ჩინეთში გაზაფხულის ფესტივალი 7 დღის განმავლობაში გრძელდება და სასურველია, ახალგაზრდებს ამ დროს გვერდით თანამგზავრი ყავდეთ.
ჩინელ მარტოხელებს სასურველი მეორე ნახევრის დაქირავება ინტერნეტის საშუალებით შეუძლიათ. შეყვარებულის შესარჩევად ისინი ფოტოსურათებს და პირად მონაცემებს იყენებენ. კლიენტები მიუთითებენ, როგორი მონაცემების გოგონა სჭირდებათ და მათთვის სასურველი კანდიდატიც შერჩეულია.
გაზაფხულის ფესტივალისთვის შეყვარებულის დაქირავება 31 დოლარიდან 160 დოლარამდე ჯდება.
თუკი მამაკაცი კლიენტი მოისურვებს, გოგონას შეუძლია რეცხვა, სადილის მომზადება, ან თუნდაც შოპინგზე წასვლა. ზოგიერთი მათგანი ოჯახის ახლო ნათესავებთან სტუმრადაც კი მიდის.
კლიენტებს დაქირავებული საყვარლების შეყვარება და კოცნა ეკრძალებათ.
მომზადებულია odditycentral.com- ის მიხედვით.