სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე სექსუალური ჯაშუშები
ყველაზე სექსუალური ჯაშუშები

კი­ნოს სამ­ყა­რო­ში უამ­რა­ვი ჯა­შუ­შის სახე შე­იქ­მნა და კი­დევ შე­იქ­მნე­ბა. თუმ­ცა მათ შო­რის არი­ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მომ­ხიბ­ვლელ­ნი და სექ­სუ­ა­ლუ­რე­ბი. თქვენ წი­ნა­შე ის ექ­ვსი ვარ­სკვლა­ვია, რომ­ლებ­საც უწო­დეს "ჯა­შუ­შე­ბი, რო­მელ­თაც ქა­ლე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­ხიბ­ლეს".

ბრედ პიტი - მის­ტერ სმი­ტი

ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც უამ­რავ­მა ხალ­ხმა უყუ­რა ფილ­მს "მის­ტერ და მი­სის სმი­ტე­ბი", ის იყო, რომ სურ­დათ და­ე­ნა­ხათ, რე­ა­ლუ­რი გახ­ლდათ თუ არა ბრედ პი­ტი­სა და ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის ეკ­რა­ნუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი. სმი­ტე­ბის წყვილ­მა მათ იმე­დი არ გა­უც­რუა, სექ­სუ­ა­ლუ­რი სა­ხე­ე­ბიც შექ­მნა, ფილ­მის შემ­დეგ და­ო­ჯახ­და კი­დეც და ბრე­დიც აღ­მოჩ­ნდა სექ­სუ­ა­ლურ ჯა­შუშ მა­მა­კაც­თა რიგ­ში.

ტომ კრუ­ზის "შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი მი­სია"

სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ით გა­ტა­ცე­ბუ­ლი ახ­ლან­დე­ლი ტომ კრუ­ზის და­ნახ­ვა­ზე შე­იძ­ლე­ბა დაგ­ავი­წყდეს კი­დეც, რომ ის ერთ დროს ქა­ლე­ბის გულ­თამ­პყრო­ბე­ლი იყო და 1996 წელს სექ­სუ­ა­ლუ­რი ჯა­შუ­ში გა­ნა­სა­ხი­ე­რა "შე­უს­რუ­ლე­ბელ მი­სი­ა­ში". ამ სუ­რათ­ში ტომი შე­სა­ნიშ­ნავ ილე­თებს ას­რუ­ლებ­და და შავ ტყა­ვის ქურ­თუკ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი დიდ ეფექტს ახ­დენ­და. სხვა­თა შო­რის, ტომ­მა ჯა­შუ­შის როლი ახალ პრო­ექ­ტში - "დღის რა­ინ­დშიც" გა­ნა­სა­ხი­ე­რა.

მეტ დე­ი­მო­ნი "ბორ­ნის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ა­ში"

მეტ დე­ი­მონ­მა მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ჯა­შუ­ში გა­ნა­სა­ხი­ე­რა - ჯე­ი­სონ ბორ­ნი - ფილმში "ბორ­ნის იდენ­ტი­ფი­კა­ცია" და ასე­ვე მის გაგ­რძე­ლე­ბებ­ში. ამ­ნე­ზი­ით გა­ტან­ჯუ­ლი დე­ი­მო­ნი ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი თავი იპო­ვოს, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლო კი მის მოკ­ვლას გეგ­მავს. მეტ­მა კლა­სი­კუ­რი ჯა­შუ­ში პლე­ი­ბო­ის სტე­რე­ო­ტი­პი და­არ­ღვია და თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის ერ­თგუ­ლი, სე­რი­ო­ზუ­ლი გმი­რი შექ­მნა.

პირს ბროს­ნა­ნი - ისევ ბონ­დი

ძნე­ლი და­სად­გე­ნია, ვინ არის ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ჯე­იმს ბონ­დი, რად­გან ვერც შონ კო­ნე­რის, ვერც პირს ბროს­ნანს, ტი­მო­თი დალ­ტონს თუ სხვებს და­უ­კარ­გავ ეშხს. თუმ­ცა ბონ­დი­ა­ნას ხსე­ნე­ბა­ზე ქა­ლებს მა­ინც, პირ­ველ რიგ­ში, პირს ბროს­ნა­ნი ახ­სენ­დე­ბათ, მისი ბრი­ტა­ნუ­ლი აქ­ცენ­ტით, რა­ინ­დუ­ლი მა­ნე­რე­ბი­თა და ოდ­ნავ ცი­ნი­კუ­რი ჩა­ცი­ნე­ბით.

ჯორჯ კლუ­ნი "ამე­რი­კელ­ში"

ქა­ლე­ბის უსაყ­ვარ­ლე­სი ჯა­შუ­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჯორჯ კლუ­ნია, რო­მელ­მაც და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მკვლე­ლი გა­ნა­სა­ხი­ე­რა ფილმში "ამე­რი­კე­ლი". ეს ფილ­მი ბონ­დი­ა­ნას თა­მა­მად უწევს კონ­კუ­რენ­ცი­ას. კლუ­ნის გმი­რი თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ის მი­ტო­ვე­ბას ცდი­ლობს. ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ჯორ­ჯი მარ­თლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და იო­ლად ახერ­ხებს ქალი მა­ყუ­რებ­ლე­ბის მო­ხიბ­ვლას.

დე­ნი­ელ კრე­ი­გის ჯე­იმს ბონ­დი

ბონ­დის სა­გას დე­ნი­ელ კრე­იგ­მა ახა­ლი ელ­ფე­რი შეს­ძი­ნა ფილ­მით "კა­ზი­ნო რო­ი­ა­ლი". ის ოდ­ნავ უფრო დახ­ვე­წი­ლი იყო, ვიდ­რე წი­ნა­მორ­ბე­დი ბონ­დე­ბი და მისი ცის­ფე­რი თვა­ლე­ბის გამო მა­ყუ­რე­ბე­ლი არც ისე კარ­გად შერ­ჩე­ულ ზო­გი­ერთ რეპ­ლი­კა­საც პა­ტი­ობ­და. მან შეძ­ლო მგრძნო­ბი­ა­რე "ცუდი ბი­ჭის" რო­ლის შექ­მნა. ოდ­ნავ მო­უ­ლოდ­ნე­ლად, თუმ­ცა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ყველაზე სექსუალური ჯაშუშები

ყველაზე სექსუალური ჯაშუშები

კინოს სამყაროში უამრავი ჯაშუშის სახე შეიქმნა და კიდევ შეიქმნება. თუმცა მათ შორის არიან განსაკუთრებულად მომხიბვლელნი და სექსუალურები. თქვენ წინაშე ის ექვსი ვარსკვლავია, რომლებსაც უწოდეს "ჯაშუშები, რომელთაც ქალები ყველაზე მეტად მოხიბლეს".

ბრედ პიტი - მისტერ სმიტი

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც უამრავმა ხალხმა უყურა ფილმს "მისტერ და მისის სმიტები", ის იყო, რომ სურდათ დაენახათ, რეალური გახლდათ თუ არა ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ეკრანული სიყვარული. სმიტების წყვილმა მათ იმედი არ გაუცრუა, სექსუალური სახეებიც შექმნა, ფილმის შემდეგ დაოჯახდა კიდეც და ბრედიც აღმოჩნდა სექსუალურ ჯაშუშ მამაკაცთა რიგში.

ტომ კრუზის "შეუსრულებელი მისია"

საიენტოლოგიით გატაცებული ახლანდელი ტომ კრუზის დანახვაზე შეიძლება დაგ­ავიწყდეს კიდეც, რომ ის ერთ დროს ქალების გულთამპყრობელი იყო და 1996 წელს სექსუალური ჯაშუში განასახიერა "შეუსრულებელ მისიაში". ამ სურათში ტომი შესანიშნავ ილეთებს ასრულებდა და შავ ტყავის ქურთუკში გამოწყობილი დიდ ეფექტს ახდენდა. სხვათა შორის, ტომმა ჯაშუშის როლი ახალ პროექტში - "დღის რაინდშიც" განასახიერა.

მეტ დეიმონი "ბორნის იდენტიფიკაციაში"

მეტ დეიმონმა მეტად საინტერესო ჯაშუში განასახიერა - ჯეისონ ბორნი - ფილმში "ბორნის იდენტიფიკაცია" და ასევე მის გაგრძელებებში. ამნეზიით გატანჯული დეიმონი ცდილობს საკუთარი თავი იპოვოს, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო კი მის მოკვლას გეგმავს. მეტმა კლასიკური ჯაშუში პლეიბოის სტერეოტიპი დაარღვია და თავისი საყვარელი ქალის ერთგული, სერიოზული გმირი შექმნა.

პირს ბროსნანი - ისევ ბონდი

ძნელი დასადგენია, ვინ არის ყველაზე სექსუალური ჯეიმს ბონდი, რადგან ვერც შონ კონერის, ვერც პირს ბროსნანს, ტიმოთი დალტონს თუ სხვებს დაუკარგავ ეშხს. თუმცა ბონდიანას ხსენებაზე ქალებს მაინც, პირველ რიგში, პირს ბროსნანი ახსენდებათ, მისი ბრიტანული აქცენტით, რაინდული მანერებითა და ოდნავ ცინიკური ჩაცინებით.

ჯორჯ კლუნი "ამერიკელში"

ქალების უსაყვარლესი ჯაშუში, რასაკვირველია, ჯორჯ კლუნია, რომელმაც დაქირავებული მკვლელი განასახიერა ფილმში "ამერიკელი". ეს ფილმი ბონდიანას თამამად უწევს კონკურენციას. კლუნის გმირი თავისი პროფესიის მიტოვებას ცდილობს. ქარიზმატული ჯორჯი მართლაც შესანიშნავად გამოიყურება და იოლად ახერხებს ქალი მაყურებლების მოხიბვლას.

დენიელ კრეიგის ჯეიმს ბონდი

ბონდის საგას დენიელ კრეიგმა ახალი ელფერი შესძინა ფილმით "კაზინო როიალი". ის ოდნავ უფრო დახვეწილი იყო, ვიდრე წინამორბედი ბონდები და მისი ცისფერი თვალების გამო მაყურებელი არც ისე კარგად შერჩეულ ზოგიერთ რეპლიკასაც პატიობდა. მან შეძლო მგრძნობიარე "ცუდი ბიჭის" როლის შექმნა. ოდნავ მოულოდნელად, თუმცა საკმაოდ საინტერესოდ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება