რას ნიშნავს იყო წითური? ამ კითხვაზე არსად გიპასუხებენ ისე კომპეტენტურად, როგორც ჰოლანდიაში. 52 ქვეყნის 1500-მდე წითურმა ადამიანმა ქალაქ ბრედაში მათი ყოველწლიური დღე აღნიშნა.
Redhead Day, რაც ქართულად წითურთა დღეს ნიშნავს, ჩრდილოეთ ჰოლანდიაში 2005 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს ბრედაში მსოფლიოს ყველა კუთხიდან ყველა რასის წითელთმიანი ან წითელწვერიანი ადამიანი ჩადის.
"წითელთმიანები ძალიან იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს, სხვა უმცირესობების მსგავსად ჩვენ არ გვაქვს შექმნილი რაიმე თანამეგობრობა", - განაცხადა აქციის მონაწილე ჯესიკა შეილზმა.
"აქ ჩამოდიან ოჯახებით, ჩამოდიან ხანშიშესული ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში თმის ფერის გამო დასცინოდნენ და ქალები, რომლებიც ამაყობენ საკუთარი წითურობით. ჩვენ, უბრალოდ, ერთად და კარგად ვატარებთ დროს", - განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა, ბარტ როუვენჰორსტმა.
წითურების დღესთან დაკავშირებით უამრავი ღონისძიება ეწყობა, კონცერტები, მოდების ჩვენება და სხვა.
მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.