ კი­დევ მა­შინ და­ი­წყო. სწო­რედ ეს ფონ­დია შავი ხვრე­ლი, სა­დაც არა მარ­ტო თბი­ლი­სე­ლე­ბი­სა­გან იღე­ბენ ხარკს, არა­მედ ბიზ­ნე­სის­გა­ნაც. ჩვენ­მა მერ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ი­კე­თა ყუ­ლა­ბა და და­სუფ­თა­ვე­ბის ტა­რი­ფის გაზ­რდით ხალ­ხის­თვის ფუ­ლის წაღ­ლე­ტა და­ი­წყო.

თან­ხე­ბი და­სუფ­თა­ვე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრში ირი­ცხე­ბა და იქი­დან სად მი­დის, ამის გა­კონ­ტრო­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია". ისეა ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი, თით­ქოს მე­რია სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტი იყოს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იმის დათ­ვლა მა­ინც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რა თან­ხე­ბი შე­უ­ვი­და მე­რი­ას ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დენ­ზე ნაგ­ვის გა­და­სა­ხა­დის მიბ­მით. რამ­დენ კი­ლო­ვატ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მო­იხ­მარს თბი­ლი­სი, ცნო­ბი­ლია, კი­ლო­ვატ­სა­ათ­ზე 5 თეთ­რი ნაგ­ვის გა­და­სა­ხა­დია, უც­ნო­ბია მხო­ლოდ ის, ნაგ­ვი­დან ამო­ღე­ბუ­ლი თან­ხა ვის ჯი­ბე­ებ­ში ილე­ქე­ბა".

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

დენი + ნაგავი = გაუმაძღრობას?!

დენი + ნაგავი = გაუმაძღრობას?!

მას შემდეგ, რაც ნაგვის გადასახადი ელექტროენერგიისას მიაბეს, წელიწადზე მეტი გავიდა და თბილისის მოსახლეობამ დღემდე არ იცის, რაში იხარჯება გადახდილი თანხები. მერიის ბიუჯეტი დიდი შავი ხვრელივით არის, სადაც თანხები შედის, მაგრამ სად მიდის, ამის გარკვევა ჩვეულებრივი მოკვდავისთვის შეუძლებელია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ჟურნალისტებმა სასამართლოსაც მიმართეს, მაგრამ საჯარო ინფორმაცია მაინც ვერ მოიპოვეს. სასამართლომ იმ დოკუმენტების გაცემაზე, რომლებიც ყველა ნორმალურ ქვეყანაში წესით, საჯარო უნდა იყოს, კონფიდენციალურობის მოტივით უარი თქვა. მართალია, თბილისის მერის მოადგილე ტარიელ ხიზანეიშვილი თავგამოდებით გვიმტკიცებდა, რომ ამით სოციალური თანასწორობა აღდგება, დასუფთავების ხარჯი თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 25%-ს გაუძვირდება"(?!), 75% კი შეღავათს იგრძნობსო, მაგრამ ექსპერტები იმთავითვე ვარაუდობდნენ, რომ ხიზანეიშვილის ფიცი მხოლოდ დემაგოგია იყო.

მაშინდელი საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი დეკლარირებულ დასუფთავების ხარჯებს (მერიაში ირწმუნებოდნენ, რომ დასუფთავების ხარჯები უფრო მეტი იყო, ვიდრე მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხები) თავიდანვე აყენებდა ეჭვქვეშ და კატეგორიულად მოითხოვდა ტარიფის დადგენას თბილისში მცხოვრებთა რაოდენობისა და დასუფთავების რეალური ხარჯების გათვალისწინებით, მაგრამ ამაოდ.

თინა ხიდაშელი: "დასუფთავების გადასახადი რომ უნდა გადაიხადოს მოსახლეობამ, ცხადია, მაგრამ ტარიფი მომსახურების ადეკვატური უნდა იყოს. ძალიან მარტივად შეიძლებოდა ტარიფის დადგენა, - თუ იცი, რა ჯდება თბილისში დასუფთავება და რამდენი კაცი ცხოვრობს, გაყოფდი და მიიღებდი კოეფიციენტს. ქალაქის ხელისუფლებამ მშვენივრად იცოდა, რა ჯდებოდა დასუფთავება ქალაქში, მაგრამ არ გვეუბნებოდა, რამდენი კაცი ცხოვრობდა დედაქალაქში. მაშინ სხდომაზე ძალიან საინტერესო "აღიარებითი ჩვენება" მოგვცა ""ნაციონალურმა მოძრაობამ"". ბატონ ხიზანეიშვილს წამოსცდა, თბილისში 800.000 კაცი ცხოვრობსო. 2010 წლის თბილისის საარჩევნო სიაში კი მილიონი ჰყავდათ შეყვანილი. ეს რაც შეეხებოდა ტარიფის დადგენას. პრობლემა იმთავითვე იყო ამ თანხების ბრუნვისა და ხარჯვის ბუნდოვანება. დასუფთავების გადასახადი აბსოლუტურად უკონტროლოა. ფული, რომელსაც ვიხდით, კაცმა არ იცის, სად მიდის.

გიგი უგულავამ ამ "არაჩვეულებრივი" დადგენილების მიღებამდე ცოტა ხნით ადრე "გუდაურის ფონდი" დააარსა. ფონდებში თანხების ბრუნვას ვერავინ აკონტროლებს, სასამართლოს ძალითაც კი ვერ ხერხდება ინფორმაციის მოპოვება.

თავიდანვე ვეჭვობდი, რომ უგულავამ თბილისელების გატყავებით ფულის მოგროვება არჩევნებისთვის ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო. სწორედ ეს ფონდია შავი ხვრელი, სადაც არა მარტო თბილისელებისაგან იღებენ ხარკს, არამედ ბიზნესისგანაც. ჩვენმა მერმა სააკაშვილისაგან დამოუკიდებლად გაიკეთა ყულაბა და დასუფთავების ტარიფის გაზრდით ხალხისთვის ფულის წაღლეტა დაიწყო.

თანხები დასუფთავების მომსახურების ცენტრში ირიცხება და იქიდან სად მიდის, ამის გაკონტროლება შეუძლებელია". ისეა ყველაფერი გასაიდუმლოებული, თითქოს მერია სამხედრო ობიექტი იყოს. მიუხედავად ამისა, იმის დათვლა მაინც არის შესაძლებელი, რა თანხები შეუვიდა მერიას ერთი წლის განმავლობაში დენზე ნაგვის გადასახადის მიბმით. რამდენ კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმარს თბილისი, ცნობილია, კილოვატსაათზე 5 თეთრი ნაგვის გადასახადია, უცნობია მხოლოდ ის, ნაგვიდან ამოღებული თანხა ვის ჯიბეებში ილექება".

იხილეთ ვრცლად

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"