მსოფლიო
მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხის ნებიერა "დიდი ბავშვი" - ეროსი"
 "ხალხის ნებიერა "დიდი ბავშვი" - ეროსი"

ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ის­ტო­რი­ა­ში იყ­ვნენ ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე­ზე დიდი მსა­ხი­ო­ბე­ბი, რო­მელ­თაც ხალ­ხის­გან იმ სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ერ­თგუ­ლე­ბის მე­ა­თე­დიც არ რგე­ბი­ათ წი­ლად, რაც ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძეს ერგო.

უსა­ზღვრო ნი­ჭი­ე­რე­ბა­სა და პი­როვ­ნულ მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე ეროვ­ნუ­ლი მუხ­ტის მქო­ნე მსა­ხი­ო­ბი იყო, რა­საც უტყუ­ა­რი ალ­ღო­თი ხვდე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა­და­კარ­გუ­ლი ქვეყ­ნის მა­ყუ­რე­ბე­ლი და არ­ტისტს გა­მორ­ჩე­ულ პა­ტივს მი­ა­გებ­და.

ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე­ზე რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი, რეს­პუბ­ლი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტე­ბი, და­ვით პა­პუ­აშ­ვი­ლი და სოსო ლა­ღი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან, რომ­ლებ­საც მსა­ხი­ობ­თან არა­ერ­თი წლის მე­გობ­რო­ბა და პარტნი­ო­რო­ბა აკავ­ში­რებ­დათ.

"რაც ცხოვ­რე­ბა­ში იყო, ის იყო სცე­ნა­ზე"

და­ვით პა­პუ­აშ­ვი­ლი: - ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე ახ­ლოს 1963 წელს გა­ვი­ცა­ნი, როცა თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტე­ბი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში გაგ­ვა­ნა­წი­ლეს. თე­ატ­რში ბრწყინ­ვა­ლე თა­ო­ბა დაგ­ვხვდა: რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე, გოგი გე­გეჭ­კო­რი, გუ­რამ სა­ღა­რა­ძე, ჯე­მალ ღა­ღა­ნი­ძე. ისი­ნი ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბებს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით შეგ­ვხვდნენ და კრე­ბის შემ­დეგ რეს­ტო­რან­შიც დაგვპა­ტი­ჟეს. სუფ­რას­თან ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძემ გვი­თხრა; თქვენ ჩვე­ნი საქ­მე უნდა გა­ნაგ­რძოთ, ახალ­მა თა­ო­ბამ ახა­ლი სი­ტყვა უნდა თქვას თე­ატ­რშიო... მის­მა სი­ტყვამ ძალა შეგვმა­ტა.

რეს­ტორ­ნი­დან გა­მოს­ვლი­სას ბა­ტონ­მა ერო­სიმ მკი­თხა: სად ცხოვ­რო­ბო? როცა ვუ­თხა­რი, ვა­კე­ში-მეთ­ქი, გა­უ­ხარ­და, მე­ზობ­ლე­ბი ვყო­ფილ­ვარ­თო. გზა­ში ოჯა­ხის შე­სა­ხებ გა­მომ­კი­თხა, როცა ვუ­თხა­რი, რაჭ­ვე­ლი ვარ-მეთ­ქი, გა­უ­ხარ­და, - დედა მყავს რაჭ­ვე­ლიო. ერო­სის დედა, თა­მარ ბენ­დუ­ქი­ძე, რო­მე­ლიც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის გამო სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა და­ინ­ვა­ლიდ­და, ერო­სის გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და, დღე­ში ას­ჯერ ურე­კავ­და დე­დას, უფრთხილ­დე­ბო­და, ატყო­ბი­ნებ­და, სად იყო... ასე და­ი­წყო ჩვე­ნი ახ­ლობ­ლო­ბა.

სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სპექ­ტაკლ "გვა­დი ბიგ­ვა­ში" მო­მი­წია ერო­სის­თან პარტნი­ო­რო­ბამ. სოფ­ლის გუნ­დის დი­რი­ჟორს ვთა­მა­შობ­დი. ერო­სის მო­ე­წო­ნა ჩემ მიერ შექ­მნი­ლი გრო­ტეს­კუ­ლი სახე, მა­ქებ­და, მამ­ხნე­ვებ­და, დიდი ბავ­შვი­ვით იყო, სხვი­სი წარ­მა­ტე­ბა ახა­რებ­და, რისი ნი­ჭიც, სამ­წუ­ხა­როდ, ბევრ მსა­ხი­ობს არა აქვს. ასე­ვე და­უ­ვი­წყა­რია ჩემ­თვის ტე­ლეს­პექ­ტაკ­ლი "უჩინ­მა­ჩი­ნის ქუდი", რო­მე­ლიც დღემ­დე არ ჩა­მო­დის ეკ­რა­ნი­დან. ბრწყინ­ვა­ლე რე­ჟი­სორ­მა კახა კა­ხაბ­რიშ­ვილ­მა მსა­ხი­ობ­თა შე­სა­ნიშ­ნა­ვი ან­სამ­ბლი შეკ­რი­ბა და სპექ­ტაკ­ლი მარ­თლა ერთი ამო­სუნ­თქვით შე­იქ­მნა, რა თქმა უნდა, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის თავ­კა­ცო­ბით.

- ამ­ბო­ბენ, რომ ის უც­ნა­უ­რი, ცოტა ახი­რე­ბუ­ლი კაცი იყო.

- ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე მარ­თა­ლი, ზედ­მე­ტად მი­ა­მი­ტი იყო, სჯე­რო­და, რა­საც გარ­შე­მომ­ყოფ­ნი ეუბ­ნე­ბოდ­ნენ და თვი­თო­ნაც ქვე­ნა გრძნო­ბე­ბით არა­სო­დეს მოქ­მე­დებ­და. ეს სცე­ნა­ზეც ეტყო­ბო­და. სპექ­ტაკლ "პე­პო­ში", სა­დაც მის მო­სამ­სა­ხუ­რეს, სამ­სონს ვთა­მა­შობ­დი, სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ჩემი გმი­რის და­ნახ­ვა­ზე ეღი­მე­ბო­და. ერო­სი იმპრო­ვი­ზა­ცი­ის დი­დოს­ტა­ტი გახ­ლდათ...

თით­ქმის ყო­ველ კვი­რას, დი­ლით, შინ გა­მო­მივ­ლი­და ხოლ­მე, წა­მო­დი, ჯერ მცხე­თა­ში პური ვი­ყი­დოთ და მერე წა­ვი­დეთ თე­ატ­რში რე­პე­ტი­ცი­ა­ზეო, მცხე­თუ­რი პური გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და. უშუ­ა­ლო ადა­მი­ა­ნი იყო, მაგ­რამ ყვე­ლას­თან არ ით­ქვი­ფე­ბო­და, სა­სურ­ვე­ლი სტუმ­რე­ბის­თვის სა­ი­დუმ­ლო პა­რო­ლიც ჰქონ­და: ორი მოკ­ლე და ერთი გრძე­ლი ზარი, რის შემ­დე­გაც ერო­სის სახ­ლში შეს­ვლა ნე­ბა­დარ­თუ­ლი გქონ­და. ნარ­დის თა­მა­ში უყ­ვარ­და და მო­გე­ბაც ბავ­შვი­ვით უხა­რო­და. შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­მა­და იყო, ამ­ბობ­და: შე­ვარ­ცხვი­ნე სა­დღეგ­რძე­ლო, რო­მე­ლიც ჭი­ქის ხელ­ში აღე­ბამ­დეა მო­ფიქ­რე­ბუ­ლიო, სა­ო­ცა­რი თა­ნად­გო­მა იცო­და, თან გა­დაგ­ყვე­ბო­და. ამ­ქვეყ­ნი­დან მის­მა წას­ვლამ ჩემ­ში, ჩემს ოჯახ­ში დღემ­დე გა­უმრთე­ლე­ბე­ლი ბზა­რი გა­მო­იწ­ვია...

ხალ­ხს ერო­სი მარ­თლაც სა­ოც­რად უყ­ვარ­და. თე­ატ­რში მო­სუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი, რო­მელ­საც ვე­რა­ფერს გა­მო­ა­პა­რებ, გრძნობ­და დიდი არ­ტის­ტის გულ­წრფე­ლო­ბას, ში­ნა­გან სი­მარ­თლეს. ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე რაც ცხოვ­რე­ბა­ში იყო, ის იყო სცე­ნა­ზეც.

"მას ქარ­თველ ლე­ვი­ტანს უწო­დებ­დნენ"

სოსო ლა­ღი­ძე: - ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჯერ კი­დევ ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო, როცა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. იმ­ხა­ნად თე­ატ­რებს სა­კუ­თა­რი ფეხ­ბურ­თის გუნ­დე­ბი ჰყავ­დათ და გა­მო­ნაკ­ლი­სი არც რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი იყო, რუს­თა­ვე­ლის გუნ­დის ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, რო­გორც ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, ნო­დარ ჩხე­ი­ძეს­თან, კოტე მა­ხა­რა­ძას­თან, ჯე­მალ ღა­ღა­ნი­ძეს­თან, გოგი გე­გეჭ­კორ­თან, კარ­ლო სა­კან­დე­ლი­ძეს­თან, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძეს­თან ერ­თად ვთა­მა­შობ­დი.

რაც შე­ე­ხე­ბა პარტნი­ო­რო­ბას, 1958 წელს ერ­თად ვი­თა­მა­შეთ ფილმში "წარ­სუ­ლი ზა­ფხუ­ლი", რო­მე­ლიც გაგ­რა­ში გა­და­ვი­ღეთ და რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ გოგი გე­გეჭ­კო­რი, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე, მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე, ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი. გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი სას­ტუმ­რო "გაგ­რიფშში" ვცხოვ­რობ­დით. ერთ სა­ღა­მოს სას­ტუმ­რო­ში გოგი გე­გეჭ­კორს ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი და­ვით გამ­რე­კე­ლი ეს­ტუმ­რა მე­უღ­ლეს­თან, ბუ­ბუ­სია თვა­ლა­ვა­ძეს­თან ერ­თად, რო­მე­ლიც იმ­დრო­ინ­დე­ლი თბი­ლი­სის ცნო­ბი­ლი ლა­მაზ­მა­ნი იყო. გო­გის­თან, ოთახ­ში, ერო­სი, რა­მა­ზი და მე ვი­ყა­ვით. სას­ტუმ­რო "გაგ­რიფ­ში" სა­კავ­ში­რო დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­სა იყო და სრუ­ლი წეს­რი­გი სუ­ფევ­და. 12 სა­ა­თის შემ­დეგ "ოტ­ბოი" ცხად­დე­ბო­და.

სუფ­რა გა­ი­შა­ლა და ღი­ღი­ნი წა­მო­ი­წყეს, თუკი შე­იძ­ლე­ბა ასე ეწო­დოს ერო­სის, რა­მა­ზის, დათ­კა გამ­რე­კე­ლის ხმას, რო­მელ­საც გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ხმის ტემ­ბრი ჰქონ­და. შემ­დეგ თან­და­თან მო­უ­მა­ტეს, ქე­ი­ფი ეშხში შე­ვი­და და "მრა­ვალ­ჟა­მი­ერ­ზე" რომ გა­და­ვიდ­ნენ, ორს იყო გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა, არც ერთ დამ­სვე­ნე­ბელს პრო­ტეს­ტი არ გა­მო­უთ­ქვამს, ისე­თი ღვთი­უ­რი ხმე­ბი ის­მო­და. სწო­რედ ხმამ მო­უ­ტა­ნა ერო­სის პო­პუ­ლა­რო­ბა, ქარ­თუ­ლი რა­დი­ოს ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო დიქ­ტორს "ქარ­თველ ლე­ვი­ტანს" უწო­დებ­დნენ, რა­საც თე­ატ­რში გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი ბრწინ­ვა­ლე რო­ლე­ბი მოჰ­ყვა. სა­ფეხ­ბურ­თო გა­და­ცე­მე­ბი ისე მიჰ­ყავ­და, რა­დი­ომსმე­ნე­ლი სტა­დი­ონ­ზე გრძნობ­და თავს. მან და­ამ­კვიდ­რა ტერ­მი­ნე­ბი "თა­ნამ­სა­ჯი", "გოლი მომ­წიფ­და"...

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში 31 წლის ასაკ­ში მო­სულ­მა მსა­ხი­ობ­მა ოი­დი­პო­სი, ივა­ნე მრის­ხა­ნე, ლო­პე­სი ("ეს­პა­ნე­ლი მღვდე­ლი") ითა­მა­შა. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ "ხა­ნუ­მა­სა" და "პე­პო­ზე", რო­მელ­მაც ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძეს არ­ნა­ხუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. მახ­სოვს, სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე სა­გან­გე­ბოდ იმ სცე­ნის სა­ნა­ხა­ვად შე­მო­დი­ო­და დარ­ბაზ­ში, რო­მელ­შიც ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე და სა­ლო­მე ყან­ჩე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ეს იყო იმპრო­ვი­ზა­ცი­ის კას­კა­დი, თუმ­ცა ნა­ფიქ­რი­სა და გა­აზ­რე­ბუ­ლის. მახ­სოვს, "ჭინჭრა­ქა­ში", მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მე­დეა ჩა­ხა­ვას ჰკი­თხა - ბად­რი­ჯანს რომ ფრთე­ბი ჰქონ­დეს, რა იქ­ნე­ბო­დაო? და რაკი პარტნი­ო­რის­გან პა­სუ­ხი ვერ მი­ი­ღო, თვი­თონ­ვე უპა­სუ­ხა: თვითმფრი­ნა­ვი იქ­ნე­ბო­დაო. ოი­დი­პო­სი ბრწყინ­ვა­ლედ ითა­მა­შა და როცა საქ­მე "ოტე­ლო­ზე" მიდ­გა, პირ­და­პირ თქვა: ხო­რა­ვას მერე ოტე­ლოს ვერ ვი­თა­მა­შე­ბო.

ხომ უზა­დო მე­ტყვე­ლე­ბა ჰქონ­და ერო­სის, მა­ინც ყო­ველ სა­ღა­მოს ვარ­ჯი­შობ­და, მისი სა­მა­გი­დო წიგ­ნი "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" იყო. წიგ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო, მისი საყ­ვა­რე­ლი ჟურ­ნა­ლე­ბი "მნა­თო­ბი" და "ცის­კა­რი იყო, სა­დაც იმ­ხა­ნად შე­დევ­რე­ბი იბეჭ­დე­ბო­და. რაც უნდა გა­ხუ­რე­ბუ­ლი ქე­ი­ფი ყო­ფი­ლი­ყო, თუ მე­ო­რე დღეს სპექ­ტაკ­ლი ჰქონ­და, სტუმ­რებს 11 სა­ათ­ზე და­ი­თხოვ­და, რომ ემუ­შა­ვა, წა­ე­კი­თხა.

-რაც შე­ე­ხე­ბა მის პი­რად ცხოვ­რე­ბას?

- მისი ერ­თა­დერ­თი მე­უღ­ლე მსა­ხი­ო­ბი ელე­ნე ყიფ­ში­ძე იყო, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ინ­სი­ტუ­ტში სწავ­ლი­სას შე­უყ­ვარ­და თავ­და­ვი­წყე­ბით. მალე იქორ­წი­ნეს, მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბა ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა. ამის შემ­დეგ დიდი სიყ­ვა­რუ­ლი აღარ სწვე­ვია. ცხა­დია, ჰყავ­და მე­გო­ბა­რი ქალ­ბა­ტო­ნი, მაგ­რამ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ინ­ტი­მურ მხა­რე­ზე, ზო­გი­ერ­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­უ­ბა­რი არ უყ­ვარ­და.

გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­მიძ­ლია ვთქვა, ჩემ­თვის ერო­სი მა­მო­ბი­ლი, უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი იყო. 1982 წლის 26 იან­ვარს, როცა მის­მა მე­ზობ­ლებ­მა და­მი­რე­კეს, ცუ­დად არი­სო, თე­ატ­რში (იმ დღეს "რი­ჩარდ III"-ს ვთა­მა­შობ­დით) უკვე ჩაც­მუ­ლი სას­ცე­ნო კოს­ტი­უ­მი გა­ვი­ხა­დე და სპექ­ტაკ­ლი მი­ვა­ტო­ვე. კი­ბე­ზე სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი შემ­ხვდა და მი­თხრა - ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლი­აო. ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძეს, დიდ არ­ტისტსა და დიდ პი­როვ­ნე­ბას ქარ­თვე­ლი ხალ­ხი დღემ­დე მხო­ლოდ სა­ხე­ლით იხ­სე­ნი­ებს - ერო­სი... და ვფიქ­რობ, ამით ყვე­ლა­ფე­რია ნათ­ქვა­მი.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"ხალხის ნებიერა "დიდი ბავშვი" - ეროსი"

 "ხალხის ნებიერა "დიდი ბავშვი" - ეროსი"

ქართული თეატრის ისტორიაში იყვნენ ეროსი მანჯგალაძეზე დიდი მსახიობები, რომელთაც ხალხისგან იმ სიყვარულისა და ერთგულების მეათედიც არ რგებიათ წილად, რაც ეროსი მანჯგალაძეს ერგო.

უსაზღვრო ნიჭიერებასა და პიროვნულ მომხიბვლელობასთან ერთად, საქართველოს სახალხო არტისტი ეროსი მანჯგალაძე ეროვნული მუხტის მქონე მსახიობი იყო, რასაც უტყუარი ალღოთი ხვდებოდა სახელმწიფოებრიობადაკარგული ქვეყნის მაყურებელი და არტისტს გამორჩეულ პატივს მიაგებდა.

ეროსი მანჯგალაძეზე რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობები, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტები, დავით პაპუაშვილი და სოსო ლაღიძე   გვესაუბრებიან, რომლებსაც მსახიობთან არაერთი წლის მეგობრობა და პარტნიორობა აკავშირებდათ.

"რაც ცხოვრებაში იყო, ის იყო სცენაზე"

დავით პაპუაშვილი: - ეროსი მანჯგალაძე ახლოს 1963 წელს გავიცანი, როცა თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები რუსთაველის თეატრში გაგვანაწილეს. თეატრში ბრწყინვალე თაობა დაგვხვდა: რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე. ისინი ახალგაზრდა მსახიობებს აღფრთოვანებით შეგვხვდნენ და კრების შემდეგ რესტორანშიც დაგვპატიჟეს. სუფრასთან ეროსი მანჯგალაძემ გვითხრა; თქვენ ჩვენი საქმე უნდა განაგრძოთ, ახალმა თაობამ ახალი სიტყვა უნდა თქვას თეატრშიო... მისმა სიტყვამ ძალა შეგვმატა.

რესტორნიდან გამოსვლისას ბატონმა ეროსიმ მკითხა: სად ცხოვრობო? როცა ვუთხარი, ვაკეში-მეთქი, გაუხარდა, მეზობლები ვყოფილვართო. გზაში ოჯახის შესახებ გამომკითხა, როცა ვუთხარი, რაჭველი ვარ-მეთქი, გაუხარდა, - დედა მყავს რაჭველიო. ეროსის დედა, თამარ ბენდუქიძე, რომელიც უბედური შემთხვევის გამო სრულიად ახალგაზრდა დაინვალიდდა, ეროსის განსაკუთრებით უყვარდა, დღეში ასჯერ ურეკავდა დედას, უფრთხილდებოდა, ატყობინებდა, სად იყო... ასე დაიწყო ჩვენი ახლობლობა.

სცენაზე პირველად მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლ "გვადი ბიგვაში" მომიწია ეროსისთან პარტნიორობამ. სოფლის გუნდის დირიჟორს ვთამაშობდი. ეროსის მოეწონა ჩემ მიერ შექმნილი გროტესკული სახე, მაქებდა, მამხნევებდა, დიდი ბავშვივით იყო, სხვისი წარმატება ახარებდა, რისი ნიჭიც, სამწუხაროდ, ბევრ მსახიობს არა აქვს. ასევე დაუვიწყარია ჩემთვის ტელესპექტაკლი "უჩინმაჩინის ქუდი", რომელიც დღემდე არ ჩამოდის ეკრანიდან. ბრწყინვალე რეჟისორმა კახა კახაბრიშვილმა მსახიობთა შესანიშნავი ანსამბლი შეკრიბა და სპექტაკლი მართლა ერთი ამოსუნთქვით შეიქმნა, რა თქმა უნდა, ეროსი მანჯგალაძის თავკაცობით.

- ამბობენ, რომ ის უცნაური, ცოტა ახირებული კაცი იყო.

- ეროსი მანჯგალაძე მართალი, ზედმეტად მიამიტი იყო, სჯეროდა, რასაც გარშემომყოფნი ეუბნებოდნენ და თვითონაც ქვენა გრძნობებით არასოდეს მოქმედებდა. ეს სცენაზეც ეტყობოდა. სპექტაკლ "პეპოში", სადაც მის მოსამსახურეს, სამსონს ვთამაშობდი, სცენაზე გამოსვლისთანავე ჩემი გმირის დანახვაზე ეღიმებოდა. ეროსი იმპროვიზაციის დიდოსტატი გახლდათ...

თითქმის ყოველ კვირას, დილით, შინ გამომივლიდა ხოლმე, წამოდი, ჯერ მცხეთაში პური ვიყიდოთ და მერე წავიდეთ თეატრში რეპეტიციაზეო, მცხეთური პური განსაკუთრებით უყვარდა. უშუალო ადამიანი იყო, მაგრამ ყველასთან არ ითქვიფებოდა, სასურველი სტუმრებისთვის საიდუმლო პაროლიც ჰქონდა: ორი მოკლე და ერთი გრძელი ზარი, რის შემდეგაც ეროსის სახლში შესვლა ნებადართული გქონდა. ნარდის თამაში უყვარდა და მოგებაც ბავშვივით უხაროდა. შესანიშნავი თამადა იყო, ამბობდა: შევარცხვინე სადღეგრძელო, რომელიც ჭიქის ხელში აღებამდეა მოფიქრებულიო, საოცარი თანადგომა იცოდა, თან გადაგყვებოდა. ამქვეყნიდან მისმა წასვლამ ჩემში, ჩემს ოჯახში დღემდე გაუმრთელებელი  ბზარი გამოიწვია...

ხალხს ეროსი მართლაც საოცრად უყვარდა. თეატრში მოსული მაყურებელი, რომელსაც ვერაფერს გამოაპარებ, გრძნობდა დიდი არტისტის გულწრფელობას, შინაგან სიმართლეს. ეროსი მანჯგალაძე რაც  ცხოვრებაში იყო, ის იყო სცენაზეც.

"მას ქართველ ლევიტანს უწოდებდნენ"

სოსო ლაღიძე: - ჩვენი ურთიერთობა ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობის პერიოდში დაიწყო, როცა რუსთაველის თეატრის სპექტაკლებში  ვმონაწილეობდი. იმხანად თეატრებს საკუთარი ფეხბურთის გუნდები ჰყავდათ და გამონაკლისი არც რუსთაველის თეატრი იყო, რუსთაველის გუნდის ძირითად შემადგენლობაში, როგორც ყოფილი ფეხბურთელი, ნოდარ ჩხეიძესთან, კოტე მახარაძასთან, ჯემალ ღაღანიძესთან, გოგი გეგეჭკორთან, კარლო საკანდელიძესთან, ეროსი მანჯგალაძესთან ერთად ვთამაშობდი.

რაც შეეხება პარტნიორობას, 1958 წელს ერთად ვითამაშეთ ფილმში "წარსული ზაფხული", რომელიც გაგრაში გადავიღეთ და  რომელშიც მონაწილეობდნენ გოგი გეგეჭკორი, ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, მედეა ჯაფარიძე, ბელა მირიანაშვილი. გადამღები ჯგუფი სასტუმრო "გაგრიფშში" ვცხოვრობდით. ერთ საღამოს სასტუმროში გოგი გეგეჭკორს ცნობილი მომღერალი დავით გამრეკელი ესტუმრა მეუღლესთან, ბუბუსია თვალავაძესთან ერთად, რომელიც იმდროინდელი თბილისის ცნობილი ლამაზმანი იყო. გოგისთან, ოთახში, ეროსი, რამაზი და მე ვიყავით. სასტუმრო "გაგრიფში" საკავშირო დაქვემდებარებისა იყო და სრული წესრიგი სუფევდა. 12 საათის შემდეგ "ოტბოი" ცხადდებოდა.

სუფრა გაიშალა და ღიღინი წამოიწყეს, თუკი შეიძლება ასე ეწოდოს ეროსის, რამაზის, დათკა გამრეკელის ხმას, რომელსაც განუმეორებელი ხმის ტემბრი ჰქონდა. შემდეგ თანდათან მოუმატეს, ქეიფი ეშხში შევიდა და "მრავალჟამიერზე" რომ გადავიდნენ, ორს იყო გადაცილებული, თუმცა, არც ერთ დამსვენებელს პროტესტი არ გამოუთქვამს, ისეთი ღვთიური ხმები ისმოდა. სწორედ ხმამ მოუტანა ეროსის პოპულარობა, ქართული რადიოს ერთ-ერთ საუკეთესო დიქტორს "ქართველ ლევიტანს" უწოდებდნენ, რასაც თეატრში განსახიერებული ბრწინვალე როლები მოჰყვა. საფეხბურთო გადაცემები ისე მიჰყავდა, რადიომსმენელი სტადიონზე გრძნობდა თავს. მან დაამკვიდრა ტერმინები "თანამსაჯი", "გოლი მომწიფდა"...

რუსთაველის თეატრში 31 წლის ასაკში მოსულმა მსახიობმა  ოიდიპოსი, ივანე მრისხანე, ლოპესი ("ესპანელი მღვდელი") ითამაშა. აღარაფერს ვამბობ "ხანუმასა" და "პეპოზე", რომელმაც ეროსი მანჯგალაძეს არნახული პოპულარობა მოუტანა. მახსოვს, სერგო ზაქარიაძე საგანგებოდ იმ სცენის სანახავად შემოდიოდა დარბაზში, რომელშიც ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე  და სალომე ყანჩელი მონაწილეობდნენ. ეს იყო იმპროვიზაციის კასკადი, თუმცა ნაფიქრისა და გააზრებულის. მახსოვს, "ჭინჭრაქაში", მოულოდნელად, მედეა ჩახავას ჰკითხა - ბადრიჯანს რომ ფრთები ჰქონდეს, რა იქნებოდაო? და რაკი პარტნიორისგან პასუხი ვერ მიიღო, თვითონვე უპასუხა: თვითმფრინავი იქნებოდაო. ოიდიპოსი ბრწყინვალედ ითამაშა და როცა საქმე "ოტელოზე" მიდგა, პირდაპირ თქვა: ხორავას მერე ოტელოს ვერ ვითამაშებო. 

ხომ უზადო მეტყველება ჰქონდა ეროსის, მაინც ყოველ საღამოს ვარჯიშობდა, მისი სამაგიდო წიგნი "ვეფხისტყაოსანი" იყო. წიგნიერი ადამიანი იყო, მისი საყვარელი ჟურნალები "მნათობი" და "ცისკარი იყო, სადაც იმხანად შედევრები იბეჭდებოდა. რაც უნდა გახურებული ქეიფი ყოფილიყო, თუ მეორე დღეს სპექტაკლი ჰქონდა, სტუმრებს 11 საათზე დაითხოვდა, რომ ემუშავა, წაეკითხა.

-რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას?

- მისი ერთადერთი მეუღლე მსახიობი ელენე ყიფშიძე იყო, რომელიც ჯერ კიდევ ინსიტუტში სწავლისას შეუყვარდა თავდავიწყებით. მალე იქორწინეს, მაგრამ ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. ამის შემდეგ დიდი სიყვარული აღარ სწვევია. ცხადია, ჰყავდა მეგობარი ქალბატონი, მაგრამ თავისი ცხოვრების ინტიმურ მხარეზე, ზოგიერთისგან განსხვავებით, საუბარი არ უყვარდა.

გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, ჩემთვის ეროსი მამობილი, უახლოესი ადამიანი იყო. 1982 წლის 26 იანვარს, როცა მისმა მეზობლებმა დამირეკეს, ცუდად არისო, თეატრში (იმ დღეს "რიჩარდ III"-ს ვთამაშობდით) უკვე ჩაცმული სასცენო კოსტიუმი გავიხადე და სპექტაკლი მივატოვე. კიბეზე სესილია  თაყაიშვილი შემხვდა და მითხრა - ყველაფერი დამთავრებულიაო. ეროსი მანჯგალაძეს, დიდ არტისტსა და დიდ პიროვნებას ქართველი ხალხი დღემდე მხოლოდ სახელით იხსენიებს - ეროსი... და ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება