სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიანა ღუწკაია: "მომეწონა, რომ ნიუ-იორკში სიბრალულით არ მიყურებდნენ"
დიანა ღუწკაია: "მომეწონა, რომ ნიუ-იორკში სიბრალულით არ მიყურებდნენ"

რუ­სუ­ლი შოუ-ბიზ­ნე­სის ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი, დი­ა­ნა ღურწკა­ია ახ­ლა­ხან აშშ-დან დაბ­რუნ­და. მომ­ღე­რალ­მა ოჯახ­თან ერ­თად ნიუ-იორკში რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბა მო­ი­წყო, რი­თაც მე­უღ­ლის, პეტრ კუ­ჩე­რენ­კოს სა­დოქ­ტო­რო დი­სეტ­რა­ცი­ის დაც­ვა აღ­ნიშ­ნა. ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის სა­მახ­სოვ­როდ დი­ა­ნამ ქმარს თეთ­რი ოქ­როს­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­კინ­ძე­ე­ბიც უსახ­სოვ­რა.

ნიუ-იორ­კუ­ლი არ­და­დე­გე­ბი ცოლ-ქმარ­მა აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნა - სა­ნამ კუ­ჩე­რენ­კო ამე­რი­კელ კო­ლე­გებს იუ­რისპრუ­დენ­ცი­ა­ში თა­ვის ახა­ლი ნაშ­რომს უზი­ა­რებ­და, დი­ა­ნამ ად­გი­ლობ­რივ პრეს­ტი­ჟურ კლუ­ბებ­ში კონ­ცერ­ტე­ბი გა­მარ­თა. წყვილ­მა ღის­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაც მო­ას­წრო და შვილ­თან, 4 წლის კოს­ტი­ას­თან ერ­თად დის­ნეი-ლენდშიც გა­ი­სე­ირ­ნა.

შინ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მომ­ღე­რალ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ნიუ-იორკში ყვე­ლა­ზე მე­ტად ხალ­ხით მო­ი­ხიბ­ლა.

"შე­ვამ­ჩნიე, რომ იქა­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, ასე­ვე მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი, სიბ­რა­ლუ­ლით არ მი­ყუ­რებ­დნენ. რო­გორც წესი, ჩემ­თან სა­უბ­რი­სას ადა­მი­ა­ნე­ბი ხმა­საც იმაღ­ლე­ბენ, თით­ქოს რაკი ბრმა ვარ, აუ­ცი­ლებ­ლად ყრუც ვიქ­ნე­ბი. ნიუ-იორკში კი ასე­თი არა­ფე­რი შე­მი­ნიშ­ნავს", - აცხა­დებს მომ­ღე­რა­ლი.

დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას წინ აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა ელის. ის ახა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­ლა­ტის წევ­რია. გარ­და ამი­სა, აქ­ტი­უ­რად არის ჩაბ­მუ­ლი მოს­კოვ­ში ინ­კლუ­ზი­უ­რი სა­ბავ­შვო ბა­ღის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში. ბა­ღი­დან, სა­დაც ჯან­მრთე­ლი პა­ტა­რე­ბი უნარ­შე­ზღუ­დულ ბავ­შვებ­თან ერ­თად სწავ­ლო­ბენ, მისი შვი­ლი კოს­ტია ცოტა ხნის წინ გა­რი­ცხეს. დი­ა­ნა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ბა­ღის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ეს ნა­ბი­ჯი მის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო გა­დად­გა.

"მე მოს­კო­ვის გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვე­დი, რო­მელ­მაც ეს უნი­კა­ლუ­რი ბაღი პე­და­გო­გი­ურ ინ­სტი­ტუტს და­უქ­ვემ­დე­ბა­რა და ახალ­ბე­და პრაქ­ტი­კან­ტე­ბის ას­პა­რე­ზად აქ­ცია. არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი კად­რე­ბი კი ამ უნი­კა­ლურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას გა­ა­ნად­გუ­რებს", - აცხა­დებს მომ­ღე­რა­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია sobesednik.ru-ს მი­ხედ­ვით.

ასე­ვე იხი­ლეთ: დი­ა­ნა ღურწკა­ი­ა­სა და და­ვით კენ­ჭი­აშ­ვი­ლის "სატ­რფი­ა­ლო"

დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ვალ­სი შო­უ­ში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დიანა ღუწკაია: "მომეწონა, რომ ნიუ-იორკში სიბრალულით არ მიყურებდნენ"

დიანა ღუწკაია: "მომეწონა, რომ ნიუ-იორკში სიბრალულით არ მიყურებდნენ"

რუსული შოუ-ბიზნესის ქართველი ვარსკვლავი, დიანა ღურწკაია ახლახან აშშ-დან დაბრუნდა. მომღერალმა ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში რამდენიმედღიანი დასვენება მოიწყო, რითაც მეუღლის, პეტრ კუჩერენკოს სადოქტორო დისეტრაციის დაცვა აღნიშნა. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის სამახსოვროდ დიანამ ქმარს თეთრი ოქროსგან დამზადებული საკინძეებიც უსახსოვრა.

ნიუ-იორკული არდადეგები ცოლ-ქმარმა აქტიურად გამოიყენა - სანამ კუჩერენკო ამერიკელ კოლეგებს იურისპრუდენციაში თავის ახალი ნაშრომს უზიარებდა, დიანამ ადგილობრივ პრესტიჟურ კლუბებში კონცერტები გამართა. წყვილმა ღისშესანიშნაობების დათვალიერებაც მოასწრო და შვილთან, 4 წლის კოსტიასთან ერთად დისნეი-ლენდშიც გაისეირნა.

შინ დაბრუნებულმა მომღერალმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკში ყველაზე მეტად ხალხით მოიხიბლა.

"შევამჩნიე, რომ იქაური ადამიანები, ასევე მომსახურე პერსონალი, სიბრალულით არ მიყურებდნენ. როგორც წესი, ჩემთან საუბრისას ადამიანები ხმასაც იმაღლებენ, თითქოს რაკი ბრმა ვარ, აუცილებლად ყრუც ვიქნები. ნიუ-იორკში კი ასეთი არაფერი შემინიშნავს", - აცხადებს მომღერალი.

დიანა ღურწკაიას წინ აქტიური მუშაობა ელის. ის ახალი საზოგადოებრივი პალატის წევრია. გარდა ამისა, აქტიურად არის ჩაბმული მოსკოვში ინკლუზიური საბავშვო ბაღის რეორგანიზაციის პროცესში. ბაღიდან, სადაც ჯანმრთელი პატარები უნარშეზღუდულ ბავშვებთან ერთად სწავლობენ, მისი შვილი კოსტია ცოტა ხნის წინ გარიცხეს. დიანა დარწმუნებულია, რომ ბაღის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო გადადგა.

"მე მოსკოვის განათლების დეპარტამენტის წინააღმდეგ წავედი, რომელმაც ეს უნიკალური ბაღი პედაგოგიურ ინსტიტუტს დაუქვემდებარა და ახალბედა პრაქტიკანტების ასპარეზად აქცია. არაკომპეტენტური კადრები კი ამ უნიკალურ დაწესებულებას გაანადგურებს", - აცხადებს მომღერალი.

მომზადებულია sobesednik.ru-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ: დიანა ღურწკაიასა და დავით კენჭიაშვილის "სატრფიალო"

დიანა ღურწკაიას ამაღელვებელი ვალსი შოუში "ცეკვავენ ვარსკვლავები"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება