მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინელმა წერეთლებმა დაგვიბარეს
ჩინელმა წერეთლებმა დაგვიბარეს

"ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ ერთი ჩემი ახ­ლო­ბე­ლიც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან. მსგავს ფაქ­ტებს ხალ­ხი ასე თუ ისე შე­ე­გუა. მას კი ვე­რაფ­რით გა­ვა­გე­ბი­ნე, - ახა­ლი ქვეყ­ნის სა­შე­ნებ­ლად ახ­ლე­ბუ­რი აზ­როვ­ნე­ბაა სა­ჭი­რო-მეთ­ქი. კარ­გა ხანს ირტყა თავ­ში ხელი და იბუ­ზღუ­ნა, მერე სა­ოც­ნე­ბო ამე­რი­კის­კენ გას­წია, - ეგებ იქ მა­ინც ვი­შო­ვო სა­მუ­შა­ოო. ესეც ვუ­თხა­რი, - შენ რო­გორც ამე­რი­კის­კენ იქა­ჩე­ბი სა­მუ­შა­ოდ, აქაც თუ ისე გა­ი­ქა­ჩე­ბი, ერთ კინ­კი­ლა შვილს რო­გორ ვერ შე­ი­ნა­ხავ-მეთ­ქი, მაგ­რამ - არაო! არაო და, იმის მერე იქით ის ექა­ჩე­ბო­და ამე­რი­კა­ში ქუ­ჩე­ბის და­ლა­გე­ბას, აქეთ მისი ცა­ლად დარ­ჩე­ნი­ლი ცოლი ლი­ლოს ბაზ­რო­ბას, - პა­ჭა­პუ­ჭა ტან­საც­მლით სავ­სე ჩან­თებს ლი­ლო­დან მი­ათ­რევს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და იქ ვაჭ­რობს. თა­ვი­სე­ბუ­რად მათი შვი­ლიც იქა­ჩე­ბა მან­ქა­ნით, რო­მე­ლიც შვი­დი წლის უნა­ხავ­მა მა­მამ ჩა­მო­უყ­ვა­ნა ამე­რი­კი­დან, - აწი აქე­დან არ­სად წა­ვა­ლო, ამ­ბობს ამე­რი­კით გა­ბეზ­რე­ბუ­ლი მამა. რო­გორც იტყვი­ან, ჩხი­რი კე­დელს, მაგ­რამ მე ის მიკ­ვირს, რომ იმ თა­ვი­სი სა­ოც­ნე­ბო ამე­რი­კი­დან ას­ჯერ უფრო ნერ­ვე­ბაშ­ლი­ლი ჩა­მო­ვი­და. ახლა რა აი­ჩე­მა, არ გა­ინ­ტე­რე­სებთ? ის, რაც ჩვენ­ში აღა­რა­ვის უკ­ვირს - ცოლს გაჰ­ყვა ლი­ლო­ში სა­ვაჭ­როდ და იმის­თა­ნა გუ­ნე­ბა­ზე იყო, ვე­რა­ვინ ეკა­რე­ბო­და, თა­ვად ცო­ლიც კი. მერე ვინ­მეს­თან ხომ უნდა ებუ­ზღუ­ნა და "ლი­ლო­სი­ტში" მე არ შევ­რჩი?

- რა გინ­და-მეთ­ქი?

- ამ ჩვენ­მა მთავ­რო­ბამ მე და ჩე­მის­თა­ნე­ბი იმი­ტომ გაგ­ვის­ტუმ­რა სა­ზღვარ­გა­რეთ, რომ ჩვენ მა­გივ­რად ჩი­ნე­ლე­ბი ჩა­მო­ე­სახ­ლე­ბი­ნა?! ამე­რი­კის ჩი­ნურ კვარ­ტალ­ში არ არის იმ­დე­ნი ჩი­ნე­ლი, რამ­დე­ნიც ლი­ლო­ში.

- აბა, რა გე­გო­ნა, შენ და შე­ნის­თა­ნა გა­დახ­ვე­წი­ლე­ბის ად­გი­ლი ჩი­ნე­ლებ­მა და­ი­კა­ვეს. ისე, ჩი­ნე­ლებ­ზე ზრდი­ლო­ბი­ა­ნად არა­ვინ გვექ­ცე­ვა, თა­ნაც იაფი პრო­დუქ­ცი­აც შე­მო­აქვთ! ამ მე­ტად თა­ვა­ზი­ან­მა ხალ­ხმა ნა­ხე­ვა­რი დე­და­მი­წა მო­ხიბ­ლა და ჩვენ რა, თეთ­რი ყვა­ვე­ბი ვართ?!

ამე­რი­კა­მოვ­ლილ­მა კაც­მა ხელი ჩა­იქ­ნია, აქა­ო­და ამას ვე­რა­ფერს შე­ვაგ­ნე­ბი­ნე­ბო და იქა­უ­რო­ბას გა­ე­ცა­ლა.

მეც "ლი­ლო­სი­ტში" სა­ყიდ­ლებ­ზე ჩი­ნე­ლებს მი­ვა­დე­ქი. მტვრი­ან ქარ­თან ერ­თად ჩი­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს სურ­ნე­ლი შე­მო­მე­გე­ბა. მარ­თა­ლია, ვერ ვჭა­მე, რად­გან ყო­ვე­ლი მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლი ჩი­ნე­ლი სა­კუ­თარ მა­ღა­ზი­ას­თან გა­მარ­თულ სა­ხელ­და­ხე­ლო სამ­ზა­რე­უ­ლო­ში კერ­ძებს მხო­ლოდ თა­ვი­სი ოჯა­ხის­თვის ამ­ზა­დებს, რომ­ლის წევ­რე­ბიც, იქვე ჭი­ან­ჭვე­ლე­ბი­ვით შრო­მო­ბენ. სა­მა­გი­ე­როდ, იქ დგო­მა არა­ვის და­უშ­ლია და ჩი­ნუ­რი კერ­ძის დამ­ზა­დე­ბა ვის­წავ­ლე, - მო­ხარ­შუ­ლი ბრინ­ჯი, შე­ბო­ლი­ლი თევ­ზის ნა­ჭე­რი და ზე­დაც მო­ხარ­შუ­ლი სა­ტა­ცუ­რი. სა­ტა­ცუ­რი­ა­ნი ჯამი მა­გი­დის ქვეშ ჰქონ­დათ შედ­გმუ­ლი, როცა დას­ჭირ­დე­ბო­დათ, მდუ­ღა­რე წყალ­ში თუთ­ქავ­დნენ და მომ­ზა­დე­ბულ კერძს ამა­ტებ­დნენ. მერე ორი ჩხი­რი (ჰაკი) და მორ­ჩა! კაც­მა რომ თქვას, ჩი­ნურ ტრა­დი­ცი­ებ­ში ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სახ­ლა­ფორ­თო ეს ორი ჩხი­რია, მაგ­რამ ჩი­ნე­ლე­ბი ჩემ­ზე დარ­დით არ გა­და­შენ­დე­ბი­ან. ის კი არა, გამ­რავ­ლე­ბის თე­მას მათ­მა მთავ­რო­ბა­მაც ვე­რა­ფე­რი უშ­ვე­ლა - კა­ნო­ნი ერთ შვილ­ზე მე­ტის ყო­ლას უკ­რძა­ლავს.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ჩინელმა წერეთლებმა დაგვიბარეს

ჩინელმა წერეთლებმა დაგვიბარეს

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ერთი ჩემი ახლობელიც გაათავისუფლეს სამსახურიდან. მსგავს ფაქტებს ხალხი ასე თუ ისე შეეგუა. მას კი ვერაფრით გავაგებინე, - ახალი ქვეყნის საშენებლად ახლებური აზროვნებაა საჭირო-მეთქი. კარგა ხანს ირტყა თავში ხელი და იბუზღუნა, მერე საოცნებო ამერიკისკენ გასწია, - ეგებ იქ მაინც ვიშოვო სამუშაოო. ესეც ვუთხარი, - შენ როგორც ამერიკისკენ იქაჩები სამუშაოდ, აქაც თუ ისე გაიქაჩები, ერთ კინკილა შვილს როგორ ვერ შეინახავ-მეთქი, მაგრამ - არაო! არაო და, იმის მერე იქით ის ექაჩებოდა ამერიკაში ქუჩების დალაგებას, აქეთ მისი ცალად დარჩენილი ცოლი ლილოს ბაზრობას, - პაჭაპუჭა ტანსაცმლით სავსე ჩანთებს ლილოდან მიათრევს დასავლეთ საქართველოში და იქ ვაჭრობს. თავისებურად მათი შვილიც იქაჩება მანქანით, რომელიც შვიდი წლის უნახავმა მამამ ჩამოუყვანა ამერიკიდან, - აწი აქედან არსად წავალო, ამბობს ამერიკით გაბეზრებული მამა. როგორც იტყვიან, ჩხირი კედელს, მაგრამ მე ის მიკვირს, რომ იმ თავისი საოცნებო ამერიკიდან ასჯერ უფრო ნერვებაშლილი ჩამოვიდა. ახლა რა აიჩემა, არ გაინტერესებთ? ის, რაც ჩვენში აღარავის უკვირს - ცოლს გაჰყვა ლილოში სავაჭროდ და იმისთანა გუნებაზე იყო, ვერავინ ეკარებოდა, თავად ცოლიც კი. მერე ვინმესთან ხომ უნდა ებუზღუნა და "ლილოსიტში" მე არ შევრჩი?

- რა გინდა-მეთქი?

- ამ ჩვენმა მთავრობამ მე და ჩემისთანები იმიტომ გაგვისტუმრა საზღვარგარეთ, რომ ჩვენ მაგივრად ჩინელები ჩამოესახლებინა?! ამერიკის ჩინურ კვარტალში არ არის იმდენი ჩინელი, რამდენიც ლილოში.

- აბა, რა გეგონა, შენ და შენისთანა გადახვეწილების ადგილი ჩინელებმა დაიკავეს. ისე, ჩინელებზე ზრდილობიანად არავინ გვექცევა, თანაც იაფი პროდუქციაც შემოაქვთ! ამ მეტად თავაზიანმა ხალხმა ნახევარი დედამიწა მოხიბლა და ჩვენ რა, თეთრი ყვავები ვართ?!

ამერიკამოვლილმა კაცმა ხელი ჩაიქნია, აქაოდა ამას ვერაფერს შევაგნებინებო და იქაურობას გაეცალა.

მეც "ლილოსიტში" საყიდლებზე ჩინელებს მივადექი. მტვრიან ქართან ერთად ჩინური სამზარეულოს სურნელი შემომეგება. მართალია, ვერ ვჭამე, რადგან ყოველი მაღაზიის მფლობელი ჩინელი საკუთარ მაღაზიასთან გამართულ სახელდახელო სამზარეულოში კერძებს მხოლოდ თავისი ოჯახისთვის ამზადებს, რომლის წევრებიც, იქვე ჭიანჭველებივით შრომობენ. სამაგიეროდ, იქ დგომა არავის დაუშლია და ჩინური კერძის დამზადება ვისწავლე, - მოხარშული ბრინჯი, შებოლილი თევზის ნაჭერი და ზედაც მოხარშული სატაცური. სატაცურიანი ჯამი მაგიდის ქვეშ ჰქონდათ შედგმული, როცა დასჭირდებოდათ, მდუღარე წყალში თუთქავდნენ და მომზადებულ კერძს ამატებდნენ. მერე ორი ჩხირი (ჰაკი) და მორჩა! კაცმა რომ თქვას, ჩინურ ტრადიციებში ჩემთვის ყველაზე სახლაფორთო ეს ორი ჩხირია, მაგრამ ჩინელები ჩემზე დარდით არ გადაშენდებიან. ის კი არა, გამრავლების თემას მათმა მთავრობამაც ვერაფერი უშველა - კანონი ერთ შვილზე მეტის ყოლას უკრძალავს.

იხილეთ ვრცლად

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"