პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

11

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 15:51-ზე, მთვარე ლომშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
მსოფლიო
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძმები ჩოჩელების საერთო ქონება - რა ბიზნესებს ფლობს ცეზარ ჩოჩელი
ძმები ჩოჩელების საერთო ქონება - რა ბიზნესებს ფლობს ცეზარ ჩოჩელი

2 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­გუ­რა­მო­ში ზარ-ზე­ი­მით გახ­სნა ახა­ლი ლუდ­სა­ხარ­ში "ზე­და­ზე­ნი".

"ეს სას­წა­უ­ლი, რო­მელ­საც მე ვხსნი დღეს, მარ­თლაც ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვია, იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­ხა­ნა ჩვენ არ გვაქვს. ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე ხაზი ამ პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა­ში ევ­რო­პა­ში," - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "პირ­ვე­ლის" მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თუ­ლი ლუ­დის კომ­პა­ნი­ა­ში ცე­ზარ ჩო­ჩე­ლის პარტნი­ო­რია პარ­ლა­მენ­ტა­რი კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც, ამას­თა­ნა­ვე, ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნია "პე-ეს-პე ფარ­მა­სა" და კლი­ნი­კა­თა ქსელ "ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის" მფლო­ბე­ლია. მათი პარტნი­ო­რია შპს "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ენერ­გე­ტი­კუ­ლი კორ­პო­რა­ცი­ის" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ნა­თია თურ­ნა­ვაც, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრ კახა ბენ­დუ­ქი­ძის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე იყო. შპს "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ენერ­გე­ტი­კუ­ლი კორ­პო­რა­ცია" კი შპს "ჰოლ­დინ­გი სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დუსტრი­ულ ჯგუფს" ეკუთ­ვნის, რომ­ლის მფლო­ბე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დიდი ხნის მე­გო­ბა­რი, პარ­ლა­მენ­ტა­რი და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ტახ­ტარს", ეს კომ­პა­ნია ძმებ­მა ჩო­ჩე­ლებ­მა ცოტა ხნის წინ თურქ ინ­ვეს­ტო­რებს მიჰ­ყი­დეს, რომ­ლე­ბიც, სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დას­თან, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი არი­ან.

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი არა­ერ­თხელ მოქ­ცე­უ­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. რო­გორც ამ­ბო­ბენ, რე­გი­ონ­ში მოქ­მე­დი ბევ­რი სა­წარ­მო ცე­ზარ ჩო­ჩე­ლის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია, თუმ­ცა ქო­ნე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ძმის, იაგო ჩო­ჩე­ლის სა­ხელ­ზე აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი, მათ შო­რის არის შპს "მიქ­სო­რი", შპს "ლარ­მაქ­სი" და შპა­ლე­ბის ქარ­ხა­ნა, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რია მთელ ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში. ნა­ტახ­ტა­რის სა­საკ­ლა­ოს მე­სა­კუთ­რე­დაც ცე­ზარ ჩო­ჩელს ასა­ხე­ლე­ბენ.

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტორ ცე­ზარ ჩო­ჩელს და­უ­კავ­შირ­და:

- ბა­ტო­ნო ცე­ზარ, გი­ლო­ცავთ ახა­ლი ლუდ­სა­ხარ­შის გახ­სნას!

- დიდი მად­ლო­ბა, მაგ­რამ ლუდ­სა­ხარ­ში ჩემი ძმის არის.

- ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლუდ­სა­ხარ­შის რე­ა­ლუ­რი მფლო­ბე­ლი არის ცე­ზარ ჩო­ჩე­ლი, მის ძმას კი ბიზ­ნე­სი­სა ბევ­რი არა­ფე­რი გა­ე­გე­ბაო.

- თქვენ იც­ნობთ ჩემს ძმას?

- არა.

- აბა, რა­ტომ ლა­პა­რა­კობთ?

- სხვე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ, მე კი ინ­ფორ­მა­ცი­ას ვა­ზუს­ტებ...

- მოდი, გა­ი­ცა­ნით, გა­ი­კი­თხეთ ვინ არის და... სა­ერ­თოდ, ჩე­მიც რომ იყოს, ცუდი არ იქ­ნე­ბო­და. რაც მეტი ასე­თი წარ­მო­ე­ბა შე­იქ­მნე­ბა, მით უკე­თე­სი.

- თქვენ რო­მელ ლუდს აგე­მოვ­ნებთ ხოლ­მე?

- მე ლუდს არ ვსვამ.

- ამ­ბო­ბენ, რომ სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რე­ბი მა­ღა­ზი­ე­ბის მფლო­ბე­ლებს აი­ძუ­ლე­ბენ, ლუდი "ზე­და­ზე­ნი" ჩა­ი­ბა­რონ, თურ­მე ემუქ­რე­ბი­ან კი­დეც...

- რა სი­სუ­ლე­ლეა! ეგ კი არა, რა სა­ხის პრო­დუქ­ტიც უნდა იყოს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, აი­ძუ­ლო ვი­ღა­ცა, კარ­გი, რა! სირ­ცხვი­ლია, უბ­რა­ლოდ!

- ისიც ტყუ­ი­ლია, რომ თქვე­ნია შპა­ლე­ბის ქარ­ხა­ნა და ხორ­ცის ბიზ­ნე­სიც? სხვა­თა შო­რის, ხორ­ცზე ფა­სის მო­მა­ტე­ბა­ში თქვენ გა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

- ხორ­ცის ბიზ­ნეს­ში სა­ერ­თოდ არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ. შპა­ლე­ბის ქარ­ხა­ნა და სხვა ბიზ­ნე­სე­ბიც ჩემს ძმას ეკუთ­ვნის.

- ანუ, თქვე­ნი არა­ფე­რია?

- მეც მაქვს რა­ღა­ცე­ე­ბი.... აი­ღეთ დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი და რაც ჩე­მია, იქ წე­რია. და­მა­ლუ­ლი და და­ფა­რუ­ლი არა­ფე­რია.

- ამ­ბო­ბენ, რომ ლუდ­სა­ხარშ "ზე­და­ზენ­ში" ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­სა და ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­საც აქვთ წი­ლე­ბი, ეს მარ­თლა თქვე­ნი სა­ერ­თო ბიზ­ნე­სია?

- (იცი­ნის) ჯერ იყო და, სა­წარ­მო თქვე­ნია და თქვენს ძმა­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლიო, ახლა კი­დევ მო­რიგ სი­სუ­ლე­ლეს მე­უბ­ნე­ბით. სირ­ცხვი­ლია... მე­ო­რეც, არ შე­იძ­ლე­ბა, ძმებს სა­ერ­თო ბიზ­ნე­სი ჰქონ­დეთ?

- თქვენ ხომ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე ხართ, გუ­ბერ­ნა­ტო­რი...

- დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არა­ფე­რია და­მა­ლუ­ლი. ვი­ღა­ცის ჭო­რე­ბის მოს­მე­ნას, ჯო­ბია, მიხ­ვი­დეთ, ნა­ხოთ, რა შე­იქ­მნა, რა გა­ა­კე­თა იმ ხალ­ხმა და მა­გა­ზე წე­როთ, ვიდ­რე რა­ღაც ინ­ტრი­გებ­ზე. კარ­გი საქ­მე აკე­თეთ, თო­რემ მე არ მაკ­ლია საქ­მე.

მო­ნა­ცე­მე­ბი ცე­ზარ ჩო­ჩე­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან

ცე­ზარ ჩო­ჩე­ლის რჩე­ვი­სა­მებრ, მის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ჩა­ვი­ხე­დეთ და ვნა­ხეთ, რა ქო­ნე­ბის პატ­რო­ნია მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი.

ცე­ზარ ჩო­ჩე­ლი მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის პოსტზე 2008 წლის თე­ბერ­ვლი­დან მუ­შა­ობს. ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 2011 წლის 20 მა­ისს შე­უვ­სია.

ამ დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით მას ორი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი აქვს: 1600 კვმ ფარ­თო­ბი­სა სო­ფელ დი­ღომ­ში და 100 კვმ ფარ­თო­ბი­სა - ახალ­გორ­ში. მას­ვე ეკუთ­ვნის 180 კვმ ფარ­თო­ბის ბინა თბი­ლის­ში, ტაშ­კენ­ტის ქ. #23-ში.

ცე­ზარ ჩო­ჩე­ლის მე­უღ­ლის, სვეტ­ლა­ნა ჩო­ჩე­ლის სა­ხელ­ზე მი­წის 6 ნაკ­ვე­თია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ექ­ვსი­ვე ნაკ­ვე­თი სო­ფელ დი­ღომ­ში მდე­ბა­რე­ობს. მათი სა­ერ­თო ფარ­თო­ბი 7939კვმ-ია.

გუ­ბერ­ნა­ტო­რის მე­უღ­ლეს ეკუთ­ვნის 1400 კვმ მი­წის ნაკ­ვე­თი დაბა ახალ­გორ­ში და სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "კე­და­რის" ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბიც.

დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ცე­ზარ ჩო­ჩელს ორი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი აქვს: 2008 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი "LEXUS 570", სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რით FOO 001 და ასე­ვე 2008 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი "LEXUS 4601", სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რით - OOE 001.

დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ცე­ზარ ჩო­ჩელს ნაღ­დი ფული 205.000 ლარი აქვს, მის მე­უღ­ლეს კი - 8.000 ლარი.

ცე­ზარ ჩო­ჩელს ქო­ნე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბა მინ­დო­ბი­ლო­ბით სა­კუ­თარ ძმა­ზე, იაგო ჩო­ჩელ­ზე აქვს გა­და­ფორ­მე­ბუ­ლი. იაგო ჩო­ჩე­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის თით­ქმის მთე­ლი ქო­ნე­ბის განმკარ­გა­ვია. 2011 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ცე­ზარ ჩო­ჩელ­მა ძმას მინ­დო­ბი­ლო­ბით მის­ცა თა­ვი­სი მოძ­რა­ვი და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მარ­თვი­სა და გან­კარ­გვის უფ­ლე­ბა. ზე­პი­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მას­ვე გა­და­ე­ცა გან­სა­კარ­გა­ვად თან­ხა 6 მი­ლი­ონ 400 ათა­სი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით.

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ იაგო ჩო­ჩელ­მა შპს "მიქ­სორ­სა" და შპს "ლარ­მაქსში" კუთ­ვნი­ლი წილი ცე­ზარ ჩო­ჩელს და­უთ­მო შპს "ინ­ტერ­პლას­ტის" 9,9992% წი­ლის სა­ნაც­ვლოდ.

P.S. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ცე­ზარ ჩო­ჩელს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრად ნიშ­ნა­ვენ, მას, სა­ვა­რა­უ­დოდ, პარ­ლა­მენ­ტა­რი ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი ჩა­ა­ნაც­ვლებს, ხოლო რა ბედი ელის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ამ­ჟა­მინ­დელ მი­ნის­ტრ ზაზა გო­რო­ზი­ას, უც­ნო­ბია.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

სტა­ტია: - მო­ნა­ცე­მე­ბი ცე­ზარ ჩო­ჩე­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან - "არ შე­იძ­ლე­ბა, ძმებს სა­ერ­თო ბიზ­ნე­სი ჰქონ­დეთ?!"

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ აპირებს "ქართული ოცნება" ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

ძმები ჩოჩელების საერთო ქონება - რა ბიზნესებს ფლობს ცეზარ ჩოჩელი

ძმები ჩოჩელების საერთო ქონება - რა ბიზნესებს ფლობს ცეზარ ჩოჩელი

2 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა საგურამოში ზარ-ზეიმით გახსნა ახალი ლუდსახარში "ზედაზენი".

"ეს სასწაული, რომელსაც მე ვხსნი დღეს, მართლაც ძალიან შთამბეჭდავია, იმიტომ, რომ საქართველოში ასეთი თანამედროვე ქარხანა ჩვენ არ გვაქვს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხაზი ამ პროდუქციის წარმოებაში ევროპაში," - განაცხადა პრეზიდენტმა.

საინფორმაციო სააგენტო "პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ლუდის კომპანიაში ცეზარ ჩოჩელის პარტნიორია პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი, რომელიც, ამასთანავე, ფარმაცევტულ კომპანია "პე-ეს-პე ფარმასა" და კლინიკათა ქსელ "ნიუ ჰოსპიტალსის" მფლობელია. მათი პარტნიორია შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნათია თურნავაც, რომელიც რამდენიმე წლის წინ ეკონომიკის მინისტრ კახა ბენდუქიძის პირველი მოადგილე იყო. შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" კი შპს "ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს" ეკუთვნის, რომლის მფლობელიც მიხეილ სააკაშვილის დიდი ხნის მეგობარი, პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილია. რაც შეეხება "ნატახტარს", ეს კომპანია ძმებმა ჩოჩელებმა ცოტა ხნის წინ თურქ ინვესტორებს მიჰყიდეს, რომლებიც, სააგენტოს ინფორმაციით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან დაახლოებული ინვესტორები არიან.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი არაერთხელ მოქცეულა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. როგორც ამბობენ, რეგიონში მოქმედი ბევრი საწარმო ცეზარ ჩოჩელის დაქვემდებარებაშია, თუმცა ქონების უდიდესი ნაწილი ძმის, იაგო ჩოჩელის სახელზე აქვს გაფორმებული, მათ შორის არის შპს "მიქსორი", შპს "ლარმაქსი" და შპალების ქარხანა, რომელიც უნიკალურია მთელ ამიერკავკასიაში. ნატახტარის სასაკლაოს მესაკუთრედაც ცეზარ ჩოჩელს ასახელებენ.

"ყველა სიახლე" მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელს დაუკავშირდა:

- ბატონო ცეზარ, გილოცავთ ახალი ლუდსახარშის გახსნას!

- დიდი მადლობა, მაგრამ ლუდსახარში ჩემი ძმის არის.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუდსახარშის რეალური მფლობელი არის ცეზარ ჩოჩელი, მის ძმას კი ბიზნესისა ბევრი არაფერი გაეგებაო.

- თქვენ იცნობთ ჩემს ძმას?

- არა.

- აბა, რატომ ლაპარაკობთ?

- სხვები ლაპარაკობენ, მე კი ინფორმაციას ვაზუსტებ...

- მოდი, გაიცანით, გაიკითხეთ ვინ არის და... საერთოდ, ჩემიც რომ იყოს, ცუდი არ იქნებოდა. რაც მეტი ასეთი წარმოება შეიქმნება, მით უკეთესი.

- თქვენ რომელ ლუდს აგემოვნებთ ხოლმე?

- მე ლუდს არ ვსვამ.

- ამბობენ, რომ საგადასახადო სამსახურები მაღაზიების მფლობელებს აიძულებენ, ლუდი "ზედაზენი" ჩაიბარონ, თურმე ემუქრებიან კიდეც...

- რა სისულელეა! ეგ კი არა, რა სახის პროდუქტიც უნდა იყოს, როგორ შეიძლება, აიძულო ვიღაცა, კარგი, რა! სირცხვილია, უბრალოდ!

- ისიც ტყუილია, რომ თქვენია შპალების ქარხანა და ხორცის ბიზნესიც? სხვათა შორის, ხორცზე ფასის მომატებაში თქვენ გადანაშაულებენ.

- ხორცის ბიზნესში საერთოდ არ ვმონაწილეობ. შპალების ქარხანა და სხვა ბიზნესებიც ჩემს ძმას ეკუთვნის.

- ანუ, თქვენი არაფერია?

- მეც მაქვს რაღაცეები.... აიღეთ დეკლარაციები და რაც ჩემია, იქ წერია. დამალული და დაფარული არაფერია.

- ამბობენ, რომ ლუდსახარშ "ზედაზენში" ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილსაც აქვთ წილები, ეს მართლა თქვენი საერთო ბიზნესია?

- (იცინის) ჯერ იყო და, საწარმო თქვენია და თქვენს ძმაზეა გაფორმებულიო, ახლა კიდევ მორიგ სისულელეს მეუბნებით. სირცხვილია... მეორეც, არ შეიძლება, ძმებს საერთო ბიზნესი ჰქონდეთ?

- თქვენ ხომ საჯარო მოხელე ხართ, გუბერნატორი...

- დეკლარაციაში არაფერია დამალული. ვიღაცის ჭორების მოსმენას, ჯობია, მიხვიდეთ, ნახოთ, რა შეიქმნა, რა გააკეთა იმ ხალხმა და მაგაზე წეროთ, ვიდრე რაღაც ინტრიგებზე. კარგი საქმე აკეთეთ, თორემ მე არ მაკლია საქმე.

მონაცემები ცეზარ ჩოჩელის დეკლარაციიდან

ცეზარ ჩოჩელის რჩევისამებრ, მის დეკლარაციაში ჩავიხედეთ და ვნახეთ, რა ქონების პატრონია მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი.

ცეზარ ჩოჩელი მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე 2008 წლის თებერვლიდან მუშაობს. ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2011 წლის 20 მაისს შეუვსია.

ამ დეკლარაციის მიხედვით მას ორი საცხოვრებელი სახლი აქვს: 1600 კვმ ფართობისა სოფელ დიღომში და 100 კვმ ფართობისა - ახალგორში. მასვე ეკუთვნის 180 კვმ ფართობის ბინა თბილისში, ტაშკენტის ქ. #23-ში.

ცეზარ ჩოჩელის მეუღლის, სვეტლანა ჩოჩელის სახელზე მიწის 6 ნაკვეთია რეგისტრირებული. ექვსივე ნაკვეთი სოფელ დიღომში მდებარეობს. მათი საერთო ფართობი 7939კვმ-ია.

გუბერნატორის მეუღლეს ეკუთვნის 1400 კვმ მიწის ნაკვეთი დაბა ახალგორში და სააქციო საზოგადოება "კედარის" ფასიანი ქაღალდებიც.

დეკლარაციის თანახმად, ცეზარ ჩოჩელს ორი ძვირად ღირებული ავტომობილი აქვს: 2008 წელს გამოშვებული "LEXUS 570", სახელმწიფო ნომრით FOO 001 და ასევე 2008 წელს გამოშვებული "LEXUS 4601", სახელმწიფო ნომრით - OOE 001.

დეკლარაციის თანახმად, ცეზარ ჩოჩელს ნაღდი ფული 205.000 ლარი აქვს, მის მეუღლეს კი - 8.000 ლარი.

ცეზარ ჩოჩელს ქონების მართვის უფლება მინდობილობით საკუთარ ძმაზე, იაგო ჩოჩელზე აქვს გადაფორმებული. იაგო ჩოჩელი გუბერნატორის თითქმის მთელი ქონების განმკარგავია. 2011 წლის დეკლარაციის მიხედვით, ცეზარ ჩოჩელმა ძმას მინდობილობით მისცა თავისი მოძრავი და უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლება. ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მასვე გადაეცა განსაკარგავად თანხა 6 მილიონ 400 ათასი დოლარის ოდენობით.

დეკლარაციაში მითითებულია, რომ იაგო ჩოჩელმა შპს "მიქსორსა" და შპს "ლარმაქსში" კუთვნილი წილი ცეზარ ჩოჩელს დაუთმო შპს "ინტერპლასტის" 9,9992% წილის სანაცვლოდ.

P.S. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეზარ ჩოჩელს სოფლის მეურნეობის მინისტრად ნიშნავენ, მას, სავარაუდოდ, პარლამენტარი ნუგზარ წიკლაური ჩაანაცვლებს, ხოლო რა ბედი ელის სოფლის მეურნეობის ამჟამინდელ მინისტრ ზაზა გოროზიას, უცნობია.

ნანა ფიცხელაური

სტატია: - მონაცემები ცეზარ ჩოჩელის დეკლარაციიდან - "არ შეიძლება, ძმებს საერთო ბიზნესი ჰქონდეთ?!"

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა