მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შავნაბადას" ხელმძღვანელი დაქორწინდა
"შავნაბადას" ხელმძღვანელი დაქორწინდა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ან­სამ­ბლ "შავ­ნა­ბა­დას" ხელ­მძღვა­ნელ­მა, მომ­ღე­რალ­მა და­ვით ცინ­ცა­ძემ უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რის და­ლოც­ვის შემ­დეგ ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ჯვა­რი და­ი­წე­რა. მისი რჩე­უ­ლი ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი კო­ლე­გა, 19 წლის ნა­თია ჩა­ში­ნია. გუ­რულ-იმე­რულ-ქა­ლა­ქურ სა­ქორ­წი­ლო სუფ­რას შე­სა­ნიშ­ნა­ვად თა­მა­დობ­და მუ­სი­კო­სი გია ბა­ღაშ­ვი­ლი, ნეფე-დე­დო­ფალს სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე სი­ტყვებ­სა და სიმ­ღე­რებს უძღვნიდ­ნენ: თა­მა­და; და­თოს მას­წავ­ლე­ბე­ლი და უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი, ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი; ენათ­მეც­ნი­ე­რი ლე­ვან ღვინ­ჯი­ლია; მომ­ღე­რა­ლი დედა-შვი­ლი - თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე და მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ან­სამ­ბლი "შავ­ნა­ბა­და" - ჩო­ხა­ში გა­მო­წყო­ბილ­მა ბი­ჭებ­მა დარ­ბაზ­ში ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი­სა და ცეკ­ვის ქა­რიშ­ხა­ლი და­ატ­რი­ა­ლეს.

თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე: - ამ ადა­მი­ანს თა­მა­მად ვუ­წო­დებ თხე­მით ტერ­ფამ­დე ქარ­თველს, პატ­რი­ოტს. დათო ნამ­დვილ ქარ­თულ ოჯახს შექ­მნის და მის­მა ოჯახ­მა უნდა იმ­რავ­ლოს.

ლე­ვან ღვინ­ჯი­ლია: - დათო არის ერთ-ერთი სა­ი­მე­დო შე­ნა­ძე­ნი ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბის­თვის. ლა­მა­ზი, მომ­ხიბ­ლა­ვი გო­გო­ნაა ნა­თია, პა­ტივ­სა­ცემ ოჯახ­ში ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად აღ­ზრდი­ლი. მინ­და, სა­მა­გა­ლი­თო ოჯა­ხი შექ­მნან და მათი შთა­მო­მავ­ლო­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი ლა­მა­ზი ქარ­თვე­ლი შე­ე­მა­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს.

გია ბა­ღაშ­ვი­ლი: - და­თოს­თან დიდი მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს. "მოყ­ვა­რეს პირ­ში უძ­რა­ხე" არის მისი ცხოვ­რე­ბის წესი, ღირ­სე­უ­ლი, ნი­ჭი­ე­რი, უღა­ლა­ტო კა­ცია. ნა­თია კი ისე­თი გო­გო­ნაა, არა მხო­ლოდ სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს აჩუ­ქებს, ორი­ვეს თვა­ლებ­ში ვხე­დავ ბედ­ნი­ე­რე­ბას.

მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი: - ჩემი სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი და­თოს­თან და "შავ­ნა­ბა­დას­თან" ერ­თად გა­ვა­ტა­რე. ნა­თია და დათო, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ, ერ­თმა­ნეთს და თქვენს სიყ­ვა­რულს გა­უფრ­თხილ­დით და ვე­რა­ფე­რი მო­გე­რე­ვათ!

ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი: - დათო მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ერთ-ერთი ბრწყინ­ვა­ლე წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ნი­ჭი­ე­რი, საქ­მი­ა­ნი, ყვე­ლა­ფერს რომ აკე­თებს იმის­თვის, რომ წი­ნაპ­რე­ბი არ და­ი­ვი­წყოს.

სტა­ტია: "ორი­ვეს თვა­ლებ­ში ვხე­დავ ბედ­ნი­ე­რე­ბას"

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"შავნაბადას" ხელმძღვანელი დაქორწინდა

"შავნაბადას" ხელმძღვანელი დაქორწინდა

რამდენიმე დღის წინ ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელმა, მომღერალმა დავით ცინცაძემ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის დალოცვის შემდეგ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერა. მისი რჩეული ჩვენი მომავალი კოლეგა, 19 წლის ნათია ჩაშინია. გურულ-იმერულ-ქალაქურ საქორწილო სუფრას შესანიშნავად თამადობდა მუსიკოსი გია ბაღაშვილი, ნეფე-დედოფალს სიყვარულით სავსე სიტყვებსა და სიმღერებს უძღვნიდნენ: თამადა; დათოს მასწავლებელი და უფროსი მეგობარი, ანზორ ერქომაიშვილი; ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია; მომღერალი დედა-შვილი - თამრიკო ჭოხონელიძე და მარიამ როინიშვილი და, რასაკვირველია, ანსამბლი "შავნაბადა" - ჩოხაში გამოწყობილმა ბიჭებმა დარბაზში ხალხური სიმღერებისა და ცეკვის ქარიშხალი დაატრიალეს.

თამრიკო ჭოხონელიძე: - ამ ადამიანს თამამად ვუწოდებ თხემით ტერფამდე ქართველს, პატრიოტს. დათო ნამდვილ ქართულ ოჯახს შექმნის და მისმა ოჯახმა უნდა იმრავლოს.

ლევან ღვინჯილია: - დათო არის ერთ-ერთი საიმედო შენაძენი ჩვენი ეროვნული შემოქმედებისთვის. ლამაზი, მომხიბლავი გოგონაა ნათია, პატივსაცემ ოჯახში ზედმიწევნით კარგად აღზრდილი. მინდა, სამაგალითო ოჯახი შექმნან და მათი შთამომავლობით ძალიან ბევრი ლამაზი ქართველი შეემატოს საქართველოს.

გია ბაღაშვილი: - დათოსთან დიდი მეგობრობა მაკავშირებს. "მოყვარეს პირში უძრახე" არის მისი ცხოვრების წესი, ღირსეული, ნიჭიერი, უღალატო კაცია. ნათია კი ისეთი გოგონაა, არა მხოლოდ სითბოსა და სიყვარულს აჩუქებს, ორივეს თვალებში ვხედავ ბედნიერებას.

მარიამ როინიშვილი: - ჩემი საუკეთესო წლები დათოსთან და "შავნაბადასთან" ერთად გავატარე. ნათია და დათო, ძალიან მიყვარხართ, ერთმანეთს და თქვენს სიყვარულს გაუფრთხილდით და ვერაფერი მოგერევათ!

ანზორ ერქომაიშვილი: - დათო მომავალი თაობის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია, ქართული სიმღერისთვის თავდადებული, არაჩვეულებრივად ნიჭიერი, საქმიანი, ყველაფერს რომ აკეთებს იმისთვის, რომ წინაპრები არ დაივიწყოს.

სტატია: "ორივეს თვალებში ვხედავ ბედნიერებას"

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)