პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:10-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 11:27-დან მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძე და რძის ნაწარმით, თაფლით. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯორჯ კლუნი დაიღალა
ჯორჯ კლუნი დაიღალა

მსა­ხი­ობ­მა ჯორჯ კლუ­ნიმ ჟურ­ნალ Hollywood Reporter-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღი­ა­რა, რომ თავს მარ­ტო­სუ­ლად გრძნობს. ეს გან­ცხა­დე­ბა ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რად­გა­ნაც ჰო­ლი­ვუდ­ში ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ მა­მა­კაც­თა სი­ა­შია.

50 წლის მსა­ხი­ობ­მა აღი­ა­რა, რომ ის მარ­ტო­ო­ბამ და უძი­ლო­ბით გა­მოწ­ვე­ულ­მა პრობ­ლე­მებ­მა და­ღა­ლა. ინ­ტერ­ვი­უ­ში ვარ­სკვლავ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უძი­ლო­ბას ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბით ებ­რძვის. "რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზორს არ ვუ­ყუ­რებ, ფიქ­რს ვი­წყებ და ეს მა­გი­ჟებს. შე­კი­თხვე­ბი არ და­მი­წყოთ - ყო­ველ ღამე ხუთ­ჯერ ვდგე­ბი ლო­გი­ნი­დან", - გა­ნა­ცხა­და მან.

მსა­ხი­ო­ბი მი­იჩ­ნევს, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი იტან­ჯე­ბა მარ­ტო­ო­ბით. "და­მი­ჯე­რეთ, ყვე­ლა მათ­გა­ნი იტყუ­ე­ბა, ვინც გიმ­ტკი­ცებთ, რომ არას­დროს უგ­რძვნია თავი მარ­ტო­სუ­ლად. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვერ­სად ვე­მა­ლე­ბი პა­პა­რა­ცებს. ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მუ­დამ სა­ჯა­როდ გა­ნი­ხი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

ინ­ტერ­ვი­უ­ში მან აღი­ა­რა, რომ ხში­რად ღა­ლა­ტის მსხვერ­პლიც ყო­ფი­ლა. ცნო­ბი­ლია, რომ ვარ­სკვლა­ვის ყვე­ლა სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნი იმი­ტომ დას­რულ­და, რომ მას ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ეში­ნია. "ერთხელ ბრედ პიტს ჰკი­თხეს, რო­დის და­ქორ­წინ­დე­ბო­და ან­ჯე­ლი­ნა­ზე, მან კი უპა­სუ­ხა, ეს მა­შინ მოხ­დე­ბა, როცა ჯორ­ჯი და­ქორ­წინ­დე­ბაო", - ღი­მი­ლით იხ­სე­ნებს მსა­ხი­ო­ბი. (ჯორ­ჯი და ბრედ პიტი ახლო მე­გობ­რე­ბი არი­ან).

შე­კი­თხვა­ზე, ყო­ფი­ლა თუ არა ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის მომ­ხმა­რე­ბე­ლი, მსა­ხი­ობ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს დრო წარ­სულს ჩა­ბარ­და და ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლის შემ­დეგ, აღარ და­უ­ლე­ვია. "იყო დრო, რო­დე­საც სას­მე­ლი ჩემ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­რან­ტი იყო. ღვი­ნოს მა­ში­ნაც კი ვსვამ­დი, რო­დე­საც ამის მი­ზე­ზი არ მქონ­და. ბედ­ნი­ე­რი ვარ, ეს პრობ­ლე­მა და­ვა­მარ­ცხე", - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

მსა­ხი­ობს ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ქონ­და. 2005 წელს, რო­დე­საც ფილმზე "სი­რი­ა­ნა" მუ­შა­ობ­და, მას ხერ­ხემ­ლის სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი და­ე­წყო. მას ზურ­გის ტვი­ნის გა­ჟონ­ვის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ტკი­ვი­ლი იმ­დე­ნად აუ­ტა­ნე­ლი იყო, რომ ვარ­სკვლა­ვი თვით­მკვლე­ლო­ბა­ზეც ფიქ­რობ­და. "ეს სა­ში­ნე­ლე­ბა იყო! ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, თით­ქოს დამ­ბლა და­მე­ცა. მე­გო­ნა მა­ტა­რე­ბელ­მა გა­და­მი­ა­რა, ვერ ვმოძ­რა­ობ­დი, ვერ ვხე­დავ­დი", - იხ­სე­ნებს მსა­ხი­ო­ბი. 9 სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, ის ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს თან­და­თან და­უბ­რუნ­და. მსა­ხი­ობს ტკი­ვი­ლე­ბი დღე­საც აწუ­ხებს.

კლუ­ნი ამ­ჟა­მად მსა­ხი­ობ სტე­ი­სი კე­იბ­ლერს ხვდე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk- ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ჯორჯ კლუნი დაიღალა

ჯორჯ კლუნი დაიღალა

მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ ჟურნალ Hollywood Reporter-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ თავს მარტოსულად გრძნობს. ეს განცხადება ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგანაც ჰოლივუდში ის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მამაკაცთა სიაშია.

50 წლის მსახიობმა აღიარა, რომ ის მარტოობამ და უძილობით გამოწვეულმა პრობლემებმა დაღალა. ინტერვიუში ვარსკვლავმა განაცხადა, რომ უძილობას ტელევიზორის ყურებით ებრძვის. "როდესაც ტელევიზორს არ ვუყურებ, ფიქრს ვიწყებ და ეს მაგიჟებს. შეკითხვები არ დამიწყოთ - ყოველ ღამე ხუთჯერ ვდგები ლოგინიდან", - განაცხადა მან.

მსახიობი მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანი იტანჯება მარტოობით. "დამიჯერეთ, ყველა მათგანი იტყუება, ვინც გიმტკიცებთ, რომ არასდროს უგრძვნია თავი მარტოსულად. რასაკვირველია, ვერსად ვემალები პაპარაცებს. ჩემი პირადი ცხოვრება მუდამ საჯაროდ განიხილება", - განაცხადა მსახიობმა.

ინტერვიუში მან აღიარა, რომ ხშირად ღალატის მსხვერპლიც ყოფილა. ცნობილია, რომ ვარსკვლავის ყველა სასიყვარულო რომანი იმიტომ დასრულდა, რომ მას ვალდებულებების ეშინია. "ერთხელ ბრედ პიტს ჰკითხეს, როდის დაქორწინდებოდა ანჯელინაზე, მან კი უპასუხა, ეს მაშინ მოხდება, როცა ჯორჯი დაქორწინდებაო", - ღიმილით იხსენებს მსახიობი. (ჯორჯი და ბრედ პიტი ახლო მეგობრები არიან).

შეკითხვაზე, ყოფილა თუ არა ალკოჰოლური სასმელის მომხმარებელი, მსახიობმა განაცხადა, რომ ეს დრო წარსულს ჩაბარდა და ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ, აღარ დაულევია. "იყო დრო, როდესაც სასმელი ჩემთვის ბედნიერების გარანტი იყო. ღვინოს მაშინაც კი ვსვამდი, როდესაც ამის მიზეზი არ მქონდა. ბედნიერი ვარ, ეს პრობლემა დავამარცხე", - განაცხადა მსახიობმა.

მსახიობს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ქონდა. 2005 წელს, როდესაც ფილმზე "სირიანა" მუშაობდა, მას ხერხემლის საშინელი ტკივილები დაეწყო. მას ზურგის ტვინის გაჟონვის დიაგნოზი დაუსვეს. ტკივილი იმდენად აუტანელი იყო, რომ ვარსკვლავი თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა. "ეს საშინელება იყო! ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დამბლა დამეცა. მეგონა მატარებელმა გადამიარა, ვერ ვმოძრაობდი, ვერ ვხედავდი", - იხსენებს მსახიობი. 9 საათიანი ოპერაციის შემდეგ, ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს თანდათან დაუბრუნდა. მსახიობს ტკივილები დღესაც აწუხებს.

კლუნი ამჟამად მსახიობ სტეისი კეიბლერს ხვდება.

მომზადებულია dailymail.co.uk- ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება