მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ჰქვია სხვის ომში მამაცურად მებრძოლ ადამიანს?
რა ჰქვია სხვის ომში მამაცურად მებრძოლ ადამიანს?

"კი­თხვა ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, ამის გამო თვა­ლებს ზი­ა­ნიც კი მი­ვა­ყე­ნე და დედა კლას­გა­რე­შე ლი­ტე­რა­ტუ­რას მი­მა­ლავ­და", - ამ­ბობს ელი­სო ჩა­ფი­ძე. ის პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს და­სავ­ლე­თევ­რო­პუ­ლი ენე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, ასე­ვე სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი. ფლობს რუ­სულ, გერ­მა­ნულ და ინ­გლი­სურ ენებს. სტუ­დენ­ტო­ბი­სას გერ­მა­ნუ­ლი პო­ე­ზი­ით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ნა­თარ­გმნი აქვს რილ­კეს რამ­დე­ნი­მე ლექ­სი. ლექ­სებს თა­ვა­დაც წერს, მაგ­რამ მათ წიგ­ნად გა­მო­ცე­მა­ზე ჯერ არ უფიქ­რია, რად­გან ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბი­ლე­ბის მი­ხედ­ვით წერს და მათ მხო­ლოდ ახ­ლობ­ლებს უკი­თხავს. რუბ­რი­კა "ერუ­დი­ტში" ჩა­წე­რა­ზე უპ­რობ­ლე­მოდ დაგ­ვთან­ხმდა - რო­გორც ჩანს, სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი ჰქონ­და...

- ელი­სო, ძი­რი­თა­დად რა სა­ხის ლი­ტე­რა­ტუ­რას კი­თხუ­ლობთ?

- ბოლო დროს სპე­ცი­ა­ლურ ლი­ტე­რა­ტუ­რას ვკი­თხუ­ლობ, ეს არის გა­მო­ჩე­ნი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ცხოვ­რე­ბა, ნაშ­რო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტო­ლო­გი­ას, სა­ხელ­მწი­ფო მო­წყო­ბის მო­დე­ლებს ეხე­ბა. დას­ვე­ნე­ბის დროს მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, დე­ტექ­ტი­ვებს (ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩახ­ლარ­თუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბი), ლექ­სებს ვკი­თხუ­ლობ.

- თუ გახ­სოვთ, პირ­ვე­ლად რა წიგ­ნი წა­ი­კი­თხეთ?

- ზუს­ტად არ მახ­სოვს, მაგ­რამ ვვა­რა­უ­დობ, რომ ეს "დე­და­ე­ნა" იქ­ნე­ბო­და. მარ­თა­ლია, რამ­დე­ნი­მე უცხო ენა ვიცი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ქარ­თვე­ლი პირ­ველ რიგ­ში, მშობ­ლი­ურ ენას უნდა ფლობ­დეს და აფა­სებ­დეს. მახ­სოვს, რომ ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ქარ­თუ­ლი მო­თხრო­ბე­ბის უზარ­მა­ზარ წიგნს "და­ვათ­რევ­დი". ბე­ბი­ა­ჩე­მი ხუმ­რობ­და, - გა­მო­არ­თვით ბავ­შვს ეს წიგ­ნი, თო­რემ ხომ ხე­დავთ, წიგნ­ზე პა­ტა­რა არი­სო. ქარ­თუ­ლი მო­თხრო­ბე­ბის შემ­დეგ მარკ ტვე­ნი­სა და მაინ რი­დის კი­თხვა და­ვი­წყე. რო­დე­საც წა­მო­ვი­ზარ­დე, უფრო სე­რი­ო­ზულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­საც მოვ­კი­დე ხელი.

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბით ხართ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, თქვე­ნი ფა­ვო­რი­ტი თუ გყავთ?

- კი, ეს არის ვაც­ლავ ჰა­ვე­ლი. ახ­ლა­ხან მისი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი შე­ვი­ძი­ნე. სხვა­თა შო­რის, მქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა, მას ლეხ ვა­ლენ­სას­თან ერ­თად შევ­ხვედ­რო­დი, 2005 წლის აგ­ვის­ტო­ში, "სო­ლი­და­რო­ბის" 25 წლი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

- გახ­სოვთ, სად და­ი­ბა­და ვაც­ლავ ჰა­ვე­ლი?

- კი, პრა­ღა­ში.

- ვის ეკუთ­ვნის ეს სი­ტყვე­ბი: "ჟურ­ნა­ლის­ტი არის პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც შეც­დო­მით აირ­ჩია პრო­ფე­სია".

- მარკ ტვენს ხომ არ ეკუთ­ვნის?

- არა, ის ჯერ პრუ­სი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო, შემ­დეგ გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი.

- კი, ვიცი, ვიცი, ოტო ბის­მარ­კი.

- მარ­თა­ლი ხართ. მისი მეტ­სა­ხე­ლიც ხომ არ გახ­სოვთ?

- რკი­ნის კან­ცლე­რი?

- დიახ. რა ჰქვია პრო­ცესს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ადა­მი­ა­ნე­ბი ქმნი­ან, ინარ­ჩუ­ნე­ბენ და სრულ­ყო­ფენ ერ­თად ცხოვ­რე­ბის წე­სებს?

- პო­ლი­ტი­კა.

- სად არის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო?

- სტრას­ბურ­გში.

- ამ ადა­მი­ან­მა ევ­რო­პა­სა და მსოფ­ლი­ოს ამ­ცნო, რომ ინ­გლის­ში ადა­მი­ა­ნებს რწმე­ნის გამო სა­შინ­ლად აწა­მებ­დნენ და ის ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და, რო­გორც პირ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი.

- (ფიქ­რობს) რა სირ­ცხვი­ლია, ეს რომ არ ვი­ცო­დე.

- ის გახ­ლდათ ავ­ტო­რი წიგ­ნი­სა "და­უნ­დობ­ლო­ბის თე­ატ­რი". მოღ­ვა­წე­ობ­და 1547-1636 წლებ­ში. მისი ფსევ­დო­ნი­მი იყო რი­ჩარდ ვერ­სტე­გა­ნი.

- რი­ჩარდ რო­უ­ლენ­დსი.

- დიახ. რამ­დე­ნი სა­ხი­საა ქარ­თულ ენა­ში წი­ნა­და­დე­ბა აგე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით?

- მარ­ტი­ვი, რთუ­ლი და შერ­წმუ­ლი, ე.ი. სამი სა­ხის.

- თუ შე­გიძ­ლი­ათ, გა­იხ­სე­ნეთ "აგ­ვის­ტოს ომის" გმი­რი, რო­მელ­მაც ოსუ­რი ბან­დფორ­მი­რე­ბე­ბი­სა და რუსი ოკუ­პან­ტე­ბის სას­ტი­კი წა­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ქარ­თულ დრო­შას ფეხი არ და­ა­ბი­ჯა და არც და­ი­ჩო­ქა, რა­საც ასე და­ჟი­ნე­ბით ითხოვ­დნენ მის­გან.

- შე­გიძ­ლი­ათ, სა­ვა­რა­უ­დო გვა­რე­ბი მი­თხრათ?

- სხვა მი­ნიშ­ნე­ბას მოგ­ცემთ, ამ გმირს სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ "გა­უ­ტე­ხე­ლი თუში" უწო­დეს.

- გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე.

- მარ­თა­ლია. "კაცი სა­ლა­ღო­ბოდ კი არა, ტან­ჯვის­თვის არის გა­ჩე­ნი­ლი, ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის წი­ნა­შე ჯერ არა­ვის მო­უხ­დია ვალი" - რო­მე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი მო­ძღვრავ­და ამ სი­ტყვე­ბით შვილს?

- ხე­ვის­ბე­რი გოჩა.

- რო­მე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მეფე იყო ანრი IV, ვიდ­რე ის საფ­რან­გე­თის მეფე გახ­დე­ბო­და?

- ბა­ვა­რი­ის? არა, ბა­ვა­რია გერ­მა­ნი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო. ალ­ბათ ნა­ვა­რის.

- დიახ. რა ჰქვია ეკ­ლე­სი­ა­ზე მი­შე­ნე­ბულ ან მახ­ლობ­ლად, ცალ­კე აგე­ბულ მცი­რე ნა­გე­ბო­ბას - სამ­ლოც­ვე­ლო, ფი­ლი­ოკ­ვე, კე­ლია თუ ეკვდე­რი?

- ეკვდე­რი.

- რა გვა­რი იყო ინ­გლი­სე­ლი ქი­მი­კო­სი და ფი­ზი­კო­სი, რო­მელ­საც მხედ­ვე­ლო­ბის თან­და­ყო­ლი­ლი ნაკ­ლი ჰქონ­და?

- მი­ნიშ­ნე­ბას ვერ მე­ტყვით?

- გე­ტყვით: ჯონ­სო­ნი, ლინ­ზა, დალ­ტო­ნი, კა­ტა­რი.

- კა­ტა­რი?

- არა, ის დალ­ტო­ნი იყო. რისი ღმერ­თია ლოკი სკან­დი­ნა­ვი­ურ მი­თო­ლო­გი­ა­ში?

- არ ვიცი.

- ცე­ცხლის. სამ­ხრეთ ამე­რი­კის რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში იმარ­თე­ბა დიდი კარ­ნა­ვა­ლი ყო­ვე­ლი წლის თე­ბერ­ვალ­ში?

- ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­ცო­დე, მაგ­რამ ვე­ღარ ვიხ­სე­ნებ.

- ბრა­ზი­ლი­ა­ში. ვინ იყო პირ­ვე­ლი არა­სა­მე­ფო წარ­მო­მავ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის პორ­ტრე­ტიც ბრი­ტა­ნე­ლებ­მა სა­ფოს­ტო მარ­კა­ზე და­ბეჭ­დეს.

- პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნა.

- არა, ის უი­ლი­ამ შექ­სპი­რი გახ­ლდათ. სპარ­სე­თის შაჰ­მა ივა­ნე მრის­ხა­ნეს სა­ჩუქ­რად სპი­ლო გა­უგ­ზავ­ნა. რო­გორ გგო­ნი­ათ, რა უქ­ნეს სპი­ლოს რუ­სებ­მა?

- ალ­ბათ და­ამ­ტვრევ­დნენ.

- თით­ქმის გა­მო­ი­ცა­ნით, ვერ მო­ი­ფიქ­რეს, რო­გორ მო­ევ­ლოთ და მოკ­ლეს. რო­მე­ლი ქვეყ­ნი­დან გავ­რცელ­და მსოფ­ლი­ო­ში სე­რე­ნა­დას სიმ­ღე­რის ტრა­დი­ცია?

- იტა­ლი­ი­დან.

- ში­ლე­რი, მო­ლი­ე­რი, დან­ტე, გო­ე­თე - ამათ­გან რო­მე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა სცე­ნა­ზე?

- გო­ე­თე თა­ვის სა­წოლ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მე მგო­ნი, სცე­ნა­ზე მო­ლი­ე­რი გარ­და­იც­ვა­ლა.

- სპარ­სუ­ლი ან­და­ზა გვიმ­ტკი­ცებს: "როცა ადა­მი­ა­ნი სიბ­რძნეს ეძებს, ჭკვი­ა­ნია". ამ ან­და­ზის მი­ხედ­ვით, რო­დის არის ადა­მი­ა­ნი სუ­ლე­ლი?

- როცა სიბ­რძნეს არ ეძებს.

- არა, როცა ჰგო­ნია, რომ სიბ­რძნე იპო­ვა. რა ემარ­თე­ბა ადა­მი­ა­ნის თვა­ლის გუ­გას, რო­დე­საც რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სოს ის­მენს?

- ფარ­თოვ­დე­ბა.

- მსოფ­ლი­ო­ში 42 ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­საც ზღვა­ზე გა­სას­ვლე­ლი არ აქვს. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა - ვა­ტი­კა­ნია. და­ა­სა­ხე­ლეთ ყვე­ლა­ზე დიდი ქვე­ყა­ნა.

- მი­ნიშ­ნე­ბას მე­ტყვით?

- ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­შია.

- ყა­ზა­ხე­თი.

- მარ­თა­ლი ხართ. თქვენ ტყი­ბუ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ხართ. რამ­დე­ნად კარ­გად იც­ნობთ ამ რე­გი­ონს?

- ვფიქ­რობ, რომ კარ­გად ვიც­ნობ.

- ალ­ბათ მისი ის­ტო­რი­აც იცით?

- რა თქმა უნდა.

- რო­მელ წლებ­ში გა­მოჩ­ნდა ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში ტყი­ბუ­ლი?

- XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან, მას შემ­დეგ, რაც აქ ქვა­ნახ­ში­რის მო­პო­ვე­ბა და­ი­წყო, ის სამ­რეწ­ვე­ლო დაბა გახ­და. ტყი­ბუ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ნიკო ნი­კო­ლა­ძეს ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. აქ ამ­ჟა­მად 260 მი­ლი­ო­ნი ტონა ქვა­ნახ­ში­რია.

- მარ­თა­ლი ხართ, მაგ­რამ ეს და­სახ­ლე­ბა ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში 1259 წლი­დან გა­მოჩ­ნდა. რა ჰქვია ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ კუ­რორ­ტს სე­ნა­კის რა­ი­ონ­ში?

- მენ­ჯი ხომ არა?

- დიახ, მარ­თა­ლი ხართ. სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში ახალ თა­ნამ­შრომ­ლებს იღე­ბენ. წი­ნას­წა­რი გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ ყვე­ლას მის­ცეს კონ­ვერ­ტი გრი­ფით - "სრუ­ლი­ად სა­ი­დუმ­ლოდ" და სთხო­ვეს, რო­მე­ლი­ღაც კა­ბი­ნეტ­ში წა­ე­ღოთ. ერ­თმა კან­დი­დატ­მა, ვიდ­რე და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მი­ვი­დო­და, სა­პირ­ფა­რე­შო­ში შე­ი­ა­რა და კონ­ვერ­ტი გახ­სნა. რო­გორ გგო­ნი­ათ, რა ეწე­რა წე­რილ­ში?

- ალ­ბათ ეწე­რა, რომ ეს მათ გა­მო­საც­დე­ლად გა­კეთ­და.

- წე­რილ­ში ეწე­რა: "თქვენ ჩვენ­თვის შე­სა­ფე­რი­სი მუ­შა­კი ხართ, დაბ­რუნ­დით უკან". თუ შე­გიძ­ლი­ათ, გა­იხ­სე­ნეთ ქარ­თვე­ლი მთამ­სვლე­ლი, რო­მელ­საც ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალ­მა, ელი­სა­ბედ მე­ო­რემ "კლდის ვე­ფხვი" უწო­და.

- მი­ხე­ილ ხერ­გი­ა­ნი.

- ისიც ხომ არ გახ­სოვთ, რო­მე­ლი მწვერ­ვა­ლის და­ლაშ­ქვრი­სას და­ი­ღუ­პა?

- იტა­ლი­ა­ში და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა მწვერ­ვა­ლის სა­ხე­ლი არ მახ­სოვს.

- დიახ. ის იტა­ლი­ა­ში, სუ-ალ­ტოს მწვერ­ვალ­ზე და­ი­ღუ­პა. და­ას­რუ­ლეთ ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტის სი­ტყვე­ბი: "რუ­სე­თის გე­ნერ­ლებს შო­რის მხო­ლოდ ერთი მა­ფიქ­რებს, ესაა"...

- ბაგ­რა­ტი­ო­ნი.

- რა უწო­და კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ სხვის ომში მა­მა­ცუ­რად მებ­რძოლ ადა­მი­ანს?

- სუ­ლე­ლი...

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რა ჰქვია სხვის ომში მამაცურად მებრძოლ ადამიანს?

რა ჰქვია სხვის ომში მამაცურად მებრძოლ ადამიანს?

"კითხვა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა, ამის გამო თვალებს ზიანიც კი მივაყენე და დედა კლასგარეშე ლიტერატურას მიმალავდა", - ამბობს ელისო ჩაფიძე. ის პროფესიით ჟურნალისტია. დამთავრებული აქვს დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის, ასევე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ფლობს რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს. სტუდენტობისას გერმანული პოეზიით იყო გატაცებული. ნათარგმნი აქვს რილკეს რამდენიმე ლექსი. ლექსებს თავადაც წერს, მაგრამ მათ წიგნად გამოცემაზე ჯერ არ უფიქრია, რადგან შინაგანი განწყობილების მიხედვით წერს და მათ მხოლოდ ახლობლებს უკითხავს. რუბრიკა "ერუდიტში" ჩაწერაზე უპრობლემოდ დაგვთანხმდა - როგორც ჩანს, საკუთარი თავის იმედი ჰქონდა...

- ელისო, ძირითადად რა სახის ლიტერატურას კითხულობთ?

- ბოლო დროს სპეციალურ ლიტერატურას ვკითხულობ, ეს არის გამოჩენილი პოლიტიკოსების ცხოვრება, ნაშრომები, რომლებიც პოლიტოლოგიას, სახელმწიფო მოწყობის მოდელებს ეხება. დასვენების დროს მხატვრულ ლიტერატურას, დეტექტივებს (ძალიან მიყვარს ჩახლართული სიუჟეტები), ლექსებს ვკითხულობ.

- თუ გახსოვთ, პირველად რა წიგნი წაიკითხეთ?

- ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ეს "დედაენა" იქნებოდა. მართალია, რამდენიმე უცხო ენა ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართველი პირველ რიგში, მშობლიურ ენას უნდა ფლობდეს და აფასებდეს. მახსოვს, რომ ჯერ კიდევ ძალიან პატარა ქართული მოთხრობების უზარმაზარ წიგნს "დავათრევდი". ბებიაჩემი ხუმრობდა, - გამოართვით ბავშვს ეს წიგნი, თორემ ხომ ხედავთ, წიგნზე პატარა არისო. ქართული მოთხრობების შემდეგ მარკ ტვენისა და მაინ რიდის კითხვა დავიწყე. როდესაც წამოვიზარდე, უფრო სერიოზულ ლიტერატურასაც მოვკიდე ხელი.

- როგორც აღნიშნეთ, პოლიტიკოსების ავტობიოგრაფიებით ხართ დაინტერესებული, თქვენი ფავორიტი თუ გყავთ?

- კი, ეს არის ვაცლავ ჰაველი. ახლახან მისი ავტობიოგრაფიული წიგნი შევიძინე. სხვათა შორის, მქონდა ბედნიერება, მას ლეხ ვალენსასთან ერთად შევხვედროდი, 2005 წლის აგვისტოში, "სოლიდარობის" 25 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

- გახსოვთ, სად დაიბადა ვაცლავ ჰაველი?

- კი, პრაღაში.

- ვის ეკუთვნის ეს სიტყვები: "ჟურნალისტი არის პიროვნება, რომელმაც შეცდომით აირჩია პროფესია".

- მარკ ტვენს ხომ არ ეკუთვნის?

- არა, ის ჯერ პრუსიის პრემიერ-მინისტრი იყო, შემდეგ გერმანიის კანცლერი.

- კი, ვიცი, ვიცი, ოტო ბისმარკი.

- მართალი ხართ. მისი მეტსახელიც ხომ არ გახსოვთ?

- რკინის კანცლერი?

- დიახ. რა ჰქვია პროცესს, რომლის ფარგლებშიც ადამიანები ქმნიან, ინარჩუნებენ და სრულყოფენ ერთად ცხოვრების წესებს?

- პოლიტიკა.

- სად არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო?

- სტრასბურგში.

- ამ ადამიანმა ევროპასა და მსოფლიოს ამცნო, რომ ინგლისში ადამიანებს რწმენის გამო საშინლად აწამებდნენ და ის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ჟურნალისტი.

- (ფიქრობს) რა სირცხვილია, ეს რომ არ ვიცოდე.

- ის გახლდათ ავტორი წიგნისა "დაუნდობლობის თეატრი". მოღვაწეობდა 1547-1636 წლებში. მისი ფსევდონიმი იყო რიჩარდ ვერსტეგანი.

- რიჩარდ როულენდსი.

- დიახ. რამდენი სახისაა ქართულ ენაში წინადადება აგებულების მიხედვით?

- მარტივი, რთული და შერწმული, ე.ი. სამი სახის.

- თუ შეგიძლიათ, გაიხსენეთ "აგვისტოს ომის" გმირი, რომელმაც ოსური ბანდფორმირებებისა და რუსი ოკუპანტების სასტიკი წამების მიუხედავად, ქართულ დროშას ფეხი არ დააბიჯა და არც დაიჩოქა, რასაც ასე დაჟინებით ითხოვდნენ მისგან.

- შეგიძლიათ, სავარაუდო გვარები მითხრათ?

- სხვა მინიშნებას მოგცემთ, ამ გმირს სიკვდილის შემდეგ "გაუტეხელი თუში" უწოდეს.

- გიორგი ანწუხელიძე.

- მართალია. "კაცი სალაღობოდ კი არა, ტანჯვისთვის არის გაჩენილი, ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჯერ არავის მოუხდია ვალი" - რომელი ლიტერატურული პერსონაჟი მოძღვრავდა ამ სიტყვებით შვილს?

- ხევისბერი გოჩა.

- რომელი სახელმწიფოს მეფე იყო ანრი IV, ვიდრე ის საფრანგეთის მეფე გახდებოდა?

- ბავარიის? არა, ბავარია გერმანიის შემადგენლობაში იყო. ალბათ ნავარის.

- დიახ. რა ჰქვია ეკლესიაზე მიშენებულ ან მახლობლად, ცალკე აგებულ მცირე ნაგებობას - სამლოცველო, ფილიოკვე, კელია თუ ეკვდერი?

- ეკვდერი.

- რა გვარი იყო ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი, რომელსაც მხედველობის თანდაყოლილი ნაკლი ჰქონდა?

- მინიშნებას ვერ მეტყვით?

- გეტყვით: ჯონსონი, ლინზა, დალტონი, კატარი.

- კატარი?

- არა, ის დალტონი იყო. რისი ღმერთია ლოკი სკანდინავიურ მითოლოგიაში?

- არ ვიცი.

- ცეცხლის. სამხრეთ ამერიკის რომელ ქვეყანაში იმართება დიდი კარნავალი ყოველი წლის თებერვალში?

- ეს აუცილებლად უნდა ვიცოდე, მაგრამ ვეღარ ვიხსენებ.

- ბრაზილიაში. ვინ იყო პირველი არასამეფო წარმომავლობის ადამიანი, რომლის პორტრეტიც ბრიტანელებმა საფოსტო მარკაზე დაბეჭდეს.

- პრინცესა დაიანა.

- არა, ის უილიამ შექსპირი გახლდათ. სპარსეთის შაჰმა ივანე მრისხანეს საჩუქრად სპილო გაუგზავნა. როგორ გგონიათ, რა უქნეს სპილოს რუსებმა?

- ალბათ დაამტვრევდნენ.

- თითქმის გამოიცანით, ვერ მოიფიქრეს, როგორ მოევლოთ და მოკლეს. რომელი ქვეყნიდან გავრცელდა მსოფლიოში სერენადას სიმღერის ტრადიცია?

- იტალიიდან.

- შილერი, მოლიერი, დანტე, გოეთე - ამათგან რომელი გარდაიცვალა სცენაზე?

- გოეთე თავის საწოლში გარდაიცვალა. მე მგონი, სცენაზე მოლიერი გარდაიცვალა.

- სპარსული ანდაზა გვიმტკიცებს: "როცა ადამიანი სიბრძნეს ეძებს, ჭკვიანია". ამ ანდაზის მიხედვით, როდის არის ადამიანი სულელი?

- როცა სიბრძნეს არ ეძებს.

- არა, როცა ჰგონია, რომ სიბრძნე იპოვა. რა ემართება ადამიანის თვალის გუგას, როდესაც რაიმე საინტერესოს ისმენს?

- ფართოვდება.

- მსოფლიოში 42 ქვეყანაა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. მათ შორის ყველაზე პატარა - ვატიკანია. დაასახელეთ ყველაზე დიდი ქვეყანა.

- მინიშნებას მეტყვით?

- ცენტრალურ აზიაშია.

- ყაზახეთი.

- მართალი ხართ. თქვენ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხართ. რამდენად კარგად იცნობთ ამ რეგიონს?

- ვფიქრობ, რომ კარგად ვიცნობ.

- ალბათ მისი ისტორიაც იცით?

- რა თქმა უნდა.

- რომელ წლებში გამოჩნდა ისტორიულ წყაროებში ტყიბული?

- XIX საუკუნის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც აქ ქვანახშირის მოპოვება დაიწყო, ის სამრეწველო დაბა გახდა. ტყიბულის განვითარებაში ნიკო ნიკოლაძეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. აქ ამჟამად 260 მილიონი ტონა ქვანახშირია.

- მართალი ხართ, მაგრამ ეს დასახლება ისტორიულ წყაროებში 1259 წლიდან გამოჩნდა. რა ჰქვია ბალნეოლოგიურ კურორტს სენაკის რაიონში?

- მენჯი ხომ არა?

- დიახ, მართალი ხართ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში ახალ თანამშრომლებს იღებენ. წინასწარი გასაუბრების შემდეგ ყველას მისცეს კონვერტი გრიფით - "სრულიად საიდუმლოდ" და სთხოვეს, რომელიღაც კაბინეტში წაეღოთ. ერთმა კანდიდატმა, ვიდრე დანიშნულების ადგილამდე მივიდოდა, საპირფარეშოში შეიარა და კონვერტი გახსნა. როგორ გგონიათ, რა ეწერა წერილში?

- ალბათ ეწერა, რომ ეს მათ გამოსაცდელად გაკეთდა.

- წერილში ეწერა: "თქვენ ჩვენთვის შესაფერისი მუშაკი ხართ, დაბრუნდით უკან". თუ შეგიძლიათ, გაიხსენეთ ქართველი მთამსვლელი, რომელსაც ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ "კლდის ვეფხვი" უწოდა.

- მიხეილ ხერგიანი.

- ისიც ხომ არ გახსოვთ, რომელი მწვერვალის დალაშქვრისას დაიღუპა?

- იტალიაში დაიღუპა, თუმცა მწვერვალის სახელი არ მახსოვს.

- დიახ. ის იტალიაში, სუ-ალტოს მწვერვალზე დაიღუპა. დაასრულეთ ნაპოლეონ ბონაპარტის სიტყვები: "რუსეთის გენერლებს შორის მხოლოდ ერთი მაფიქრებს, ესაა"...

- ბაგრატიონი.

- რა უწოდა კონსტანტინე გამსახურდიამ სხვის ომში მამაცურად მებრძოლ ადამიანს?

- სულელი...

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება