Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველა დროის ყველაზე აბსურდული გადასახადები
ყველა დროის ყველაზე აბსურდული გადასახადები

გთა­ვა­ზობთ ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე აბ­სურ­დულ გა­და­სა­ხად­თა ნუს­ხას:

1. ბან­ქოს გა­და­სა­ხა­დი

XVI სა­უ­კუ­ნე­ში, ბრი­ტა­ნეთ­ში ვახ­შმის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­სარ­თო­ბი ბან­ქოს თა­მა­ში იყო. სწო­რედ მის­მა პო­პუ­ლა­რო­ბამ აი­ძუ­ლა ბრი­ტა­ნე­თის მა­შინ­დელ მე­ფეს, ჯე­იმს პირ­ველს ამ თა­მაშ­ზე სა­ხელ­მწი­ფო ბე­გა­რა და­ე­წე­სე­ბი­ნა.

2. გა­და­სა­ხა­დი ტკბი­ლე­ულ­ზე

ილი­ნო­ი­სის შტა­ტის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა 2009 წელს "ტკბი­ლე­უ­ლის გა­და­სა­ხა­დი" და­ა­წე­სეს. ამ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, "პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს ფქვილს და ითხოვს ცივ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­ნახ­ვას, არ ით­ვლე­ბა ტკბი­ლე­უ­ლად და შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მის და­ბალ დო­ნე­ზე და­ი­ბეგ­რე­ბი­ან, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა სხვა პრო­დუქ­ტი". ამ კა­ნონ­მა აი­ძუ­ლა ჩი­კა­გოს მცხოვ­რებ­ნი, რომ კარ­გად და­ფიქ­რე­ბუ­ლიყ­ვნენ კან­ფე­ტის შე­ძე­ნი­სას, ვი­ნა­ი­დან ის სხვა პრო­დუქ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით 5-ჯერ უფრო მე­ტად იბეგ­რე­ბო­და.

3. ქუ­დე­ბის გა­და­სა­ხა­დი

ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მა­მა­კა­ცის ქუ­დე­ბის გა­და­სა­ხა­დი 1784 წელს შე­მო­ი­ღო და ის 1811 წლამ­დე მოქ­მე­დებ­და. სა­ხელ­მწი­ფო ბეგ­რავ­და ყო­ველ ადა­მი­ანს, ვი­საც ქუდი ჰქონ­და. მდიდ­რებს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბის­თვის უფრო მეტ ფულს ახ­დე­ვი­ნებ­დნენ, ხოლო ღა­რი­ბებს - ნაკ­ლებს. ყო­ველ ქუდს აგა­და­სა­ხა­დოს ბე­ჭე­დი ჰქონ­და და­ტა­ნე­ბუ­ლი.

4. გა­და­სა­ხა­დი ფან­ჯრებ­ზე

ბრი­ტა­ნეთ­სა და შოტ­ლან­დი­ა­ში XVIII სა­უ­კუ­ნე­ში უც­ნა­უ­რი ჯა­რი­მა და­წეს­და. ყვე­ლა ფან­ჯა­რა, რო­მე­ლიც აღე­მა­ტე­ბო­და ქა­ლა­ქის არ­ქი­ტექ­ტუ­რის მიერ დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებს, უნდა და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი­ყო მი­ნი­მუმ 2 ში­ლინ­გით. ამის გამო ადა­მი­ა­ნებს ფან­ჯრე­ბის სა­ერ­თოდ ამო­შე­ნე­ბაც კი უწევ­დათ, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ქა­ლა­ქის იერ­სა­ხის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად კე­დელ­ზე ფან­ჯრებს უბ­რა­ლოდ ახა­ტავ­და.

5. გა­და­სა­ხა­დი მოშ­ვე­ბულ წვერ­ზე

ინ­გლი­სის მე­ფემ ჰენ­რიხ VIII, რო­მე­ლიც თა­ვად ატა­რებ­და წვერს, 1535 წელს მოშ­ვე­ბულ წვერ­ზე გა­და­სა­ხა­დი შე­მო­ი­ღო. კა­ნო­ნი პროგ­რე­სუ­ლი იყო და ადა­მი­ა­ნის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იგი­ვე გა­და­სა­ხა­დი ჰენ­რი­ხის შვილ­მა, ელი­ზა­ბეტ­მაც შე­მო­ი­ღო. მისი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, იბეგ­რე­ბო­და ყვე­ლა, ვინც 2 კვი­რი­ა­ნი გა­უ­პარ­სი წვე­რით და­დი­ო­და. ეს გა­და­სა­ხა­დი რუ­სეთ­შიც არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა, ის იმი­ტომ შე­მო­ი­ღეს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო "კულ­ტუ­რუ­ლე­ბი" გა­ე­ხა­დათ.

6. გა­და­სა­ხა­დი ბავ­შვის სა­ხე­ლის მით­ვი­სე­ბა­ზე

შვე­დე­თის კა­ნო­ნი სა­ხე­ლე­ბის შე­სა­ხებ ით­ვა­ლის­წი­ნებს იმ სა­ხელ­ზე ნე­ბარ­თვის აღე­ბას, რო­მელ­საც ახალ­და­ბა­დე­ბულს აძ­ლე­ვენ. კა­ნო­ნი შემ­დეგ­ნა­ი­რად ჟღერს: სა­ხე­ლის მით­ვი­სე­ბა ის­ჯე­ბა კა­ნო­ნით, თუ ის დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის ამ სა­ხე­ლის მა­ტა­რე­ბელს ან თუ სა­ხე­ლი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მის გა­მომ­ყე­ნე­ბელს". ამ ყვე­ლა­ფერს შვე­დე­თის სა­გა­და­სა­ხა­დო სა­ა­გენ­ტო არე­გუ­ლი­რებს.

7. გა­და­სა­ხა­დი მა­რილ­ზე

ყვე­ლა­ზე აბ­სურ­დუ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის სია არას­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და ცნო­ბი­ლი მა­რი­ლის გა­და­სა­ხა­დის გა­რე­შე, რო­მე­ლიც ინ­დო­ეთ­ში მი­ი­ღეს და რომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მა­ჰათ­მა გან­დიც გა­მო­ვი­და. სა­ბო­ლო­ოდ ამ გა­და­სა­ხად­მა ინ­დო­ეთ­ში ცნო­ბი­ლი "მა­რი­ლის ამ­ბო­ხე­ბა" გა­მო­იწ­ვია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია segodnya.ua-ს მი­ხედ­ვით.

ყველა დროის ყველაზე აბსურდული გადასახადები

ყველა დროის ყველაზე აბსურდული გადასახადები

გთავაზობთ ყველა დროის ყველაზე აბსურდულ გადასახადთა ნუსხას:

1. ბანქოს გადასახადი

XVI საუკუნეში, ბრიტანეთში ვახშმის შემდეგ ყველაზე პოპულარული გასართობი ბანქოს თამაში იყო. სწორედ მისმა პოპულარობამ აიძულა ბრიტანეთის მაშინდელ მეფეს, ჯეიმს პირველს ამ თამაშზე სახელმწიფო ბეგარა დაეწესებინა.

2. გადასახადი ტკბილეულზე

ილინოისის შტატის ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2009 წელს "ტკბილეულის გადასახადი" დააწესეს. ამ კანონის მიხედვით, "პროდუქტი, რომელიც შეიცავს ფქვილს და ითხოვს ცივ მდგომარეობაში შენახვას, არ ითვლება ტკბილეულად და შესაბამისად, ისინი საგადასახადო სისტემის დაბალ დონეზე დაიბეგრებიან, ისევე როგორც ყველა სხვა პროდუქტი". ამ კანონმა აიძულა ჩიკაგოს მცხოვრებნი, რომ კარგად დაფიქრებულიყვნენ კანფეტის შეძენისას, ვინაიდან ის სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით 5-ჯერ უფრო მეტად იბეგრებოდა.

3. ქუდების გადასახადი

ბრიტანეთის ხელისუფლებამ მამაკაცის ქუდების გადასახადი 1784 წელს შემოიღო და ის 1811 წლამდე მოქმედებდა. სახელმწიფო ბეგრავდა ყოველ ადამიანს, ვისაც ქუდი ჰქონდა. მდიდრებს ძვირადღირებული აქსესუარებისთვის უფრო მეტ ფულს ახდევინებდნენ, ხოლო ღარიბებს - ნაკლებს. ყოველ ქუდს აგადასახადოს ბეჭედი ჰქონდა დატანებული.

4. გადასახადი ფანჯრებზე

ბრიტანეთსა და შოტლანდიაში XVIII საუკუნეში უცნაური ჯარიმა დაწესდა. ყველა ფანჯარა, რომელიც აღემატებოდა ქალაქის არქიტექტურის მიერ დადგენილ სტანდარტებს, უნდა დაჯარიმებულიყო მინიმუმ 2 შილინგით. ამის გამო ადამიანებს ფანჯრების საერთოდ ამოშენებაც კი უწევდათ, ზოგიერთი მათგანი ქალაქის იერსახის შესანარჩუნებლად კედელზე ფანჯრებს უბრალოდ ახატავდა.

5. გადასახადი მოშვებულ წვერზე

ინგლისის მეფემ ჰენრიხ VIII, რომელიც თავად ატარებდა წვერს, 1535 წელს მოშვებულ წვერზე გადასახადი შემოიღო. კანონი პროგრესული იყო და ადამიანის სოციალური მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრებოდა. მოგვიანებით იგივე გადასახადი ჰენრიხის შვილმა, ელიზაბეტმაც შემოიღო. მისი კანონის მიხედვით, იბეგრებოდა ყველა, ვინც 2 კვირიანი გაუპარსი წვერით დადიოდა. ეს გადასახადი რუსეთშიც არსებობდა, თუმცა, ის იმიტომ შემოიღეს, რომ ადამიანები უფრო "კულტურულები" გაეხადათ.

6. გადასახადი ბავშვის სახელის მითვისებაზე

შვედეთის კანონი სახელების შესახებ ითვალისწინებს იმ სახელზე ნებართვის აღებას, რომელსაც ახალდაბადებულს აძლევენ. კანონი შემდეგნაირად ჟღერს: სახელის მითვისება ისჯება კანონით, თუ ის დისკომფორტს უქმნის ამ სახელის მატარებელს ან თუ სახელი არ შეესაბამება მის გამომყენებელს". ამ ყველაფერს შვედეთის საგადასახადო სააგენტო არეგულირებს.

7. გადასახადი მარილზე

ყველაზე აბსურდული გადასახადების სია არასრული იქნებოდა ცნობილი მარილის გადასახადის გარეშე, რომელიც ინდოეთში მიიღეს და რომლის წინააღმდეგ მაჰათმა განდიც გამოვიდა. საბოლოოდ ამ გადასახადმა ინდოეთში ცნობილი "მარილის ამბოხება" გამოიწვია.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს